Saturday 30 September 2023

 მოგესალმებით,


მოგილოცავთ თბილისობას!

ჩვენი ამხანაგობის წევრი, პროფესორი რამაზ გახოკიძე საპატიო თბილისელი გახდა. ვუსურვოთ ახალი წარმატებები ბატონ რამაზს!

მალე, ჩვენი სახლი იქნება თბილისის ერთ-ერთი დამამშვენებელი სახლი!

თვის ბოლო შაბათ-კვირაა და გთავაზობთ დღევანდელ ფოტოებს.


დღეს დამთავრდა 1-ლი („მ“), მე-2 („ლ“) და მე-3 („კ“) სადარბაზოებისთვის ავტოსადგომის მეორე სართულის გადახურვის სამუშაოები. ხვალ დასვენებაა, ხოლო ზეგ დაისხმევა ბეტონი:








მე-4 („ი“) და მე-5 („თ“) სადარბაზოებისთვის მიმდინარეობს შიდა სამუშაოები:




გრძელდება მე-6 („ზ“) სადარბაზოს მშენებლობაც:





სიმაღლეში იზრდება მე-10 („გ“), მე-11-კომერციული („ბ“) და მე-12 („ა“) სადარბაზოებიც:




ხედი ყიფშიძის ქუჩის მხრიდან:








Saturday 23 September 2023

    მოგესალმებით ყველას,

გთავაზობთ სასამართლო გადაწყვეტილებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა გოჩა ძასოხოვის სარჩელი ჩვენ წინააღმდეგ.
მოიმარაგეთ „პოპკორნი“, ყურადღებით წაიკითხეთ და დატკბით სასამართლოს დასაბუთების ყოველი პუნქტით.