Wednesday 27 November 2019

სიახლე 27 ნოემბრისთვის

სიახლე 27 ნოემბრისთვის



მიუხედავად სიცივისა, გრძელდება ჩვენი სახლის ღობის კეთება.
ყიფშიძის მხრიდან, ნაცვლად აცა-ბაცა მიკრული ფიცრებისა გ აკეთდა ჭიშკარი. 
დაიწყო ღობის დასამაგრებელ ჩარჩოებზე სპეციალური მასალის აკვრა, რათა იზოლირება მოხდეს ეზოსი გარე პირებისაგან .
როგორც დარაჯი აცხადებს, ჯერ კიდევ შემოდიან არასრულწლოვნები სიგარეტის მოსაწევად და ისიც მაქსიმალურად ცდილობს, რომ დაატოვებინოს ტერიტორია და აუკრძალოს განმეორებითი შემოსვლა. ეს ალბათ შეწყდება ღობის გაკეთებისთანავე.
გთავაზობთ, ყიფშიძის ქუჩიდან ღობის დღეს გადაღებულ ფოტოებს დამცავი მასალის აკვრამდე და შემდეგ.








Wednesday 20 November 2019

ინფორმაცია ბაგები 502-სა და ბაგები 504-ის წევრებისათვის

რამდენიმე დღის წინ დაგპირდით, რომ წარმოგიდგენდით ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნას.

დასკვნა ჩაწერილიიყო ისეთ პროგრამაში, რომელიც საიტზე არ იტვირთებოდა.
საიტზე წასაკითხ პროგრამაში ჩასაწერად მივმართეთ კომპიუტერული პროგრამის სპეციალისტებს, რომლებმაც დღეს დაამთავრეს და გამომიგზავნეს.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ექსპერტიზის დასკვნის შედეგად ყიფშიძის ქუჩიდან მარჯვენა მხარეს, თვალის კლინიკა „მზერას“ მიმართულებით პირველი კორპუსი დასანგრევია საძირკვლის დონემდე, ხოლო დანარჩენი ექვემდებარება აღდგენა-გაძლიერებას.

































Monday 18 November 2019

18 ნოემბრის სიახლეები

ძვირფასო ბეგობრებო,

დღეს, 18 ნოემბერს შემატყობინეს, რომ 13 საათზე საპატრულო პოლიცია მივიდა მშენებლობაზე და მშენებლებს შეაჩერებინა მსაქმიანობის გაგრძელება.
დაახლოებით 15 წუთში იქ ვიყავი და გავერკვიე სიტუაციაში. აღმოჩნდა, რომ მოპირდაპირე მაღალსართულიანი ძველი სახლიდან (ყიფშიძის მხრიდან) ერთ-ერთ მოსახლეს დაურეკავს პატრულში და გაუპროტესტებია ძველი ღობის აღება და ახლის კეთება. ოქმი შედგა და მოვახერხეთ დაძაბულობის მშვიდობიანად დამთავრება.
მშენებლობა გაგრძელდა.
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცივა, ხელოსნები მთელი კვირა იმუშავებენ (ჯერ-ჯერობით კვირის გარდა). კარგი იქნება, თუ ქველმოქმედების სახით ვისაც რა შეგიძლიათ მიუტანოთ მათ. მაგალითად ჭაჭა, პური და ა.შ.
ვისარგებლე მშენებლობაზე მისვლით და გადავიღე ფოტოები. ღობის კეთება დამთავრდა მხატვრების (ყოფილი ბარაკების) მხრიდან. ყიფშიძის ქუჩის მხრიდან კი, ბოლომდე გასუფთავდა ეზო. იხ. ფოტოები:




Saturday 16 November 2019

ძვირფასო მეგობრებო, მომავალო მეზობლებო,

მესამე დღეა, რაც ჩვენ მშენებლობაზე მიმდინარეობს შემოღობვის სამუშაოები.
ამხანაგობის წევრები ასე გახარებულები დიდი ხანია არ მინახავს. ზოგიერთი იმასაც ამბობს, რომ ამ საიტზე დადებულ ფოტოებს დღეში რამდენჯერმე ვუყურებთო.
მიუხედავად ამ დიდი წარმატებისა (მშენებლობის სეწყვეტის შემდეგ 11 წლიანი პაუზის დამთავრება და მშენებლობის გაგრძელება), ზოგიერთი ადამიანი („ბაგები 502-ის წევრი) ავრცელებს დეზინფორმაციას და ამით სხვა წევრებზე ზემოქმედებენ, რომლებიც შემდეგ ჩვენთან რეკავს და მოითხოვს დაზუსტებას.
იმ ურწმუნო „თომების“ გასაგონად, რომლების 2-3 ადამიანის მიერ არიან ზომბირებულები, რომელთაც იმ ხალხის ტყუილი ურჩევნია ჩვენ სიმართლესა და რეალობას, გთხოვთ, მიბრძანდეთ მშენებლობაზე და თქვენი თვალით დარწმუნდით, რომ მიმდინარეობს სამუშაოები.
ნუ იქნებით თომაზე უფრო ურწმუნო.
აქედან გამომდინარე აღარ დარეკოთ კითხვით: „მართლა დაიწყო მშენებლობა?“, „არ მჯერავს“ და სხვ.
დღევანდელი სიახლე:
დღეს დაიდგა დარაჯის ჯიხური (ევროსტანდარტის მოთხოვნის დონის) და ბიოტუალეტი:





მშენებლობასა და ყიფშიძის ქუჩას შორის ჩაბინძურებული, შპრიცებით გატენილი, მოსახლეობის მიერ დაყრილი ნაგავი ისე გასუფთავდა, რომ სასიამოვნო სასეირნო ალეა გაკეთდა:


ტომრებში ჩაყრილი ნაგვის ნაწილი გასატანია (ტერიტორიიდან გაიტანება პერმანენტულად):


მიმდინარეობს ღობის საყრდენი ბოძების ბეტონში ჩამაგრება და დადუღება:






პარალელურად მიმდინარეობს წინა დღეს დაყენებულ ბოძებზე ღობის გამართვა (იხ, სხვადასხვა რაკურსით):





დამეთანხმებით, რომ სამი დღის მუშაობისთვის საკმარისია.
გამგეობის თავმჯდომარე