Sunday 15 September 2024

 მოგესალმებით ყველას,


1-ლი („მ“), მე-2 („ლ“) და მე-3 („კ“) სადარბაზოებისთვის კიდევ ერთი სართული გაკეთდა. დამთავრდა მე-8, დამთავრების სტადიაზეა მე-9 და დაიწყო მე-10  საცხოვრებელი სართულის  მშენებლობა:







მე-4-მე-6 („ი“-„ზ“) სადარბაზოებისთვის გარდა შიდა სამუშაოებისა დაიწყო გალესვითი სამუშაოები:






მე-7 („ვ“), მე-8 („ე“) და მე9 („დ“) სადარბაზოებისთვის დამთავრდა მე-5 და დაიწყო მე-6 საცხოვრებელი სართულის მშენებლობა:





შიდა სამუშაოები გრძელდება და მშვენდება მესამე პირების ლოკაციაც:



ამაყად გამოიყურება ხედი „კარფურის“ მხრიდან:



სამწუხაროა, რომ სასამართლო დაეთანხმა და კიდევ ერთმა მომჩივანმა (ჩანქსელიანმა) დაგვადო ყადაღა.
ძალიან ბევრი ადამიანის სურვილია რეესტრში დარეგისტრირება რაც შეიძლება სწრაფად და წუხან იმაზე, რომ ეს ჯერ ვერ ხერხდება. რა თქმა უნდა ეს გვინდა ყველას, მაგრამ იქამდე ვართ სამართლებრივ ომში. გვაქვს 4 სასამართლო დავა. 
აქედან გამომდინარე, მხოლოდ ინტერნეტიდან ცქერა საკმარისი არაა.

პროცესებზეც მობრძანით და მხარი დაგვიჭირეთ. ყველა პროცესი თქვენც გეხებათ!

ერთ-ერთი მომჩივანია ქ ე თ ე ვ ა ნ   ჭ ა ნ უ ყ ვ ა ძ ე. მის სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი ჩატარდება თბილისის საქალაქო სასამართლოში, 2024 წლის 10 ოქტომბერს, 14:00 საათზე, დარბაზი # 64. მოსამართლეა ხათუნა კაკაბაძე.

No comments:

Post a Comment

Note: only a member of this blog may post a comment.