Thursday 31 August 2023

 ძვირფასო მეგობრებო,



რამდენიმე წუთის წინ მოსამართლის თანაშემწემ შეგვატყობინა, რომ 1 სექტემბრის პროცესი, რომელიც დანოიშნულია 12:00 საათზე, ნაცვლად 51-ე დარბაზისა ჩატარდება უფრო დიდ # 59-ე დარბაზში, რადგან პატარა დარბაზში ვერ ვეტეოდით.

იმედია ხვალ გავიმარჯვებთ!

ამხანაგობის გამგეობა

Tuesday 29 August 2023

 ძვირფასო მეგობრებო,



კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ 
პარასკევს, 1 სექტემბერს,
თბილისის საქალაქო სასამართლოში,
12:00 საათზე, დარბაზი # 51
გვაქვს სასამართლო პროცესი გ.ძასოხოვთან.
წინა სხდომაზე, როგორც მოსამართლემ განაცხადა _ ეს იქნება, არსებითი განხილვის საბოლოო სხდომა, რომლის შემდეგაც გამოცხადდება გადაწყვეტილება.
იმედია _ ვინც თბილისში ხართ _ დაესწრებით.
„ბაგები 502-ისა“ და „ბაგები 504-ის“ გამგეობა

Sunday 27 August 2023

Friday 25 August 2023

 ძვირფასო მეგობრებო,


შეგახსენებთ, რომ შემდეგ პარასკევს, 1 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, 12 საათზე, 51-ე დარბაზში შედგება სასამართლო სხდომა. ვინც თბილისში ხართ მობრძანდით!

Sunday 13 August 2023

                                                          მოგესალმებით მეგობრებო,


                             სრულიად საქართველოს ვუთანაგრძნობთ შოვის ტრაგედიის გამო.

                            იმედია, ასეთი საშინელება მეტი აღარ გამეორდება!


გთავაზობთ მშენებლობის დღევანდელი საღამოს ფოტოებს.


1-ლი („მ“), მე-2 („ლ“) და მე-3 სადარბაზოებისთვის მიმდინარეობს ავტოსადგომის მე-2 სართულის მშენებლობა:








მე-4 („ი“) და მე-5 („თ“) სადარბაზოებისთვის დამთავრდა მე-14 სართულის და დაიწყო მე-15 სართულის მშენებლობა:









ხედი „კარფურის“ მხრიდან:










ხედი ყიფშიძის მხრიდან:





შედარებისთვის _ ეს ლოკაცია 1 წლის (15.08.2022) წინ:



მე-6 („ზ“) სადარბაზოსთვის მიმდინარეობს მე-14 სართულის დასრულების სამუშაოები:



ხედი „კარფურის“ მხრიდან:





ხედი ყიფშიძის მხრიდან:






მე-10 („გ“), კომერციული („ბ“) და მე-11 („ა“) სადარბაზოებისთვის დამთავრდა მე-14 სართული და დამთავრების ეტაპზეა მე-15 სართულის მშენებლობა:








ხედი ყიფშიძის მხრიდან:










შედარებისთვის _ ეს  ლოკაცია 1 წლის წინ:




შეხსენება: 1 სექტემბერს, 12:00 საათზე გვაქვს სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში, დარბაზი # 51.