Thursday 28 March 2024

 ძვირფასო მეგობრებო,


გოჩა ძასოხოვმა საკასაციო სარჩელი შეიტანა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. ბაჟის თანხაც (6000 ლარი) გადაუხდია.

ჩვენ იმდენად მართლები ვართ, რომ შეუძლებელია ძასოხოვმა გაიმარჯვოს.

თუ ძასოხოვი არ შეიტანდა სარჩელს უზენაეს სასამართლოში, არც ჩვენ ვაპირებდით სარჩელის შეტანას ცილისწამებასთან დაკავშირებით. მალე შევა სარჩელი საქალაქო სასამართლოში, მის მიერ გამოთქმული  ცილისმწამებლური გამონათქვამების გამო.

დარწმუნებულები ვართ, რომ უზენაეს სასამართლოში ბოლო მოეღება მის ბრექიანობას ჩვენ მიმართ და ის რქებიც ჩამოტყდება, რაც დარჩენილი აქვს, ზუსტად ისე, როგორც საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრებთან გააკეთა.

ერთი ეტაპი დაგვრჩა საბოლოო გამარჯვებამდე.



Sunday 17 March 2024

 მოგესალმებით ყველას,


იმედია წაიკითხეთ ჩვენ საიტზე 14 მარტს დადებული სააპელაციო სასამართლოს განჩინება. ნებისმიერი ნეიტრალური ადამიანი თუ წაიკითხავს, დარწმუნდება, რომ ჩვენ მართლები ვართ. დღემდე პასუხგაუცემელი რჩება  შემდეგ კითხვაზე პასუხი_ რატომ შეიტანა გ.ძასოხოვმა კომპანია „თბილისის“ გაკოტრების საქმეზე მისი კრედიტორად ჩართვის შესახებ მოთხოვნა, თუ ჩვენ ვიყავით მოვალეები? ამაზე ვერც პროცესზე და ვერც პროცესის გარეთ ვერ გვიპასუხა ძასოხოვის ვერცერთმა ადვოკატმა.

თსუ პროფესორ-მასწავლებლები 45 წელია ვაშენებთ ამ სახლს. 

ჩვენ მართლები ვართ და საბოლოო გამარჯვება ჩვენი იქნება.


გთავაზობთ გუშინ საღამოს გადაღებულ მშენებლობის ფოტოებს.

1-ლი („მ“), მე-2 („ლ“) და მე-3 („კ“) სადარბაზოებისთვის გრძელდება ბოძების არმატურის დაწნა პირველი საცხოვრებელი სართულისთვის:








ე-4 („ი“) და მე-5 („თ“) სადარბაზოებისთვის კვლავ მიმდინარეობს შიდა სამუშაოები (ტიხრების გაკეთება). დროებით (სამშენებლო) აივნებზე იწყობა ბლოკები, რომელიც შემდეგ შეაქვთ შიგნით:





ამ სადარბაზოების ხედი „კარფურის“ მხრიდან:




მე-6 („ზ“) სადარბაზოსთვის მიმდინარეობს არა მარტო შიდა სამუშაოები, არამედ სიმაღლეში დასრულების (დარჩენილია 2 სართული) ბოლო ეტაპი:






მე-7-მე-9 („ვ“-„დ“) სადარბაზოებისთვის სრული ტემპით გაჩაღდა ავტოსადგომის მე-2 სართულის მშენებლობა:








დამთავრდა მე-10 („გ“), კომერციული („ბ“)  და მე-11 („ა“) სადარბაზოების სართულების მშენებლობა. დარჩენილია ლიფტის შახტების ბოლო სართულის ზემოთ (ისე, როგორცაა მე-4 („ი“) და მე-5 („თ“) სადარბაზოების სახურავზე) მშენებლობა. შესაბამისად, ამ ლოკაციიდან გამოთავისუფლებული ადამიანები გადანაწილდა 1-ელ-მე-3 და მე-7-მე-9 სადარბაზოების ლოკაციებზე:














Thursday 14 March 2024

 ძვირფასო მეგობრებო,


სააპელაციო სასამართლომ მიიღო განჩინება, რომელსაც გთავაზობთ.

ამასთან, გაცნობებთ, რომ მე ვაპირებ გოჩა ძასოხოვის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას სასამართლოში, ცილისწამების, პატივისა და ღირსების იმ შეურაცხყოფის გამო, რომელიც მან გამოაქვეყნა გაზეთ „ასავალ-დასავალში“ ა.წ. 12 თებერვალს. სარჩელის შეტანის ვადაა 100 დღე. ჯერ დაველოდოთ გ.ძასოხოვს, გაასაჩივრებს თუ არა აპელაციის გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში.

მშენებლობის ფოტოებს შემოგთავაზებთ შაბათს ან კვირას.

იქამდე დატკბით სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებული განჩინებით.

კიდევ უფრო უკეთესი სურვილებით,

სანდრო ჯორბენაძე