Saturday 28 January 2023

 მოგესალმებით მეგობრებო,


გილოცავთ ნინოობას!


გთავაზობთ მშენებლობის დღევანდელ ფოტოებს.

მე-4 („ი“), მე-5 („თ“) და მე-6 („ზ“) სადარბაზოებისთვის იანვრის მეორე ნახევარში დამთავრდა მე-10 სართულის მშენებლობა და დაიწყო მე-11 სართულის კეთება, რომლის ნახევარიც ხარაჩოებშია ჩასმული ბეტონის დასასხმელად. ესაა საცხოვრებელი მე-9 სართული. ამის შემდეგ იქნება უკვე გაერთიანებული (6 მეტრიანი) სართული _ სართულებსშორისი ტერასა:









ამ სადარბაზოების ხედი „კარფურის“ მხრიდან:




ყოფილი „ა“, „ბ“ და „გ“ სადარბაზოებისთვის დამთავრდა მე-9 სართული და მიმდინარეობს მე-10 სართულის მშენებლობა:



იმის გამო, რომ მშენებლობა დაეწია ამწეს, ამ დღეებში მოხდება ამწე „საქართველოს“ სიმაღლეში აწევა:



სიმაღლეში ასაწევი თეთრი და წითელი მასალა უკვე მომზადებულია:



ხედი ყიფშიძის ქუჩიდან:






Sunday 22 January 2023

 ძვირფასო მეგობრებო,


გარდაიცვალა ამხანაგობა „ბაგები 502-ის“ გამგეობის წევრი, ბრწინვალე პიროვნება გიორგი ღუდუშაური.

ვუსამძიმრებთ მისი ოჯახის წევრებს.

ნათელში ამყოფა მისი სული ღმერთმა.


Saturday 14 January 2023

 მოგესალმებით მეგობრებო,

გილოცავთ ძველით ახალ წელს _ კალანდობას!


როგორ მოგეხსენებათ 4 იანვარს უნდა განახლებული 2 დღით შეწყვეტილი მუშაობა. თუმცა, განახლდა 3 იანვარს.

გთავაზობთ მშენებლობის დღევანდელ ფოტოებს.

მე-4 (ყოფილი „ი“)-მე-5 („თ“) სადარბაზოებისთვის მე-10 სართულის ნახევარი გაკეთებულია:








მე-10 სართულის ნახევარზე მეტია გაკეთებული მე-6 („ზ“) სადარბაზოსთვისაც:





სულ რამდენიმე დღე და მე-10 სართულის მშენებლობა დამთავრდება ამ მხარეს (მე-4-მე-6 სად.):



თითქმის დამთავრდა მშენებლობა მე-10 („გ“), კომერციულ („ბ“) და მე-11 („ა“) სადარბაზოებისთვის:







ხედი „კარფურის“ მხრიდან:











ამხანაგობის წევრები ხშირად კითხულობენ, თუ როგორი იქნება ჩვენი სახლის გარეგნული სახე.

სახლის მაკეტი, თავისი განათებებით დევს გყიდვების ოფისში (ი.ჭავჭავაძის პრ. # 33 დ.გურამიშვილის ძეგლსა და მე-9 საავადმყოფოს შორის), სადაც შეგიძლიათ მიბრძანდეთ და თავად დატკბეთ ყურებით და თქვენივე ბინის მდებარეობა იხილოთ ვიზუალუად.

ამჯერად კი, გთავაზობთ ფოტოებს, რომლებიც მშენებლობის ღობეზეა გამოფენილი: