Tuesday 30 March 2021

 დღევანდელი ფოტოები


გთავაზობთ მშენებლობის დღევანდელ ფოტოებს. გადაღებულია ცოტა ხნის წინ.

დღეს მუშაობდა მხოლოდ „დედა“ კოდალა ყიფშიძის მხრიდან, ხოლო „შვილი“ კოდალა გადაკეთდა ექსკავატორად და ნანგრევების გატანაზე:





 ძვირფასო მეგობრებო,


დღეს, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შედგა განხილვა ყიფშიძის 2-ში მცხოვრები ნატო ალხაზიშვილს (და არა ამ სახლში მცხოვრები სხვა მოქალაქეებისა, რადგან მათი ხელმოწერები მიიჩნეულ იქნა ხარვეზიანად) საჩივარი ჩვენი მშენებლობის წინააღმდეგ.

მათი მოთხოვნა იყო მერიის მიერ გაცემული ნგრევის ნებართვის ბათილად ცნობა.

ჩვენი მხრიდან განხილვაში მონაწილეობდნენ: ამხანაგობის თავმჯდომარე სანდრო ჯორბენაძე, იურისტი ხათუნა გრიგალაშვილი და „გუმბათის“ წარმომადგენელი ნინო ქაშიბაძე.

დავის განხილვისას თავისი მოსაზრებები წარმოთქვა ორივე მხარემ. ასევე არქიტექტურის სამსახურმა.

მერიის გადაწყვეტილება გამოტანილი იქნება 1 თვის მანძილზე.

იმედი ვიქონიოთ, რომ მათი საჩივარი არ დაკმაყოფილდება.

Saturday 27 March 2021

 ძვირფასო მეგობრებო,


გასაგებია თქვენი აღშფოთება ყიფშიძის 2-ის მაცხოვრებლების და მათი მხარდამჭერების მიმართ.

ეგ სახლი არასდროს გამოირჩეოდა კორექტულობით. თავის დროზე გაბაშვილი აგულიანებდა და როგორც 20-25 წლის წინანდელი ჩვენი ამხანაგობის წევრები ყვებიან, შეხვედრისას გვაფურთხებდნენ და სახლიდან რაღაცეებს გვესროდნენო.

სამწუხაროა, რომ ამ ხნის მანძილზე მათი მენტალიტეტი ძირითადად არ შეცვლილა. ამდენი წელია გაჩერებულია ჩვენი მშენებლობა და ახლა მოინდომეს საჩივრების წერა, თითქოს ჩვენი „კოდალები“ მათ სახლს ანგრევს. ითხოვენ ამ ადგილზე რეკრეაციული ზონის გაკეთებას. ვითომ ქალაქზე ფიქრობენ და არა თავის თავზე. ყიფშიძეზე ამდენი სახლი აშენდა, მათ შორის ტყუპები, თითქმის ყველაფერს ასაჩივრებენ და ჩამოყალიბდნენ ქრონიკულ მომჩივნებად.

ბოროტი და ღრძო ადამიანები ასეთებად რჩებიან. ბუნების წიაღში ყოფნას ყიფშიძეზე ცხოვრება ვერ დააკმაყოფილებს. პარკში სეირნობისთვის კი, 100 მეტრშია ვაკის პარკი.

40 წელზე მეტია ვაშენებთ სახლს, როგორც იქნა დაადგა საშველი და ვიღაც-ვიღაცეებს არ მივცემთ საშუალებას დაგვაბრუნოს წარსულში.

თქვენი სატელეფონო ზარებიც ამაზე მეტყველებს. თქვენი გაბრაზებაც, მაგრამ კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით ჯერ-ჯერობით დაიოკეთ ნერვები. ვინც აგინებთ _ აგინეთ რამდენიც გინდათ, ოღონდ არა იმ დროს, როცა მოხდება მათთან შეხვედრა, რადგან ამისთანა ხალს ერთი სული აქვთ პროვოკაციაზე წამოგვაგონ.

ვინც წყევლით _ წყევლეთ. ამას ვერ დაგიშლით, მაგრამ ყველა ნამდვილად არაა მაგ სახლებში ამის ღირსი, რადგან ძალიან ბევრ ადამიანს ხელი არ მოუწერია საჩივარზე (როგორც გავიგეთ, არც მათი სახლის თავმჯდომარეს), რადგან ხვდებიან, რომ ეს აბსურდული მოთხოვნაა, თანაც სულელური.

ერთი წუთით დავუშვათ, რომ მერიამ დააკმაყოფილა მათი უაზრო მოთხოვნა და რეკრეაციული ზონის გაკეთებაზე დათანხმდა, ეს ჩვენი დასანგრევი, მაინც ხომ დასანგრევად რჩება? თუ შემდგომში დანგრევა უხმაუროდ იქნება და მხოლოდ ჩიტების ჭიკჭიკის ხმებით იმუშავებენ „კოდალები“?

ეტყობა, მომჩივანთა უმრავლესობას ანალიზის უნარი არ აქვთ და წინ ვერ იხედებიან, რადგან 3 „კოდალა“ ძალიან სწრაფად, ხოლო 2 „კოდალა“ სწრაფად დაანგრევდა და მერე ხმაური აღარ იქნებოდა. 1 „კოდალა“ კი, დიდხანს გაჭიმავს. ეტყობა ისტერიაში არიან და ასეთ მდგომარეობაში მყოფებს ლოგიკას ვერ მოსთხოვ.

დღეს, 13 საათზე ყიფშიძის 2-ის, ყიფშიძის 4-ის, ყიფშიძის 7-ის და ყიფშიძის 7ბ-ს მოსახლეობა შეიკრიბა (დაახლოებით 30 ადამიანი) ჩვენი მშენებლობის მიმდინარეობის წინააღმდეგ.

მათი სურვილია არ აშენდეს ჩვენი ნატანჯი სახლი და აპირებენ ადვოკატის აყვანას, რათა მან შეადგინოს სარჩელი და გვიჩივლონ. მათი შეხვედრა დაიწყო ადვოკატისთვის 2500 $ (აშშ დოლარის) აკრეფასთან დაკავშირებით. ეს დაახლოებით 8500 ლარია. სარჩელის შედგენისთვის საკმაოდ დიდი თანხაა. ეს მარტო სარჩელისთვის. შემდგომში კიდევ რამდენი ექნებათ გადასახადი ვერცი კი ხვდებიან, მაგრამ ეს ჩვენი საქმე არაა. ეტყობა აქვთ და იხდიან.

შეხვედრაზე გააჟღერეს მოსაზრება, რომ ჩვენი სახლის ადგილზე ან რეკრეაციული ზონა ან სტადიონი ან სკოლა ააშენონ და ა.შ. (ეტყობა ვის რა აწყობს იმის მიხედვით). მოლაპარაკებულებიც კი არ არიან, რომ ერთნაირად ილაპარაკონ.

ამხანაგობა „ბაგები-504-ის“ თავმჯდომარე და ამხანაგობის რამდენიმე წევრი იმყოფებოდა უშუალოდ მშენებლობის ტერიტორიაზე ყიფშიძის მხრიდან.

მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდით მათი შეკრების შესახებ, თქვენთვის არ შეგვიტყობინებია, რადგან არ მომხდარიყო ქალთა დაპირისპირება. კაცები უმცირესობაში იყვნენ და გაცილებით წყნარად იქცეოდნენ.

ჩვენი ამხანაგობის თავმჯდომარესთან, სანდრო ჯორბენაძესთან მოვარდა ვიღაც ქალი, რომელმაც განაცხადა, რომ ცხოვრობს ე.წ. დიპლომატების კორპუსში (ყიფშიძის 7ბ), ჩავარდა ისტერიაში და ამხანაგობის წევრებს სულ ღორები და გაუმაძღრები გვიწოდა, რადგან თურმე აღარ გაძღა ჩვენი მოთხოვნები მეტი და მეტი ფართების ხელში ჩაგდებით. ქალბატონს არ დაუზუსტებია, რომელი დიპლომატის ოჯახიდან იყო მოქმედი თუ ყოფილის, მაგრამ ლექსიკა „დიპლომატიური“ ჰქონდა.

მომჩივნებს მოყვანილი ჰყავდათ ტელეკომპანია „ფორმულა“ და გადაიღეს მშენებლობის მიმდინარეობა (გასულა კიდეც ეთერში). შეხვედრაზე გალანძღეს ხელისუფლება, ბიძინა ივანიშვილი, თუმცა გაუგებარია რატომ, რა შუაშია. მაქსიმალურად ცდილობენ თავიანთ საპროტესტო ინიციატივას მისცენ პოლიტიკური ელფერი. შთაბეჭდილება რჩება, რომ ვიღაც აგულიანებს და აქეზებს.

ს.ჯორბენაძეს საუბარი ჰქონდა ყიფშიძის 2-ში მცხოვრებ რამდენიმე მამაკაცთან, რომლებიც ნამდვილად კონსტრუქციულად და არა ემოციურად საუბრობდნენ, თუმცა აჟიტირებულ ქალბატონებზე ზეგავლენას ვერ ახდენენ. ამ ქალბატონებსაც არ უნდათ მეზობელი მამაკაცების მოსმენა, რადგან ულტიმატუმებზე გადადიან და არავითარი საუბარი არ სურთ ჩვენთან, არც ინვესტორთან.

შეკრების ბოლოს გამოჩნდა პატრული, რომელმაც მოუსმინა ყიფშიძის 2-ის მაცხოვრებლებს და ცალკე მიიღო განმარტება ს.ჯორბენაძისგან.

სამშაბათის განხილვაზე იმედია თბილისის მერია ობიექტურად გადაწყვეტს მათ აბსურდულ საჩივარს.

რადგანაც კვირის ბოლოა, გთავაზობთ მშენებლობის დღევანდელ ფოტოებს:


ყოფილი „დ“ კორპუსის ადგილზე მიმდინარეობდა ნარჩენი ნანგრევების გატანა. სატვირთო მანქანები ფოტოს გადაღების პროცესში გასულები იყვნენ:


 

ყველაზე პატარა _ შვილი „კოდალა“ მესამე დღეა გაჩერებულია:



ყიფშიძის მხრიდან 2 სართული დარჩა დასანგრევი, რომელიც მიწის ქვემოთაა. შესაბამისად, ხმაური ნაკლები იქნება:



ამასობაში მამა „კოდალამ“ თითქმის დაანგრია „თ და „ი“ კორპუსების მე-4 სართული:


ხედი ყიფშიძის ქუჩის მხრიდან:




„ა“, „ბ“ და „გ“ კორპუსების ადგილი გასუფთავებულია:



Wednesday 24 March 2021

 სამწუხარო ამბავი


ძვირფასო მეგობრებო,

დღეს შევიტყვეთ, რომ გარდაცვლილა ჩვენი ამხანაგობის წევრი პროფესორი პავლე ჩაგელიშვილი.

ვუსამძიმრებთ მის ოჯახს და ბოდიშს ვუხდით, რომ დაგვიანებით გახდა ეს სამწუხარო ამბავი ჩვენთვის ცნობილი.

 შუადღე მშვიდობისა ყველას,


რამდენიმე დღეა ტელეფონის ზარები არ წყდება, რომლითაც გამოხატავთ თქვენ აღშფოთებას. 

ზოგი აგინებს, ზოგი წყევლის ყიფშიძის 2-ში მცხოვრებ მომჩივნებს.

ძალიან დიდი თხოვნა იქნება, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეხვიდეთ ფიზიკურ კონტაქტში.

დიდი მადლობა ჩვენი ამხანაგობის იმ წევრებს, რომლებიც 80 წელს არიან გადაცილებული და შემოთვალეს, რომ მზად არიან შეეწირონ ამ საქმეს.

დაწყნარდით მეგობრებო. თქვენ კორონა ვირუსს მოერიდეთ. ამ ვირუსზე უარესები ნამდვილად არ არიან ალხაზიშვილები და ჯაფარიძეები.

როგორც გუშინ შეგატყობინეთ, ყიფშიძის 2-მა ადმინისტრაციული საჩივარი შეიტანა თბილისის მერიაში, ჩვენ ტერიტორიაზე ნგრევის შეჩერების თაობაზე, რაც იწვევს „კოდალების“ ავტომატურ გაჩერებას.

საქმის ზეპირი მოსმენა დანიშნულია მერიის შენობაში 30 მარტის 11 საათზე.

გთავაზობთ საჩივრის ტექსტს.

ამასთან, გაცნობებთ, რომ ამ ტექსტის გამოქვეყნება ნიშნავს ამხანაგობის წევრებისთვის ინდივიდუალურად ჩაბარებას (ქსერო ასლის მაგივრად).

ასლის გამოქვეყნება ჩაითვლება შიდა მოხმარებად (გაცნობად). აქედან გამომდინარე, გთხოვთ, თავი შეიკავოთ ტექსტის გავრცელებისაგან.













Tuesday 23 March 2021

ძვირფასო მეგობრებო,


დღეს უკვე მეორედ მოგმართავთ.

ასე სჯობს, რადგან ხვალ ასე|თი სასიამოვნო ინფორმაცია არ გვექნება.

გთავაზობთ მერიაში წარდგენილი სახლის საბოლოო პროექტს. ყველას შეუნარჩუნდა თავისი ადგილი 120 და 140 კვ. მეტრით. ვისაც დამატება გსურთ ეს ცალკე განხილვის საგანია.

ეს არის ფოტოები გარე ხედის.

ვფიქრობ, რომ ძალიან ლამაზი სახლია.

იხილეთ ფოტოები:








 საღამო მშვიდობისა მეგობრებო,


დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც მოვიდა და ხელი მოაწერა განცხადება-თხოვნას ქალაქი მერისადმი. ეს განცხადება არ იყო უბრალო განცხადება. ის ჩვენ წინააღმდეგ შეტანილი საჩივრის საპირისპირო რეაქციაც გახლდათ.

ბევრმა ადამიანმა დარეკა და მადლობა გადაიხადა, რომ თავისი თვალით ნახა მშენებლობა და ზოგმა ასეთი რამეც თქვა _ „კოდალას“ ხმა მალამოდ მოგვეჩვენაო.

ამასთან ერთად, ამხანაგობის ზოგიერთი წევრი იმასაც აცხადებდა, რომ შორს ცხოვრობენ და ეზარებათ გამოსვლა.

ყველას მინდა მივმართო, ძალიან გთხოვთ ნუ გვამადლით თქვენ ხელმოწერას. ეს სახლი 1 ან 2 კაცისთვის  არ შენდება _ თქვენთვისაა და ნებისმიერი ხელმოწერა, შეკრება თუ სხვა აქტივობა თქვენთვისაა და არა სხვისთვის. 

ამ ხელმოწერით ამხანაგობის თავმჯდომარეს ან გამგეობას კი არ უჭერდით მხარს, არამედ საკუთარ თავს და ტრანსპორტში 1-2 ლარი რომ დახარჯოთ ამით არაფერი დაშავდება. ეს განსაკუთრებით ითქმის იმ ხალხზე, ვინც ჯანმრთელობითაც კარგადაა და ფინანსურადაც ნორმალურად.

გარდა ამისა არსებობს „ბოღმის“ ჯგუფი. რომლებსაც ბინის აშენება უნდათ, მაგრამ დღევანდელ უწყინარ განცხადებაზეც კი, უარს ამბობენ ხელმოწერაზე.

უბრალოდ სირცხვილია და საწყენია, რომ საერთო საქმეს ასე გონებადაბინდულები უყურებენ და იმასაც ვერ ხვდებიან, რომ ასე გარიყულებად დარჩებიან ამხანაგობაში. 

ზოგიერთი ადამიანი უცხოეთშია და ვერ ახერხებენ ხელმოწერას, რაც მისაღებია და გასაგებია. თუმცა გაუგებარია სხვების მიერ ხელმოუწერლობა.

სართო ჯამში განცხადება-თხოვნას ხელი მოაწერა 110-მდე ოჯახმა. განცხადება დღესვე შეტანილ იქნა მერიაში.

გთავაზობთ იმ ადამიანების სიას ვინც არ მოაწერა ხელი დღევანდელ განცხადებას:

1. აბრამიშვილი თამარ

2. ბერუაშვილი ლია

3. ბუღაძე ვასილ _ ვასილის გარდაცვალების შემდეგ ოჯახი კონტაქტზე ჩვენთან არ გამოდის

4. გულუა ლალი

5. დევდარიანი გიორგი

6. დოლაბერიძე მანანა

7. ესაიაშვილი გიორგი _ მასთან დაკავშირება ძალიან რთულია

8. მჭედლიშვილი მაია

9. ნერგაძე ია

10. ონიანი თამარ

11. პაპისმედოვი ბესიკ

12. რეხვიაშვილი ხათუნა

13. ფარულავა-ბზეკალავა მზია

14. შაბატა მაგალი

15. ციციშვილი გიორგი

16. ჭანკვეტაძე ბეჟანი

17. ხელაძე ცისანა

18. ჯახია დიმიტრი


ეხლა დაიწყება თავის მართლება და „საპატიო“ მიზეზების მოყვანა. 

ჩვენ განვაცხადეთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მესაკუთრე ვერ შეძლებდა მოსვლას, ხელი შეეძლო მოეწერა მისი ოჯახის წევრებს და ამის შესახებ მიეთითებინათ შენიშვნში.

ამ სიის რამდენიმე წევრმა სხვა წევრებს დაურეკეს და განაცხადეს, რომ თანახმა არიან ხელი მოაწერონ განცხადება-თხოვნას.

თუ ეს სიმართლეა, მაშინ შეგიძლიათ მიმართოთ მერიას და შეუერთდეთ განცხადების ხელმოწერას (ალბათ ელექტრონულადაც იღებს მერია განცხადებებს).

განცხადების რეკვიზიტებია:



სხვა ამბები

როგორც იცით ყიფშიძის # 2-ის მოსახლეობამ გვიჩივლა და ამ ეტაპზე ითხოვს „კოდალების“ საერთოდ შეჩერებას. მშენებლობის (ნგრევის პროცესის) შეწყვეტას.

სულ ცოტა ხნის წინ ჩაგვბარდა მათი ადმინისტრაციული საჩივარი. ამის შესახებ ხვალ მოგახსენებთ. 


სხვა სიახლე

როგორც იცით, სახლის პროექტი წარდგენილია. იხ. ფოტო:



დანარჩენი ფოტოები დაიდება მოგვიანებით, როდესაც ინვესტორი გამოგვიგზავნის ბოლო ვარიანტს. 






Sunday 21 March 2021

 კიდევ ერთი დაზუსტება


ზოგიერთმა ვერ გაიგო და ისე წაიკითხეს, თითქოს 14 საათი ეხება კვირასაც და ორშაბათსაც. კიდევ ერთხელ _ ხელის მოწერა შეგიძლიათ დღეს, კვირას, 21 მარტს მთელი დღის მანძილზე;

ხვალ, ორშაბათს, 22 მარტს მთელი დღის მანძილზე და ზეგ, სამშაბათს 23 მარტს 14 საათამდე.

ვიმეორებ დარაჯის ტელეფონსაც _ 5 44 44 14 26 (კახა).

ბევრს სურვილი აქვს და ითხოვს, თავისი ემოციები და გაბრაზება პირდაპირ უთხრას ამ მომჩივან ხალს. მათი დამრიგებელი და წამქეზებელია ეს ვიღაც გიორგი ჯაფარიძე. შეგიძლიათ შეხვიდეთ მის გვერდზე და უპასუხოთ _ https://www.facebook.com/groups/271735611237713/permalink/282948296783111/

ჩვენი თხოვნა იქნება, ეს განახორციელოთ კორექტულად, ისე, როგორც შეეფერება თსუ-ს სტატუსს.

 ძვირფასო მეზობლებო,


ზოგიერთმა არასწორად გაიგო ხელის მოწერის მისვლის დრო.

ვაზუსტებთ, რომ ხელის მოწერა შეგიძლიათ დღეს _ 21 მარტს, ხვალ, ორშაბათს, 22 მარტს და ზეგ _ 23 მარტის 14 საათამდე.


Saturday 20 March 2021

 მოგესალმებით ყველას,


ამ ბოლო დროს ხშირად გვიწევს საიტზე ინფორმაციის დადება. 

მეზობელი სახლის (ყიფშიძის 2) მაცხოვრებლემბა ამჯერად გადაწყვიტეს, რომ დაიწყონ ქუჩის აქციები ჩვენი მშენებლობის წინააღმდეგ. ავრცელებენ ფლაერებს და ა.შ.

დაუკავშირდნენ ვიღაც გიორგი ჯაფარიძეს, რომელიც ალბათ დიდ მეომრად მიიჩნევს თავს და იმედს აძლევს ამ ხალხს, რომ არა მარტო შეაჩერებს ჩვენ მშენებლობას, არამედ ამ ადგილზე ბაღსაც გააკეთებს და სხვ. ცხადია ამას უფულოდ არავინ აკეთებს. ვიდეო გამოსვლაში (იხ. https://www.facebook.com/groups/271735611237713/permalink/282948296783111/) იმასაც ამბობს, რომ მას ჰყავს ადვოკატი, რომელიც გარკვეული საფასურის საფუძველზე მოახერხებს ჩვენი სახლის მშენებლობის შეჩერებას.

ყიფშიძის 2-ის ხალხი დადის გვერდზე კორპუსებში და ხელს აწერინებენ მაცხოვრებლებს, რომ არ აშენდეს ჩვენი სახლი. ჯერ დაიწყეს ხმაურით, მერე მტვერზე გადავიდნენ და ახლა ხედის გაფუჭებაზე საუბრობენ.

ამზადებენ წერილს მერიის სახელზე მშენებლობის აკრძალვის მოთხოვნით.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ყოველივე ამას ხელისუფლებასთან ბრძოლად მიიჩნევენ და იმასაც კი აცხადებენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები იშენებენ ბინასო.

ვიცით, რომ ამ საიტს კითხულობენ. შეიძლება არც დაიჯერონ, მაგრამ თქვენ მაინც ხომ იცით, რომ 2008 წლიდან მოყოლებული არცერთ ადამიანს ბინა არ შეუძენია ჩვენ ამხანაგობაში და ის მესამე პირები ისევ იმდროინდელი პირები არიან.

ყიფშიძის 2-ის ხალხი ჩვენ ალბათ, არ გვენდობა, ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლებად მიაჩნიათ თავი და რადიკალურ განცხადებებს ავრცელებენ. მათ შეუძლიათ მიმართონ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს  ზაალ უდუმაშილს, რომელმაც ძალიან კარგად იცის ჩვენი მშენებლობის საკითხი და 2005-2008 წლებში ტელევიზიითაც კი ავრცელებდა ამის შესახებ ინფორმაციას.

ყიფშიძის 2-ის წევრებს მივმართავთ _ თქვენ ამ დაპირისპირებით ხელისუფლებას კი არ უპირისპირდებით, არამეთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, რომლებიც 40 წელზე მეტია ბინას ელოდებიან, რომელთა უმრავლესობა დღეს ცოცხალი აღარაა, ხოლო მათი შვილები იმდროინდელ მშობლებზე უფრო დიდი ხნისანი გახდნენ. თქვენ უპირისპირდებით უფულო და წესიერ ადამიანებს. შეიძლება ბევრი მათგანი თქვენი პედაგოგებიც კი იყვნენ სტუდენტობის პერიოდში. პროფესორთა რამდენიმე ოჯახი დღესაც სტუდენტთა ქალაქში ცხოვრობს _ სტუდენტობიდან მოყოლებული პენსიამდე. რამდენმა ვერ შექმნა ოჯახი უბინაობის გამო, რამდენმა ოპერაციები ვერ გაიკეთა უფულობის გამო, რამდენი გაჭირვებულია დღესაც, მაგრამ თქვენთვის მთავარია გაღვიძებისას კარგი ხედი გქონდეთ ფანჯრიდან, 12 საათამდე იძინოთ და ა.შ.

სამწუხაროა, რომ დღევანდელ კვერცხს ირჩევთ და არა ხვალინდელ ქათამს, თორემ აქეთ უნდა გვეხვეწებოდეთ, რომ იმუშაოს სამმა „კოდალამ“, რათა უფრო მალე დამთავრდეს ნგრევა და არ გაიჭიმოს ზაფხულამდე. ყველას ვერ მოსთხოვ შორსმჭვრეტელობას.


ამხანაგობა „ბაგები 502-ის“ და „ბაგები 504-ის“ ძვირფასო წევრებო,

ჩვენი თხოვნაა კვირას, ორშაბათს ან სამშაბათის 14 საათამდე მიბრძანდეთ მშენებლობაზე, სადაც გამზადებულია მცირე ტექსტი თბილისის მერის კ. კალაძის სახელზე და მოაწეროთ ხელი. ესაა ჩვენი თხოვნა მერისადმი, რათა ნახონ თუ რამდენი და ვინ ვართ.

იმ შემთხვევაში თუ ვინმე ვერ ახერხებს მისვლას, ხელის მოწერა შეუძლია ოჯახის წევრს, ოღონდ შენიშვნაში მიუთითეთ, რომ ბრძანდებით მემკვიდრე ან ნდობით აღჭურვილი პირი. შენიშვნაშივე შეგიძლიათ მიუთითოთ სტატუსი _ პროფესორი, ექსპერტი ან სხვ.

განცხადება-მიმართვა 2 ეგზემპლარადაა. ხელი მოაწერეთ ორივეს. დარაჯი კახა იქვე იქნება სადმე, მისი ტელეფონია _ 5 44 44 14 26.


სხვა სიახლეები

რადგანაც კვირის ბოლოა, ფოტომიმოხილვით დავამთავროთ დღე.


საერთო ხედი ზემოდან:



მანქანებს ნანგრევები გააქვთ:




მანქანები უწყვეტად მუშაობენ და ერთმანეთს ცვლიან მთელი დღის განმავლობაში:



მანქანაზე დაყრილ ნანგრევებს, წესის შესაბამისად გადაფარებული აქვს სპეც. საშუალება, რათა გზაში არ გადმოიყაროს:



თვითმცლელი მანქანების გასასვლელი გაკეთდა ყიფშიძის ქუჩის მხრიდან, სადაც 2 მანქანა აღმოჩნდა ერთდროულად:




გზა ისევ ნანგრევებით დატვირთულმა მანქანამ დათმო:





„კოდალების“ შეჩრერების შემდეგ „თ“ და „ი“ კორპუსის ნახევრის მე-4 სართული მოინგრა:


დღეს მარტო ეს „კოდალა“ მუშაობდა:



Wednesday 17 March 2021

 ძვირფასო მეგობრებო,


თითქმის ყველამ გაიგეთ, რომ ყიფშიძის 2-სა და ყიფშიძის 4-ის მაცხოვრებლებმა ერთი ამბავი აგვიტეხეს ჩვენი მშენებლობიდან გამოსული ხმაურის გამო.

სამწუხაროდ, თბილისის მერიამ ითხოვა (არაოფიციალურად), რომ შეჩერებულიყო მეორე „კოდალას“ მუშაობაც.

