Saturday 29 October 2022

 მოგესალმებით მეზობლებო,


ოქტომბრის ბოლოა და გთავაზობთ მშენებლობის დღევანდელ ფოტოებს.


ისევ მაღალ ტემპში მიმდინარეობს „ზ“ (მე-6), „თ“ (მე-5) და „ი“ (მე-4) სადარბაზოების მშენებლობა.

„თ“ (მე-5) და „ი“ (მე-4) სადარბაზოებისთვის დამთავრდა მე-6 სართულზე ბეტონის ჩასხმა და დაიწყო მე-7 სართულის მშენებლობა:











ამ სადარბაზოების ხედი მიქელაძის ქუჩის მხრიდან:




„ზ“ (მე-6) სადარბაზოსთვის დაიწყო მე-8 სართულის მშენებლობა. გთავაზობთ ამ სადარბაზოს ხედს „კარფურისა“ და ყიფშიძის ქუჩის მხრიდან:








მე-7 სართულის მშენებლობა დაიწყო „ა“ (მე-11), „ბ“ (კომერციულ) და „გ“ (მე-19) მლოკებში:





ამ სადარბაზოების ხედი მიქელაძის ქუჩიდან:







მშენებლობის ხედი ყიფშიძის ქუჩიდან:









:

Saturday 15 October 2022

 მოგესალმებით ყველას,


მიუხედავად ღრუბლიანი, წვიმიანი და მოჟამული ამინდისა, მშენებლობა მაინც გრძელდება.

გთვაზობთ დღევანდელ ფოტოებს.


მე-4 („ი“) და მე-5 („თ“) სადარბზოებისთვის დამთავრდა მე-5 სართული და მიმდინარეობს მე-6 სართულის მშენებლობა:






სართულები თითქმის დაეწია ამწის სიმაღლეს. სავარაუდოდ კიდევ 1-1.5 თვე და ეს ამწე („უკრაინა“) სიმაღლეში აიწევს, რაც საშუალებას მისცემს მშენებლობას ჩაიდგას კიდევ ერთი ამწე და დაიწყოს 1-ლი („მ“), მე-2 („ლ“) და მე-3 („კ“)  სადარბაზოების მშენებლობა:




მე-6 („ზ“) სადარბაზოსთვის დამთავრდა მე-6 სართული და დაიწყო მე-7 სართულის მშენებლობა:






მე-10 („გ“), კომერციულო („ბ“) და მე-11 („ა“) სადარბაზოებისთვის დამთავრდა მე-5 სართული და მიმდინარეობს მე-6 სართულის მშენებლობა:




„კარფურისა“ და „აგროჰაბის“ მხრიდანაც ამაყად წამოიჩიტა ჩვენი სახლი:





შედარებისთვის გთავაზობთ 15 სექტემბრისა და დღევანდელი დღის ფოტოებს:


15.09.2022



15.10.1011



გთავაზობთ მცირე ვიდეოჩანაწერებსაც:








Sunday 9 October 2022

 მოგესალმებით მეგობრებო,


ბევრ თქვენგანს სურვილი აქვს ბინის გაყიდვის. გამომდინარე ჩვენი 40-წლიანი სამშენებლო ეპოპეისა, ჩავთვალე, რომ კეთილ საქმეს გავაკეთებდი, თუ დაგეხმარებოდით და დაგაკავშირებდით პოტენციურ მყიდველებთან. მეგონა ამით შემცირდებოდა ის დრო, რაც საჭიროა მყიდველთა მოძიებისთვის.

სამწუხაროდ, ზოგიერთმა არ უღალატა |თავის ბუნებას და ტრადიციულად მორიგი ცილისმწამებლური ჭორები გაავრცელა, თითქოს მე დაინტერესებული ვიყავი რაღაცით ამ გაყიდვებიდან.

აქედან გამომდინარე, დაინტერესებულ მყიდველებს მხოლოდ იმათ ტელეფონებს გადავცემ ვისაც სწამს, რომ მე არც მაკლერი ვარ, არც რაიმეთი დაინტერესებული და ამავე დროს მეც ძალიან ვცემ მათ პატივს.

დანარჩენებმა დრო არ დამაკარგვინოთ, ისედაც რამდენი წელი დაგვაკარგვინეთ.

ამჯერად, გთავაზობთ საქართველოში ერთი ცნობილი ადამიანის შემოთავაზებას, რომელსაც დიდ პატივს ვცემ და სწორედ ამის გამო გამოვიტანე მისი წინადადება. ამ ადამიანს ჩვენი მშენებლობიდან 50 მეტრში (ყიფშიძის ქუჩაზე) აქვს გარემონტებული ბინა 120 კვ.მ და სურს დღესვე გაუცვალოს ჩვენი ამხანაგობის იმ წევრს, რომელსაც ეკუთვნის 140 კვ. მ. 

ე.ი. 120 კვ.მ გარემონტებული  =  140 კვ.მ. მშენებარე.

მსურველი დამიკავშირდით ან მეილით ან მესიჯით. 


საუკეთესო სურვილებით,


სანდრო ჯორბენაძე

Sunday 2 October 2022

მეგობრებო,


დამატებით გთავაზობთ მშენებლობის ფოტოებს ყიფშიძის მხრიდან:







 

მე-6 („ზ“) სადარბაზოს მხარე: