Wednesday, 17 March 2021

 ძვირფასო მეგობრებო,


თითქმის ყველამ გაიგეთ, რომ ყიფშიძის 2-სა და ყიფშიძის 4-ის მაცხოვრებლებმა ერთი ამბავი აგვიტეხეს ჩვენი მშენებლობიდან გამოსული ხმაურის გამო.

სამწუხაროდ, თბილისის მერიამ ითხოვა (არაოფიციალურად), რომ შეჩერებულიყო მეორე „კოდალას“ მუშაობაც.

ამჟამად ნგრევას ახორციელებს მხოლოდ ერთი „კოდალა“. ინვესტორი მიიჩნევს, რომ ეს დროში ძალიან გაჭიმავს ნგრევის პროცესს, რადგან 3-ჯერ უფრო ნელა წავა საქმე წინ და იდეალურ ვარიანტში ნგრევას დასჭირდება მინიმუმ 3 თვე. არადა სამის ერთად მუშაობის შემთხვევაში 15 აპრილისთვის უნდა დამთავრებულიყო. სამწუხაროდ ამ ხალხს გვერდში დაუდგა „მზერას“ კორპუსის მაცხოვრებელთა რაღაც ნაწილი.

ამხანაგობის წევრი ბევრი ადამიანი აღშფოთებულია ყიფშიძის 2-ის მაცხოვრებელთა მიმართ და გარკვეული საწინააღმდეგო ქმედებების ჩატარებას მოითხოვს.

ჩვენც მიგვაჩნია, რომ საჭიროა რაღაც ღონისძიებების გატარება, იქნება ეს ჩვენთვის შესაფერისი თუ რადიკალური. ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ვიფიქროთ შესაბამის შედეგზე. არ შეიძლება გარკვეულმა პროტესტმა ავნოს ჩვენ ძირითად მიზანს _ სახლის აშენებას და ისევ უარყოფითად განვაწყოთ ჩვენ მიმართ კეთილგანწყობილები.

დავიცადოთ რამდენიმე დღე. სხვადასხვა გზებით გავარკვევთ ზოგიერთ საკითხს და თუ აუცილებელი იქნება შეიძლება გავაგონოთ ჩვენი ხმა, როგორც გვერდზე სახლის მაცხოვრებლებს, ისე ზოგიერთ ოფიციალურ სტრუქტურას.

ვიქონიოთ იმედი, რომ აქამდე საქმე არ მივა.

3 comments:

  1. სამშენებლო კომპანია გუმბათის გვერძე საერთოდ არაა მითითებული ჩვენი მშენებლობა. თუ ვცდები იქნებ ლინკი დადოთ. მადლობა.

    ReplyDelete
  2. სამშენებლო კომპანია გუმბათის გვერდზე საერთოდ არაა მითითებული ჩვენი მშენებლობა. თუ ვცდები იქნებ ლინკი დადოთ. მადლობა.

    ReplyDelete
  3. ინტერნეტით მიმოწერას უმჯობესია დაუკავშირდეთ ამხანაგობის თავმჯდომარეს.

    ReplyDelete

Note: only a member of this blog may post a comment.