Saturday 26 March 2022

ძვირფასო მეგობრებო,

გაგაცნობთ მშენებლობის მიმდინარეობის დღევანდელ მდგომარეობას.

„ა“, „ბ“ და „გ“ სადარბაზოების ადგილზე იწნება არმატურა ბეტონის ჩასასხმელად, რათა გადაიხუროს პირველი სართული და მომზადდეს საფუძველი მეორე სართულის ასაშენებლად:





მზადდება ყალიბები პირველი სართულის ხიმინჯების ჩასასხმელად „ზ“ სადარბაზოს ადგილზე:




:


ჯერ-ჯერობით გაშრობის პროცესშია „თ“, „ი“ და „კ“ სადარბაზოსთვის დაგებული ფილა:





დასრულების ეტაპზეა ბოლო სადარბაზოების ადგილზე ხიმინჯების ჩასმა:






იხილეთ ზედხედი „ზ“-„კ“ სადარბაზოების ადგილზე მშენებლობისა:





იხ. ვიდეო ჩანაწერები:





Wednesday 23 March 2022

 ძვირფასო მეგობრებო,


ნუ ღელავთ. 

მშენებლობა შეჩერებული იყო მხოლოდ 2 დღე (შაბათი და კვირა).

სამუშაოები ისევ განახლდა ორშაბათს.

გთავაზობთ გუშინდელ ფოტოს და ვიდეოს:




Saturday 19 March 2022

 მოგესალმებით ყველას,


დღეს სამშენებლო სამუშაოები აღარ განხორციელებულა თოვლის გამო. მშენებლობაზე მოსული მუშები უკან გააბრუნეს.

ხვალ დასვენება აქვთ. იმედია ორშაბათისთვის გამოიდარებს და შესაძლებელი გახდება მშენებლობის გაგრძელება

გთავაზობთ დღევანდელ ფოტოებს. აქვე მივუთითებთ ბოლო დღეებში გაკეთებულ საქმეს.

„ა“, „ბ“ და „გ“ სადარბაზოების ადგილზე გაკეთდა სართულებს შორისი ყალიბი (1აპალოვკა“). თოვლს, რომ არ შეეშალა ხელი ამ ყალიბში ჩაიდებოდა არმატურა და დაიწნებოდა, რათა ბეტონის ჩასხმისთვის ყოფილიყო მზად:




ჩაისხა ბეტონი (დაიგო ფილა) „თ“ და „ი“ სადარბაზოებისთვის:






„ზ“ სადარბაზოსთვის მზადდება ყალიბები:



Saturday 12 March 2022

ძვირფასო მეგობრებო,


გთავაზობთ შენებლობის ქრონიკას.

ტემპი საკმაოდ მაღალია. მასალების მარაგი 1-1.5 თვის გვაქვს. იმედია უკრაინის ომი მალე დამთავრდება და უკრაინელები ისევ ლაღად იცხოვრებენ.

თავად შეგიძლიათ შეადაროთ დღევანდელი ფოტოები 1 კვირის წინანდელს.

დაწყებულია ბოძების სიმაღლეში აყვანა. მიმდინარეობს „ა“, „ბ“ და „გ“ სადარბაზოების ბოძებში ბეტონის ჩასხმა.

„ა“ სადარბაზოს ადგილზე უკვე გაშრა კიდეც და ყალიბიც („აპალოვკაც“) მოიხსნა:








პარალელურად მოდის ბეტონამრევი მანქანები და ისხმება ბეტონი „ბ“ და „გ“ სადარბაზოების ყალიბებში:





სიმაღლეში მატულობს ბოძების არმატურა „ზ“ სადარბაზოს ადგილზე:





თითქმის დამთავრდა არმატურის დაგება და შემოიღობა „თ“ და „ი“ სადარბაზოების ტერიტორია ფილის („პლიტის“) დასაგებად:











დამთავრდა ხიმინჯების ჩასმა „კ“ სადარბაზოს ადგილზე. ბოლო სადარბაზოებისთვის თითქმის ბოლომდეა ბეტონის ორმოების ამოთხრა მიყვანილი.

ხიმინჯების ჩამდები „ბაუერი“ თითქმის ბოლოშია გასული:







როგორც კი გაიწმინდება ყიფშიძის მხრიდან ჩამოსასვლელი დროებით შექმნილი ყოფილი გზა , ამ ადგილზეც („დ-ს“ ნაწილი, „ე“ და „ვ-ს“ ნაწილი) დაიწყება ხიმინჯების ჩასმა:



ამხანაგობის წევრები ხშირად კითხულობენ სასამართლოში საქმის მდგომარეობას.

სასამართლოში დავები ასე სწრაფად არ თავდება. თუ რაიმე სიახლე იქნება აუცილებლად შეგატყობინებთ.

ერთი სიახლეა ის, რომ საჩივარი გ.ძასოხოვის წინააღმდეგ პროკურატურაში შეტანილია. ველოდებით პროკურატურის გადაწყვეტილებას საქმის აღძვრის შესახებ.


გთავაზობთ ვიდეო ჩანაწერებსაც: