ძვირფასო მეგობრებო, მომავალო მეზობლებო,
მესამე დღეა, რაც ჩვენ მშენებლობაზე მიმდინარეობს შემოღობვის სამუშაოები.
ამხანაგობის წევრები ასე გახარებულები დიდი ხანია არ მინახავს. ზოგიერთი იმასაც ამბობს, რომ ამ საიტზე დადებულ ფოტოებს დღეში რამდენჯერმე ვუყურებთო.
მიუხედავად ამ დიდი წარმატებისა (მშენებლობის სეწყვეტის შემდეგ 11 წლიანი პაუზის დამთავრება და მშენებლობის გაგრძელება), ზოგიერთი ადამიანი („ბაგები 502-ის წევრი) ავრცელებს დეზინფორმაციას და ამით სხვა წევრებზე ზემოქმედებენ, რომლებიც შემდეგ ჩვენთან რეკავს და მოითხოვს დაზუსტებას.
იმ ურწმუნო „თომების“ გასაგონად, რომლების 2-3 ადამიანის მიერ არიან ზომბირებულები, რომელთაც იმ ხალხის ტყუილი ურჩევნია ჩვენ სიმართლესა და რეალობას, გთხოვთ, მიბრძანდეთ მშენებლობაზე და თქვენი თვალით დარწმუნდით, რომ მიმდინარეობს სამუშაოები.
ნუ იქნებით თომაზე უფრო ურწმუნო.
აქედან გამომდინარე აღარ დარეკოთ კითხვით: „მართლა დაიწყო მშენებლობა?“, „არ მჯერავს“ და სხვ.
დღევანდელი სიახლე:
დღეს დაიდგა დარაჯის ჯიხური (ევროსტანდარტის მოთხოვნის დონის) და ბიოტუალეტი:
მშენებლობასა და ყიფშიძის ქუჩას შორის ჩაბინძურებული, შპრიცებით გატენილი, მოსახლეობის მიერ დაყრილი ნაგავი ისე გასუფთავდა, რომ სასიამოვნო სასეირნო ალეა გაკეთდა:
ტომრებში ჩაყრილი ნაგვის ნაწილი გასატანია (ტერიტორიიდან გაიტანება პერმანენტულად):
მიმდინარეობს ღობის საყრდენი ბოძების ბეტონში ჩამაგრება და დადუღება:
პარალელურად მიმდინარეობს წინა დღეს დაყენებულ ბოძებზე ღობის გამართვა (იხ, სხვადასხვა რაკურსით):
დამეთანხმებით, რომ სამი დღის მუშაობისთვის საკმარისია.
გამგეობის თავმჯდომარე
No comments:
Post a Comment
Note: only a member of this blog may post a comment.