Thursday 29 September 2022

 მოგესალმებით ყველას,


გთავაზობთ მშენებლობის ამჟამინდელ სიტუაციის ვიზუალურ გამოხატულებას.

შეუჩერებლად მიმდინარეობს მე-4 („ი“) და მე-5 („თ“) სადარბაზოების მშენებლობა: გადაიხურა მე-4 (პირველი საცხოვრებელი) სართული და უკვე მზადდება მე-5 სართულის ხარაჩოები ბოძებისთვის:








კიდევ უფრო სწრაფი ტემპით შენდება მე-6 („ზ“) სადარბაზო, რდგან ამ სადარბაზოს ფართობი უფრო მცირეა, ვიდრე მე-4 („ი“)   + მე-5 („თ“) სადარბაზოების. შესაბამისად მე-6 („ზ“)  სადარბაზოსთვის, უკვე მე-6 (მე-3 საცხოვრებელი) სართული შენდება:






ასევე, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს მე-10 („გ“), კომერციული („ბ“) და მე-11 („ა“) სადარბაზოების მშენებლობა.

აქ დამთავრდა მე-4 სართულის გადახურვა და მზადდება ხარაჩოები მე-5 სრთულის გადახურვისთვის:






იხილეთ ამ სადარბაზოების ხედი „კარფურისა“ და „აგროჰაბის მხრიდან:







 ზოგიერთი საკითხის განმარტებისთვის


ამხანაგობის ზოგიერთი წევრი, რომლებიც ცხოვრობენ ყოფილ „დ“, „ე“, „ვ“, „კ“, „ლ“ და „მ“ სადარბაზოებში ღელავენ და ვიღაცეები არწმუნებენ, რომ ეს სადარბაზოები არ აშენდება.

თქვენი უმრავლესობა პროფესორ-მასწავლებლებია, განათლებული ადამიანები. ელემენტარული ლოგიკის, მცირედი ანალიტიკის შედეგად, ვფიქრობთ უნდა ხვდებოდეთ, რომ ეს ასე არაა.

ამ სადარბაზოებში გაყიდა კიდეც ბინები ინვესტორმა. თქვენ როგორ ფიქრობთ, ვინც იყიდა, ისინი არ დასვამდნენ ასეთ კითხვას?

გარდა ამისა მერიის მხრიდან მიმდინარეობს მშენებლობის მუდმივი მონიტორინგი. როგორ ფიქრობთ მერია ასე წყნარად იქნებოდა და ხმას არ ამოიღებდა?

საქმე იმაშია, რომ სწორედ მერიის სტანდარტებიდან და მშენებლობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ჯერ ვერ ხერხდება ამ ადგილებზე მშენებლობის გაგრძელება.

საქმე იმაშია, რომ („კ“-„მ“) სადარბაზოებისთვის უნდა დაიდგას კიდევ ერთი ამწე. ამ ეტაპზე ახალი ამწის დადგმა შეუძლებელია, რადგან გვერდით დგას მეორე ამწე („უკრაინა“ - ლურჯ-ყვითელა), ისინი, სტანდართების მიხედვით, ხელს შეუშლიან ერთმანეთს.

ამწე „უკრაინა“ უნდა ავიდეს სიმაღლეში და შემდეგ იქნება შესაძლებელი ახალი ამწის დადგმა. „უკრაინის“ სიმაღლეში ასაწევად საჭიროა მე-4 („ი“) და მე-5 („თ“) სადარბაზოების სიმაღლეში აწევა დაახლოებით 3-4 სართულით. ე. ი. როდესაც ამ ორ სადარბაზოს დაემატება 3-4 სართული, შემდეგ დაიდგმება ახალი ამწე. 1-ლი-მე-3 სადარბაზოების მშენებლობასთან ერთად გაგრძელდება მე-7-მე-9 სადარბაზოების მშენებლობაც.

გთხოვთ, ამასთან დაკავშირებით აღარ გაავრცელოთ ცრუ ინფორმაცია.

კიდევ ერთი საკითხი.

ზოგიერთი უკმაყოფილოა მუშების რაოდენობითა და მშენებლობის ტემპით.

მშენებლობაზე მუშაობს იმდენი ადამიანი, რამდენიც ესაჭიროება საქმეს. მათ ოდენობას განსაზღვრავს ინვესტორი. არც ზედმეტს აიყვანს და არც ნაკლებს ამუშავებს _ არც ზედმეტად გადაიხდის ფულს და არც გააჭიანურებს მშენებლობას, რადგან მშენებლობის დროზე დამთავრება ინვესტორის ინტერესებშიც შედის. ამასთან. 13:00-14:00 პერიოდში მუშებს აქვთ შესვენება.


ტემპთან დაკავშირებით.

ამჟამად რაც შენდება (ექვსი სადარბაზო), თვეში 1-1.5 სართული ადის სიმაღლეში. მე-3 სართული ფაქტიურად ორი სართული იყო გაერთიანებული. მე-3 სართულის შემდეგ სართულებს ემატება აივნებიც.

ტემპი ნორმალურია. ასე, რომ არავითარი სასაყვედურო არ გვაქვს ინვესტორთან.

იმათ გასაგონად, ვინც დიდი ასაკისაა და იძახის, რომ 3 წლის შემდეგ შეიძლება ცოცხლები აღარ იყვნენ და ა. შ., კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ, რომ მათ აკრძლული აქვთ სიკვდილი, რადგან ლენტისგაჭრაზე ერთად უნდა ვიყოთ.


შედარებისთვის გთავაზობთ 30 ივლისის მე-4-მე-6 სადარბაზოების ფოტოებს და 29 სექტემბრის ფოტოებს:

30.07.2022-ის ფოტოები:




29.09.2022-ის ფოტოები: 




ერთი თხოვნა-გაფრთხილებაც: ბოლო ფოტოზე, ჩვენი მშენებლობის უკანა (ე. წ. არველაძის სახლის) მაცხოვრებლების გასაგონად.

გთხოვთ, ნუ ისვრით შუშის ბოთლებს და სხვა საგნებს. ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ რომელიმე მუშას თუ მოხვდება, აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე მსროლელის მიმართ, თანაც, მუშებმა კარგად იციან იმ აივნების შესახებ, საიდანაც მომდინარეობს ასეთი აგრესია.

ბოთლების სროლა ვაკელობა არაა!


გთხოვთ, ნუ ეჩხუბებით დარაჯს.

სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, შეგიძლიათ მიმართოთ ინვესტორის გაყიდვების ოფისს:






Friday 16 September 2022

 ძვირფასო მეგობრებო,


როგორც გუშინ მშენებლებმა განაცხადეს, დღეს დაიწყებოდა მე-4 („ი“) და მე-5 („თ“) სადარბაზოების მე-4 სართულის სვეტებში ბეტონის ჩასხმა.

დღეს, მართლაც დაიწყო და უწყვეტად მოდიოდა ბეტონი.

ბეტონის ჩასხმა დამთავრდება დღეს საღამოს. ამით დასრულდება ამ სადარბაზოების მე-4 სართულზე ბეტონის ჩასხმა და რამდენიმედღიანი გაშრობის შემდეგ დაიწყება ამ სართულის გადახურვის სამუშაოები.

დამატებით გთავაზობთ დღევანდელ ფოტოებს და ვიდეომასალას:









Thursday 15 September 2022

 მოგესალმებით ყველას,


გთავაზობთ დღევანდელ ფოტოებს, რომელიც გადაღებულია შესვენების დროს.


მე-4 („ი“) და მე-5 („თ“) სადარბაზოებისთვის დამთავრდა მე-3 (კომერციული) სართულის აშენება და მიმდინარეობს მე-4 (პირველი საცხოვრებელი) სართულის მშენებლობა:






რაც შეეხება მე-6 („ზ“) სადარბაზოს, აქ მე-4 სართული თითქმის დამთავრდა. მის ერთ ნაწილზე დაიწყო მე-5 სართულის გაკეთება:

 




დაიწყო მე-7 („ვ“) სადარბაზოს მოსუფთავების სამუშაოები:



ყოფილი „ა“ (მე-11), „ბ“ (კომერც.) და „გ“ (მე-10) სადარბაზოებიც მიიწევს სიმაღლეში. აქ დაწყებულია მე-5 სართულის სამუშაოები:






იგივე სადარბაზოების გარე რაკურსი _ „აგროჰაბის“ მხრიდან, ჩვენ დარაჯთან ერთად: