Thursday 30 December 2021

 მრავალ ახალ წელს!



გილოცავთ ყველას დამდეგ შობა-ახალ წელს!
გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, ბევრ ღიმილს, ფინანსურ კმაყოფილებას და ჩვენი სახლის მშენებლობის ტემპების გაზრდას!

ეს ასეც იქნება, თუ ერთად ვიდგებით და ერთ, საერთო საქმეს მოვემსახურებით!


გთავაზობთ დღევანდელ _ წლის ბოლო ფოტოებს.

თითქმის დასრულდა „ვ“ სადარბაზოს, ხოლო „ზ“ სადარბაზოს ადგილზე დასრულების პროცესშია ხიმინჯების ჩადგმა:






იანვრის თვეში ხიმინჯების დასაწნავი და მუშებისთვის საჩრდილობელი დროებითი მსუბუქი კონსტრუქციის გადახურვა აღარ იდგება „დ“ და „ე“ სადარბაზოების ადგილზე და გადაადგილდება სხვაგან, რადგან აქ უნდა დაიწყოს ხიმინჯების ჩადგმა. ასევე მოიშლება ყიფშიძის მხრიდან დროებითი გზაც:






ხიმინჯების დასაწნავი მასალები გრივდება ეზოს შიგნით:





მუშებისთვის ბინები გამზადებულია. საბინაო პირობები ექნებათ ევროსტანდარტების დონის შესაბამისად:



იმის გამო, რომ „ა“, „ბ“ და „გ“ სადარბაზოების ხიმინჯები ჩასხმულია, გამშრალი და გამყარებულია, ამ ადგილზე, იანვრიდან დაიწყება „პლიტის“ (ბეტონის ფენის) და მიწისქვეშა გარაჟების მშენებლობა:




კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგ 2022 წელს!

საახალწლო სურვილებში ჩაიფიქრეთ წინსვლა სახლის მშენებლობის საქმეში.

მშენებლობა განახლდება 4 იანვარს.

Tuesday 21 December 2021

 მოგესალმებით ყველას,


ორშაბათიდან კვლავ განახლდა ინტენსიური მუშაობა მშენებლობაზე:






„ვ“ სადარბაზოს ადგილზე თითქმის (დარჩა მხოლოდ მანქანით მისასვლელი გზა) დამთავრდა ხიმინჯების ჩადგმა:






„ზ“ სადარბაზოს ადგილზე გრძელდება ხიმინჯების ჩადგმა:




გთავაზობთ მოკლე ვიდეოჩანაწერებს:










Saturday 4 December 2021

მოგესალმებით მეგობრებო,


კვირის ბოლოა და გაგაცნობთ დღევანდელ მდგომარეობას.

„ა“, „ბ“ და „გ“ სადარბაზოების ადგილზე დამთავრდა დამატებითი ხიმინჯების ჩადგმა, რითაც დასრულდა ამ კონკრეტული ტერიტორიის ხიმინჯიზაცია:




გრძელდება ბეტონის ამოჭრა „დ“ სადარბაზოს ადგილზე:








დაწნული ხიმინჯების ოდენობა შემცირდა. ორშაბათიდან ახლები დაიწნება:



უკანა მხარეს მუშაობს ტრაქტორი:





ხიმინჯებისთვის „ბაუერის“ მიერ ორმოების ამოთხრამ გადაინაცვლა „ე“ სადარბაზოსკენ. ცოტა ხანში ეს გზაც მოიშლება და აღარ იარსებებს, რადგან ამ ადგილზე ხიმინჯები უნდა ჩაიდგას:





ორმოს ამოთხრისთანავე მოდის ბეტონის მანქანა და ხიმინჯებს აბეტონებს:




გთავაზობთ მცირე ვიდეომასალასაც: