მეგობრებო,
გილოცავთ თებერვლის დადგომას!
შეგახსენებთ, რომ ჩვენი სასამართლო პროცესი გაიმართება 2 თებერვალსს 14 საათზე.
მოგესალმებით მეგობრებო,
გუშინ შეუძლებელი იყო ინტერნეტში შესვლა. ამიტომ მოგვიანებით გილოცავთ ნინოობას!
გთავაზობთ დღევანდელ ფოტოებს.
1-ლი-მე-3 („მ“-„კ“) სადარბაზოებისთვის დაიწყო პირველი საცხოვრებელი სართულის ბოძების არმატურის დაწნა:
მე-4 („ი“) და მე-5 („თ) სადარბაზოებისთვის თითქმის დასრულებისკენ მიდის ბლოკებით ამოშენება:
განახლდა მე-6 („ზ“) სადარბაზოს მშენებლობა:
დღევანდელი სიახლე
დღეს შედგა სასამართლო პროცესი, რომელზეც გ.ძასოხოვის წარმომადგენელმა ადვოკატმა წაიკითხა სააპელაციო საჩივარი, რომელსაც საათზე მეტი ხანი მოუნდა. აპელანტის სიტყვაში კვლავ მორიგი ტყუილები და არასწორი ინფორმაცია იქნა მოყვანილი.
შემდეგ, ჩვენმა ადვოკატმა ხ.გრიგალაშვილმა დაიწყო ჩვენი პოზიციების წარმოჩენა, თუმცა ცოტა ხანში მოსამართლემ შეაწყვეტინა, რადგან ამოიწურა სასამართლო განხილვის დღეისთვის გათვალისწინებული დრო.
სასამართლო გადაიდო 2 თებერვლის 14 საათისთვის.
ასე, რომ გელით 2 თებერვალს.
კარგია, რომ სწრაფად მიდის პროცესი.
ძვირფასო მეგობრებო,
დღეს სასამართლო პროცესი არ შედგა, რადგან გოჩ აძასოხოვმა ბოლო მომენტში ადვოკატი ნ.კვანტალიანი შეცვალა ახალი ადვოკატით _ ანზორ ხაინდრავათი.
ამ უკანასკნელმა კი, მოითხოვა გარკვეული დრო საქმის შესწავლისთვის.
ეს საპროცესო მანიპულაციები ემსახურება დროის გაწელვას.
სასამართლომ დანიშნა შემდეგი სხდომის დღე, მაგრამ ცოტა ხნის წინ შეგვატყობინეს, რომ ძასოხოვის ადვოკატს არ შეუძლია იმ დროს მოსვლა და სასამართლომ დანიშნა ახალი ვადა 2024 წლის 25 იანვარი 13:00 საათი, იმავე # 6 დარბაზში.
დიდი მადლობა იმ ხალხს, ვინ მოვიდა და დაანახა სასამართლოს ჩვენი ერთიანობა. განსაკუთრებული მადლობა ამხანაგობის იმ წევრებს, რომლებიც სპეციალურად ამ საქმისთვის ჩამოვიდნენ რაჭიდან და სხვა რეგიონებიდან.
იმედია 25-შიც ასეთივე ერთიანი ვიქნებით.
ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მართლები ვართ და ადვოკატი ა.ხაინდრავა კი არა, ადვოკატი ფ.პლევაკო ვერ უშველის გ.ძასოხოვის უსამართლო მოთხოვნებს.
სამწუხარო ინფორმაცია
გარდაიცვალა მზია გოშაძე-ცინცაძე
პანაშვიდი (15 იანვრის 18 საათამდე): ჭავჭავაძის პროსპექტი # 62, მე-5 სადარბაზო, მე-2 სართული (შესასვლელი ბერძენიშვილის ქუჩიდან).
გამოსვენება: სამშაბათს, 16 იანვრის 15 საათზე, ვაკის ეკლესიიდან (ყოფილი სტუდქალაქის ტერიტორია.ჭავჭავაძის პროსპექტი, ჩეხეთის საელჩოს გვერდით, პატარა ეკლესია).
მოგესალმებით და გილოცავთ!
საკალანდოდ გთავაზობთ დღევანდელ ფოტოებს.
1-ლი-მე-3 („მ“-„კ“) სადარბაზოებისთვის ბოლომდე დაიხურა პირველი სართული:
მე-4-მე-6 („ი“0„ზ“) სადარბაზოებისთვის ჩვეულებრივად გრძელდება შიდა სამუშაოები:
მე-7-მე-9 („ვ“-„დ“) სადარბაზოებისთვის დაგებული ფილა თითქმის გაშრა და მასზე მალე დაიწყება ავტოსადგომების (მიწისქვეშა) 2 სართულის მშენებლობა:
მესამე პირების კორპუსშიც მიმდინარეობს შიდა სამუშაოები. პარალელურად, ბოლო სართულების მშენებლობა:
ყველამ იცით, რომ დღემდე ია-ვარდით მოფენილ გზაზე არ გვივლია.
მძიმე მემკვიდრეობა გვერგო.
ამიტომ უნდა შეგახსენოთ, რომ ა.წ. 17 იანვარს (ოთხშაბათს), 14 საათზე, დარბაზი #6, თბილისის სააპელაციო სასამართლოში. მის.: თბილისი გრიგოლ რობაქიძის 7ა (დიღმის მასივი. პოლიციის სამმართველოს უკან).
ამ სასამართლოში დიდი ხანი არ უნდა დაგვჭირდეს. შეიძლება ამავე სხდომაზე დამთავრდეს ყველაფერი.
პირველი ინსტანციის სასამართლოში თქვენი დასწრება მნიშვნელოვანი იყო, თუმცა იგრძნობოდა სიმცირე, საერთო რაოდენობასთან შედარებით.
კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება დასწრება სააპელაციო სასამართლოში.
გაიხსენეთ ამხანაგობის კრებები. იქ საჩხუბრად და ნერვების მოსაშლელად სიამოვნებით მიდიოდით. იცოდით რა, რომ მაინც არაფერი გადაწყდებოდა.
აქ კი, თქვენი ბინის საკითხი წყდება. ბინისა, რომელიც თქვენი მემკვიდრეებისთვისაა განკუთვნილი.
ველოდებით მემკვიდრეებსაც!
:
გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს!