Friday 26 July 2019


შეხვედრა ინვესტორთან,

2019 წლის 26 ივლისს შედგა ამხაბაგობა „ბაგები 504-ის“ გამგეობის გაფართოებული სხდომა. გამგეობის 17 წევრიდან, სხდომას ესწრებოდა შემდეგი წევრები:
1. სანდრო ჯორბენაძე
2. მერი ნიკოლაიშვილი
3. ელეონორა კაჭარავა
4. ნინო ბაბუნაშვილის წარმომადგენელი ხათუნა გრიგალაშვილი
5. ომარ ქომურჯიშვილი
6 კახა ხარატიშვილი
7, ნინო ღაღანიძის წარმომადგენელი თენგიზ გუჯეჯიანი
8. გრიგოლ დავითაია
9. ხათუნა ლუტიძის წარმომადგენელი ნუგზარ ყენია
10. არჩილ გეგეშიძე
11. მანანა დოლაბერიძე
12, შალვა ანდღულაძე

კრებას ესწრებოდა: შპს „თსუ ყიფშიძის 1-ის“ წარმომადგენელი ზურაბ (უშანგი) ბურჭულაძე; ამხანაგობა „ბაგები 502-ის“ წევრები _ გურამ კუტალია, მიხეილ ელიზბარაშვილი, ელგუჯა აკობია და სხვ., აგრეთვე, ზოგიერთი წევრის (კანდელაკი, დეკანოიძე) წარმომადგენლები.
სხდომაზე მოწვეული იყო სამშენებლო კომპანია „გუმბათის“ დამფუძნებელი მერაბ ტყეშელაშვილი და ამავე კომპანიის იურისტი სოსო მაჩაიძე.
კრება გახსნა „ბაგები 504-სა“ და „ბაგები 502-ის“ თავმჯდომარე სანდრო ჯორბენაძემ.

მან დამსწრეთ შეახსენა წინა სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, როდესაც გამგეობამ მშენებლად აირჩია კომპანია „გუმბათი“ და წევრებს გაუგზავნა ხელშეკრულების ტექსტი, რომლის შესაბამისადაც მოხდება სამშენებლო კომპანიასთან ურთიერთობების გაგრძელება.
ს. ჯორბენაძემ  სხდომის მონაწილეებს გააცნო მოწვეული პირები კომპანია „გუმბათიდან“.
თავმჯდომარემ სიტყვა გადასცა ხათუნა გრიგალაშვილს.
ხ.გრიგალაშვილმა დამსწრეებს მოახსენა წინა სხდომის შემდეგ კომპანია „გუმბათთან“ ყოველდღიური მოლაპარაკებების  შესახებ, წინა დღით ს.ჯორბენაძის, ხ.გრიგალაშვილისა და ს.მაჩაიძის შეხვედრაზე თბილისის მერიის წარმომადგენლებთან,
სამშენებლო კომპანია „გუმბათის“ დამფუძნებელმა მერაბ ტყეშელაშვილმა ისაუბრა მშენებლობის სავარაუდო მიმდინარეობაზე, განმარტა ხელშეკრულების ზოგიერთი პუნქტის მნიშვნელობა და შესრულების ეტაპები,  ისაუბრა წინასამშენებლო პრობლემების შესახებ (პროექტის გადამუშავება და დამტკიცება, კოეფიციენტის საკითხი) და ა.შ.
მანვე უპასუხა სხვადასხვა კითხვებს, რომელიც დაგროვილი ჰქონდათ ამხანაგობის წევრებს.
სიტყვით გამოვიდნენ: ნ.ყენია, მ.ნიკოლაიშვილი, მ.დოლაბერიძე, ს.მაჩაიძე, არ. გეგეშიძე.
ბატონ მ.ტყეშელაშვილთან საკითხის ამოწურვის შემდეგ გაგრძელთა ხელშეკრულების პირობების განხილვა, რომელიც მოწონებული იქნა.

ამხაბაგობა „ბაგები 504-ის“ გამგეობა

Wednesday 17 July 2019


ამხანაგობა „ბაგები502-ისა“ და „ბაგები 504-ის წევრებს
2019 წლის 17 ივლისს 19 საათზე თსუ მეორე კორპუსის 009 აუდიტორიაში შედგა ამხანაგობა „ბაგები 504-ის“ გამგეობის გაფართოებული სხდომა.
ამხანაგობა „ბაგები 504-ის“ 17 წევრიდან სხდომას ესწრებოდნენ: სანდრო ჯორბენაძე, მერი ნიკოლაიშვილი, ელეონორა კაჭარავა, ნინო ბაბუნაშვილის წარმომადგენელი (ნოტარიული რწმუნებით) ხათუნა გრიგალაშვილი, ომარ ქომურჯიშვილი, კახა ხარატიშვილის წარმომადგენელი (ნოტარიული რწმუნებით) სანდრო ჯორბენაძე, ნინო ღაღანიძის წარმომადგენელი (ნოტარიული რწმუნებით) თენგიზ გუჯეჯიანი, გრიგოლ დავითაია,, ხიმურ რუხაია, მანანა დოლაბერიძე, შალვა ანდღულაძე, არჩილ გეგეშიძე (სულ 12 წევრი).
სხდომაზე გამოცხადდა გამგეობის წევრის გიორგი ჯაოშვილის წარმომადგენელი, რომელსაც არ ჰქონდა ნოტარიულად დამოწმებული რწმუნება. აქედან გამომდინარე, ის სხდომაზე დარჩა სტუმრის სტატუსით და არ მიეცა უფლება მონაწილეობა მიეღო კენჭისყრაში.
სხდომას ესწრებოდა შპს „თსუ ყიფშიძის 1“ სრული შემადგენლობით. ამხანაგობა „ბაგები 502-ის“ წევრები: სოლომონ კილაძე, თენგიზ გლოველი და გულნარა კანდელაკის წარმომადგენელი ბესო კანდელაკი, ზურაბ უფლისაშვილის წარმომადგენელი ლაშა უფლისაშვილი.
კრებას თავმჯდომარეობდა სანდრო ჯორბენაძე, ხოლო მდივნობდა ომარ ქომურჯიშვილი.
შესავალი სიტყვით გამოვიდა სანდრო ჯორბენაძე, რომელმაც განაცხადა, რომ იგი დაფიქსირდა ამხანაგობა „ბაგები 504-ის“ თავმჯდომარედ ა.წ. 28 ივნისიდან. არც იქამდე და არც ამის შემდეგ ერთი დღითაც არ შეწყვეტილა ინვესტორებთან მოლაპარკებები, რომელსაც იგი და ხათუნა გრიგალაშვილი აწარმოებდა, ხანდახან ღამის 12 საათამდეც კი. მან ჩამოთვალა იმ 11 ფირმიდან და დაინტერესებული ინვესტორიდან ის 8, რომელთანაც აღარ გაგრძელდა ურთიერთობა.
ს. ჯორბენაძემ განაცხადა, რომ გამგეობის სხდომაზე გამოაქვს იმ 3 ფირმასთან (დასახელების გარეშე) მიღწეული შედეგები და მათი შემოთავაზებული პირობები. ამ ფირმებიდან 2 აპირებს აშენებული ნაგებობის დანგრევას და ახალი პროექტით ახალი კორპუსის აშენებას, ხოლო ერთი ფირმა არ აპირებს დანგრევას და არსებული პროექტის კორექტირებით, არსებულ ფუნდამეტზე (შესაბამისი შემოწმების შემდეგ) აშენებას.
აზრი გამოთქვეს: ა.გეგეშიძემ, მ.დოლაბერიძემ, ლ.უფლისაშვილმა, ზ.ბურჭულაძემ, მ.ნიკოლაიშვილმა.
ამხანაგობის წევრების მრავალ კითხვას პასუხი გასცა ხათუნა გრიგალაშვილმა, რომელმაც დეტალურად და ამომწურავად უპასუხა ყველს კითხვას და დაფაზე, თვალსაჩინოებისთვის ჩამოწერა სამივე ფირმის პირობები და მოთხოვნები, რათა დამსწრეებს შეძლებოდა თავადვე დაენახათ და გაეანალიზებინათ სამივე ფირმის აქტიური და პასიური მხარეები.
საბოლოოდ სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი იმის თაობაზე, თუ ვინ იყო მომხრე დღემდე აშენებული ნაგებობის დანგრევის და მის ადგილზე ახალი სახლის აშენების ან ძველი აშენებულის გაგრძელებისა.
ს. ჯორბენაძემ მოითხოვა ფარული კენისყრის ჩატარება. კენჭისყრის შედეგად (2 მომხრე (ს.ჯორბენაძე, ო. ქომურჯიშვილი) 10 წინააღმდეგი) გადაწყდა, რომ კენჭი ეყარათ ღიად.
კენჭისყრაზე დაისვა საკითხი: ვინაა მომხრე არსებული ნაგებობის ბაზაზე მშენებლობის გაგრძელების (დანგრევის გარეშე)?
კენჭისყრის შედეგი: თანახმა _ 11, წინააღმდეგი _ 0, თავი შეიკავა _ 1 (მ.დოლაბერიძე).
კენჭისყრის ჩატარების შემდეგ ხ.გრიგალაშვილმა გაშიფრა ის 3 ფირმა, რომელსაც სურვილი ჰქონდა მშენებლობის გაგრძელების.
კენჭისყრის შედეგების მიხედვით დარჩა ერთი ფირმა _ სამშენებლო კომპანია  „გუმბათი ჯგუფი“ (https://gumbatigroup.ge/ge/).
ს. ჯორბენაძემ კიდევ ერთხელ დააყენა კენჭისყრაზე საკითხი: ამხანაგობა „ბაგები 504-ის“ გამგეობა თანახმაა, რომ სამშენებლო სამუშაოები აწარმოოს კომპანია „გუმბათმა“. მიღებული იქნა ერთხმად.
გამგეობის სხდომამ დაადგინა:
1. დაიდოს ხელშეკრულება სამშენებლო კომპანია  „გუმბათი ჯგუფთან“ სახლის მშენებლობის გაგრძელებაზე, ძირითადი ნაგებობის დაუნგრევლად (გარდა დაჟანგულის შეცვლისა და გაფუჭებული ბეტონის მოშლისა).
2. დაევალოს ქალბატონ ხათუნა გრიგალაშვილს კომპანიასთან წვრილმანი დეტალების შეთანხმების შემდეგ, წარმოადგინოს ხელშეკრულების საბოლოო ტექსტი, რათა მაქსიმალურად მცირე დროში მოხდეს ინვესტორთან კონტრაქტის დადება.

Sunday 7 July 2019



იბა „ბაგები 504-ის“ გამგეობის 2019 წლის 24 ივნისის სხდომის ოქმი

2019  წლის 24 ივნისს თსუ მე-2 კორპუსის 012 აუდიტორიაში, საღამოს 20 საათზე შედგა ამხანაგობა „ბაგები 504-ის“ გამგეობის სხდომა. გამგეობის 17 წევრიდან სხდომას ესწრებოდნენ:
1.      ომარ ქომურჯიშვილი
2.      კახა ხარატიშვილი
3.      ხათუნა ლუტიძე
4.      მერი ნიკოლაიშვილი
5.      გრიგოლ დავითაია
6.      სანდრო ჯორბენაძე
7.      ნინო ბაბუნაშვილის წარმომადგენელი ხათუნა გრიგალაშვილი
8.      მანანა დოლაბერიძე
9.      ხიმურ რუხაია
10.  ნინო ღაღანიძე
11.  შალვა ანდღულაძე
სხდომას თავმჯდომარეობდა სანდრო ჯორბენაძე.
სხდომაზე განხილულ იქნა ადვოკატ ხათუნა გრიგალაშვილის მიერ წარმოდგენილი სამოდელო ხელშეკრულება, რომელიც უნდა წარედგინოს ინვესტორებს. მუხლობრივ განხილვამ დიდხანს გასტანა. შესაბამისი განმარტებებისა და მცირეოდენი დაზუსტების შემდეგ კენჭი ეყარა აღნიშნულ სამუშაო ხელშეკრულებას, რომელიც მიღებულ იქნა ერთხმად.
ს.ჯორბენაძემ განმარტა, რომ ესაა ჩვენ მიერ მომზადებული ხელშეკრულება, რომელიც წარედგინება ყველა ინვესტორს. ინვესტორს შეუძლია ამა თუ იმ საკითხზე შემოგვთავაზოს მისეული ხედვა და პირობები. ამ შეჯერებული პირობების ორმხრივად მოწონების შემთხვევაში ხელი მოეწერება აღნიშნულ ხელშეკრულებას და დაიწყება მშენებლობა.
სხდომის დასასრულს, აუდიტორიიდანვე გაეგზავნა ხელშეკრულების პროექტი დღეისთვის არსებულ ყველა ინვესტორს.

მეორე საკითხად კრებაზე დაისვა მშენებლობის ღობის საკითხი. ი.ჭავჭავაძის 39-ში მცხოვრებმა ვინმე აკაკი ქომოშვილმა საჩივარი შეიტანა თბილისის მერიაში ღობის მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით. აკაკი ქომოშვილი წუხს, რომ მიტოვებულ მშენებლობაზე იკრიბებიან ახალგაზრდები და ა.შ.
მერია აპირებს დაჯარიმებას.
ხ.რუხაიამ ს.ჯორბენაძეს გადასცა „ბაგები 504-ის“ ბეჭედი და სალარო აპარატი, რომელსაც იყენებდა კომპანია „თბილისი“.