Saturday 30 July 2022

 მოგესალმებით ყველას,


თვის ბოლოა და მოგაწვდით შემდეგ ინფორმაციას:

1. ამ თვეში მოიხსნა მესამე პირთა ყადაღა, რომელიც 2011 წელს დაედო მშენებლობას.

2. გაიხსნა გაყიდვების ოფისი.

3. შემოტანილია სამშენებლო მასალების უამრავი რაოდენომა. ყალიბებიც კი სულ ახალია და არა მერადი.

4. მესამე პირთა რაოდენობა 58-დან გაიზარდა 68-მდე.


კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თუ ვინმეს ფართის მომატების (თანხის დამატებით) სურვილი აქვს, შეუძლია მიმართოს გაყიდვების ოფისს (ი.ჭავჭავაძის გამხ. # 33 _ გურამიშვილის ძეგლსა და მე-9 საავადმყოფოს შორის).


გთავაზობთ მშენებლობის ფოტოებს.

მალე გაგრძელდება პირველ (ყოფილი „მ“), მე-2 („ლ“) და მე-3 („კ“) სადარბაზოების ავტოსადგომების (1-ლი და მე-2 სართულები) მშენებლობა:



მე-4 („ი“), მე-5 („თ“) და მე-6 („ზ“) სადარბაზოებისთვის ჩაისხა ბეტონი ბოძებში. ზოგი უკვე გაშრა და ყალიბებიც მოეხსნა, ზოგი ისევ ყალიბებშია და შრება:







დაიწნა და ბეტონით გადაიხურა მე-10 („გ“), მე-11-კომერციული („ბ“) და მე-12 („ა“) სადარბაზოები:







ბეტონის ჩასხმის დროს, განუწყვეტლად მოდიოდა ბეტონის ამრევი მანქანები:





ამჟამად ეს გადახურვა შრება:




გთავაზობთ მცირე ვიდეოჩანაწერს:




მცირე განმარტება:

ძირითადი ფოტოები, რომლებსაც საიტზე ვდებთ, გადაღებულია საღამოობით ან შაბათ-კვირას, როდესაც შემცირებულია მშენებლობაზე დასაქმებულთა რაოდენობა. ამისთვის არსებობს ახსნისა და გამართლების რამდენიმე ფაქტორი, რომელთა საიტზე გამომზეურება მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია.

თუ ვინმეს გგონიათ, რომ ცოტა ადამიანი მუშაობს მშენებლობაზე, ასე ნადვილად არაა. მუშაობს იმდენი, რამდენიც საჭიროა კონკრეტული დეღისთვის. ამასთან, ზემოთ მომუშავე არმატურის დამწნელები ქვემოდან არც ჩანს.

კიდევ ერთხელ გვინდა მივმართოთ იმ ადამიანებს, რომლებიც ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, რომ თითქოს ინვესტორს გაუჭირდა და ა.შ. _ უკვე დახარჯულია 5 მილიონი $, მშენებლობა 1 წუთით არ შეჩერებულა. მშენებლობაზე მუშაობს ხან ერთი, ხან მეორე ბრიგადა.

საკვირველი ისაა, რომ ტყუილების გამავრცელებელი ეს ადამიანები ასე იქცევიან აგერ უკვე 40 წელია. მათი უმრავლესობა 70 წელს გადასცდით _ დროა სიტკბო და ობიექტურობა ამოგივიდეთ პირიდან.

ისინი, ვინც ამ ხალხს კიდევ უჯერებთ, გთხოვთ, მიბრძანდეთ მშენებლობაზე და დაუჯერეთ საკუთარი თვალით დანახულს.








Saturday 23 July 2022

მეგობრებო,


იხილეთ ვიდეო გაყიდვების ოფისთან დაკავშირებით:

https://www.facebook.com/www.bm.ge/videos/792576601742844

 ძვირფასო მეგობრებო,


როგორც გახსოვთ, 2011 წელს მესამე პირებმა (8 ოჯახი) ყადაღა დაადო ჩვენ მშენებლობას.

სულ რამდენიმე დღის წინ მოხსნილი იქნა ეს ყადაღა. ყადაღა ამ ეტზპზე შეიცვალა აკძალვით. მიმდინარეობს შესაბამისი მოლაპარაკებები და ციტა ხანში ეს აკრძალვაც მოიხსნება და ამ 8 პირთან სასამართლო დავაც დასრულდება.

სასამართლო გადაწყვეტილება გუშინ გადაეცა რეესტრს. შესაბამისად, ორშაბათ-სამშაბათისთვის რეესტრი აღასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას და ყადაღა მოხსნილი იქნება.

გთავაზობთ სასამართლო გადაწყვეტილების ტექსტს.


 

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

  საქართველოს სახელით

 

                                                                               07  ივლისი 2022 წელი

საქმე №ას-461-2022                                                           ქ. თბილისი

         

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

              მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

                                             ამირან ძაბუნიძე

                                             თეა ძიმისტარაშვილი

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

საჩივრის ავტორი -  ამხანაგობა „ბაგები 504“ (მოპასუხე)

 მოწინააღმდეგე მხარე - მიხეილ ტაბლიაშვილი, თამარ ველთაური, თამარ ბერიძე, თამარა ჩხეტიანი, ნინო ქაჯაია, თინათინ ლექვინიძე, რევაზ არხარაძე, თინათინ მუსერიძე (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა  პალატის 2022 წლის 25 მარტის განჩინება

 

საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი   ნ ა წ ი ლ ი :

 

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 29 მარტის განჩინებით მიხეილ ტაბლიაშვილის, თამარ ველთაურის, თამარ ბერიძის, თამარა ჩხეტიანის, ნინო ქაჯაიას, თინათინ ლექვინიძისა და რევაზ არხარაძის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა, ყადაღა დაედო მოპასუხე ერთობლივი საქმიანობის „ბაგები 504“-ის (რეგ. N 205071045) კუთვნილ უძრავ ქონებას, მდებარე ქ. თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე, ავტოგასამართი სადგურის პირდაპირ (საკადასტრო კოდი № 01.14.14.003.122).

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით მიხეილ ტაბლიაშვილის, თამარ ველთაურის, თამარ ბერიძის, თამარა ჩხეტიანის, ნინო ქაჯაიას, თინათინ ლექვინიძის, რევაზ არხარაძისა და თინათინ მუსერიძის სარჩელი ამხანაგობა „ბაგები 504“-ის, დარეჯან გველესიანის, ლამარა რაზმაძისა და სხვათა მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა.

 

3. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ამხანაგობა „ბაგები 504“-მა, დარეჯან გველესიანმა, ლამარა რაზმაძემ, პალადი ჯინჯოლავამ და სხვებმა.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 სექტემბრის განჩინებით, ერთ-ერთი აპელანტის გარდაცვალების გამო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე შეჩერდა საქმის წარმოება.

 

5. 2022 წლის 3 თებერვალს ამხანაგობა „ბაგები 504“-ის თავმჯდომარე სანდრო ჯორბენაძისა და სხვათა წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორეთი შეცვლის შესახებ, კერძოდ, მან უძრავ ქონებაზე ყადაღის ნაცვლად გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა მოითხოვა.

 

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 8 თებერვლის განჩინებით, აპელანტთა შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორეთი შეცვლის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „ბაგები 504“ (რეგ. N 205071045) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე, ავტოგასამართი სადგურის პირდაპირ (საკადასტრო კოდი № 01.14.14.003.122) დადებული ყადაღა შეიცვალა გასხვისების, იპოთეკისა და აღნაგობის უფლებით დატვირთვის აკრძალვით; ყადაღა მოეხსნა ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „ბაგები 504“-ის (რეგ. N 205071045) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ. თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე, ავტოგასამართი სადგურის პირდაპირ (საკადასტრო კოდი № 01.14.14.003.122).

 

7. აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა ნინო ქაჯაიამ და მისი გაუქმება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ ყადაღა (განსხვავებით გასხვისების, იპოთეკითა და აღნაგობით დატვირთვის აკრძალვისგან), უზრუნველყოფს უზრუნველყოფის საგნის ფაქტობრივი მდგომარეობის უცვლელობას, რადგან ყადაღის დროს ხორციელდება უძრავი ქონების აღწერა და შესაბამისად, დაუშვებელია დაყადაღებულ ნივთზე ნებისმიერი ქმედების განხორციელება, რასაც მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეთა მხრიდან აქვს ადგილი, კერძოდ, მათ მიერ იგეგმება არსებული მშენებარე შენობების დემონტაჟი, რითაც არსებითად შემცირდება უზრუნველყოფის საგნის ღირებულება. მოპასუხეებს მიეცემათ შესაძლებლობა განახორციელონ უზრუნველყოფის საგნის ღირებულების შემცირება სადემონტაჟო სამუშაოების შესრულების შედეგად ან/და თუ მათ (მოპასუხეების) მიერ უკვე განხორციელებულია რაიმე სახის სადემონტაჟო სამუშაო სარჩელის უზრუნველყოფის საგანზე, უზრუნველყოფის სახის ცვლილება წარმოადგენს სამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მცდელობას.

 

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მარტის განჩინებით, ნინო ქაჯაიას საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 8 თებერვლის განჩინება შეიცვალა და ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: აპელანტების წარმომადგენლის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორეთი შეცვლის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „ბაგები 504“ (რეგ. N 205071045) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე, ავტოგასამართი სადგურის პირდაპირ (საკადასტრო კოდი № 01.14.14.003.122) დადებული ყადაღა შეიცვალა გასხვისების, იპოთეკისა და აღნაგობის უფლებით დატვირთვის აკრძალვით; ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „ბაგები 504“-ის (რეგ. N 205071045) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე, ავტოგასამართი სადგურის პირდაპირ (საკადასტრო კოდი № 01.14.14.003.122), არსებულ ობიექტზე აიკრძალა დემონტაჟი. ყადაღა მოეხსნა ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „ბაგები 504“-ის (რეგ. N 205071045) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ. თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე, ავტოგასამართი სადგურის პირდაპირ (საკადასტრო კოდი № 01.14.14.003.122).

 

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მარტის განჩინებაზე საჩივარი წარადგინა ამხანაგობა „ბაგები 504“-ის თავმჯდომარე სანდრო ჯორბენაძისა და სხვათა წარმომადგენლმა ხათუნა გრიგალაშვილმა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას უნდა მოხდეს მხარეთა ინტერესების დაბალანსება, უნდა გამოირიცხოს არაადეკვატური და არათანაზომიერი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, გასაჩივრებული განჩინებით კი, არათანაზომიერად შეიზღუდა მოპასუხეთა უფლებები. ამასთან, დემონტაჟი დამთავრებულია და ამჟამად უკვე მე-8 თვეა მიმდინარეობს სამშენებლო და არა სადემონტაჟო სამუშაოები.

 

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 მარტის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

 

11. 2022 წლის 6 ივლისს ნინო ქაჯაიას წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, უარი განაცხადა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 08.02.2022 წლის განჩინებასთან დაკავშირებით 22.02.2022 წელს წარდგენილ საჩივარზე და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს 08.02.2022 წლის განჩინების ძალაში დატოვება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო   ნ ა წ ი ლ ი :

 

საკასაციო პალატამ განიხილა წარმოდგენილი განცხადება და საქმეში არსებული მასალები, მიიჩნია, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მარტისა და 25 მარტის განჩინებები შემდეგ გარემოებათა გამო: 

 

12საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

 

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

 

14. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია სააპელაციო პალატის განჩინების კანონშესაბამისობა იმ ნაწილში, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის სახით  ამხანაგობას დამატებით აეკრძალა საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე არსებული ობიექტის დემონტაჟი.

 

15. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ  მოწინააღმდეგე მხარე, უშუალოდ რომლის შუამდგომლობის (საჩივრის) საფუძველზეც აეკრძალა მოპასუხეს ობიექტის დემონტაჟი, 2022 წლის 06 ივლისს სასამართლოში წარმოდგენილი განცხადებით ფაქტობრივად დაეთანხმა მოპასუხის საჩივარს სადავო უძრავ ქონებაზე დემონტაჟის აკრძალვის გაუქმების ნაწილში და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 08 თებერვლის განჩინების ძალაში დატოვება.

 

16.    საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 196-ე მუხლი მიხედვით,  მხარეთა თხოვნით, დასაშვებია სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლა. სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის საკითხის განხილვა დასაშვებია საქმის ყველა სტადიაზე. მითითებული ნორმა ადგენს საპროცესო უფლებას, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე შუამდგომლობით მოთხოვნილი იქნას უკვე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის კონკრეტული ღონისძიების შეცვლა სხვა ღონისძიებით.    ასეთი ცვლილების სამართლებრივი საფუძველი სამოქალაქო პროცესის სუბიექტთა ინტერესების სრულყოფილად დაცვასა და მოსალოდნელი ზიანის თავიდან აცილებაში მდგომარეობს. უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლა საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზეა დასაშვები, რადგან სამოქალაქო ბრუნვის თავისებურებიდან გამომდინარე, კანონმდებელი გონივრულად ვარაუდობს, რომ უკვე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების შესაძლო უარყოფითი შედეგები დასაშვებია გამოვლინდეს საქმის განხილვის ამა თუ იმ ეტაპზე, ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით განმტკიცებული დისპოზიციურობის პრინციპის მსგავსად, მხარე თავად წყვეტს, თუ როდის მოითხოვოს აღნიშნული ცვლილების განხორციელება სასამართლოს მიერ და, მიუხედავად იმისა, ადგება თუ არა მას ზიანი უზრუნველყოფის თავდაპირველი ღონისძიების დაწესების ეტაპზევე, მას ამ ღონისძიების შეცვლის მოთხოვნის უფლება ენიჭება საკუთარი დისკრეციის ფარგლებში, როდესაც ამას საჭიროდ მიიჩნევს.

 

17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას, სასამართლო იყენებს საპროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია), ხოლო თუ ასეთი ნორმაც არ არსებობს, სასამართლო ემყარება სამოქალაქო საპროცესო სამართლის ზოგად პრინციპებს (სამართლის ანალოგია). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.

 

ვინაიდან, მოწინააღმდეგე მხარე, რომლის შუამდგომლობის (საჩივრის) საფუძველზე აეკრძალა მოპასუხეს ობიექტის დემონტაჟი, ეთანხმება მოპასუხის საჩივარს და ითხოვს სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 08 თებერვლის განჩინების ძალაში დატოვებას,  აღნიშნული გარემოება საკმარისი საფუძველია საჩივრის დაკმაყოფილებისთვის. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მარტისა და 25 მარტის განჩინებები და ძალაში უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა  პალატის 2022 წლის 08 თებერვლის განჩინება.

 

   ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო    ნ ა წ ი ლ ი :

 

     საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971.4, 419-ე, 420-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

 

     დ ა ა დ გ ი ნ ა :

 1. ამხანაგობა „ბაგები 504“-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მარტისა და 25 მარტის განჩინებები.

3. ძალაში დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა  პალატის 2022 წლის 08 თებერვლის განჩინება.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

 


Thursday 21 July 2022

 მოგესალმებით ყველას,


დღეს, 2022 წლის 21 ივლისს, 13:00 საათზე გაიხსნა კომპანია „გუმბათი პოლდინგის“ გაყიდვების ოფისი.

ოფისი გაიხსნა ი.ჭავჭავაძის გამზ. # 33 (დ. გურამიშვილის ძეგლსა და მე-9 საავადმყოფოს შორის. შესასვლელი ჭავჭავაძის გამზირიდან):




ოფისის გახსნას ესწრებოდნენ კომპანია „გუმბათისა“ და ამხანაგობა „ბაგები 504-ის“ გამგეობის წევრები, ადვოკატი ხ.გრიგალაშვილი:




საუკეთესო სამუშაო პირობები, იდეალური დიზაინი, კომპანიის თანამშრომელთა პროფესიონალიზმი, საქმის სიღრმისეული ცოდნა და კეთილგანწყობა, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალებას მისცემს შეიძინოს მისთვის სასურველი ბინა თბილისში, აჭარასა თუ ბაკურიანში.

„ბაგები 504-ის“ გამგეობის წევრებმა და „გუმბათი ჰოლდინგის“ თანამშრომლებმა წარმატებები უსურვეს ერთმანეთს და იმედი გამოთქვეს, რომ სულ რამდენიმე წელში დამთავრდება ყიფშიძის # 1-ში თსუ პროფესორ-მასწავლებელთა სახლის მშენებლობა, რომელიც 1979 წელს დაიწყო.

ბოლოს, მონაწილეებმა გადაიღეს სამახსოვრო სურათები:

შიგნით _ ოფისში



გარეთ


ზოგიერთმა ოფისის სიგრილეში დარჩენა ამჯობინა






Friday 15 July 2022

 მოგესალმებით ყველას,


მშენებლობა მიმდინარეობს ჩვეულებრივ რეჟიმში. ძირითადად არმატურის დაწნა და სართულებს შორის ბეტონის ჩასხმა, რომლის დანახვა ქვემოდან უკვე შეუძლებელია.

სულ მალე, სწრაფი ტემპით ავა სიმაღლეში 1-ლი (ყოფილი „მ“), მე-2 (ყოფილი „ლ“) და მე-3 (ყოფილი „კ“) სადარბაზოები:




ბეტონი ჩასხმულია (ჯერ კიდევ ხარაჩოშია) და სიმაღლეში იქრდება მე-4 (ყოფილი „ი“) და მე-5 (ყოფილი „თ“) სადარბაზოები:




ანალოგიური მდგომარეობაა მე-6 (ყოფილი „ზ“) სადარბაზოსთვისაც. ამ სადარბაზოს მე-3 სართული წარმოადგენს ყიფშიძის მხრიდან პირველ (6 მეტრიან) კომერციულ სართულს:




მე-10 (ყოფილი „გ“),  კომერციული (ყოფილი „ბ“) და მე-11 (ყოფილი „ა“) სადარბაზოებისთვის დაიწნა (მესამე - კომერციული სართულის გადახურვისთვის) არმატურა და მეოთხე სართულის შესაბამისი არმატურის სიმაღლეში ასვლა:





ეს სადარბაზოები ყველაზე კარგად  ჩანს აბულაძის ქუჩის (კარფურის და აგროჰაბის) მხრიდან:







Sunday 10 July 2022

 ამხანაგობა „ბაგები 502-ის“ (თსუ-ს) წევრებს


ძვირფასო მეგობრებო,


თუ ვინმეს გსურთ ფართის მომატება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ინვესტორს. ფართებს შორის სხვაობაზე დასამატებელი იქნება გასაყიდთან  შედარებით უფრო დაბალი  ფასი.

Friday 8 July 2022

 

ძვირფასო მეგობრებო,

 

არქიტექტურის სამსახურის მოთხოვნით გადაინომრება სადარბაზოები.

შესაბამისად, ყიფშიძის ქ. # 1 სადარბაზოების ახალი გადანომვრა ასეთი იქნება:

 

ძველი

ახალი

11

კომერც.

10

9

8

7

6

5

4

3

2

1