Thursday 30 June 2022

 მოგესალმებით მეგობრებო,


გთავაზობთ დღევანდელ (19:00) გადაღებულ ფოტოებს.

„ა“, „ბ“ და „გ“ კორპუსსა და ღობეს შორის შეივსო თხრილი და გაკეთდა პირველადი გზა კომერციულ სართულზე შესასვლელად:



მიმდინარეობს ამ სადარბაზოების მე-3 (კომერციული) სართულის გადახურვის პროცესი:






ამხანაგობის ზოგიერთი წევრი მოგვმართავს კითხით, თუ რატომ უსწრებს „ა“, „ბ“ და „გ“  სადარბაზოები, სხვა სადარბაზოებს. კიდევ ერთხელ განგიმარტავთ, რომ ეს სადარბაზოები სხვა სადარბაზოებს უსწრებს სიმაღლეში 6, 9 სართულით. ასე, რომ ნუ ღელავთ, ყველა სადარბაზო ერთად ჩაბარდება.

მალე დაიწყება „დ“, „ე“ და „ვ“ სადარბაზოების მშენებლობაც. იქამდე, ყიფშიძეზე გასასვლელი გზა აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს:



„ზ“ სადარბაზოსღვის ისხმება ბეტონი მესამე სართულზე:





მესამე სადარბაზოების მშენებლობა მიმდინარეობს „თ“ და „ი“ სადარბაზოებისთვისაც:




„კ“. „ლ“ და „მ“ სადარბაზოებისთვის დაგებული ფილა გაშრა და დაიწყო პირველი სართულის მშენებლობა:







„ზ“-„მ“ სადარბაზოების უკან დაიგო საავტომობილო გზა, რომლითაც ჩვენი სახლის მაცხოვრებლები ჭავჭავაძის პროსპექტზე ავტომობილით გასასვლელად წრეს კი არ დაარტყამენ ყიფშიძის ქუჩას, არამედ ჩვენივე ეზოდან, უმოკლესი გზით, ყიფშიძის დასაწყისში, ბენზოგასამართ სადგურთან გავლენ:








  • ამ გზასთან მისვლა შესაძლებელი იქნება არა მხოლოდ ავტოსადგომებიდან, არამედ ეზოდანაც „ი“ და „კ“ სადარბაზოებს შორის:



ძვირფასო მეგობრებო,


კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ეზოში შესვლა და ქვემოთ ეზოს სიღრმეში ჩასვლა სასტიკად აკრძალულია, რადგან მშენებლობა, უკვე, სიმაღლეში ავიდა და უსაფრთხოების მიზნით გარკვეული თავისუფლებები შეზღუდულია.

როგორც აღმოჩნდა, ხშირია დაპირისპირება დარაჯებთან.

ის არგუმენტი, რომ თქვენ აქ უნდა იცხოვროთ და ხართ გარკვეული ფართის მესაკუთრე, არ ნიშნავს მშენებლობის უსაფრთხოების ნორმების დარღვევას.

მთელ მშენებლობაზე ხორციელდება ვიდეომონიტორინგი. ერთი დარაჯი სამსახურიდანაც კი გაათავისუფლეს იმის გამო, რომ ხათრი გაგიწიათ და შეგიშვათ მშენებლობაზე.

ნუ დატოვებთ დარაჯებს სამსახურის გარეშე!

მშენებლობის დასათვალიერებლად იდეალურია ჩვენგან გამოყოფილი ხალხის, ე.წ. „თარგამაძის სახლის“,  „მზერას “ კორპუსის ეზოდან დათვალიერება.



Friday 17 June 2022

 მოგესალმებით ყველას,


მშენებლობა მიმდინარეობს უწყვეტად და მაღალ ტემპში.

გთავაზობთ გუშინდელ გადაღებულ ბოლო მასალას.


„ა“, „ბ“ და „გ“ კორპუსებში მიმდინარეობს კომერციული სართულის (2 გაერთიანებული სართული) მშენებლობა. მაწილზე ბოძები ჩამოისხა, ნაწილზე მიმდინარეობს ბეტონის ჩასხმა:









ანალოგიურად მიმდინარეობს „ზ“ სადარბაზოს მშენებლობა _ 2 გაერთიანებული სართულის _ კომერციული ფართი:




თ“ და „ი“ სადარბაზოებიც ზემოთკენ მიიწევს:



„კ“ და „ლ“ სადარბაზოებისთვის დაგებული ფილა გაშრა და იწყება სართულების აშენება:





ასევე გაშრა ფილა „მ“ სადარბაზოსთვის და აქაც დაიწყება სიმაღლეში ასვლა: