Wednesday 23 March 2016

ამხანაგობა „ბაგები 502-ის წევრებს
2016 წლის 20 მარტს შედგა ახლად არჩეული გამგეობის ხდომა. გამგეობამ გადაწყვიტა კიდევ ერთხელ შეხვედროდა ინვესტორს ან მის წარმომადგენელს.
22 მარტს მართლაც შედგა ასეთი სეხვედრა. „ბაგები 502-ს“ წარმოადგენდნენ გამგეობის წევრები: ც.კოტეტიშვილი, ს.ჯორბენაძე, ხ.ლუტიძის წარმომადგენელი, აგრეთვე ამხანაგობის წევრი ლ.უფლისაშვილი. შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ, მაგრამ არ გამოცხადდნენ:  ხ.რუხაია, ლ.ბერუაშვილი, ჯ.როგავა, თ.დავითაშვილი და მ. დოლაბერიძე.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ლ.უფლისაშვილმა მემორანდუმის ბოლო ვარიანტი ა.წ. 12 თებერვალს გაუგზავნა ხ.რუხაის და იმდროინდელი გამგეობის სხვა წევრებს. მიუხედავად ამისა, 13 თებერვლის სხდომაზე და შემდგომაც ყველა მანიპულირებდა ძველი ტექსტით.
22 მარტის შეხვედრაზე მემორანდუმის ტექსტში შეტანილი იქნა მცირედი შესწორებები. გთავაზობთ მეორანდუმის 22 მარტის ტექსტს და აქვე ჩამოგითვლით ინვესტორთან შეთანხმებულ ძირითად პირობებს:
1.     მენარდე (შემდგომში ინვესტორი)  კისრულობს 59 წევრის საკითხის  მოგვარებას. ინვესტორი იხდის 8 ოჯახისთვის იმ თანხას, რომლის გადახდაც თითოეულ ოჯახს (10 000)  დაგვაკისრა სასამართლომ (მემორანდუმის პუნქტი 1.12). ამხანაგობასთან დადებული სასყიდლიანი ხელშეკრულების დამდებ პირებთან ყველანაირ ურთიერთობას თავის თავზე იღებს ინვესტორი (პ. 1.5);
2.     ინვესტორი მოხსნის ყადაღას (პ. 1.12). ღადაღის მოხსნის გარეშე მშენებლობა ვერ დაიწყება;
3.     აშენებს ე.წ. „შავ კარკასს“ (პ. 3.1.5);
4.     ამხანაგობის წევრებისთვის გამოყოფს 100 ავტოსადგომს უპირატესი შესყიდვის უფლებით (პ. 3.4.24);
5.     ინვესტორი ახორციელებს პროექტის კორექტირებასა და დამტკიცებას;
6.     ინვესტორი აღიარებს „ბაგები 502-ის“ განშლის ოქმს (პ. 1.6);
7.     საკუთრებაში ფართების გადაცემა (განშლა) მოხდება პ.1.7-ით დადგენილ ვადაში. ინვესტორისთვის გადასაცემ კომერციულ და ავტოსადგომის ფართებზე განკარგვა იქნება შეზღუდული ჩვენ სასარგებლოდ. ე.ი. ინვესტორი იქამდე ვერ მოახდენს ამ ფართების რეალიზაციას, სანამ არ გადაიხურება შავი კარკასი, ხოლო მშენებლობის მიტოვების შემთხვევაში ეს ფართები რჩება „ბაგები 502-ს“ (პ. 1.7). რაც შეეხება საცხოვრებელი ფართის გაყიდვის უფლებას, ეს ინვესტორს ექნება მხოლოდ აშენებული ფართის, აუშენებლის კი არა (პ. 3.4.25);
8.     ინვესტორი იღებს ვალდებულებას უსასყიდლოდ გამოასწოროს შემჩნეული ნაკლი და დეფექტი (პ. 3.4.16);
9.     ინვესტორი წარმოადგენს საბანკო გარანტიას 10 000 000 აშშ დოლარის ოდენობით (პ. 3.4.22).
დანარჩენ პირობებს შეგიძლიათ გაეცნოთ უშუალოდ მემორანდუმის ტექსტში.


23.03.2016
ურთიერთგაგების მემორანდუმი

(სამშენებლო სამუშაოების შესრულებისა და აშენებულ კორპუსში ფართების გადაცემის შესახებ ხელშეკრულების დადების თაობაზე)

წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი (შემდგომში "მემორანდუმი") დაიდო თბილისში, 2016 წლის __ თებერვალს შემდეგ მხარეებს შორის:

ერთობლივი საქმინობის ამხანაგობა ბაგები 504-, წარმოდგენილი გამგეობის თავმჯდომარის ____ მიერ (შემდგომში "შემკვეთი");

შპს "გრინვეი" (/: 406159758, მისამართი: . თბილისი, რწანისის . № 3, . 20) წარმოდგენილი მისი დირექტორის კობა აბულაძის მიერ (შემდგომში "მენარდე"); და

სს "სამშემებლო კომპანია თბილისი"  (ს/კ:211752272, მისამართი: ქ. თბილისი, ___________) წარმოდგენილი მისი დირექტორის გონელი ყურაშვილის (პ/ნ 01009005396) და მეურვის, აღსრულების ეროვნული ბიუროს (წარმომადგენელი ____________) მიერ (შემდგომში "ამხანაგობა ბაგები 504-ის წევრი" ან "ამხანაგობის წევრი").

შემკვეთი და მენარდე მემორანდუმში მოიხსენებიან როგორც "მხარეები", ხოლო ამხანაგობა ბაგები 504-ის წევრი, კი, როგორც "დამატებითი მხარე".

მხარეები და დამატებითი მხარე შეთანხმდნენ დადონ წინამდებარე მემორანდუმი შემდეგი პირობებით:

1.         ხელშეკრულების საგანი
1.1.      მხარეები აცხადებენ, რომ მათ შორის ძირითადი ნარდობის ხელშეკრულება გაფორმდება წინამდებარე მემორანდუმზე მხარეთა ხელმოწერების შემდეგ, 6 თვიანი ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს ორი კვირის ვადაში. ძირითადი ხელშეკრულების გაფორმება შესაძლებელია მემორანდუმის გაფორმებიდან დადგენილი 6 თვიანი ვადის ამოწურვამდეც. იმ შემთხვევაში, თუ მენარდის ბრალეულობის გარეშე შეუძლებელი იქნება აუდიტორული დასკვნისა და საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის მიღება მემორანდუმის გაფორმებიდან 6 თვიან ვადაში, მაშინ ძირითადი ხელშეკრულების გაფორმების ვადა გადაიწევს დამატებით 1 თვით, ხოლო დასკვნების 6 თვემდე ადრე დასრულების შემთხვევაში, ძირითადი ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს 6 თვიან ვადაზე ადრეც, დასკვნების გაცემიდან ორი კვირის ვადაში.
1.2.      შემკვეთი ავალებს, ხოლო მენარდე კისრულობს შეასრულოს სამშენებლო სამუშაოები თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ დამტკიცებული პროექტისა და სათანდო ნებართვების შესაბამისად თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე, ავტოგასამართი სადგურის პირდაპირ, #01.14.14.003.122 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 10 998.00 კვ/. ფართის მიწის ნაკვეზე. ამ მიზნისათვის, მენარდე ვალდებულია უზრუნველყოს სათანადო სპეციალისტების მიერ არქიტექტურული პროექტის დამზადება/კორექტირება წინამდებარე მემორანდუმზე ხელმოწერიდან არა უგვიანეს 6 თვისა და წარადგინოს არქიტექტურის საქალაქო სამსახურში მშენებლობის ნებართვის მისაღებად;
1.3.      სამშენებლო სამუშაოები შესრულდება მენარდის მასალითა და ფინანსებით, სამშენებლო სამუშაოების შესრულების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას სრულად იღებს მენარდე;
1.4.      ძირითად ხელშეკრულებაში სამშენებლო სამუშაოების მოცულობა და ღირებულება განისაზღვრება შემკვეთის საკუთრებაში მყოფ მიწის ნაკვეთზე, რომლის საკადასტრო კოდია #01.14.14.003.122, თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ დამტკიცებული და ამავე სამსახურის მიერ გაცემული ბრძანებით შეთანხმებული პროექტით დადგენილი სამშენებლო სამუშაოების ღირებულებით;
1.5.      შემკვეთი ვალდებულია, მენარდეს შესრულებული სამშენებლო სამუშაოების ღირებულების თანხა გადაუხადოს ნატურით და მას გადასცეს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების სრულად და ზედმიწევნით შესრულების სანაცვლოდ, შემკვეთის საკუთრებაში არსებული 10 998.00 კვ/. ფართის მიწის ნაკვეთზე, რომლის საკადასტრო კოდია #01.14.14.003.122 აშენებულ კორპუსებში შემკვეთისათვის განკუთვნილი 16 540 კვ/. საცხოვრებელი ფართისა (რომელიც განაწილდება ამხანაგობა ბაგები 502-ის წევრებზე) და ამხანაგობასთან სასყიდლიანი ხელშეკრულებით დაკავშირებულ პირებზე გადასაცემი ფართის გარდა ყველა დარჩენილი ფართი. მხარეები აცხადებენ, რომ ამხანაგობა "ბაგები 504"-თან დაკავშირებული პირების მიერ მათთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული დარჩენილი შემოსატანი თანხის ამოღებას უზრუნველყოფს თავად "მენარდე". მხარეები თანხმდებიან, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ამხანაგობასთან სასყიდლიანი ხელშეკრულებით დაკავშირებული პირებიდან რომელიმე მათგანი დაარღვევს მასზე დაკისრებული შემონატანის განხორციელების ვალდებულებას და შეწყვეტს ხელშეკრულებას, ამხანაგობასთან სასყიდლიანი ხელშეკრულებით დაკავშირებულ პირებზეგადასაცემ ფართს გამოაკლდება ასეთი პირისათვის (პირებისათვის) გადასაცემი ფართის ოდენობა და ეს ფართი გადაეცემა "მენარდეს", ასეთი პირის(ების) მიმართ, მის (მათ) მიერ გადახდილი თანხების დაბრუნებაზეც ვალდებულებას იღებს "მენარდე"; მხარეები აცხადებენ, რომ ამხანაგობასთან სასყიდლიანი ხელშეკრულებით დაკავშირებულ პირებიდანთითოეულ მათგანთან ურთიერთობას გაარკვევს მენარდე და იმ შემთხვევაში, თუკი აღმოჩნდება, რომ რომელიმე მათგანს ხელშეკრულება კანომდებლობის დაცვით არ აქვს გაფორმებული ან ვერ წარმოადგენს გადახდის დამადასტურებელ შესაბამის დოკუმენტს, ასეთი პირისათვის გადასაცემი ფართის ოდენობა გამოაკლდება ამხანაგობასთან სასყიდლიანი ხელშეკრულებით დაკავშირებულ პირებზე გადასაცემ ფართს და ეს ფართი გადაეცემა მენარდეს საკუთრებაში ყველა დანარჩენ ფართთან ერთად;
1.6.      შემკვეთისათვის გადასაცემი ფართების იდენტიფიცირება მომხდარია თანასაკუთრების ტაბულითა და განშლის ოქმით, რომელიც შედგენილია ამხანაგობის მიერ 2005 წლის 10 ივლისს, რასაც ეთანხმება მენარდე, ხოლო არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული სამშენებლო სამუშაოებისათვის სამშენებლო ნებართვის გაცემის შემდგომ დაზუსტდება ეს ფართები შეთანხმებული პროექტისა და თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული ბრძანების შესაბამისად;
1.7.      მხარეები თანხმდებიან, რომ შემკვეთისა და მენარდისათვის სამშენებლო კორპუსებში არსებული ფართების ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაცემა (განშლა) მოხდება ძირითადი ხელშეკრულების გაფორმებისა და თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული ბრძანების გაცემიდან არაუგვიანეს ორი კვირის განმავლობაში, რითაც მხარეები დადებენ ძირითად ხელშკრულებას და დააზუსტებენ განშლის დოკუმენტს არქიტექტურული კორექტირებული პროექტის შესაბამისად. განშლა განხორციელდება ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურთან შეთანხმებული პროექტის შესაბამისად და აღნიშნულ პროექტში ავტოსადგომებად და კომერციულ ფართად განსაზღვრულ ფართებზე, რაც განსაზღვრული იქნება, როგორც მენარდეზე გადასაცემი ფართი, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდება განკარგვის შეზღუდვა შემკვეთის სასარგებლოდ მანამ, სანამ მენარდე არ განახორციელებს სამშენებლო ობიექტის შავი კარკასის სრულად გადახურვას;
1.8.      მენარდე ვალდებულია სამშენებლო სამუშაოები დაიწყოს ძირითადი ხელშეკრულების გაფორმებიდან ორი კვირის ვადაში;
1.9.      წინამდებარე მემორანდუმის გაფორმებიდან ორი კვირის ვადაში მენარდე ვალდებულია მოახდინოს მოსამზადებელი სამუშაოების დაწყება;
1.10.    წინამდებარე მემორანდუმის გაფორმებიდან ორი კვირის ვადაში მენარდე ვალდებულია გააფორმოს ხელშეკრულება საინჟინრო ექპსერტიზის და აუდიტორული დასკვნის ჩასატარებლად;
1.11.    შემკვეთის ამხანაგობის წევრები არ გაასხვისებენ მათთვის გადაცემულ ფართებს ან/და წილს მესამე პირებზე, ვიდრე წერილობით არ შესთავაზებენ კუთვნილი ფართების ან/და წილის შეძენას მენარდეს (უპირატესი შესყიდვა). უპირატესი შესყიდვის პირობებისათვის მენარდისაგან წერილობითი პასუხის მიღებაზე მხარეთა შორის დადგენილია ორ კვირიანი (14 კალენდარული დღე) ვადა. აღნიშნული უპირატესი შესყიდვის უფლება იმოქმედებს მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღებამდე. ამასთანავე, წილის ან/და ფათის ახალი შემძენი ვალდებულია დაეთანხმოს წინამდებარე მემორანდუმის და/ან ძირითადი ხელშეკრულების პირობებს და შეასრულოს მათში გათვალისწინებული ყველა და ნებისმიერი უფლება-მოვალეობები, რომელიც მასზე გადადის წილის ან/და კუთვნილი ფართის შეძენისას;
1.12.    მხარეებისათვის ცნობილია, რომ თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე, ავტოგასამართი სადგურის პირდაპირ, #01.14.14.003.122 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 10 998.00 კვ/. ფართის მიწის ნაკვეზე არსებობს სასამართლოს მიერ დადებული ყადაღა და მხარეები აცხადებენ, რომ მენარდე იზრუნებს ყადაღისაგან ქონების გამოსათავისუფლებლად, ხოლო ამხანაგობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაეხმარება მენარდეს ქონების ყადაღისაგან გამოსათავისუფლებლად, რათა საფრთხე არ შეექმნას ძირითადი ხელშეკრულების დადებას;
1.13 მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ მიწის ნაკვეთზე გამოვლენილ ყოველგვარ შეზღუდვაზე (ყადაღა და ა.შ.), იმ შემთხვევაში, თუ ასეთი შეზღუდვა ინიცირებული იქნება შემკვეთის წევრების მიერ, პასუხისმგებლობა ეკისრება შემკვეთს, სხვა შემთხვევაში, ნებისმიერი მესამე პირის მიერ ამხანაგობის წინააღმდეგ დავის დაწყების ან რაიმე პრეტენზიის წარდგენის შემთხვევაში, მენარდე იღებს პასუხისმგებლობას შეაფასოს ასეთი პრეტენზიის სამართლებრივი შინაარსი (გონივრულობა) და დააკმაყოფილოს პრეტენზიის ავტორი, ან თუ საჭირო გახდება შემკვეთის მიერ გაცემული სასამართლო მინდობილობის საფუძველზე აწარმოოს მოლაპარაკება და/ან სასამართლო დავა ასეთი მესამე პირების წინააღმდეგ.

2.         მემორანდუმის მოქმედების ვადა
2.1.      წინამდებარე მემორნდუმის ვადა განისაზღვრება წინამდებარე მემორანდუმის 1.1 პუნქტით დადგენილი პერიოდით. აღნიშნულ ვადაში უნდა მოხდეს ძირითადი ხელშეკრულების დადება, რომლის მოქმედების ვადა იწყება მისი გაფორმებისა და მხარეთა მიერ ხელმოწერიდან და მშენებლობის ვადა განისაზღვრება 36 თვის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არქიტექტურის სამსახურის მიერ ძირითადი ხელშეკრულების დადების დროისათვის არ იქნა გაცემული მშენებლობის ნებართვა და არ იქნა გაცემული კანონმდებლობით დადგენილი წესით სამშენებლო დოკუმენტაცია ადმინისტრაციული ორგანოების მიერ, მენარდისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, მაშინ ძირითადი ხელშეკრულების ვადა გადაიწევს ასეთი დოკუმენტაციის შედგენიდან 36 თვის ვადით. სამშენებლო სამუშაოების ვადა განისაზღვრება სამშენებლო სამუშაოების დაწყებიდან 36 თვის განმავლობაში. სამშენებლო სამუშაოების დაწყება მენარდეს ევალება სამშენებლო დოკუმენტაციის შედგენიდან არაუგვიანეს ორი კვირის ვადისა. 36 თვეში მოიაზრება აშენებული შენობების მოსაპირკეთებელი სამუშაოების და მისი ექსპლუატაციის მიღების ვადა;
2.2.      წინამდებარე მემორანდუმის 1.1 მუხლში განსაზღვრული ვადის განმავლობაში, შემკვეთს ეკრძალება სხვა პოტენციურ მენარდესთან მოლაპარაკების წარმოება წინამდებარე მემორანდუმის საგანში განსაზღვრულ მშენებლობასთან დაკავშირებით, აღნიშნული შეზღუდვა ძალას კარგავს იმ შემთხვევაში, თუ მენარდის მიერ დარღვეული იქნება მემორანდუმის რომელიმე მუხლი ან/და ვადა;
2.3.      წინამდებარე  მემორანდუმის 1.1. პუნქტით განსაზღვრული ვადის 6+1 თვე  გასვლის შემდგომ ძირითადი ხელშეკრულების დადებამდე, მენარდე თუკი საინჟინრო დასკვნების საფუძველზე ან/და სხვა მიზეზით გადაწყვეტს, რომ აღარ დადოს ძირითადი ხელშეკრულება და არ გააგრძელოს სამშენებლო სამუშაოები, მხარეებს ერთმანეთის მიმართ არ წარმოეშობათ არანაირი სახის პრეტენზიები და დაშორდებიან ერთმანეთს, ამასთანავე მენარდე აცხადებს, რომ მას ამხანაგობის მიმართ არ ექნება მის მიერ მემორანდუმის მოქმედების განმავლობაში დახარჯული თანხების ან/და სხვა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა.

3.         უფლებები და ვალდებულებები
3.1. შემკვეთი უფლებამოსილია:
3.1.1. მენარდეს მოსთხოვოს 10 000 000 აშშ დოლარის ოდენობის თანხაზე საბანკო გარანტიის წარმოდგენა წინამდებარე მემორანდუმის 3.4.22 მუხლში განსაზღვრული პირობებით, ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდისა და შენობის ექსპლუატაციაში შესვლამდე ვადით. აკონტროლოს მენარდის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შერულება და ნებისმერ დროს მოითხოვოს ინფორმაცია ნებისმიერი ვალდებულების შესრულების შესახებ, გარდა ფინანსური და კონფიდენციალური დოკუმენტაციისა;
3.1.2. მოთხოვოს მენარდეს სამშენებლო სამუშაოთა ამსახველი დოკუმენტაციის წარმოება და მისგან მიიღოს ყველა ის დოკუმენტი, რომელიც ასახავს სამშენებლო სამუშაოების წარმოებას, გარდა ფინანსური და კონფიდენციალური დოკუმენტაციისა;
3.1.3. მოსთხოვოს მენარდეს ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, დაშვებული ხარვეზის გამოსწორება შემკვეთის მიერ დათქმულ ვადაში, ხოლო ამ ვადის უშედეგოდ ამოწურვის შემთხვევაში მოითხოვოს კანომდებლობისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულება;
3.1.4. მენარდის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი ან/და სრული შეუსრულებლობა უნდა დადასტურდეს მხარეთა მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, ან ასეთ დოკუმენტს უთანაბრდება შესაბამისი გამოცდილების მქონე ექსპერტის მიერ გაცემული საინჟინრო დასკვნა, რომელიც დაადგენს მენარდის მიერ ძირითადი ხელშეკრულებით გაფორმებული ვალდებულების სრულად ან/და არაჯეროვნად შესრულების ფაქტ;
3.1.5. მოსთხოვოს მენარდეს ამხანაგობისათვის გადასაცემი 16 540  კვ/. საცხოვრებელი ფართის (რომელიც განაწილდება ამხანაგობა ბაგები 502-ის წევრებზე) ..  «შავი კარკასის»  მდგომარეობაში გადაცემა, ხოლო ამხანაგობასთან სასყიდლიანი ხელშეკრულებით დაკავშირებულ პირებზე გადასაცემი ფართის იმ  მდგომარეობაში გადაცემა, რაც მიეთითება მათ ხელშეკრულებებში. ..  «შავი კარკასის» მდგომარეობაში მოიაზრება შემდეგი:
·         შენობის სრული კარკასის აღმართვა;                                           
·         ფასადის მოპირკეთება;
·         ექსტერიერზე მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების ჩამონტაჟება ორმაგი შემინვით;
·         ჭერის სიმაღლე 3 მეტრი;
·         ყველა აუცილებელი კომუნიკაციების: კანალიზაციის, წყალგაყვანილობის, ელექტრო, გაზის დგარების დამონტაჟება და ქსელში ჩართვა;
·         თითოეული ბინის შესასვლელი რკინის კარებით აღჭურვა;
·         აივნებზე მოაჯირების მოწყობა;
·         საერთო სარგებლობის ფართების (სადარბაზოების, კიბის უჯრედების, სახურავის, ლიფტების) დამონტაჟება, ჩამონტაჟება, საერთო ქსელში ჩართვა, მოპირკეთება და შეღებვა;
·         მისასვლელი გზისა და ეზოს კეთილმოწყობა.

3.2 შემკვეთი ვალდებულია:
3.2.1. გადასცეს მენარდეს მის ხელთ არსებული სამუშაოთა შესრულებისთვის საჭირო დოკუმენტაცია წინამდებარე მემორანდუმის ხელმოწერის მომენტიდან 3 დღის ვადაში, ამასთანავე, ხელი შეუწყოს მენარდეს მის მიერ არქიტექტურის სამსახურში სათანადო ნებართვების მოსაპოვებლად თავისი კომპეტენციის ფარგლებში, რათა მენარდემ შეძლოს მშენებლობის წარმოებისათვის არქიტექტურის საქალაქო სამსახურიდან მშენებლობის ნებართვის მიღება დროში გაჭიანურების გარეშე;
3.2.2 საჭიროებისამებრ მოიწვიოს ამხანაგობის საერთო ან/და გამგეობის კრებები, მენარდისა ან/და არქიტექტურის სამსახურის მიერ მითითებულ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად (მაგ; არქიტექტურის სამსახურის მიერ დადგენილი ხარვეზის გამოსასწორებლად). მენარდის მიერ მითითებულ ვადაში ამხანაგობის საერთო ან/და გამგეობის კრების მოწვევაზე უარის თქმის შემთხვევაში, მენარდეს უფლება ეძლევა ამხანაგობის საერთო ან/და გამგეობის კრების მიერ მისაღებ საკითხებზე გადაწყვეტილება ჩათვალოს მიღებულად და ამხანაგობის საერთო ან/და გამგეობის კრების გარეშე თავად განახორციელოს შესაბამისი ქმედება (ოფერტი და აქცეპტი დუმილით);
3.2.3 ჩაიბაროს მენარდის მიერ პროექტთან შესაბამისობაში შესრულებული სამუშაო;
3.2.4 თავისი კომპეტენციის ფარგლებში არ დაუშვას მენარდის, მისივე კომპანიის ხელმძღვანელი პირებისა და მასთან მომუშავე პერსონალის მიმართ მათი უფლებების ხელყოფა. ამასთან, გადასცეს სხვა პირებისაგან თავისუფალი მიწის ნაკვეთი და სამშენებლო მოედანი სამშენებლო სამუშაოების საწარმოებლად;
3.2.5 იქონიოს მიწის ნაკვეთი უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო მდგომარეობაში მშენებლობის დასრულებამდე;
3.2.6  შემკვეთს ეკრძალება თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე ავტოგასამართი სადგურის პირდაპირ მდებარე და შემკვეთის საკუთრებაში არსებული 10 998.00 კვ/. ფართის მიწის ნაკვეთის, რომლის საკადასტრო კოდია #01.14.14.003.122 გაყიდვა, გაცვლა, გაჩუქება, იპოთეკით ან/და სხვაგვარი (სერვიტუტით) დატვირთვა, ასევე გაყოფა, ვიდრე არ დამთავრდება მშენებლობა. მშენებლობის დამთავრების შემდგომ მიწის ნაკვეთი გადავა ყველა იმ თანამესაკუთრის თანასაკუთრებაში შესაბამისი წილის პროპორციულად, ვისი თანასაკუთრებაც იქნება აშენებულ კორპუსში.

3.3. მენარდეს უფლება აქვს:
3.3.1. მოთხოვოს შემკვეთს მის ხელთ არსებული სამშენებლო და ამხანაგობის ურთიერთობის ამსახველი დოკუმენტაციის გადაცემა წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 დღიან ვადაში; მოითხოვოს დამტკიცებული არქიტექტურული კორექტირებული პროექტის შესაბამისად მისთვის გადასაცემი ფართებზე განშლის ოქმის შედგენა და მისთვის გადაცემა ძირითად ხელშეკრულებასთან ერთად;
3.3.2. შემკვეთთან დამატებითი შეთანხმების გარეშე მოახდინოს არქიტექტურული პროექტის კორექრირება და, ობიექტი მიაღებინოს შესაბამის სამსახურებს ექსპლუატაციაში ძირითადი ხელშეკრულების მოქმედების ვადაზე ადრე;
3.3.3. სამშენებლო სამუშაოები აწარმოოს თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ დამტკიცებული პროექტის შესაბამისად, ამასთანავე არ უნდა შემცირდეს მშენებლობის მოცულობა და შემკვეთისათვის გადასაცემ ფართების ოდენობა;
3.3.4.  მოსთხოვოს შემკვეთს წინამდებარე მემორანდუმით გათვალისწინებული პირობებით, უფლებრივად უნაკლო მიწის ნაკვეთის მისთვის მშენებლობის სამუშაოების საწარმოებლად გადაცემა, რათა ძირითადი ხელშკრულების დადება მოხდეს უფლებრივად უნაკლო ნივთზე;
3.3.5. მენარდეს უფლება არ აქვს იპოთეკით დატვირთოს ამხანაგობის კუთვნილი მიწის ნაკვეთი, ან/და მისთვის სამომავლოდ გადასაცემი ფართები;
3.3.6. დამოუკიდებლად განსაზღვროს ამა თუ იმ მოქმედების განხორციელების აუცილებლობა წინამდებარე ხელშეკრულების მიზნის მისაღწევად და განახორციელოს ეს მოქმედებები;
3.3.7. მოიზიდოს მესამე პირები (მათ შორის ბანკი) საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ფინანსირებისათვის, თუკი ეს არ არღვევს წინამდებარე ხელშეკრულების მხარეთა კანონიერ უფლებებს და ინტერესებს;
3.3.8. სამშენებლო პროცესიდან გამომდინარე, თავისი შეხედულებისამებრ, განახორციელოს პროექტის როგორც ვიზუალური, ისე ტექნიკური კორექტირება და მოსთხოვოს შემკვეთს შესაბამისი დოკუმენტაციის შექმნა (კრების ოქმი, ნებართვა და ა.შ.) ადმინისტრაციული ორგანოებიდან სათანადო ნებართვის მისაღებად. ამასთან, შემკვეთს არა აქვს უფლება უარი განაცხადოს ასეთი დოკუმენტის გაცემაზე;
3.3.9 განახორციელოს მხოლოდ ფიზიკურად აშენებული და გადახურული (რაშიც მოიაზრება სართულის გადახურვა) ფართის მისთვის გადასაცემი წილის რეალიზაცია. .

3.4 მენარდე ვალდებულია:
3.4.1. აღმართოს შენობა მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის ყველა სამშენებლო ნორმისა და ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის დაცვით და გადასცეს ამხანაგობას მისთვის განკუთვნილი ყველა ფართი .. «შავი კარკასის» მდგომარეობაში, რაშიც იგულისხმება წინამდებარე მემორანდუმის 3.1.5 პუნქტში არსებული ჩამონათვალის მდგომარეობაში ფართების გადაცემა;
3.4.2. სამშენებლო სამუშაოები აწარმოოს შეთანხმებული პროექტის დაცვითა და იმის გათვალისწინებით, რომ სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების წარმოებისას დაიცვას მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის ყველა სამშენებლო ნორმა და ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაცია, ასევე მშენებლობაზე ზედამხედველი სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენელთა მითითებანი და რეკომენდაციები, რათა არ მოხდეს სამშენებლო სამუშაოთა წარმოების ეტაპზე დაჯარიმება პროექტის დარღვევის გამო და მშენებლობის წარმოების შეჩერება. დაჯარიმების შემთხვევაში ჯარიმის თანხას გადაიხდის მენარდე (მიუხედავად იმისა, რომ ჯარიმა გამოწერილი იქნება დამკვეთზე, ანუ ამხანაგობაზე);
3.4.3. მოახდინოს სამშენებლო სამუშაოთა წარმოების  სრული უზრუნველყოფა  ფინანსებით, მასალით, მოწყობილობებითა და მუშახელით, აგრეთვე სხვა ობიექტებითა და ინვენტარით, რაც საჭირო იქნება ძირითადი ხელშეკრულებით ნაკისრი ნარდობის სამუშაოთა წარმოებისათვის. ამასთან, მენარდე ვალდებულია იქონიოს არქიტექტურული პროექტის შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაცია, რომელსაც არ ესაჭიროება არქიტექტურის სამსახურის მიერ შეთანხმება, თუმცა საჭიროა სამშენებლო სამუშაოების საწარმოებლად მათ შორის კონსტრუქციული და ხარჯთაღრიცხვის პროექტი და სხვა ტექნიკური პროექტები (ელექტრო მომარაგების, წყალკანალი, ვენტილაცია), რაც საჭიროა შენობის აღმართვისა და ექსპლუატაციაში მისაღებად;
3.4.4. შეთანხმებული პროექტის თანახმად მოახდინოს გათვალისწინებული შენობის ექსტერიერის (ფასადი) დასრულება (მათ შორის სამღებრო და მოსაპირკეთებელი სამუშაოების ჩათვლით), კიბის უჯრედების დასრულება, წყალკანალისა  და ელექტროგაყვანილობის დანადგარების, აგრეთვე ბუნებრივი აირის დგარების დამონტაჟება, რომელიც შეერთებული იქნება ცენტრალურ სადენებთან;
3.4.5. თითოეულ სადარბაზოში დაამონტაჟოს ლიფტები და გადასცეს ამხანაგობას მუშა მდგომარეობაში;
3.4.6. შენობის აივნებზე დაამონტაჟოს მოაჯირები;
3.4.7.  მოახდინოს სართულების ბლოკით შევსება;
3.4.8. მოაწყოს შენობის მინუს სართულებზე ავტოსადგომები;
3.4.9. კიბის უჯრედების საფეხურები მოაწყოს, კიბის უჯრედში გალესოს და მოაპირკეთოს კედლები, ასევე სადარბაზოს იატაკი მოაპირკეთოს;
3.4.10. ჩაამონტაჟოს ბინებში შესასველი კარები საკეტით და იმ ფართების კარების საკეტები, რომელნიც შემკვეთისათვის იქნება გადასაცემი, გადასცეს შემკვეთს;
3.4.11. ყველა ფართის გარე პერიმეტრზე ჩასვას მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა ორმაგი მინა-პაკეტით, არსებული პროექტის შესაბამისად;
3.4.12. მიმდებარე ტერიტორია კეთილმოაწყოს, შენობის ირგვლივ მოასფალტების, გამწვანებისა და განათების ჩათვლით;
3.4.13. განახორციელოს ყველა სხვა მოქმედება, რაც საკმარისი იქნება არქიტექტურის სამსახურის მიერ შეთანხმებული პროექტის შესაბამისად შენობის აღმართვისა (აშენების) და მისი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით ექსპლუატაციაში მიღებისათვის;
3.4.14. მოახდინოს ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პროექტის შესაბამისად აღმართული შენობის ექსპლუატაციაში მიღების უზრუნველყოფა;
3.4.15. დაუყოვნებლივ შეატყობინოს შემკევთს, იმ გარემოებათა შესახებ, რომლებიც აფერხებენ სამუშაოთა მიმდინარეობას ან შეუძლებელს ხდიან მათ შემდგომ გაგრძელებას, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
3.4.16. შემკვეთის მითითებების საფუძველზე უსასყიდლოდ გამოასწოროს  სამუშაოს ნაკლი და დეფექტები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რომელიც შეუსაბამო იქნება ხელშეკრულების პირობებთან და არსებულ პროექტთან მიმართებაში;
3.4.17. შეასრულოს სამუშაო საკუთარი რისკის ხარჯზე;
3.4.18. გადაიხადოს ყოველგვარი დავალიანება, რაც წარმოიშობა შემკვეთის წინაშე არქიტექტურული პროექტის მიღებასთან და მშენებლობასთან დაკავშირებით;
3.4.19. შეუდგეს სამუშაოს ძირითადი ხელშეკრულების გაფორმებიდან და შესაბამისი მშენებლობის ნებართვის მიღებიდან ორი კვირის ვადაში;
3.4.20. დაასრულოს სამშენებლო და მოსაპირკეთებელი სამუშაობი  ხელშეკრულების ხელმოწერიდან 36 თვეში. ამასთანავე ეს ვადა გადაიწევს იმ შეფერხების ვადით, რაც წარმოიქმნება მენარდის ბრალის გარეშე, შემკვეთის მოქმედებების შედეგად, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
3.4.21.  მშენებლობა აწარმოოს არარადიაციული და ეკოლოგიური მასალით. აღნიშნულის კონტროლს განახორციელებს შემკვეთი;
3.4.22. ძირითადი ხელშეკრულების ხელმოწერიდან 7 დღის ვადაში წარუდგინოს შემკვეთს 10 000 000 აშშ დოლარის ოდენობის საბანკო გარანტია, რომელიც უზრუნველყოფს მენარდის მიერ ძირითადი ხელშეკრულების შესაბამისად ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, კერძოდ სამშენებლო ობიექტის მშენებლობას და მის ექსპლუატაციაში მიღებას. იმ შემთხვევაში, თუ ზემოხსენებულ ვადაში ვერ მოხდება საბანკო გარანტიის წარმოდგენა, ძირითადი ხელშეკრულება არ შევა კანონიერ ძალაში, ასევე წინამდებარე მემორანდუმი დაკარგავს იურიდიულ ძალას და მხარეები არ იქნებიან ვალდებულნი ერთმანეთს აუნაზღაურონ მათ მიერ წინამდებარე მემორანდუმის ფარგლებში დახარჯული თანხა ან ნებისმიერი ზიანი;
3.4.23. გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა საშუალება, რათა მიაღწიოს სამშენებლო ტერიტორიაზე ღია ავტოსადგომის მოწყობას;
3.4.24. მემორანდუმის 3.4.8 მუხლში განსაზღვრული ავტოსადგომებიდან არ გაასხვისოს მინიმუმ 100 ავტოსადგომი მესამე პირებზე, ვიდრე წერილობით არ შესთავაზებ აღნიშნული ავტოსადგომების შეძენას შემკვეთს (უპირატესი შესყიდვა). უპირატესი შესყიდვის პირობებისათვის შემკვეთისაგან წერილობითი პასუხის მიღებაზე მხარეთა შორის დადგენილია 30 დღიანი ვადა. აღნიშნული უპირატესი შესყიდვის უფლება იმოქმედებს მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღებამდე;
3.4.25. შემკვეთის წერილობითი თანხმობის გარეშე არ გაასხვისოს მის მიერ განშლის შესაბამისად საკუთრებაში მიღებული ის ფართი, რომელიც ჯერ ფიზიკურად არ არის აშენებული, ასევე კომერციული ფართი და ავტოსადგომები,  წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა ასეთი ნასყიდობა ჩაითვლება ბათილად და იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელი გახდება გასხვისებული ფართის უკან დაბრუნება, იგი ვალდებული იქნება შემკვეთისა და მენარდის საერთო საბანკო ანგარიშზე განათავსოს ასეთი ნასყიდობის შედეგად გასხვისებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება, რომლის განკარგვის უფლება მენარდეს მიეცემა სამშენებლო ობიექტის შავი კარკასის სრულად გადახურვის შემდეგ.

