ყველას
გილოცავთ შობა-ახალ წელს!
სულ სიხარული და ბედნიერება დაგბედებოდეთ!
გთავაზობთ ამ წლის ბოლო ფოტოებს , ძველ ფოტოებთან შედარებით.
1-ლი („მ“), მე-2 („ლ“) და მე-3 („კ“) სადარბაზოებისთვის დასრულების ეტაპზეა პირველი (გაერთიანებული) სართულის მშენებლობა. იანვრის დასაწყისში ჩაისხმება ბეტონი:
ამ ლოკაციის 2022 წლის 24 დეკემბრის ფოტო:
მე-4 („ი“), მე-5 („თ“) და მე-6 („ზ“) სადარბაზოებისთვის მიმდინარეობს შიდა სამუშაოები, ამიტომ გარედან არ ჩანს:
ამ სადარბაზოების 2022 წლის 24 დეკემბრის ფოტო:
მე-7 („ვ“), მე-8 („ე“) და მე-9 („დ“) სადარბაზოებისთვის დამთავრდა არმატურის დაწნა ფილითვის.
4 იანვრამდე საახალწლო დასვენებაა. იანვრის პირველ დეკადაში ამ სადარბაზოებისთვის ჩაისხმება ბეტონის 1-მეტრიანი ფილა:
მშენებლობის დამთავრებამდე დარჩა 730 დღე.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს და გისურვებთ ბედნიერებას!