Saturday 30 March 2024

 მოგესალმებით მეგობრები,

გილოცავთ ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვებას!

ეს ერთი და სხვა მრავალი!

ძასოხოვის მიერ უზენაეს სასამართლოში შეტანილი საკასაციო საჩივრის გამო, ამხანაგობის წევრები მკვეთრად გამოხატავენ მის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას. მამაკაცები _ გასაგებია როგორც, ხოლო ქალები _ წყევლით.

გთხოვთ, შეიკავეთ თავი, განსაკუთრებით წყევლისგან, რადგან ის მრავალშვილიანი მამაა და ბავშვები ცოდოები არიან. რა ქნან ამ ბავშვებმა, თუ ერთი ფულის მოყვარული მამა ჰყავს, რომელიც ყველაფერს კადრულობს მუქთი გამდიდრების მიზნით.


დღეს მშენებლობაზე საოცარი, ფუტკებრივით მუშაობა მიმდინარეობდა. ყველა მხრიდან ისმოდა „მუშაობის ყიჟინა“.

გთავაზობთ დღევანდელ ფოტოებს:

1-ელ („მ“), მე-2 („ლ“) და მე-3 („კ“) სადარბაზოებისთვის მიმდინარეობს პირველი საცხოვრებელი სართულის გადახურვისთვის არმატურის დადება-დაწნა და ყალიბების დამაგრება (ნახევარი თითქმის გაკეთებულია):









ამ სადარბაზოების უკან თითქმის დამთავრდა ავტოსადგომის სამივე სართულიდან გასასვლელი საავტომობილო გზის გაკეთება:







მე-4 („ი“) და მე-5 („თ“) სადარბაზოებისთვის ისევ შიდა სამუშაოები მიმდინარეობს:



ხედი თენგიზ აბულაძის ქუჩიდან:





ხედი „კარფურის“ მხრიდან:



მიმდინარეობს მე-6 („ზ“) სადარბაზოს როგორც შიდა სამუშაოები, ისე სიმაღლეში ნელ-ნელა ასვლა:



ხედი „კარფურის“ მხრიდან:





მე-7 („ვ“), მე-8 („ე“) და მე-9 („დ“) ლოკაციისთვის მიმდინარეობს ავტოსადგომის პირველი სართულის გადახურვისა და მეორე სართულის მშენებლობა:









გრძელდება შიდა სამუშაოები მე-10 („გ“), კომერციულ („ბ“) და მე-11 („ა“) სადარბაზოებისთვის:




ხედი „კარფურის“ მხრიდან:




ყველა ლოკაციის ხედი ყიფშიძის ქუჩიდან;
















ხედი ი.ჭავჭავაძის გამზირიდან:



როგორც მშენებლობის ერთ-ერთმა პრარაბმა გვითხრა, მე-10-მე-11 სართულის ღია ტერასა ისეთი სივრცობრივი და კარგი გამოდის, რომ ვაკის პარკში წასვლაც არ მოგინდებაო. განსაკუთრებით იმათ, ვისაც პატარა ბავშვები ჰყავს და ეტლებით ასეირნებენო.

ასე, რომ გვიშენდება არა მარტო საცხოვრებელი, არამედ სასეირნო-დასასვენებელი სართულიც.