ამჟამად ნგრევას ახორციელებს მხოლოდ ერთი „კოდალა“. ინვესტორი მიიჩნევს, რომ ეს დროში ძალიან გაჭიმავს ნგრევის პროცესს, რადგან 3-ჯერ უფრო ნელა წავა საქმე წინ და იდეალურ ვარიანტში ნგრევას დასჭირდება მინიმუმ 3 თვე. არადა სამის ერთად მუშაობის შემთხვევაში 15 აპრილისთვის უნდა დამთავრებულიყო. სამწუხაროდ ამ ხალხს გვერდში დაუდგა „მზერას“ კორპუსის მაცხოვრებელთა რაღაც ნაწილი.

ამხანაგობის წევრი ბევრი ადამიანი აღშფოთებულია ყიფშიძის 2-ის მაცხოვრებელთა მიმართ და გარკვეული საწინააღმდეგო ქმედებების ჩატარებას მოითხოვს.

ჩვენც მიგვაჩნია, რომ საჭიროა რაღაც ღონისძიებების გატარება, იქნება ეს ჩვენთვის შესაფერისი თუ რადიკალური. ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ვიფიქროთ შესაბამის შედეგზე. არ შეიძლება გარკვეულმა პროტესტმა ავნოს ჩვენ ძირითად მიზანს _ სახლის აშენებას და ისევ უარყოფითად განვაწყოთ ჩვენ მიმართ კეთილგანწყობილები.

დავიცადოთ რამდენიმე დღე. სხვადასხვა გზებით გავარკვევთ ზოგიერთ საკითხს და თუ აუცილებელი იქნება შეიძლება გავაგონოთ ჩვენი ხმა, როგორც გვერდზე სახლის მაცხოვრებლებს, ისე ზოგიერთ ოფიციალურ სტრუქტურას.

ვიქონიოთ იმედი, რომ აქამდე საქმე არ მივა.

Saturday 13 March 2021

 კვირის შემაჯამებელი ინფორმაცია


ნგრევის ტემპი ცოტათი შეჩერდა, მაგრამ მაინც წინ მივიწევთ.

„შვილმა“ კოდალამ პირველი სართულის ბოძები მოანგრია და მიუახლოვდა „დედა“ კოდალას, რომელმაც თავის მხრივ მე-3 სართული მოშალა. ეს 2 დღეა, „დედა“ კოდალა იმ დროს მუშაობს, როცა ისვენებს შვილი კოდალა:





ზედა სართულებზე შეუსვენებლად მუშაობს „მამა“ კოდალა:



კადრი, რომელშიც სამივე „კოდალა“ დაფიქსირდა:



„მამა“ კოდალამ მოანგრია როგორც „ვ“ კორპუსის მე-4 სართული, ისე „ზ“ კორპუსის მე-4 სართული და თითქმის მოანგრია „თ“ კორპუსის მე-4 სართულიც. ჯერ-ჯერობით მე-4 სართულებზე მონგრევის გარეშე დარჩა მხოლოდ „ი“ კორპუსი და „ზ“ და „თ“ კორპუსების უკანა მხარეები:




ამხანაგობის ზოგიერთი წევრი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ინვესტორს დიდი დრო ეკარგება არმატურის გასწორებაში, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს:

საქმე იმაშია, რომ ნანგრევების პირდაოირი გადაყრა აკრძალულია. ნანგრევები უნდა გამოცალკევდეს არმატურისგან. შესაბამისად, ჩვენმა ინვესტორმა ხელშეკრულება დაუდო კერძო ფირმას, რომელსაც ჰყავს „კოდალები“. არმატურის გამოცალკევებასა და გასწორებასაც ეს ფირმა ახორციელებს და არა ინვესტორი. არმატურის გასწორება „კოდალების“ მუშაობას არ აფერხებს. მუშებიც ისეთ დროს იღებენ არმატურას, რომ არ დაეცეთ ზემოდან ნანგრევები. ამ გასწორებულ, მეორად არმატურის ჩაბარებას თუ გაყიდვას ახორციელებს ეს ფირმა და ამასთან ინვესტორს კავშირი არ აქვს.

იხილეთ დანგრეული კორპუსების ხედი ეზოს ქვედა მხრიდან:



ხედი ზედა მხრიდან :