Tuesday 30 November 2021

 მოგესალმებით ყველას,


ინფორმაციისთვის გაცნობებთ, რომ გ.ძასოხოვის სარჩელზე შეტანილია შესაგებელი.

როდის ჩაინიშნება მოსამზადებელი სასამართლო სხდომა ჯერ არავინ იცის.

ყადაღას გავასაჩივრებთ, როგორც კი მივიღებთ განჩინებას.

ინვესტორი აგრძელებს მშენებლობას!!!


გთავაზობთ დღევანდელ ვიზუალურ მასალას.

ისევ გრძელდება ხიმინჯების ჩასმა:







ბეტონის ორმოების ამოჭრა „ზ“-„კ“ სადარბაზოების ადგილზე დამთავრდა და გადმოვიდა „დ“ სადარბაზოს ადგილზე:








დაწნული ხიმინჯების მარაგი იცლება, მაგრამ ახლებიც იწნება:



მუშების საცხოვრებლის აწყობა დამთავრდა. მიმდინარეობს შიდა კეთილმოწყობა _ დენის გაყვანა, კანალიზაცია, სამზარეულოს მოწყობა, ლოგინების შეტანა, კონდიცირება, გათბობა და ა.შ.

სავარაუდოდ, შემდეგ კვირას მუშებიც შეძლებენ შესვლას და ცხოვრებას. ახალი ჯიხური ექნება დარაჯსაც:




წვიმის გამო მართალია ატალახდა ეზო, მაგრამ სიწყნარესა და დუმილს ატალახება და სამშენებლო ზუზუნი სჯობს:



ხიმინჯების ჩადგმისთანავე მოდის ბეტონი და ისხმება ხიმინჯის ორმოში:





მართალია ყველა ვერ ხსნის, მაგრამ ზოგიერთი მაინც შეძლებთ მცირე ვიდეო ჩანაწერის ნახვას:













Wednesday 24 November 2021

მოგესალმებით მეგობრებო,


გაცნობებთ ერთ ინფორმაციას. როგორც მოგეხსენებათ გ.ძასოხოვმა სასამართლოში იჩივლა. ის ითხოვს გარკვეულ თანხას, რომლის დაბრუნების პრეტენზია აქვს კომპანია „თბილისისგან“. 

მისი სარჩელის უზრუნველსაყოფად სასამართლომ დააყადაღა ჩვენი მიწა (განჩინება ჯერ არ მიგვიღია).

ყადაღა ხელს არ უშლის მშენებლობის გაგრძელებას.



Tuesday 23 November 2021

Saturday 20 November 2021

 მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო,


დღეს შედგა ამხანაგობა „ბაგები 502-ის“ გამგეობის სხდომა, რომელზეც განხილულ იქნა ამხანაგობა „ბაგები 504-ში“ ერთი გარდაცვლილი წევრის ნაცვლად ახალი წევრის არჩევა.

გამგეობის გადაწყვეტილებით ეს ახალი წევრია ნინო დოჭვირი.


გთავაზობთ დღევანდელ ფოტო და ვიდეო მასალას.










ბეტონის ამოჭრა გრძელდება „ი“ და „კ“ სადარბაზოს ადგილზე:




კოტეჯის მშენებლობა მუშებისთვის დამთავრდა. მიმდინარეობს შიდა სამუშაოები _ სამზარეულოს, სააბაზანოს, ტუალეტის და ა.შ. მოწყობა:




ხიმინჯები იდგმება და იწნება:




გთავაზობთ მცირე ვიდეო მასალას:









Monday 15 November 2021

„ბაგები 502-ის“ და „ბაგები 504-ის“  ძვირფასო წევრებო,


ჩვენ ბინასთან დაკავშირებით გარკვეული პეტენზიები წამოაყენა ბატონმა გ.ძასოხოვმა.

მისმა ადვოკატმა წერილობით (მივიღე ა.წ. 25 ოქტომბერს) მომმართა, რათა გადამეცა ორივე ამხანაგობის წევრთა მონაცემები, რომ ჩვენთვის ეჩივლა სასამართლოში.

ეს მთხოვნა არ დავაკმაყოფილე და ა.წ. 3 ნოემბერს წერილობითვე გავეცი პასუხი, სადაც მივუთითე, რომ აღნიშნულ საკითს გადავწყვეტდით გამგეობის სხდომაზე და არა ერთპიროვნულად.

9 ნოემბერს შედგა „ბაგები 504-ის“ გამგეობის სხდომა, სადაც ერთხმად ეთქვა უარი ადვოკატს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ამის შემდეგ მათ შეეძლო მიემართა სასამართლოში.

დღეს მივიღე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ზაალ მარუაშვილის 2021 წლის 10 ნოემბრის განჩინება, სადაც აღნიშნულია, რომ ბატონმა გ.ძასოხოვმა 2021 წლის 16 სექტემბერს (თარიღს მიაქციეთ ყურადღება) მიმართა სასამართლოს თანხის დაკისრებისა და ზიანის ანაზღაურების შესახებ და მოითხოვა ამხანაგობის წევრების სიის წარდგენა.

სასამართლომ დაგვავალა თქვენი სახელის, გვარის და ტელეფონის ნომრების გადაცემა.

იძულებული ვარ აღნიშნული მონაცემები დადგენილ ვადაში გადავცე სასამართლოს. 

ასე, რომ თუ სასამართლოდან დაგირეკავენ არ გაგიკვირდეთ და არ შეგეშინდეთ.


საუკეთესო მომავლის იმედით,


სანდრო ჯორბენაძე

 


Saturday 13 November 2021

 დღე მშვიდობის მეგობრებო,


ჩვენი ამხანაგობის ზოგიერთ წევრს სურვილი აქვს იცხოვროს დაბალ ან მაღალ სართულზე. ასეთი გაცვლა შესაძლებელია, თუმცა ამაში ინვესტორი არ ერევა. გაცვლის შემთხვევაში ინვესტორთან დაიდება ახალი ხელშეკრულება.

თუ ვინმეს სართულის გაცვლის სურვილი გაქვთ, შეატყობინეთ ამხანაგობის თავმჯდომარე ს.ჯორბენაძეს, რომელიც იქნება გაცვლის კოორდინატორი.

ამჟამინდელი სურვილები ასეთია: ერთ ოჯახს სურს უფრო მაღალ სართულზე გადაცვლა. მეორე ოჯახი კი, ცვლის 4-ოთახიან ბინას 3-ოთახიანზე.


გთავაზობთ მშენებლობის მიმდინარეობის დღევანდელ ფოტოებს.

მიმდინარეობს „ა“, „ბ“ და „გ“ სადარბაზოების იმ ადგილზე ხიმინჯების ჩასხმა, რომელიც მანქანის მისასვლელად იყო დატოვებული:







ისხმება ბეტონი ხიმინჯებში:




წინ მიიწევს ბეტონის ამოჭრის საქმეც. ბეტონის ამოჭრა დამთავრდა „ზ“ და „თ“ სადარბაზოს ტერიტორიაზე და ამჟამად მიმდინარეობს „ი“ სადარბაზოს ადგილზე:





პარალელურად იწნება ახალი ხიმინჯები:







მშენებლობაზე შემოვიდა ერთი ახალი ტექნიკა:




ასე ბურღავს და იღებს მიწას „ბაუერის“ ტექნიკა 10-12 მეტრის სიღრმიდან:







ეზოს სიღრმეში, იდგმება (ეწყობა) დროებითი საცხოვრებელი კოტეჯი (2 სართული) მუშებისთვის, თავისი სამზარეულოთი, სააბაზანოთი და ა.შ.. დასაქმდება რამდენიმე ათეული მუშა მაღალმთიანი რეგიონებიდან: