Tuesday 30 July 2024

  მოგესალმებით ყველას,

ძალიან სასიამოვნოა, რომ ვიწყებთ იგივე ტექსტით, ოღონდ სართულის მომატებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო 2 კვირაში კიდევ ერთი სართული აშენდა.

1-ლი („მ“), მე-2 („ლ“) და მე-3 („კ“) სადარბაზოებისთვის დამთავრდა მე-6 საცხოვრებელი სართულის მშენებლობა და მიმდინარეობს მე-7 სართულის გადახურვისა და ბოძების ყალიბების მონტაჟი:






მე-4 („ი“), მე-5 („თ“) და მე-6 („ზ“) სადარბაზოებისთვის მიმდინარეობს შიდა სამუშაოები და გარე ფასადზე ფერადი მინის დასამაგრებელი პანელების მიმაგრება:







კიდევ 1 სართული აშენდა მე-7 („ვ“), მე-8 („ე“) და მე-9 („დ“) სადარბაზოებისთვის _ დამთავრდა მე-2 საცხოვრებელი და დაიწყო მე-3 საცხოვრებელი სართულის მშენებლობა:






ბოლო სამი სადარბაზოსთვისაც შიდა სამუშაოები მიმდინარეობს:



ხედი ყიფშიძის ქუჩიდან:














ხედი აბულაძის ქუჩიდან:









ხშირია ამხანაგობის წევრთა კითხვები სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით. აქ ასეთი მდგომარეობაა:

1. გ.ძასოხოვთან დაკავშირებით ჯერ არაფერია სიახლე. იმედია მოსამართლეების შვებულებაში გასვლამდე გადაწყდება დასაშვებობის საკითხი უზენაეს სასამართლოში.

2. მეორე პროცესი გვაქვს თამარ ჩანქსელიანთან.

3. მესამე _ პროფ. ჭანუყვაძის მემკვიდრესთან.

4. მეოთხე _ აფხაძესთან (სულ რამდენიმე დღეა, რაც გვიჩივლა), რომელიც ითხოვს 10 კვადრატულ მეტრს, რასაც, მისივე მოთხოვნით, ამხანაგობის წინა გამგეობა დაპირებია. 

Saturday 13 July 2024

 მოგესალმებით,

 ზაფხულის შუა რიცხვებია. თბილისირი ხვატია, თუმცა ჩვენი მშენებლობა მიმდინარეობს მაღალ ტემპში, რასაც დღევანდელი ფოტოებიც ადასტურებს.


1-ლი („მ“), მე-2 („ლ“) და მე-3 („კ“) სადარბაზოებისთვის დამთავრდა მე-5 საცხოვრებელი სართულის მშენებლობა და მიმდინარეობს მე-6 სართულის გადახურვისა და ბოძების ყალიბების მონტაჟი. ე.ი. ზუსტად 14 დღეში გადაიხურა 1 სართული, რაც 3 სადარბაზოსთვის 3 სართული გამოდის:







შედარებისთვის _ ა.წ. 30 ივნისის ფოტო:


ასევე 1 სართული აშენდა მე-7 („ვ“), მე-8 („ე“) და მე-9 („დ“) სადარბაზოებისთვის:









შედარებისთვის _ ა.წ. 30 ივნისის ფოტო:


ე.ი. 2 ლოკაციაზე, 6 სადარბაზოსთვის ამ ორ კვირაში აშენდა თითო-თითო სართული, რაც საშუალოდ 2 დღეში ერთ სართულს ნიშნავს. ტემპი მართლაც შთამბეჭდავია.

დანარჩენ ლოკაციებზე გრძელდება შიდა სამუშაოები:






ხედი ყიფშიძის ქუჩიდან: