Tuesday 31 May 2022

 მოგესალმებით მეგობრებო,


სხვადასხვა მიზეზთა გამო, ვერ მოხერხდა საიტზე ახალი მასალის დადება. გარდა ამისა, ვერ მოხერხდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მოლოცვა, რასაც მოგვიანებით გილოცავთ!

გამომდინარე იქიდან, რომ მოვიდა ზაფხული, შეიძლება ყოველ კვირას ვერ მოხერხდეს ფოტოების გადაღება. ასეთ შემთხვევაში, ათასნაირი ჭორის და ტყუილის აგორების (მსგავსად ბოლო 4 დღისა) თავიდან ასაცილებლად, უმჯობესია დღეის შემდეგ მშენებლობის ფოტოები დაიდოს თვის შუა რიცხვებში და თვის ბოლოს.

ამით უფრო ნათელი და ვიზუალურად შესატყობი იქნება 2 კვირის მანძილზე ჩატარებული სამუშაოების შედარება, ვიდრე 1 კვირისა.

ვისთვისაც 2 კვირა დიდი ვადაა, შეგიძლიათ მიბრძანდეთ და ადგილზევე, გვერდითა სახლის ეზოდან მიადევნოთ თვალყური მშენებლობას.

სხვა ინფორმაციები და მიმართვები შეიძლება გამოქვეყნდეს ნემისმიერ დროს.

10 დღის წინ გადაღებული ფოტოების შემდეგ, მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს მშენებლობის ყველა ფრთაზე.

გთავაზობთ დღევანდელ (მაისის ბოლოს) გადაღებულ ფოტოებს:

„ა“, „ბ“ და „გ“ სადარბაზოების ადგილზე დაიგო ბეტონი _ გადაიხურა მე-2 სართული მთელ სიგრძეზე. ამჟამად, საყრდენი ბოძები მიდის სიმაღლეში და კეთდება მე-3 ანუ მიწის დონის (პირველი) სართული, რომელშიც განთავსდება კომერციული ფართები. ზოგიერთი ბოძი უკვე დაიწნა და ხარაჩოშიც ჩაისვა. როდესაც ყველა ბოძი ჩაისმება ხარაჩოში, შემდეგ ერთდროულად ჩაისხმება მათში ბეტონი:








„ზ“ სადარბაზოსთვისაც იწნება მაღალი ბოძები და შენდება მე-3 სართული (ყიფშიძიდან პირველი) _ კომერციული ფართებისთვის:





მესამ (იგივე პირველ საცხოვრებელ) სართულზე იწნება ბოძები დაზემოთ მიიწევს „თ“ და „ი“ სადარბაზოებიც:




უწყვეტ რეჟიმში მოდიოდა ბეტონი და ისხმებოდა ფილა „ი“ სადარბაზოს ძემდგომ ყველა სადარბაზოსთვის _ ეზოს ბოლომდე:







სასიხარულო ამბავია ის, რომ „თ“ სადარბაზოსთან დაიდგა მეორე ამწე. თუ პირველი ამწე საქართველოს ფერებშია, მეორე _ უკრაინის. სჯობდა ზემოთ ლურჯი და ქვემოთ ყვითელი ყოფილიყო, მაგრამ ასეთი ამწის შოვნა შეუძლებელი აღმოჩნდა:







გთავაზობთ მცირე ვიდეოებსაც:










Saturday 21 May 2022

 მოგესალმებით მეგობრებო,


სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით არაფერია სიახლე.

გთავაზობთ დღევანდელ ფოტოებს.

„ა“, „ბ“ და „გ“ სადარბაზოებისთვის თითქმის დამთავრდა არმატურის დაგება. მიმდინარეობს დაწნის პროცესის საბოლოო შემოწმება. შემდეგი კვირისთვის დაგეგმილია ბეტონის ჩასხმა:




ამ სადარბაზოებისთვის მეორე (-1) სართულზე მაგრდება რკინის სამაგრები, რომელიც გაშრობამდე დაიჭერს მეორე სართულის ბეტონის გადახურვას. ეს სამაგრები პირველი სართულიდან იხსნება:



შემოტანილია არმატურის ახალი მარაგი:





„ზ“, „თ“ და „ი“ სადარბაზოებისთვის შრება მე-2 (-1) სართულზე დასხმული ბეტონი. ამავე დროს „ზ“ სადარბაზო გადავიდა მე-3 სართულისკენ:





მზადდება „ვ“ სადარბაზოსთვის ფილის დასაგები ადგილის გასუფთავება. ამის გამო, მშენებლების მიერ მოწყობილი დროებითი სახელოსნო მოიშალა და გადავიდა „ი“ და „კ“ სადარბაზოებისკენ:










მთლიანად მოსუფთავდა, გაპრიალდა „კ“ და „ლ“ სადარბაზოების ტერიტორია და დაიწყო ფილის დაგებისთვის არმატურის დაწნა.

ორივე სადარბაზოსთვის ლიფტის შახტების საძირკველი მომზადებულია და ყალიბები შეკრული - დარჩენილია ბეტონის ჩასხმა, რომელიც ფილის ბეტონთან ერთად ჩაისხმება:




 

ამხანაგობის ზოგიერთი წევრი, მშენებლობის ადგილზე დათვალიერების შემდეგ აცხადებს, რომ „ზ“ და შემდგომი სადარბაზოები ბოლომდე (კედლამდე) არაა მიყვანილი. როგორც გახსოვთ, ძველ პროექტშიც ასე იყო და ასევე დარჩა _ კედელსა და კორპუსს შორის იქნება ავტოსადგომიდან ამოსასვლელი და ყიფშიძეზე გასასვლელი გზა:



ამხანაგობის ზოგიერთი წევრი კი, გამოთქვამს პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ მშენებლობაზე დაცვა არ უშვებს. ეს მართლაც ასეა,. ამიტომ, ყველაზე უკეთესი ადგილი დათვალიერებისთვის არის გვერდზე, „მზერას“ შენობის ეზო, სადაც თავისუფალი შესვლა შეიძლება შლაგბაუმიდან. 


გთავაზობთ ვიდეო მასალასაც:







Saturday 14 May 2022

 ძვირფასო მეგობრებო,


გთავაზობთ დღევანდელ ფოტოებს.

„ა“, „ბ“ და „გ“ სადარბაზოებისთვის იწნება ბადე. მართალია, „ა-ს“ ადგილზე დამთავრებულია არმატურის დაწნა, მაგრამ ბეტონი სამივე სადარბაზოსთვის ერთად უნდა ჩაისხას, რადგან არ უნდა იყოს ბეტონის „ცივი“ გადაბმა:







„ზ“, „თ“ და „ი“ სადარბაზოებისთვის დაიგო ბეტონი და გადაიხურა მე-2 სართული, რითაც მშენებლობა გაუსწორდა ყიფშიძის ქუჩის დონეს:








ბოლო სადარბაზოებისკენ მიმდინარეობს ფილის დაგების მოსამზადებელი სამუშაოები. ამასთან, ტერიტორიიდან გაყვანილია „ბაუერი“, რომლის ხმა აღარ შეაწუხებს მეზობელ სახლებს:




გრძელდება მუშაობა ეზოს ბოლოში საზღვრის გასამაგრებლად:



გთავაზობთ ვიდეო ჩანაწერებს: