Friday 26 February 2016

ამხანაგობა „ბაგები 502-ის“ წევრთა საყურადღებოდ !

  • ამხანაგობა „ბაგები 502-ის“ წევრთა საყურადღებოდ !
    2016 წლის 21 თებერვალს შედგა ამხანაგობის წევრთა საერთო კრება.
    კრება მოწვეული იქნა ამხანაგობის დებულების 4.1.3. პუნქტის შესაბამისად,
    ამხანაგობის 49 წევრის მიერ.
    კრებას ესწრებოდა 72 წევრი.
    კრებას თავმჯდომარეობდა ამხანაგობის წევრი სანდრო ჯორბენაძე. კრებამ
    დაამტკიცა შემდეგი დღის წესრიგი:
    1. ახალი გამგეობის არჩევა (მოხსენებელი ც. კოტეტიშვილი)
    2. მშენებლობასთან დაკავშირებით ანგარიშის ჩაბარება (მომხსენებელი
    ხ. რუხაია)
    დღის წესრიგის პირველ საკითხთან დაკავშირებით მომხსენებელმა ც.
    კოტეტიშვილმა დააყენა საკითხი ახალი გამგეობის არჩევის აუცილებლობასთან
    დაკავშირებით, რადგან ძველ გამგეობას დიდი ხანია ვადა გაუვიდა.
    მომხსენებელმა ს.ჯორბენაძემ აღნიშნა, რომ გარდა იმისა, რომ გამგეობა
    ვადის გასვლის გამო არალეგიტიმურია, მისი შემადგენლობა ყოველგვარი
    არგუმენტების გარეშე უგულვებელყოფს ამხანაგობის წევრების უმრავლესობის
    მოთხოვნებს, არაადეკვატურად აფასებს რეალურ სიტუაციას და ყველანაირად
    ბლოკავს მშენებლობის დაწყების ნებისმიერ მცდელობას.
    გამომდინარე ქედან, აუცილებელია გამგეობის ახალი შემადგენლობის
    არჩევა, მაგრამ იმის გამო, რომ არ მოხდეს ახალი გამგეობის მხოლოდ
    უმრავლესობით დაკომპლექტება მომხსენებელმა რებას შესთავაზა გამგეობის
    13 წევრიდან აერჩიათ 7 წევრი უმრავლესობიდან, ხოლო 6 წევრი
    უმცირესობიდან.
    კრების უმრავლესობის გადაწყვეტილებით (4 წინააღმდეგი) ამხანაგობის
    გამგეობის წევრად აირჩნენ:
    1. ბაქანიძე დავით
    2. კანდელაკი გულნარა
    3. ლუტიძე ხათუნა
    4. კოტეტიშვილი ცაცო
    5. ჯორბენაძე სანდრო
    6. ცინცაძე გოჩა
    7. დავითაია გრიგოლ
  • უმცირესობა არ აღმოჩნდა მზად დაესახელებინა ამხანაგობის წევრობის 6
    კანდიდატი და მოითხოვა საკითხი უახლოეს კრებაზე (მარტის დასაწყისში)
    გატანა.
    ამრიგად, გამგეობას ჰყავს 7 ახალი წევრი.
    მეორე საკითხთან დაკავშირებით მომხსენებელმა უარი განაცხადა ანგარიშის
    წარდგენაზე და შემოიფარგლა მემორანდუმთან დაკავშირებული მიმოწერის
    რამდენიმე ასპექტით.