Wednesday 30 December 2020

 მოგესალმებით მეგობრებო,

გილოცავთ დამდეგ შობასა და ახალ წელს! 

ბედნიერებასა და ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას.

2021 წელი ყოფილიყოს პირბადეების გადაგდების წელი და ჩვენი სახლის 1/3 ნაწილის აშენების წელი.

დღეს ვიყავი მშენებლობაზე და ვნახე თუ რა ტემპით მიმდინარეობს ეზოდან მიწის გატანა. ყოველ დღე 40-50 მანქანა მიწა გადის  ფართიდან. მოგეხსენებათ, რომ ეზო უფრო ღრმად უნდა ამოითხაროს, რადგან ეზოს ქვეშ ავტოსადგომები უნდა გაკეთდეს.

დღეს იყო ამ წლის მუშაობის ბოლო დღე, რადგან მომუშავე პერსონალი სოფლებში მიდის ახალი წლის შესახვედრად. როგორც მითხრეს 4 იანვრიდან განაახლებენ მუშაობას. 8 იანვრიდან სრული ტემპით.

შეგიძლიათ დაათვალიეროთ დღევანდელი ფოტოები:














Thursday 24 December 2020

 სიახლე


გუშინ დაიდო სამმხრივი ნოტარიალური ხელშეკრულება არქიტექტორებისათვის (გაბიტაშვილი და გეგეშიძე) დარჩენილი გადასახდელი თანხის 104 628 $ გადახდის თაობაზე.

კომპანია „გუმბათი“ დაპირებისამებრ იწყებს ამხანაგობა „ბაგები 504-ის“ დარჩენილი რეალური ვალების გადახდას.  

სხვა ამბები

გამომდინარე იქიდან, რომ „ბაგები 502-ის“ წევრების უმრავლესობამ უარი განაცხადა პროექტის შესაბამისად დამატებულ ფართებზე თანხის დამატების შესახებ. არქიტექტორმა ისევ დაიწყო პროექტის ახალი ვარიანტის განხორციელება, რომელიც სავარაუდოდ დეკემბრის ბოლოს, იანვრის დასაწყისში იქნება მზად და შეეცდება მაქსიმალურად გაითვალისწინოს ყველა ჩვენი (128 ოჯახი) კაპრიზი.

ყველაზე უცნაური ის იყო, რომ დამატებული ფართის თანხის დამატებაზე კატეგორიული წინააღმდეგი ისინი იყვნენ, ვინც გაყიდვას აპირებს, რადგან თუ დამატებულ კვ.მ-ზე 900 აშშ დოლარია გადასახდელი, გაყიდვა უფრო ძვირია, რაც მათ მოგებას აძლევს. უარის ლოგიკა მართლაც აუხსნელია იმ დროს, როცა ინვესტორი აცხადებდა, რომ დასამატებელი თანხა განწილვადდება მშენებლობის მიმდინარეობის პერიოდზე. ამასთან, ინვესტორს აქვს უპირატესი შესყიდვის უფლება, სადაც შეიძლებოდა აღნიშნული თანხის გამოქვითვა.

ახალი პროექტი სავარაუდოდ იანვარშივე წარედგინება მერიას დასამტკიცებლად. იქამდე კი, ინვესტორი კიდევ უფრო მოუმატებს ტემპს. პარალელურად მოაწესრიგებს სხვა დარჩენილ ვალებს. 

Saturday 19 December 2020

 მოგესალმებით მეგობრებო,


გილოცავთ გასულ ბარბარობას, დღევანდელ ნიკოლოზობას და დამდეგ შობასა და ახალ წელს.

დღეს კიდევ ერთხელ მოვინახულე მშენებლობა და სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი ტექნიკის იმ ერთობლივი გუგუნით, რაც ჩვენი მშენებლობიდან გამოდიოდა. 

სწრაფი ტემპით მიმდინარეობს დანგრეული ლოდებისა და ზედმეტი მიწის გატანა.

გთავაზობთ ფოტოებს.

ბულდოზერი ავსებს სატვირთო მანქანებს გასატანი მიწითა და ნანგრევებით:






როდესაც ერთი მანქანა ივსება, მეორე მიდის გადასაყრელად, ხოლო მესამე ელოდება:



ამ დროს მოიტანეს სპეციალური მაასალა და საცობიც კი გაკეთდა _ ძლივს აუარეს გვერდი ერთმანეთს:



თვითმცლელი მანქანები ძირითადად თეთრებია, თუმცა სხვა ფერებისაც მუშაობს:




თვითმცლელი მანქანების გზაზე ისხმება სპეციალური მასალა, რომელიც ხელს უწყობს მიწის გაშრობას, რათა ტალახი არ მიიკრას მანქანის ბორბლებმა და არ გაიტანოს ის ჭავჭავაძეზე, რადგან პროსპექტის დატალახიანებაზე საკმაოდ მაღალი ჯარიმებია _ მოკლედ ვაშენებთ სახლს უმტვეროდ და უტალახოდ:




პარალელურად _ თითქმის დასასრულს მიუახლოვდა ჩვენი „კოდალას“ საქმიანობა. მშენებლობის მარჯვენა მხარეს სულ ცოტა დარჩა დასანგრევი:







Thursday 10 December 2020

 მისამძიმრება

ჩვენ ინვესტორს, კომპანია „გუმბათი ჰოლდინგის“ დამფუძნებელ მერაბ ტყეშელაშვილს კორონა ვირუსით გარდაეცვალა მამა _ მელორ ტყეშელაშვილი.

ვუსამძიმრებთ ბატონ მერაბს და მის ოჯახს ამ დიდ დანაკლისს.

პანაშვიდი პარასკევს 17:00 საათზე,
მისამართი: მცხეთა, მირიან მეფის 5.
გამოსვენება შაბათს, 12 დეკემბერს, 14:00 საათზე, მცხეთის სამთავროს მონასტრიდან.

Monday 7 December 2020

 მოგესალმებით ყველას,


რამდენიმე წუთის წინ დავბრუნდი მშენებლობიდან. 

გვერდზე კორპუსის მეზობლები ისევ წამეჩხუბნენ უფრო მეტი ხმაურის გამო. კიდევ კარგი, შესვენების დროს მივედი და შედარებით დაწყნარებულები იყვნენ.

საქმე იმაშია, რომ უკვე 2 დღეა, რაც ჩვენ კოდალას დაემატა ახალი ტექნიკა, რომლითაც ხდება ეზოს მოსუფთავება:



ბოლო 2 დღეში გატანილია 50 სატვირთო მანქანა სამშენებლო ნაგვით.
გარდა სამშენებლო მასალის გატანისა, პარალელურად ხორციელდება ეზოს სამშენებლო სივრცის კონდიციამდე მოყვანა:






Wednesday 2 December 2020

 მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო,


იმედია ყველანი კარგად ბრძანდებით. 

ნუ გეშინიათ კორონასი, მაგრამ მაინც უფრთხილდით გარეთ გამოსვლას, ხალხმრავალ ადგილებს, განსაკუთრებით იმ უაზრო მიტინგებს, რომლითაც უნდათ ჩვენი სახლის მშენებლობაზე გვერდში დამდგომი ხელისუფლების შეცვლა.

კიდეევ ერთხელ განგიმარტავთ, რომ პანდემიის პერიოდში შეუძლებელია კრების მოწვევა. კვორუმი არის 65 ადამიანი. მინიმუმ 65 ადამიანის შეკრება გარდა იმისა, რომ გამოიწვევს თსუ-ის დაჯარიმებას 10 000 ლარით, ასევე ჩემ, აგრეთვე თითოეული თქვენგანის დაჯარიმებას 2 000 ლარით, იმის გარანტიას, რომ ვინმეს ვინმესგან კორონა არ გადაედება ვერავინ მოგვცემს.

დღევანდელი მდგომარეობა კი, ასეთია: კომპანია „გუმბათი“ ნელ-ნელა უკავშირდება ამხანაგობის წევრებს.

„ა“, „ბ“ და „გ“ კორპუსების დანგრევა (ყიფშიძის მხრიდან) დამთავრებულია. იხ. ფოტო:


ამჟამად მიმდინარეობს სახლის ბოლო ნაწილის (სადაც მხოლოდ გარაჟები იყო აშენებული) დანგრევა, რაც აუცილებელი გახდა კონსტრუქციების დარღვევით გაკეთებისა და გეოდეზისტების ბოლო (მეორე) დასკვნის შედეგად. იხ. ფოტოები:







აქვე გვინდა კიდევ ერთხელ მოვუხადოთ ბოდიში გვერდითა (თვალის კლინიკა „„მზერას“) კორპუსს იმ ხმაურისთვის, რასაც იწვევს ჩვენი „კოდალა“, მაგრამ სულ ცოტა კიდევ უნდა მოითმინონ.

როგორც ცნობილია „მზერას“ კორპუსი აშენებულია ჩვენ ტერიტორიაზე. ეს რატომღაც მათ ავიწყდებათ. განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩევა ქალბატონი, ვინმე გელაშვილი, რომელიც ყოველ მეორე დღეს რეკავს მერიაში, გვიჩივის და ა.შ.

კიდევ კარგი, რომ ამ კორპუსის სხვა მაცხოვრებლები არ ემსგავსება ჭირვეულ მეზობელ გელაშვილს და საღად აფასებს შექმნილ მდგომარეობას.

დღეს შემხვდა თსუ-ის ყოფილი თანამშრომლის კობა გიგინეიშვილის და და დისშვილები და განაცხადეს, რომ უმრავლესობა არაფერს ვამბობთ ამ ხმაურზეო, რადგან გვესმის, რომ მიმდინარეობს მშენებლობა, თუმცა ძალიან ძნელია შეგუებაო.

ჩვენი ინვესტორიც მაქსიმალურად ცდილობს, რომ ასიამოვნოს ამ კორპუსის მაცხოვრებლებს და გარაჟის პირველი სართულის მანქანები რომ არ დაზიანებულიყო ნგრევის შედეგად ბეტონის ანასხლეტით, მათი კორპუსის გარაჟის პირველ სართულს ააკრა სპეციალური ბადე, რომელიც შეაკავებს მანქანების დაზიანებას. იხ. ფოტოები: