Saturday, 31 January 2026

 მოგესალმებით მეგობრებო,


ჩვენი მშენებლობა დასასრულს უახლოვდება და როგორც წესი, ბოლო ნაბიჯები ყველაზე მეტად იჭიმება დროში და ყველაზე რთულად გვეჩვენება.

როგორც გახსოვთ, შარშან 1 თებერვლის საერთო კრებაზე ინვესტორი დაგვპირდა, რომ დეკემბრისთვის შეეცდებოდა მშენებლობის დამთავრებას. ეს ვერ მოხერხდა. მიზეზად იმდენი რაიმე დაგვისახელეს, რომ აზრი არ აქვს ამ საკითხზე შეჩერებას.

ჩვენთვის მთავარია თუ როდის დამთავრდება.

როგორც ინვესტორი გვეუბნება, ეს იქნება მაისში. ამავე დროისთვისაა დაგეგმილი მშენებლობის ჩაბარება. 

ცოტა ხანში მოიხსნება ყვითელი ამწე, ხოლო შემდეგ წითელიც. შიდა სამუშაოები მიმდინარეობს ინტენსიურ რეჟიმში.

ეზოში დარჩა 1-2 თვის სამუშაო. არსებული მიწის გზა მთლიანად უნდა გადასხვაფერდეს და ეზოში ჩასასვლელი დაუკავშირდეს ავტოსადგომებს.

იქამდე, უნდა მოვახდინოთ ჩვენი ბინების სამართლებრივი დაფიქსირება საჰარო რეესტრში.

კიდევ ერთხელ განგიმარტავთ ამისთვის საჭირო ეტაპებს:

1. ინვესტორმა უნდა წარადგინოს განშლა, რომელშიც გამოვლინდა ტექნიკური ხარვეზი (ხარვეზი ჩვენ არ გვეხება, მაგრამ ეხება მთლიან განშლას). ეს გამოიწვევს კიდევ მინიმუმ 2 კვირით პროცესის გაგრძელებას.

2. ხარვეზგამოსწორებულ განშლას ამხანაგობის თავმჯდომარესთან ერთად დაამოწმებს ნოტარიულად.

3. ნოტარიულად დამოწმებულს, ამხანაგობის თავმჯდომარესთან ერთად წარადგენს საჯარო რეესტრში.

4. თუ რეესტრმა უხარვეზოდ მიიჩნია (ხარვეზის შემთხვევაში, ისევ უნდა გამოსწორდეს), ამხანაგობის თავმჯდომარე, ამხანაგობის სახელზე დაარეგისტრირებს თქვენ (თსუ-ს) ბინებს, რითაც ბინებს მიენიჭება საკადასტრო კოდი (სარეგისტრაციო თანხა გადახდილი გაქვთ). 

5. ამის შემდეგ, ამხანაგობა ინდივიდუალურად ყველასთვის მომაზადებს წერილს  _ შესაბამის გვარზე საკადასტრო კოდის მიმაგრებით, რომელსაც წარადგენთ რეესტრში.

6. რეესტრი დაარეტგისტრირებს საკადასტრო კოდმინიჭებულ ბინას ამხანაგობის წევრის, მისი მემკვიდრის ან სხვა პირზე, ვისაც დაუთმო მფლობელმა (ამას ახორციელებთ ინდივიდუალურად და იგივე თანხას იხდით).

რაც შეეხება ავტოსადგომებს, ეს შემდგომ ეტაპზე მოხდება.

ცოტა გაიჭიმა ეს პროცესი, მაგრამ ვერაფერს იზამ.

ყველაზე უფრო, ვისაც რეგისტრაცია აინტერესებს _ ინვესტორია. ხალხს, რომელსაც მიჰყიდეს ბინები 300000-500000 $ აქვთ გადახდილი, თუმცა მოთმინებით ელიან პროცესის დასასრულს.

2025 წლის დეკემბერში გარდაცვლილა ჩვენი ამხანაგობის წევრი, ანზორ საჯაიას მეუღლე, ქალბატონი ზაირა. ვუსამძიმრებთ ოჯახს.

კარგი იქნებოდა, დროზე გვცოდნოდა.

კიდევ ერთი საკითხი. ამხანაგობის ერთ-ერთ წევრს სურვილი აქვს, თავისი 122 კვ.მ ბინა გადაცვალოს 142 კვ.მ ბინაზე (თანხის დამატებაზე თავადვე შეთანხმდებით). ამ საკითხზე დაუკავშირდით ამხანაგობის.თავმჯდომარეს.

ასევე, დაგვიკავშირდა ერთ-ერთი ფირმა, ბრიგადა, რომელიც ახორციელებს სარემონტო სამუშაოებს. მართალია შედარებით უფრო სხვა ფასებში, მაგრამ უმაღლეს დონეზე და ისე, რომ ბინის მფლობელს არაფერზე მოუწევს სირბილი ბაზრობებზე და მაღალი დონის ხელოსნების ძიება. მიმაჩნია, რომ ეს ჯერ ადრეა, მაგრამ ვასრულებ მათ თხოვნას. ამასთან ნანახი მაქვს მათი გარემონტებული ბინა. როცა გადმოგვეცემა ბინები, ასეთი განცხადებები სადარბაზოს დაფებზე გამოიკვრება.

კიდევ ერთი საკითხი _ ბინის ნახვა. ჯერ-ჯერობით უარს გვეუბნებიან ბინის ნახვაზე. სულ ცოტახანიც მოვითმინოთ.

სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით ასეთი მდგომარეობაა:

1. ხაშურის სასამართლომ უარი უთხრა ძასოხოვს ჩვენ მიერ მისთვის 4 000 000-მდე აშშ დოლარის ანაზღაურებაზე, თუმცა ბანკს დააკისრა 7 000 000 $ ანაზღაურება. ბანკმა გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში. ძასოხოვის ადვოკატებს კი, შეუტანიათ შეგებებული სარჩელი, რომლითაც ჩვენც გვთხოვს თანხის ანაზღაურებას.

2. მეორე სასამართლო გვექნება თამრო ჩანქსელიანთან, რომელმაც პირველ ინსტანციაში წააგო საქმე, მაგრამ მაინც არ გვეშვება.

ორივე სასამართლოზე პროცესის დანიშვნის დღეს შეგატყობინებთ.

კიდევ ერთხელ, ამ ეტაპზე, მინიმუმ 2 კვირა ვერ ავიღებთ საკადასტრო კოდს.

გთავაზობთ, 4 საათის წინ გადაღებულ ფოტოებს.

.






























































































































Monday, 19 January 2026

 ყველას გილოცავთ!


ყველაფერი კარგად მიდის!

დასასრულს უახლოვდება განშლის ოქმის შედგენა, რომელსაც დავადასტურებინებთ ნოტარიუსს. შემდეგ გადაეცემა საჯარო რეესტრს.

რეესტრმა უნდა განიხილოს და არ უნდა დაგვიხარვეზოს. ამისთვის დინჯი და უშეცდომო მუშაობაა საჭირო, რასაც ახორციელებს ჩვენი ინვესტორი. ამ საქმეში დაჩქარება არ გამოვა.

სავარაუდოდ 2-3 კვირაში ამხანაგობის სახელზე გადმოვიფორმებთ ბინებს. შემდეგ უკვე თქვენ სახელზე.

ხშირია ზარები ბინის ნახვასთან დაკავშირებით. 

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მშენებლობაზე ჯერ არ გვიშვებენ. არც ამხანაგობის თავმჯდომრის და არც სხვისი თხოვნით. ეს აკრძალვაც მალე დამთავრდება.