Monday 28 September 2020

 გამარჯობა მეზობლებო,

გუშინ მოგახსენეთ, რომ დემონტაჟის ნებართვა მიღებულია. დღეს უკვე ამუშავდა ჩვენი კოდალა და გაგრძელდა მშენებლობა.

ეს ორი დღეა ტელეფონის ზარები არ წყდება ჩემთან. მიუხედავად იმისა, რომ ყველას უნდა ბინის აშენება, ზოგიერთი ისეთ რაღაცეებს მეუბნება, შეიძლება თმები ყალყზე დაგიდგეთ. ზოგმა მერიის კეთილგანწყობა არჩევნებს დაუკავშირა, ზოგმა რა და ზოგმა რა.

მერიას კეთილგანწყობა რომ აქვს ჩვენ მიმართ ეს მართლაც ასეა, რაც ძალიან კარგია, თუმცა ასე არ იყო როცა მართთან ურთიერთობას ვიწყებდით, სანამ გავარკვევდით, რომ ახალი გამგეობა რადიკალურად განსხვავდება ძველისგან და ჩვენ ვართ ორიენტირებული მშენებლობაზე და არა სხვა რამეზე და ა.შ.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ირაკლი ანდრიაძის დროინდელი აღმასკომის შემდეგ ასეთი მეგობრული და გვერდში მდგომი მერია ჩვენ მშენებლობას არ ჰყოლია. ამასთან, ყოველთვის ასრულებენ კანონის მოთხოვნებს. აშკარად იგრძნობა, რომ მერიას არავითარი ინტერესი ჩვენი მშენებლობიდან არ აქვს. ანალოგიურია საქართველოს მთავრობაც. ეს გინდათ რეკლამაში ჩათვალეთ, გინდათ სარჩევნო მოწოდებაში, მაგრამ რეალობა ასეთია. თუ ისინი შეიცვლიან თავიანთ პოზიციას, ამას იმწუთას შეგატყობინებთ. 

მე მეგონა დამთავრდა ის დრო, როდესაც ამხანაგობის ზოგიერთი ქალბატონი მშენებელზე, ინვესტორზე და სხვებზე, ვითომ კომპრომატებს მოიძიებდა და ამის საშუალებით ცდილობდა ერთგვარი გავლენა ჰქონოდა გამგეობაზე. ძალიან გთხოვთ, სხვისი პირადი საიდუმლოებები ჩემამდე არ მოვიდეს, რადგან არც მაინტერესებს და არც რამეს მატებს მშენებლობას.

ანალოგიურია, სხვადასხვა ცრუ ინფორმაციები, მათ შორის ჩვენ ინვესტორზე, რადგან ინვესტორის ყველა მშენებლობა დაგეგმილ ტემპში მიმდინარეობს თბილისის იპოდრომზეც, ბაკურიანშიც და ბათუმშიც. დღემდე არავინ ყოფილა მ.ტყეშელაშვილის უკმაყოფილო. იმედია ასე ვიქნებით ჩვენც.

პატარა წინააღმდეგობა (რამდენიმე დღით „კოდალას“ გაჩერება) არ უნდა გახდეს წინა გამგეობის მიერ დანერგილი სიბინძურისა და ტალახის მისხმის საშუალება. დააკვირდით თქვენ თავს და გამოდით წინა გამგეობის ზომბირებისგან. კიდევ თუ ვინმე დაუჯერებდა ზოგიერთების მოგონილ ტყუილსა და ჭორებს და მოქმედ გამგეობას არა, ნამდვილად არ მეგონა.

გთავაზობთ, მერიის მიერ გაცემული დემონტაჟის ნებართვას და დღეს მუშაობის პერიოდში გადაღებულ „კოდალას“ ფოტოებს:














Sunday 27 September 2020

 მოგესალმებით მეზობლებო,

როგორც იცით ჩვენი „კოდალას“ მუშაობა შეჩერებულია. დეტალებზე საუბარი არ მინდოდა და ყველაფერს ვერც ამჯერად ვიტყვი, რადგან ტექსტს სხვა ადამიანებიც კითხულობენ და ყველანაირად ცდილობენ ხელშეშლას. ამიტომ, ძალიან უსამართლოა თქვენი საყვედურები. როდესაც გპასუხობთ, რომ კიდევ რამდენიმე დღეა საჭირო და ა.შ. ეს ნიშნავს, რომ მართლაც ასეა და არავითარი სხვაგვარი ეჭვის საფუძველი არ გაქვთ. ჩვენ არ ვართ ამხანაგობის ძველი გამგეობა. თუ რაიმე საეჭვო იქნება, პირველი მე გეტყვით, რადგან არაფერი გვაქვს დასამალი. 

ყოველ ეტაპზე გარკვეული დოკუმენტების მოძიება, ნოტარიუსთან დადასტურებაა საჭირო, რაც გარკვეულ მატერიალურ ხარჯთანაა დაკავშირებული. სამწუხაროდ არავის მოგსვლიათ აზრად ამ საკითხის შესახებ მსჯელობა, შემოხიდება, გარდა თითებზე ჩამოსავლელი ადამიანებისა. 

