Tuesday, 7 October 2025

 კიდევ ერთი მოსალოცი ფაქტი,

 

დღეს გამოცხადდა სარეზოლუციო ნაწილი (ე.ი. მხოლოდ შედეგი დასაბუთების გარეშე) თამრო ჩანქსელიანის საჩივართან დაკავშირებით.

 თბილისის საქალაქო სასამართლომ თ.ჩანქსელიანის სარჩელი არ დააკმაყოდილა. ამასთან მოიხსნა ის ყადაღა, რომელიც დადებული იყო ინვესტორის ერთ-ერთ ბინაზე.

შეგახსენებთ, რომ ჩანქსელიანი ითხოვდა ყადაღის დადებას იბა „ბაგები 502-ის“ რომელიმე, ანუ ჩვენ ბინაზე. ჩვენი თხოვნის შედეგად, ინვესტორმა გაგვიწია შეღავათი და ჩვენი ხათრით დათანხმდა თავისი ბინის დაყადაღებაზე. მადლობა მათ და მადლობა ქ-ნ ხათუნა გრიგალაშვილს.

თ. ჩანქსელიანს შეუძლია ეს გადაწყვეტილება გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოში. თუმცა, ნებისმიერი იურისტისთვის ეს იქნება მხოლოდ ზედმეთი ფულის ხარჯვა მათი მხრიდან.

სამართალი პურს ჭამს _ როცა მართალი ხარ.

ამავე დროს, სიმართლესაც დამტკიცება და სასამართლოს დარწუნება უნდა.

გილოცავთ ! ! !


Friday, 3 October 2025

 გადადება


იმის გამო, რომ დღევანდელი დღე დასვენების დღედ გამოცხადდა, თამრო ჩანქსელიანის საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გამოცხადდება გადაიდო და გამოცხადდება თბილისის საქალაქო სასამართლოში სამშაბათს, 7 ოქტომბერს, 15:50 საათზე, იმავე, # 65 დარბაზში.

Wednesday, 1 October 2025

კიდევ ერხელ მოგესალმებით ყველას,


საკადასტრო კოდის აღებასთან დაკავშირებით _ ფული გადარიცხულია ეკატერინე ქადაგიძის მიერ. იმის გამო, რომ გაურკვეველია მისი ვინაობა, ვთხოვთ, ქალბატონ ეკატერინეს დაუკავშირდეს ქალბატონ ირინა მგელაძეს.


გუშინ დამთავრდა სასამართლო პროცესი მ.აფხაძის საჩივართან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ ეს ქალბატონი პრეტენზიას აცხადებდა 265000 ლარზე. თითქოს ის ახორციელებდა საადვოკატო საქმიანობას (თუმცა ადვოკატობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან უბრალოდ ადვოკატის რიგითი ნომრის წარმოდგენაზე უარს აცხადებდა) და მოწვეული იყო თავის დროზე ლ.ბერუაშვილისა და ხ.რუხაიას მიერ, რომლებიც დაპირებიან 10 კვ.მ კომერციულ ფართს. 

იმის გამო, რომ ფართების ნებისმიერ გასხვისებაზე საჭირეო იყო საერთო კრების გადაწყვეტილება, ამხანაგობის იმდროინდელმა გამგეობამ გადაწყვიტა, რომ ეს საკითხი გაეტანა გამგეობის სხდომაზე. გამგეობის 13 წევრიდან სხდომას ესწრებოდა 6. ე.ი. არ იყო უმრავლესობა (7 ხმა) (იხ. ამ საიტზე გამოქვეყნებული ა.წ. 24 თებერვლისა და 20 აპრილის ტექსტები). ამ სხდომის ოქმი ინახებოდა ლ.ბერუაშვილთან (ყველამ იცით, რომ ახალ გამგეობას არაფერი გადმოგვცეს დოკუმენტების, ოქმების სახით). მისმა შვილმა ეს ოქმი გადასცა მ.აფხაძეს. აფხაძემ კი, სასამართლოს წარუდგინა მე-7 ადამიანის (პროცესის დაწყებისთვის უკვე გარდაცვლილი) პ.ჩაგელიშვილის ხელმოწერით.

სიყალბის ჩადენისთვის მოვითხოვეთ სამხარაულის ექსპერტიზის ჩატარება კალიგრაფიის შეუსაბამობის დადასტურების გამო. ექსპერტიზის ჩატარების თანხები სასამართლომ დააკისრა მხარეებს. 

ამხანაგობის წევრებმა (აქედან 3 _ ონიანი, გულია და ბერუაშვილის შვილი აფხაძის მხარეს იყვნენ) უარი განაცხადეს თანხის გადახდაზე. ასევე უარი განაცხადეს სხვა წევრებმა-მოპასუხეებმა. იმის გამო, რომ ექსპერტიზა აუცილებლად ცატარებულიყო და დამტკიცებულიყო ხელმოწერის სიყალბე, ამხანაგობის მაგივრად თანხის (3000 ლარამდე) გადახდის ვალდებულება იკისრა პირადად ს.ჯორბენაძემ, რაზეც დაიდო ხელშეკრულება ს.ჯორბენაძესა და სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს შორის.

ექსპერტიზის ჩასატარებლად საჭირო იყო მ.აფხაძის მხრიდანაც თანხის გადახდა, რაზეც მან უარი განაცხადა შემოგვთავაზა გარკვეული პირობებით საქმის დასრულება.

ამ საიტზე, შეგიძლიათ იხილოთ ა.წ. 5 მაისის ტექსტი, რომლითაც  შეგატყობინეთ, რომ მ.აფხაძე და თ.ილიაშვილი აცხადებდნენ და მეილებზე უგზავნიდნენ ამხანაგპბის წევრებს, რომ ტაბლიაშვილის, ახრახაძის და სხვების (სულ 8 მოსარჩელე) საქმეზე ბატონმა ხ.რუხაიამ, ამხანაგობის სახელით შეიტანა ბაჟი 5 000 ლარი და ეს თანხა ამხანაგობის თავმჯდომარე ს.ჯორბენაძემ და ადვოკატმა ხ.გრიგალაშვილმა გამოიტანეს და შეჭამესო.

როდესაც დავამტკიცეთ, რომ ამ თანხისთვის ხელი არ გვიხლია და არც ვაპირებდით თანხის უკან დაბრუნებას (ცილისმწამებლებს დრემდე არ მოუხდიათ ბოდიში), მ. აფხაძემ, მიხვდა რა, რომ საქმეს ვერ მოიგებდა და შეიძლებოდა იქით შევდავებულიყავით გაყალბების გამო, განაცხადა, რომ გამოგვეტანა ეს თანხა და მიგვეცა მისთვის, რითაც მეტი პრეტენზია აღარ ექნებოდა ჩვენ მიმართ და გაიხმობდა სარჩელს.

ამის შესახებ ს.ჯორბენაძემ შეატყობინა გამგეობის წევრებს, რომლებმაც განაცხადეს თანხმობა, მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივად 100 % გამარჯვებული ვიქნებოდით სასამართლო გადაწყვეტილებით.

ცილისწამების გამო, ს.ჯორბენაძემ კატეგორიული უარი განაცხადა ამ თანხის გამოტანაზე, თუმცა შეეძლო 1 დღეში მოეგვარებინა ეს საკითხი.

თანხის გამოტანა ითავა ხ.რუხაიას შვილმა მიხეილმა. კარგა ხნის წვალების შემდეგ მან ეს თანხა გამოიტანა, თუმცა ის ვერ გადასცემდა ამ თანხას აფხაძეს, იმის გამო, რომ რუხაია არ იყო მოპასუხე.

გუშინდელ სასამართლო პროცესზე ჩვენი მოთხოვნა იყო მორიგების გაფორმება და არა სარჩელის გამოხმობა.

საბოლოოდ გავაფორმეთ მორიგება. მორიგების შედეგად, საქმის წარმოება შეწყდება მორიგების პირობების შესრულებისთანავე. პირობა კი, ასე შესრულდება: მ.რუხაია გადაურიცხავს თანხას ლ. გულუას, ეს უკანასკნელი მ. აფხაძეს.

იმ შემთხვევაში, თუ ლ.გულუა არ გადაურიცხავს თანხას, ამხანაგობა იძულებული იქნება მას არ დაურეგისტრიროს ბინა.

სხდომის დამთავრების შემდეგ ლ.გულუამ ისევ დაიწყო ყვირილი და ნერვები მოუშალა ამხანაგობის სხვა წევრებს. ამხანაგობის წევრებო, რით ვერ ისწავლეთ ამდენი წლის მანძილზე, რომ ამ ქალბატონების წივილ-კივილს ყურადღება არ უნდა მიაქციოთ. ძალაუნებურად ერთი ქართული ანდაზა შეიძლება გაგახსენდეთ _ „ძაღლი რაც უნდა გაწვრთნა, ყეფას მაინც არ მოიშლისო“.

ცოტა ხანში რეესტრშიც დავარეგისტრირებთ ბინებს. სასამართლო პროცესებიც დამთავრდება და ამ ე.წ. ბერუაშვილის დაქალებთან აღარ გექნებათ ურთიერთობა, გარდა მათი სართულის მეზობლებისა.

მორიგი საქმე სასამართლოში გვაქვს ა.წ.  3 ოქტომბერს, 16:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, დარბაზი # 65, თამრო ჩანქსელიანის საქმესთან დაკავშირებით. გამოცხადდება სასამართლო გადაწყვეტილება. ე.ი. იქნება მხოლოს გამოცხადება, ამიტომ დასწრება აუცილებელი არაა.

Monday, 29 September 2025

 მოგესალმებით ყველას,


სასიხარულო ინფორმაცია

სულ რამდენიმე წუთის წინ ხაშურის რაიონულმა სასამართლომ გამოაცხადა თავისი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა გოჩა ძასოხოვის ზმაკაცის საბაჰატდინ ილდიზის სარჩელი ჩვენ მიმართ.

მადლობა ქალბატონ ხათუნა გრიგალაშვილს, რომელმაც დოკუმენტირებულად და არგუმენტირებულად დაუსაბუთა სასამართლოს ს. ილდიზის მოთხოვნის აბსურდულობა.

აქვე შეგახსენებთ, რომ ხვალ,  30 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, 16:30 საათზე გვაქვს პროცესი _ მ.აფხაძის საჩივართან დაკავშირებით. გაგრძელდება საქმის არსებითი განხილვა.


საკადასტრო კოდის აღებასთან დაკავშირებით გადასახდელ თანხებზე მეტს აღარ შეგახსენებთ. სიმართლე გითხრათ დავიღალეთ. უმჯობესია რეესტრს დაველაპარაკოთ და იმათმა მოგვცენ საგამონაკლისო ნებართვა, ვიდრე ეს თანხები შევაგროვოთ. შემდეგ, როდესაც მოგინდებათ საკადასტრო კოდის აღება და გაგიჭიანურდებათ, თქვენ თავს დააბრალეთ.

Tuesday, 23 September 2025

 მოგესალმებით მეგობრებო,


კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით დაუკავშირდეთ ამხანაგობის თავმჯდომარეს ან ქალბატონ ირა მგელაძეს (თსუ 1-ელი კორპუსი, ტ. 577 59 59 97). გადასახდელია თანხა საკადასტრო კოდის ასაღებად.

გადასახდელი დარჩა 25 ადამიანს.

საკადასტრო კოდი თქვენი ბინის რეგისტრაციისთვისაა საჭირო (იხ. 10 და 15 სექტემბრის ტექსტები).

არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენ ვართ ამხანაგობა და გვაქვს სოლიდარული პასუხისმგებლობა. აქედან გამომდინარე ყველას თანაბრად ეხება საერთო საქმე.

შეგახსენებთ, რომ გვაქვს სასამართლო პროცესები. სასამართლო დავის წაგების შემთხვევაში პასუხისმგებლობა თანაბარწილად ნაწილდება. 

ამ ეტაპზე გველოდება შემდეგი:

1. 29 სექტემბერი, 13:00 საათი, ხაშურის რაიონული სასამართლო. ძასოხოვის ძმაკაცის ს.ილდიზის საქმეზე _ გამოცხადება.

2. 30 სექტემბერი, 16:30 საათი, თბილისის საქალაქო სასამართლო _ მ.აფხაძის საქმის არსებითი განხილვა. 

3. 3 ოქტომბერი, 16:30 საათი, თბილისის საქალაქო სასამართლო, დარბაზი # 65, თამრო ჩანქსელიანის საქმეზე _ გამოცხადება.

1. 


Friday, 19 September 2025

 მოგესალმებით,


10 და 15 სექტემბერს საიტზე დაიდო, ხოლო ვისი მეილებიც გვაქვს იმათ დამატებით შეგახსენეთ, რომ აუცილებელია ყველა ბინისთვის ამხანაგობის სახელზე საკადასტრო კოდის აღება. ამისთვის საჭიროა გარკვეული თანხის გადახდა. 

გთხოვთ, კიდევ ერთხელ გადახედეთ ამ ტექსტებს და დროულად გადაიხადეთ თანხა.


გუშინ ხაშურის რაიონულ სასამართლოში შედგა სასამართლო პროცესი გოჩა ძასოხოვის |თურქი ბიზნეს მეგობრის _ საბაჰატდინ ილდიზის სარჩელთან დაკავშირებით.

მოგახსენებთ ფაქტობრივ გარემოებებს. როგორც გახსოვთ, ჩვენ გავიმარჯვეთ ძასოხოვთან. მან გადაწყვიტა, რომ გააგრძელოს დავა, მაგრამ იმის გამო, რომ იმავე საგანზე, იმავე მხარეებს შორის ახალი დავის წარმოება შეუძლებელია, გადაწყვიტა, რომ მისი პარტნიორის სახელით მოახდინოს ეს. ს.ილდიზი ითხოვს 2 800 000 აშშ დოლარს (იგივე თანხას, ცოტა მეტს ითხოვდა ჩვენგან. იგივე თანხას სთხოვდა კომპანია „თბილისს“ და „თბილისის“ გაკოტრების საქმეში ჩართულია მე-6 თუ მე-7 რიგის კრედიტორად).

კერძოდ, ს.ილდიზმა გვიჩივლა ჩვენ, ვითიბი ბანკსა და გ.ძასოხოვს. სასამართლოს ყადაღა დაადებინეს ჩვენ ქონებაზე. ეს ყადაღა მოვახსნევინეთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს. ძასოხოვისგან არაფერს ითხოვს.

ილდიზის წარმომადგენელმა _ ც.დევრისაშვილმა განაცხადა, რომ ილდიზმმა ხელზე, „ქეშად“, ყოველგვარი დოკუმენტის, მიღება-ჩაბარების ან უბრალოდ ქაღალდის ნაგლეჯზე ხელმოწერის გარეშე გადასცა გ.ძასოხოვს 1 500 000 აშშ დოლარი ჩვენი ბინის ასაშენებლად. ძასოხოვმა კი, ამ ფულით თ.ჩარკვიანს მოახსნევინა იპოთეკა.

პროცესი ხაშურში ძალიან დიდხანს გაგრძელდა. როგორც ყოველთვის ბრწყინვალე იყო ჩვენი წარმომადგენელი ხათუნა გრიგალაშვილი. ბანკის წარმომადგენლებიც დაეთანხმნენ ქალბატონ ხათუნას და თავის მხრივ ეკონომიკურ-ფინანსური კუთხით განიხილეს ილდიზის სარჩელის აბსურდულობა.

ილდიზისა და ძასოხოვის წარმომადგენლები ერთ პოზიციაზე იყვნენ და შეხმატკბილებული გამოდიოდნნენ ჩვენ წინააღმდეგ (არადა ძასოხოვი ვითომ მოწინააღმდეგე მხარე იყო). ზასოხოვის წარმომადგენელი ყველაფერში ეთანხმებოდა ილდიზის წარმომადგენელს. მოიფიქრეს მოწმის მოყვანაც. მოწმედ გამოცხადდა იმ დროინდელი ვითიბი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ზაზა სიორიძე.

მან განაცხადა, რომ კარგად ახსოვს ძასოხოვის (მისი მეგობრის), ილდიზისა და ჩარკვიანის ვიზიტი ბანკში. მისი გამოსვლა ძალიან ჰგავდა წინასწარ მომზადებული ტექსტის წაკითხვას. რამდენიმე შეცდომა მაინც დაუშვა: 

1. ხ.გრიგალაშვილის კითხვაზე, თუ რა სიმაღლის იყო ს.ილდიზი, მან განაცხადა, რომ საშუალო ან საშუალოზე დაბალი. 10 წუთის წინ კი, ილდიზის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ის მაღალია, საშუალოზე გაცილებით მაღალი.

2. ხ. გრიგალაშვილის ერთ-ერთ კითხვაზე, ისე, რომ ჯერ კითხვა დასმული არ იყო, ზ. სიორიძემ დაწყებისთანავე უპასუხა საკმაოდ გაბრაზებული და მკაცრი ტონით. როდესაც ქ-მა ხათუნამ უთხრა, რომ ჯერ კითხვა არ დამისვამს და როგორ მპასუხობთო, სიორიძემ განაცხადა, რომ ვიცი რაც უნდა მკითხოთო.

მოკლედ, ზ.სიორიძე სავარაუდოდ კაერგად იყო დატრენინგებული, თუმცა მისი ჩვენებით ვერც ის დამტკიცდა, რომ ძასოხოვს ილდიზმმა მისცა ფული და ვერც ის, რომ ეს ფული მოხმარდა ჩვენი სახლის მშენებლობას.

ქალბატონმა ხათუნამ სასამართლოს განუცხადა, რომ თუ ეს მართლაც ასეა, რომ 1,5 მილონი დოლარი ასე ხელიდან ხელში, ყოველგვარი გაფორმების გარეშე და საზღვარზე უდეკლარაციოდ შემოტანის გამო წარმოადგენს თაღლითობას, ფულის გათეთრებას და ა.შ. სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად.

პროცესი დამთავრდა. იმედი ვიქონიოთ, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ.

გადაწყვეტილების გამოცხადება ხაშურის რაიონულ სასამართლოში 29 სექტემბერს, 13 საათზე.

Monday, 15 September 2025

 მოგესალმებით ამხანაგობა „ბაგები 502-ის“ წევრებო,


502-ის წევრებო და არა მესამე პირებო.

საიტზე მგონი გარკვევით ეწერა, რომ ფული გადასახდელი აქვს 502-ის წევრებს, იგივე თსუ თანამშრომლებს ან მათ მემკვიდრეებს.

მესამე პირები მოგვიანებით დარეგისტრირდებიან.

კიდევ ერთხელ, აუცილებელია საკადასტრო კოდის აღება ამხანაგობის სახელზე. ამისთვის საჭიროა თანხის გადახდა _ 150 ლარი + საბანკო გადასახადი 2.50.

თანხა (152.50ლ.) შეგიძლიათ მომცეთ მე (ამხანაგობის თავმჯდომარეს) ან ქალბატონ ირა მგელაძეს (თსუ 1-ელი კორპუსი, ტ. 577 59 59 97). გადარიცხვის შემთხვევაშიც დაუკავშირდით ქალბატონ ირას. იმის გამო, რომ გადარიცხვის შემთხვევაში საკომისიოს დაქვითვით არ იზარალოს ქალბატონმა ირამ, გადაურიცხეთ მას 153 ლარი.

რამდენიმე ათეულმა ადამიანმა უკვე გადაურიცხა ქალბატონ ირას.

გთხოვთ, გადარიცხვისას მიუთითოთ, თუ ვისი ბინის თანხას იხდით, რადგან შესაძლებელი იყოს იმის გარკვევა, თუ ვის  მაგივრადაა ჩარიცხული. რამდენიმე გადმორიცხვაა უცხო გვარიდან, რომელსაც ვერ ვუკავშირებთ ვერავის.    

ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ თქვენზე დარეგისტრირდეს თქვენივე ბინა, შემდგომ ავტოსადგომები და პირველ რიგში თქვენ უნდა იყოთ დაინტერესებული ამით. 

ბინების შემდეგ ავტოსადგომებიც დარესიტრირდება, რომლისთვის ცალკე იქნება კიდევ 300 + ლარის გადახდა. 

გთხოვთ, არ დამირეკოთ იმასთან დაკავშირებით, რომ ფული არ გაქვთ. 

320 000 - 360 00 აშშ დოლარის ქონებას იღებთ და სარეგისტრაციო თანხის გადახდა არ გინდათ?

ზოგიერთმა პრეტენზია გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ქალბატონ ირასთან უწევთ გადარეკვა და საიტზე არ დევს მისი საბანკო ანგარიში.

პირველ რიგში მადლობა უნდა ვუთხრად ქალბატონ ირას, რომ დაგვთანხმდა ამაზე, ხოლო შემდეგ უნდა მოგახსენოთ, რომ საჯაროდ პერსონალური მონაცემების დადება შეიცავს გარკვეულ რისკს. ერთი ზარით მეტის განხორციელება ვფიქრობ სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს.

იქნებ ვინმემ იცით ამხანაგობის წევრის თეიმურაზ ბურჭულაძის შესახებ. გთხოვთ მოგვაძებნინეთ.

კიდევ ერთხელ გიმეორებთ, რომ გადასახდელია თანხა საკადასტრო კოდის მისაღებად.

ამხანაგობის თავმჯდომარე

Wednesday, 10 September 2025

 

მოგესალმებით მეგობრებო,

 

გუშინ, 9 სექტემბერს, ამხანაგობის თავმჯდომარემ და ადვოკატმა ხათუნა გრიგალაშვილმა, დაიწყეს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის პროცედურა.

პროცედურა არის ასეთი;

1.      ჯერ, ამხანაგობის სახელზე აღებული იქნება ყველა ბინის საკადასტრო კოდი და ბინის ნომერი მთელ კომპლექსიში განშლის ოქმის შესაბამისად;

2.      ამ კოდის აღების შემდეგ ამხანაგობის გამგეობა მიიღებს გადაწყვეტილებას, ესა თუ ის ბინა ვის სახელზე უნდა იქნეს რეგისტრირებული მშენებელთან შეთანხმებული ბინის მითითებით, ამხანაგობს „ბაგები 502“-ის წევრი ან მისი მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე მიმართავს (შესაბამისი დოკუმენტების წარდგინებით) საჯარო რეესტრს, რომ კონკრეტულ ადამიანზე დარეგისტრირდეს ბინა ამ კოდითა და ბინის ნომრით.

ა.წ. მარტში, თბილისის მერიაში შეტანილი იქნა პროექტის კორექტირებაზე განაცხადი რომლის ნომერია AR11087556, აღმოჩნდა, რომ ეს კორექტირება ჯერ არ დამთავრებულა.

მერიასთან კომუნიკაციის შემდეგ მივიღეთ პასუხი, რომ 2-3 კვირაში დაამთავრებენ კორექტირებას. ამის შემდეგ მოხდება ხელახალი განშლის წარდგენა საჯარო რეესტრში. ხელახალ განშლაში ჩენთვის გადმოსაცემ ბინების ფართებში, სართულებსა და სადარბაზოებში განთავსების თალსაზრისით, არაფერი იცვლება, მხოლოდ შეიცვლება ბინის ნუმერაცია.

ვინაიდან დაზუსტებულად გვითრა სოსო მაჩაიძემ, რომ აუცილებლად შეიცვლება ბინების ნომრები, ერთი ბინის ნომერიც რომ შეიცვალოს, მთლიანად ყველა წევრს მოუწევს კიდევ დამატებით 150 ლარის გადახდა, თუკი ჩენ ახლა დავარეგისტრირებთ კორექტირებამდე მოცემულობით და შემდეგ შეიცვლება ბინების ნუმერაცია.

განშლის შემდეგ ვიღებთ საკადასტრო კოდს, ბინის ნომერს და შემდეგ ვარეგისტრირებთ კონკრეტულ ადამიანებზე, მაგრამ თუკი ბინის ნომერი შეიცვლება საჭირო გახდება მესამე ტრანზაქცია, რათა რეესტრმა შეცვალოს ბინის ნომერი და ამაში გადაგვახდევინებენ კიდევ 150 ლარს თითო ბინაზე..

ყოველივე ამის გამო, ჯერ ამხანაგობის სახელზე ბინების რეგისტრაცია და საკადასტრო კოდის აღება გადაიწევს 2-3 კვირით (იმედია მერია შეასრულებს დაპირებას).

შესაბამისად, სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის შუა პერიოდამდე ვერ მოვახდენთ ამ პროცედურის შესრულებას.

ამხანაგობის სახელზე საკადასტრო კოდის აღებისთვის (პირველი ეტაპი) აუცილებელია, რომ ყველამ გადაიხადოს კანონმდებლობით გათვალისწინებული თანხა (150ლ. + 2.50ლ. = 152.50ლ.).

იმის გამო, რომ მზად შევხვდეთ ამ პროცესს, უმჯობესია თანხის წინასწარ შეგროვება.

თანხა (152.50ლ.) შეგიძლიათ მისცეთ ამხანაგობის თავმჯდომარეს ან ქალბატონ ირა მგელაძეს (თსუ 1-ელი კორპუსი, ტ. 577 59 59 97). გადარიცხვის შემთხვევაშიც დაუკავშირდით ქალბატონ ირას. იმის გამო, რომ გადარიცხვის შემთხვევაში საკომისიოს დაქვითვით არ იზარალოს ქალბატონმა ირამ, გადაურიცხეთ მას 153 ლარი.

კიდევ ერთხელ _ ამ (პირველ) ეტაპზე გადასახდელია 152.50 ლარი; გადარიცხვით 153 ლარი.

მეორე ეტაპზეც ამდენივე იქნება გადასახდელი.

 

Sunday, 7 September 2025

მოგესალმებით ყველას,


5 სექტემბერს  ჩატარდა სასამართლო სხდომა თამრო ჩანქსელიანის სარჩელთან დაკავშირებით.

როგორც ყოველთვის, შეუდარებლად ბრწყინვალე იყო ხათუნა გრიგალაშვილი, რომელმაც მოწინააღმდეგე მხარის ყველა არგუმენტი გააქარწყლა და დამაჯერებლად აუხსნა სასამართლოს მათი მოთხოვნის აბსურდულობა.

ეს იყო არა მხოლოდ ადვოკატის, არამედ განსწავლული მეცნიერის გამოსვლა.

სხდომა დამთავრდა. დარჩა გამოცხადება.

გამოცხადება _ 3 ოქტომბერს, 16:30 საათზე, იმავე # 65-ე დარბაზში.

Monday, 1 September 2025

 მოგესალმებით ყველას,


დაიწყო სექტემბერი და სულ უფრო ახლოვდება ჩვენი სახლის მშენებლობის დასრულება.

15 სექტემბრიდან ვიწყებთ დარეგისტრირების პროცედურას საჯარო რეესტრში.

ბევრმა ისე გაიგო, რომ ამავე დღეს დამთავრდება ყველაფერი.

15 სექტემბერს ვიწყებთ!

პირველ ეტაპზე დასარეგისტრირებელი იქნება ის ადამიანები, რომლებმაც 47 წლის წინ დაიწყეს მშენებლობა და დღეს ცოცხლები არიან.

იქამდე შეგახსენებთ, რომ გვაქვს სასამართლო პროცესები:

1. თბილისში _ თბილისის საქალაქო სასამართლოში _ 2025 წლის 5 სექტემბერს 14 საათზე (დარბაზი # 65), თამრო ჩანქსელიანის სარჩელთან დაკავშირებით.

2. ხაშურში _ ხაშურის რაიონულ სასამართლოში _ 2025 წლის 18 სექტემბერს 12:00 საათზე, ძასოხოვის ძმაკაცის თურქი ბიზნესმენის სარჩელთან დაკავშირებით.

სულ უფრო ლამაზდება ჩვენი სახლის იერსახე. 

გთავაზობთ დღევანდელ ფოტოებს:



































 



Wednesday, 30 July 2025

 მოგესალმებით ზაფხულის ამ ცხელ დღეს,


დღეს , კიდევ ერთი სასამართლო პროცესის დანიშვნასთან დაკავშირებით შეგვატყობინეს. ამრიგად, სასამართლო პროცესები გვაქვს:

1. თბილისში _ თბილისის საქალაქო სასამართლოში _ 2025 წლის 5 სექტემბერს 14 საათზე (დარბაზი # 65), თამრო ჩანქსელიანის სარჩელთან დაკავშირებით.

2. ხაშურში _ ხაშურის რაიონულ სასამართლოში _ 2025 წლის 18 სექტემბერს 12:00 საათზე, ძასოხოვის ძმაკაცის თურქი ბიზნესმენის სარჩელთან დაკავშირებით.



Tuesday, 1 July 2025

მოგესალმებით ყველას,

მშენებლობა მიმდინარეობს ჩვეულ რეჟიმში.

მართალია ისევ დაიწყეს მეზობელმა სახლებმა (მაგ., „მზერას“ კორპუსი) ჩივილი და უკმაყოფილების გამოხატვა, მაგრამ ვუძლებთ. რაც უფრო ბოლოსკენ მიდის, მით უფრო მატულობს მუქარა მშენებლობის შეჩერების შესახებ, მაგრამ დისკომფორტისთვის მშენებლობა არავის შეუჩერებია. მთავარია, რომ ვერავითარ დარღვევას ვერ აღმოუჩენენ მშენებელს.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ 2025 წლის 5 სექტემბერს 14 საათზე (დარბაზი # 65), გვაქვს სასამართლო პროცესი თამრო ჩანქსელიანთან (მოსამართლე ლალი ტყემალაძე).. აუცილებლად გელით!

15 სექტემბრიდან კი ვიწყებთ ბინების რეგისტრაციას, გარდა იმ ბინებისა, რომელთა მეპატრონეებიც მხარს უჭერდნენ მოწინააღმდეგე მხარეს სასამართლო პროცესებზე.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ უფლების მემკვიდრეებმა ან ცესიით მიღებულებმა უნდა წარმოადგინოთ ნოტარიულად დამოწმებული დედნები უფლების მიღების ან გადაცემის შესახებ.

გამომდინარე იქიდან, რომ მიმდინარეობს შიდა სამუშაოები, სექტემბრამდე გარედან ფოტოების გადაღებას აზრი ეკარგება. შიგნით ჯერ არ გვიშვებენ.

გთავაზობთ დღევანდელ ფოტოებს სხვადასხვა რაკურსით. 

თუ რაიმე აუცილებლობა იქნება, სექტემბრამდე შეგატყობინებთ.

გისურვებთ სასიამოვნო და ბედნიერ დასვენებას!

სექტემბრამდე!
















Friday, 20 June 2025

გ ი ლ ო ც ა ვ თ !

სულ რამდენიმე წუთია, რაც დამთავრდა სასამართლო სხდომა. ქეთევან ჭანუყვაძის სარჩელი სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

გილოცავთ!

შემდეგი სასამართლო პროცესი გვაქვს თამრო ჩანქსელიანის საჩივართან დაკავშირებით, 2025 წლის 5 სექტემბერს 14 საათზე (დარბაზი # 65), მოსამართლე ლალი ტყემალაძე.

Thursday, 19 June 2025

 შ ე ხ ს ე ნ ე ბ ა


პარასკევს, 20 ივნისის 15:00 საათზე  (დარბაზი # 64) გვაქვს სასამართლო პროცესი ქეთევან ჭანუყვაძის წინააღმდეგ.

Monday, 16 June 2025

 

ინფორმაცია სასამართლოდან

გუშინ ჩატარდა სასამართლო პროცესი ქეთევან ჭანუყვაძის სარჩელთან დაკავშირებით.

ქეთევანის ადვოკატები ცდილობენ მაქსიმალურად გააჭიანურონ პროცესი. გუშინდელ პროცესზე იმდენად გაჭიმეს კითხვა-პასუხის ეტაპი, რომ სასამართლოს მიერ გამოყოფილი დრო ამოიწურა.

ამის გამო პროცესი გადაიდო და გაგრძელდება პარასკევს, 20 ივნისის 15:00 საათზე  (დარბაზი # 64, მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე).

ჭანუყვაძის ადვოკატები საქმის ისევ გაჭიანურებას ვეღარ შეძლებენ. რაც უნდოდათ, რაზეც ააგეს თავიანთი დაცვის სტრატეგია, უკვე თქვეს. მეტი სათქმელი არაფერი ავთ. შესაბამისად, პარასკევსვე უნდა დამთავრეს ეს დავა.

დიდი მადლობა იმ ადამიანებს რომლებიც ესწრებოდნენ ამ პროცესს. ბარემ 20 ივნისსაც შევიწუხოთ თავი და დავესწროთ პროცესს. 128 ოჯახიდან სამი-ოთხი ცხოვრობს რაიონში, დანარჩენი თბილისშია. რაიონიდან ჩამოსვლას არავის ვთხოვთ, მაგრამ თბილისში მაცხოვრებლები წესით დაინტერესებული უნდა იყვნენ. 

Saturday, 14 June 2025

 

მოგესალმებით ყველას,


პირველ რიგში შეგახსენებთ, რომ 16 ივნისს, ორშაბათს,  16:00 საათზე (დარბაზი # 64), მოსამართლე ხათუნა კაკაბაძესთან გვაქვს სასამართლო პროცესი ქეთევან ჭანუყვაძის სარჩელთან დაკავშირებით.

წესით ამავე სხდომაზე დამთავრდება საქმის განხილვა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი დასწრება.


ბინის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ყველა აქტიურობს და ერთი სული აქვთ დაარეგისტრირონ ბინა ეს ასეც იქნება, მაგრამ სასამართლო პროცესებიც თქვენ გეხებათ, რადგან წაგების შემთხვევაში ყველა გადაიხდის პროპორციულად.

რეგისტრაციასთან დაკავშირებით გვაქვს სიახლე.

რეგისტრაციას ვიწყებთ სექტემბრის მე-2 ნახევრიდან. ამიტომ, ამ დროისთვის უნდა იყოთ თბილისში და თან იქონიოთ სამკვიდროს, უფლების დათმობის, ჩუქების, ცესიის ხელშეკრულების ან უფლების გადაცემის სხვა დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული დედნები.

ვისაც დედნები არ გაქვთ, ან არ აგიღიათ, ან დაკარგულია, ამ ხარვეზის გამოსასწორებლად გაქვთ 3 თვე. მოემზადეთ ამ დროისთვის და ეცადეთ, რომ 15 სექტემბრიდან იყოთ თბილისში ან საქართველოს სხვა დასახლებულ პუნქტში.

გთავაზობთ დღევანდელ ფოტოებს.

ყველა სადარბაზოსთვის მიმდინარეობს შიდა სამუშაოები, ამიტომ, გარედან მხოლოდ აივნების ამოშენება ჩანს.

ამ დღეებში დაიწყება 3 ამწიდან ერთის დემონტაჟი, რადგან საჭირო აღარაა.












1-ელ, მე-2 და მე-3 სადარბაზოს წინ, ეზოში გადაიხურა ავტოსადგომის 1-ლი სართული და დაიწყო მე-2 სართულის მშენებლობა:








გელით პროცესზე!