Wednesday 28 August 2024

 გილოცავთ მარიამობას!


მართალია თვის ბოლომდე რამდენიმე დღე დარჩა, მაგრამ 2-3 დღით ადრე ფოტოების განთავსება არაფერს დააშავებს.

გთავაზობთ დღევანდელ ფოტოებს.

1-ლი („მ“), მე-2 („ლ“) და მე-3 („კ“) სადარბაზოებისთვის დასრულების სტადიაზეა მე-8 საცხოვრებელი სართულის და დაიწუო მე-9 სართულის მშენებლობა:






მე-4-მე-6 („ი“-„ზ“) სადარბაზოებისთვის კვლავ გრძელდება შიდა სამუშაოები და გარე ფასადზე ნიმუშების დამაგრება:




მე-7 („ვ“), მე-8 („ე“) და მე-9 („დ“) სადარბაზოებისთვის დამთავრდა მე-4 და დაიწყო მე-5 საცხოვრებელი სართულის მშენებლობა:






მესამე პირების ლოკაციაზეც შიდა სამუშაოები მიმდინარეობს:



Tuesday 27 August 2024

 სამწუხარო ამბავი

გარდაიცვალა ჩვენი ამხანაგობის წევრი, ბრწყინვალე პიროვნება _ ნოდარ ბაკურაძე.


ნოდარ ბაკურაძის პანაშვიდი - სამშაბათი, ოთხშაბათი
გასვენება - ხუთშაბათი, 14:00 სთ
მისამართი : ვაჟა-ფშაველას მე-3 კვარტალი, მე-16 კორპუსი პირველი სადარბაზო, მე-3 სართული

Thursday 15 August 2024

 მოგესალმებით ყველას,

მშენებლობა კვლავ მაღალ ტემპში მიმდინარეობს.

გთავაზობთ 12 საათის წინ გადაღებულ ფოტოებს. კერძოდ;

1-ლი-მე-3 („მ“-„კ“) სადარბაზოებისთვის დამთავრდა მე-7 სართული და დაიწყო მე-8 სართულის მშენებლობა:






მე-4-მე-6 („ი“-„ზ“) სადარბაზოებისთვის, გარდა შიდა სამუშაოებისა, გარედან მაგრდება ფანჯრის ნიმუშები:



მე-7-მე9 („ვ“-„დ“) სადარბაზოებისთვის დამთავრდა მე-3 საცხოვრებელი სართული და დაიწყო მე-4 სართულის მშენებლობა:








მესამე პირების სამივე სადარბაზოებისთვისაც შიდა სამუშაოები მიმდინარეობს:


მშენებლობის ხედი ყიფშიძისა და აბულაძის ქუჩებიდან:















Thursday 1 August 2024

 მოგესალმებით ყველას,


ორი დღის წინ შეგატყობინეთ, რომ ქალბატონმა მანანა აფხაძემ იჩივლა სასამართლოში. ამხანაგობის რამდენიმე წევრს მიუვიდა სარჩელი, ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ აფხაძე ითხოვდა 10 კვ.მ ფართს. ინფორმაციაც აქედან იყო.

აღმოჩნდა, რომ ქალბატონი მ.აფხაძე ითხოვს 252147 ლარის გადახდას, რაც დაახლოებით 100000 დოლარია.

როგორც ეტყობა მან მოითხოვა ამ ვალის აღიარება ამხანაგობის წევრებისაგან. სამწუხაროა, რომ სამმა მათგანმა (ონიანი, გულუა და ლ.ბერუაშვილის მემკვიდრემ) 2024 წლის ივლისში წერილობით დაუდასტურეს ეს მოთხოვნა.