Thursday 1 August 2024

 მოგესალმებით ყველას,


ორი დღის წინ შეგატყობინეთ, რომ ქალბატონმა მანანა აფხაძემ იჩივლა სასამართლოში. ამხანაგობის რამდენიმე წევრს მიუვიდა სარჩელი, ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ აფხაძე ითხოვდა 10 კვ.მ ფართს. ინფორმაციაც აქედან იყო.

აღმოჩნდა, რომ ქალბატონი მ.აფხაძე ითხოვს 252147 ლარის გადახდას, რაც დაახლოებით 100000 დოლარია.

როგორც ეტყობა მან მოითხოვა ამ ვალის აღიარება ამხანაგობის წევრებისაგან. სამწუხაროა, რომ სამმა მათგანმა (ონიანი, გულუა და ლ.ბერუაშვილის მემკვიდრემ) 2024 წლის ივლისში წერილობით დაუდასტურეს ეს მოთხოვნა.

No comments:

Post a Comment

Note: only a member of this blog may post a comment.