3.5 დამატებითი მხარე ვალდებულია:
3.5.1 წინამდებარე მემორანდუმის ხელმოწერიდან 3 დღის ვადაში გადასცეს მენარდეს სამშენებლო და ამხანაგობის ურთიერთობის ამსახველი დოკუმენტაცია;
3.5.2 წინამდებარე მემორანდუმის ხელმოწერიდან 30 დღის ვადაში გადასცეს მენარდეს მოთხოვნის უფლების დათმობის დოკუმენტი და/ან მოთხოვნის უფლება და ვალდებულებები იმ უძრავ ქონებასთან მიმართებაში, რაც განსაზღვრულია ამხანაგობაში, როგორც მისი წილი. იმ შემთხვევაში, თუ მენარდე ვერ შეასრულებს მის მიერ წინამდებარე მემორანდუმით და/ან ძირითადი ხელშეკრულების შესაბამისად ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას სრულად, ის უფლების დათმობის დოკუმენტი, რომელსაც სს „სამშენებლო კომპანია თბილისი“ გადასცემს მენარდეს დაკარგავს იურიდულ ძალას და იქნება ბათილი.

4. პირგასამტეხლო
4.1 მხარეები თანხდებიან, რომ მენარდის მიერ ძირითადი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებამდე და შენობის ექსპლუატაციაში მიღებამდე მენარდეს გადაეცემა ფართები საკუთრებაში წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული შეზღუდვებით;
4.2. იმ შემთხვევაში, თუკი მენარდე არ დაასრულებს სამშენებლო სამუშაოებს და შენობა ექსპლუატაციაში არ იქნება მიღებული, შემკვეთს შეუძლია მოითხოვოს საბანკო გარანტიის თანხის ის ნაწილი, რაც საჭირო იქნება სამშენებლო სამუშაოების დასასრულებლად;
4.3. იმ შემთხვევაში, თუ მენარდის ბრალეული ქმედების გარეშე, შემკვეთი უარს განაცხადებს ძირითადი ხელშეკრულების გაფორმებაზე წინამდებარე მემორანდუმში განსაზღვრული და დამატებითი გონივრული პირობებით (რასაც უნდა დაეთანხმოს ორივე მხარე), მენარდე უფლებამოსილია დააკისროს შემკვეთს პირგასამტეხლო, მის მიერ გაწეული ხარჯის სამმაგი ოდენობით. აღნიშნული წარმოადგენს მენარდის უფლებამოსილებას და არა შემკვეთის ვალდებულებას. პირგასამტეხლოს დაკისრება ვერ მოხდება იმ შემთხვევაში, თუ შემკვეთი უარს განაცხადებს ძირითადი ხელშეკრულების გაფორმებაზე იმ დამატებითი პირობების მიუღებლობის გამო, რაც არ არის განსაზღვრული წინამდებარე მემორანდუმში.

5. მხარეთა პასუხისმგებლობა
5.1. სამუშაო ობიექტის ან მისი ნაწილის შემთხვევითი დაღუპვის რისკი გადადის მენარდეზე. ეს რისკი გადადის შემკვეთზე მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოს თაობაზე მიღება-ჩაბარების აქტის შედგენიდან მეორე დღეს ანუ ფართების საკუთრებასა და სარგებლობაში გადაცემისა და შენობის ექსპლუატაციაში მიღებიდან მეორე დღესვე;
5.2. მემორანდუმით დადგენილი პირობების შესაბამისად, თავისი ვალდებულების შეუსრულებლობისთვის ან არასათანადო შესრულებისთვის მხარეები აგებენ პასუხს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

6. ფორს-მაჟორი
6.1. მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან ამ მემორანდუმით გათვალისწინებული ვალდებულებების სრული ან ნაწილობრივი შეუსრულებლობისთვის, თუ ეს სტიქიური და ტექნოლოგიური კატასტროფების, საომარი მოქმედების, ხელისუფლების აქტების და სოციალური აფეთქებებით გამოწვეული დაუძლეველი ძალის შედეგია და თუ ეს მოვლენები დაიწყო და განვითარდა ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ;
6.2. ამასთან მემორანდუმის შესრულების ვადა გადაიწევს იმ დროის თანაზომიერად, რომლის განმავლობაშიც გრძელდებოდა მითითებული გარემოებები. თუკი ასეთი გარემოება გაგრძელდა 6 (ექვს) თვეზე მეტი ვადით, ორივე მხარეს აქვს უფლება გააუქმოს ეს ხელშეკრულება.

7. დავათა გადაჭრის წესი
7.1. მემორანდუმის პირობების შესრულება მხარეთათვის სავალდებულოა და წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს;
7.2. მემორანდუმთან დაკავშირებით წამოჭრილი ყველა დავა და უთანხმოება გადაიჭრება  მხარეთა შორის მოლაპარაკების გზით. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარეები მიმართავენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ზომებს.

8. მემორანდუმის პირობების შეცვლა
8.1. ეს მემორანდუმი შეიძლება შეიცვალოს, გაუქმდეს ან მიჩნეულ იქნეს ბათილად მოქმედი კანონმდებლობით გათვალიწინებული საფუძვლებით ან მხარეთა შეთანხმებით, მემორანდუმის ნებისმიერი ცვლილება და დამატება ძალაშია თუ ისინი შესრულებულია წერილობითი ფორმით და ხელმოწერილია მხარეთა მიერ.

9. მემორანდუმის სხვა პირობები
9.1. თუ მემორანდუმის ნებისმიერი მუხლი ან მისი ნაწილი, რაიმე კანონის ძალით აღმოჩნდა ძალადაკარგული, იგი ჩაითვლება მემორანდუმში არარსებულად. ამასთან ყველა დანარჩენი მუხლი ძალაში დარჩება;
9.2 მხარეთა მიერ წინამდებარე მემორანდუმთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის (შეტყობინების) მიღება-გადაცემა უნდა განხორციელდეს მხარეთა რეკვიზიტებში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე. აღნიშნული საჭიროებს მეორე მხარის მიერ მისი მიღების ამავე ფორმით დადასტურებას.
9.3. წინამდებარე მემორანდუმი შედგენილია 3 ეგზემპლარად, რომელთაც აქვთ თანაბარი იურიდიული ძალა, თითოეული მხარისთვის გადასაცემად.

10. მხარეთა ხელმოწერები
შემკვეთი                                                                  
___________________________________
მენარდე
___________________________________
სს “სამშენებლო კომპანია თბილისი“
___________________________________
აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი
___________________________________