მოგესალმებით მეზობლებო,
როგორც იცით ჩვენი „კოდალას“ მუშაობა შეჩერებულია. დეტალებზე საუბარი არ მინდოდა და ყველაფერს ვერც ამჯერად ვიტყვი, რადგან ტექსტს სხვა ადამიანებიც კითხულობენ და ყველანაირად ცდილობენ ხელშეშლას. ამიტომ, ძალიან უსამართლოა თქვენი საყვედურები. როდესაც გპასუხობთ, რომ კიდევ რამდენიმე დღეა საჭირო და ა.შ. ეს ნიშნავს, რომ მართლაც ასეა და არავითარი სხვაგვარი ეჭვის საფუძველი არ გაქვთ. ჩვენ არ ვართ ამხანაგობის ძველი გამგეობა. თუ რაიმე საეჭვო იქნება, პირველი მე გეტყვით, რადგან არაფერი გვაქვს დასამალი.
ყოველ ეტაპზე გარკვეული დოკუმენტების მოძიება, ნოტარიუსთან დადასტურებაა საჭირო, რაც გარკვეულ მატერიალურ ხარჯთანაა დაკავშირებული. სამწუხაროდ არავის მოგსვლიათ აზრად ამ საკითხის შესახებ მსჯელობა, შემოხიდება, გარდა თითებზე ჩამოსავლელი ადამიანებისა.
თუ მშენებლობა სხვადასხვა ეტაპზე შეფერხდება, ეს არ ნიშნავს, რომ რაიმე საგანგაშოა. არაა საჭირო პანიკაში ჩავარდნა და რასაც გეუბნებით ისაა სიმართლე იმიტომ, რომ არასდროს მომიტყუებიხართ. მწარე სიმართლესაც გეუბნებით და არ გიმალავთ. გასაგებია, რომ წინა გამგეობამ ეჭვიანები გაგხადათ და სხვადასხვა ფობიებით დაგაავადათ, მაგრამ ეს ჩვენ არ გვეხება. ჩვენი გამგეობის წევრებმა ავიდანვე ვქვით უარი ყველაფერზე (დამატებითი ფართები, ამხანაგობის წევრებისთვის დამატებითი ფართების დაპირება და სხვ.). ამიტომ, ჩვენ წელგამართულები, ღმერთთან და თქვენ წინაშე მართლები ვართ.
ამჯერად სიტუაცია ასეთი იყო: გვერდითა სახლის მაცხოვრებლებმა ჯერ მოითხოვეს ნგრევის დაჩქაება და მეორე „კოდალას“ დახმარება. ინვესტორმა შემოიყვანა მეორე „კოდალა“, რომელმაც იმუშავა მხოლოდ ერთი დღე, რადგან იმავე მაცხოვრებლებმა ისევ იჩივლეს მერიაში და განაცხადეს, რომ წარმოდგენილი ყოფილიყო გარკვეული დოკუმენტები, როგორც მშენებლის, ისე 502-სა 504-ის უფლებამოსილების დასადასტურებლად. საოცარი ისაა, რომ მათ მიერ მითითებული იქნა ისეთი დოკუმენტები, რომლის არსებობა შეიძლება იცოდეს სულ რამდენიმე კაცმა და მათი წარდგენა დაკავშირებულია გარკვეულ სირთულეებთან (გაცემულია საბჭოთა კავშირის დროს). ეს ის დოკუმენტებია, რომლებიც ჩემთვის არ გადმოუცია ყოფილ თავმჯდომარეს. ნამდვილად გასაკვირია მათი მხრიდან „ბაგები 502-სა“ და „ბაგები 504-ის“ დოკუმენტების ისტორიაში სრულყოფილი, სიღრმისეული გათვითცნობიერება. მათი გაბრაზების მიზეზი იყო ისიც, რომ გაქირავებული ბინებიდან გაექცნენ მდგმურები. მდგმურებთან დაკავშირებით ვერაფრით დავეხმარებით _ ეს დედაქალაქის ცენტრია და არა საკურორტო ზონა.
ამ დოკუმენტების წარდგენამდე შეჩერებული იყო „კოდალას“ მუშაობა. ჩვენი და ინვესტორის ერთობლივი ძალისხმევის შედეგად მოხდა შესაბამისი საბუთების წარდგენა მერიაში. მერიის მიერ კი, დემონტაჟის განახლებული ნებართვის გაცემა.
ასე, რომ 28 სექტემბრის კვირაში იევ განახლდება დემონტაჟი. ამასთან ერთად, ინვესტორი დაიწყებს 128 წევრთან ინდივიდუალურ შეხვედებს.
მერიის მიერ გაცემულ დემონტაჟის ნებართვას შემოგთავაზებთ ხვალ, როგორც კი გამომიგზავნიან.
სანდრო ჯორბენაძე
No comments:
Post a Comment
Note: only a member of this blog may post a comment.