თუ მშენებლობა სხვადასხვა ეტაპზე შეფერხდება, ეს არ ნიშნავს, რომ რაიმე საგანგაშოა. არაა საჭირო პანიკაში ჩავარდნა და რასაც გეუბნებით ისაა სიმართლე იმიტომ, რომ არასდროს მომიტყუებიხართ. მწარე სიმართლესაც გეუბნებით და არ გიმალავთ. გასაგებია, რომ წინა გამგეობამ ეჭვიანები გაგხადათ და სხვადასხვა ფობიებით დაგაავადათ, მაგრამ ეს ჩვენ არ გვეხება. ჩვენი გამგეობის წევრებმა ავიდანვე ვქვით უარი ყველაფერზე (დამატებითი ფართები, ამხანაგობის წევრებისთვის დამატებითი ფართების დაპირება და სხვ.). ამიტომ, ჩვენ წელგამართულები, ღმერთთან და თქვენ წინაშე მართლები ვართ.

ამჯერად სიტუაცია ასეთი იყო: გვერდითა სახლის მაცხოვრებლებმა ჯერ მოითხოვეს ნგრევის დაჩქაება და მეორე „კოდალას“ დახმარება. ინვესტორმა შემოიყვანა მეორე „კოდალა“, რომელმაც იმუშავა მხოლოდ ერთი დღე, რადგან იმავე მაცხოვრებლებმა ისევ იჩივლეს მერიაში და განაცხადეს, რომ წარმოდგენილი ყოფილიყო გარკვეული დოკუმენტები, როგორც მშენებლის, ისე 502-სა 504-ის უფლებამოსილების დასადასტურებლად. საოცარი ისაა, რომ მათ მიერ მითითებული იქნა ისეთი დოკუმენტები, რომლის არსებობა შეიძლება იცოდეს სულ რამდენიმე კაცმა და მათი წარდგენა დაკავშირებულია გარკვეულ სირთულეებთან (გაცემულია საბჭოთა კავშირის დროს). ეს ის დოკუმენტებია, რომლებიც ჩემთვის არ გადმოუცია ყოფილ თავმჯდომარეს. ნამდვილად გასაკვირია მათი მხრიდან „ბაგები 502-სა“ და „ბაგები 504-ის“ დოკუმენტების ისტორიაში სრულყოფილი, სიღრმისეული გათვითცნობიერება. მათი გაბრაზების მიზეზი იყო ისიც, რომ გაქირავებული ბინებიდან გაექცნენ მდგმურები. მდგმურებთან დაკავშირებით ვერაფრით დავეხმარებით _ ეს დედაქალაქის ცენტრია და არა საკურორტო ზონა.

ამ დოკუმენტების წარდგენამდე შეჩერებული იყო „კოდალას“ მუშაობა. ჩვენი და ინვესტორის ერთობლივი ძალისხმევის შედეგად მოხდა შესაბამისი საბუთების წარდგენა მერიაში. მერიის მიერ კი, დემონტაჟის განახლებული ნებართვის გაცემა.

ასე, რომ 28 სექტემბრის კვირაში იევ განახლდება დემონტაჟი. ამასთან ერთად, ინვესტორი დაიწყებს 128 წევრთან ინდივიდუალურ შეხვედებს.

 მერიის მიერ გაცემულ დემონტაჟის ნებართვას შემოგთავაზებთ ხვალ, როგორც კი გამომიგზავნიან.

სანდრო ჯორბენაძე


Saturday 12 September 2020

 ბოლო ამბები

არქიტექტორის მოთხოვნის შესაბამისად, თავიდან ხორციელდება გეოდეზისტების მუშაობა. ესაა გეოდეზისტების სხვა ჯგუფი. შესაბამისად, ისინი ორშაბათს დადებენ ალტერნატიულ დასკვნას.

გეოდეზისტების დასკვნების გათვალისწინებით პროექტში (ძირითდად მზიდ სვეტებთან დაკავშირებით) შეიძლება მცირედი ცვლილებები შევიდეს ან არ შევიდეს. ამის შემდეგ არქიტექტორი პროექტს გადასცემს მერიას დასამტკიცებლად. 

მართალია ჩვენ გვეჩქარება და დროზე გვინდა ყველაფერი, მაგრამ არქიტექტორის ფრთხილი მიდგომა გამართლებულია _ „ასჯერ გაზომე ერთხელ გაჭერი“.

უნდა ვიქონიოთ მოთმინების უნარი. მშენებლობის დაწყებამდე იწელება დრო, თორემ შემდეგ სწრაფად მიდის.

მოთმინება თავადებო, მოთმინება!

Tuesday 8 September 2020

 ძვირფასო მეზობლებო,

იმის გამო, რომ არქიტექტორს ცოტათი გაუგრძელდა პროექტის დამთავრება და მერიისთვის დასამტკიცებლად გადაცემა, ცოტათი გადაიწია ინდივიდუალური ხელშეკრულებების დადების პროცესმა. ამ საკითხთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში მოხდება თქვენთან დაკავშირება.

სანერვიულო არაფერია. 

გამგეობა.