Friday 1 March 2024

 მოგესალმებით მეგობრებო,


გილოცავთ გაზაფხულის დადგომას!



გთავაზობთ გაზაფხულის პირველი დღის ფოტოებს.

1-ელ („მ“), მე-2 („ლ“) და მე-3 („კ“) სადარბაზოებისთვის დაიწყო პირველი საცხოვრებელი სართულის ბოძების არმატურების დაწნა:





მე-4 („ი“) და მე-5 („თ“) სადარბაზოებისთვის კვლავ მიმდინარეობს შიდა სამუშაოები:







ამხანაგობის ზოგიერთი წევრი მხოლოდ ვიზუალურად აფასებს სამუშაოების მიმდინარეობას. შიდა სამუშაოები ფოტოზე არ ჩანს. ყველაზე კარგი იქნება, თუ ადგილზე მიხვალთ და იქ გაიგონებთ მშენებლობის ხმაურს ყველა ლოკაციიდან.

ზოგჯერ მშენებლები გარეთ გამოდიან და მასალებს იღებენ შიდა სამუშაოებისთვის. ასე მოხდა ამჯერადაც:




მე-6 („ზ“) სადარბაზო უკვე ასცდა მე-4 და მე-5 სადარბაზოებს სიმაღლეში.





მე-7 („ვ“), მე-8 („ე“) და მე-9 („დ“) სადარბაზოებისთვის დაიწყო ავტოსადგომის პირველი სართულის გადახურვითი სამუშაოები:






მე-10 („გ“), კომერციული („ბ“) და მე-11 („ა“) სადარბაზოებისთვის სომაღლეში ზრდა თითქმის დამთავრდა. დარჩა 1.5 სართული. პარალელურად მიმდინარეობს შიდა სამუშაოები:




.ხედი ყიფშიძის ქუჩიდან:









.


No comments:

Post a Comment

Note: only a member of this blog may post a comment.