Saturday 25 March 2023

 ძვირფასო მეგობრებო,


    გუშინ ჩატარდა სასამართლო სხდომა, სადაც საუკეთესოდ გამოვიდა ჩვენი ადვოკატი ხათუნა გრიგალაშვილი, რომელმაც მის მიერ მოპოვებული ყველა დოკუმენტი წარუდგინა სასამართლოს და განმარტა მათი, როგორც მტკიცებულების მნიშვნელობა.

   ერთსაათიან გამოსვლაში ქალბატონმა ხათუნამ, ასევე განმარტა, რომ ამ და სასამართლოს მიერ გამოხმობილ დოკუმენტებში არსადაა ნახსენები ამხანაგობა „ბაგები 502“ ან „ბაგები 504“. შესაბამისად, ძასოხოვის პრეტენზია დახარჯული თანხის ანაზღაურების თაობაზე, გვეხება არა ჩვენ, არამედ, არამედ კომპანია „თბილისს“ და ცხონებულ თ.ჩარკვიანს.

    მოწინააღმდეგე მხარემ მოითხოვა გარკვეული დოკუმენტების გამოთხოვა.

    ჩვენც მოვითხოვეთ თ.ჩარკვიანის ხელმოწერილი (სინამდვილეში გაყალბებული) დოკუმენტის (რომელშიც ფართებს აძლევს ძასოხოვს) დედნის სასამართლოში წარდგენა და ქიმიური ექსპერტიზის ჩატარება.

    ყველა დოკუმენტიდან ცხადად ჩანს, რომ ჩვენი ამხანაგობა არაფერ შიაშია ჩარკვიანის ვალებთან. დოკუმენტებიც და ლოგიკაც იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენი საქმე სამართლიანია.

    ჩვენ ვიცით, რომ ასეა და გვწამს, რომ გავიმარჯვებთ.

    მთავარია ამ დასკვნამდე მივიდეს სასამართლოც.

    შემდეგი სხდომა დაინიშნა 28 აპრილის 14:00 საათზე.

    მოსამართლე დაგვპირდა, რომ გამომდინარე ჩვენი ამხანაგობის წევრების სასამართლო სხდომაზე დიდი რაოდენობით დასწრებისა, რადგანაც დარბაზში ვეღარ ვეტეოდით და ხალხი დერეფანში იდგა (შესაბამისად, სხდომის დარბაზის კარი ღია იყო იმ მიზნით, რომ დერეფანშიც გასულიყო ხმა), ეცდება 28 აპრილის სხდომა დანიშნოს უფრო დიდ დარბაზში, რათა ყველა თქვენგანს მიეცეს სრულყოფილად დასწრების და მოსმენის საშუალება.

    დარბაზის ნომერს მოგვიანებით შეგვატყობინებენ.


გთავაზობთ დღევანდელ ფოტოებს.

მე4 („ი“), მე-5 („თ“) და მე-6 („ზ“) სადარბაზოებისთვის მიმდინარეობს სართულებსშორისი (სიმაღლეში 6-მეტრიანი) ტერასის მშენებლობა:






შეგახსენებთ, რომ ამ სადარბაზოებისთვის მიმდინარეობს პერიმეტრის კედლების ამოშენება უცხოური ბლოკებით. ბლოკები მთელ ეზოშია დასაწყობებული:








მესამე პირთა კორპუსის სამივე სადარბაზოსთვის შენდება მე-9 საცხოვრებელი სართული. ამ სართულის შემდეგ, აქაც ღია ტერასა გაკეთდება:





ხედი კარფურის მხრიდან:






მშენებლობის ხედი ყიფშიძის ქუჩიდან:










Wednesday 22 March 2023

 მეგობრებო,


24 მარტს, 14:00 საათზე  თბილისის საქალაქო სასამართლოში, დარბაზი # 51 გვაქვს სასამართლო პროცესი გ.ძასოხოვთან. 

Saturday 11 March 2023

 მოგესალმებით მეგობრებო,


გილოცავთ გაზაფხულის მოსვლას!

დედებს ვულოცავთ 3 მარტს!

ყველა მანდილოსანს გილოცავთ 8 მარტს!


მეორე შაბათ-კვირაა და ტრადიციულად გთავაზობთ დღევანდელ ფოტოებს.

მე-4 („ი“), მე-5 („თ“) და მე-6 („ზ“) სადარბაზოებისთვის მიმდინარეობს გაერთიანებული სართულის (სართულებშორისი ტერასის) მშენებლობა, სადაც სვეტების ნაწილისთვის უკვე ჩაისხა ბეტონი:









ხედი „კარფურის“ მხრიდან:





მე-10 („გ“), კომერციულ („ბ“) და მე-11 („ა“) სადარბაზოებისთვის მიმდინარეობს მე-9 საცხოვრებელი სართულის მშენებლობა:



მშენებლობის ხედი უკანა მხრიდან:






მშენებლობის ხედი ყიფშიძის ქუჩიდან:












შემოტანილია უცხოური ბლოკები, რომლითაც დაიწყო ბინების კედლების პერიმეტრის ამოშენება. მართალია, ეს ბლოკები უფრო ძვირი დაუჯდა ინვესტორს, მაგრამ სამაგიეროდ უფრო მსუბუქია და უკეთესი თერმოიზოლაცია აქვს ვიდრე ქართულს:









როგორც მშენებლები დაგვპირდნენ, მარტის ბოლოსთვის უნდა დაიდგას მესამე ამწე.

მართლაც, სტანდარტებში ჩასაჯდომად მრავალი გაზომვისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით შეირჩა 1-ლი („მ“), მე-2 („ლ“), და მე-3 („კ“) სადარბაზოებისთვის დასადგმელი ამწის ადგილი.

უკვე ჩაისხა ბეტონი იმ ადგილისთვის, სადაც დაყენდება ამწე:






კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ 24 მარტს, 14:00 საათზე გვაქვს სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში, დარბაზი # 51.