Monday 31 January 2022

 მოგესალმებით მეგობრებო,


5 დღის წინ დავდეთ მშენებლობის ფოტოები, მაგრამ იმის გამო, რომ თვის ბოლოა, ამასთან, ტემპმა იმატა _ საგრძნობია 5 დღის მუშაობის შედეგები (თვითონ შეადარეთ).

ფილისთვის (საძირკვლის ბალიში) იგება არმატურა „ა“, „ბ“ და „გ“ სადარბაზოს ადგილზე (ბეტონის ჩასხმა უნდა მოხდეს ერთობლივად):


„აპალოვკიანი“ 3 ორმო ლიფტისთვისაა და იქ არ ისხმება ბეტონი:



„ა“ სადარბაზოს ადგილზე მიმდინარეობს ბეტონის ზედაპირზე მიწისგან მოშორების სამუშაოები ხელით, რადგან არსებულ სპეცტექნიკას საშინელი ხმა აქვს და ამან შეიძლება შეგვიწუხოს ჩვენი „ძვირფასი“ მეზობლები:




არმატურის მასალა საკმარისადაა:




ხიმინჯების ჩასმა გრძელდება „თ“ სადარბაზოს ადგილზე:




არც ეზოს შიგნითა მხარეა მოცდენილი _ „ი“ და „კ“ სადარბაზოების ადგილზე მიმდინარეობს ბეტონის ამოჭრა:



თანამედროვე, ევროპული დონის „აპალოვკები“ დასაწყობებულია და საჭიროების შემთხვევაში აქედან იქნება გამოყენებული:



გთავაზობთ მცირე ვიდეო მასალას:





იმედია, კვირის ბოლოს კიდევ უფრო მეტი სიახლე გვექნება!


Thursday 27 January 2022

გილოცავთ ნინოობას!


განსაკუთრებულებად კი, ამხანაგობის წვრებს:

ნინო ბაბუნაშვილს

ნინო გოგვაძეს

ნინო დოჭვირს

ნინო ნემსიწვერიძეს

ნინო ქათამაძეს

ნინო ღაღანიძეს

ნინო შონიას

აგრეთვე, ამხანაგობის წევრების ოჯახის წევრ ნინოებს.



Tuesday 25 January 2022

მოგესალმებით ყველას,


ბევრს აინტერესებს სასამართლო პროცესთან დაკავშირებული სიახლე. 

მოგახსენებთ, რომ ჯერ-ჯერობით არავითარი სიახლე არაა. როგორც მოგეხსენებათ, 10 იანვრამდე სასამართლოები ისვენებდა. გარდა ამისა, სასამართლო არაა სწრაფი ორგანიზაცია, განსაკუთრებით, კერძო და ადმინისტრაციული სამართლის საკითხების განხილვის დროს.

მშენებლობასთან დაკავშირებით არის სიახლეები. კერძოდ, თუ მიხვალთ ადგილზე, თვალშისაცემია მუშათა ოდენობა. ხვალიდან კიდევ 10 ადამიანი ჩამოდის რაიონებიდან და ტემპი უფრო მოიმატებს.

მშენებლობის ყველა კუთხეში და შუაში საქმიანი ფუსფუსი და საქმის კეთებაა.

სანამ ადგილზე მიხვალთ, იქამდე, გთავაზობთ დღევანდელ ფოტოებს.


ჩასასვლელი მთლიანად გათავისუფლდა, რადგან ამ მხრიდან სამშენებლო ტექნიკამ მუნდა იაროს:





მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები „ა“ სადარბაზოს ადგილზე:



როგორც ადრე მოგახსენეთ, „ა“, „ბ“ და „გ“ სადარბაზოს ადგილზე იწყება 1 მეტრზე მეტი სიმაღლის ფილის („პლიტის) დადგმა.

პირველი კეთდება „გ“ სადარბაზოს ტერიტორია, რომელიც მიწისგან მოსუფთავდა. ამ ეტაპზე იწნება არმატურა. 


მუშებს არმატურის გადატანას უადვილებს ახალი ტექნიკა:







არმატურა შემოტანილია დიდი ოდენობით, თუმცა მშენებლები ამბობენ, რომ 1 კვირაში ისევ უნდა განახლდეს, რადგან მალე დაიხარჯება:









შეტანილია სხვა სამშენებლო მასალაც, რომელიც ჯერ კიდევ შეფუთულია:




ხიმინჯების დაწნამ გადმოინაცვლა ეზოს სიღრმეში:





პარალელურად მიმდინარეობს ბეტონის ამოჭრა ხიმინჯებისთვის და ხიმინჯების ჩასმა:




გაკეთდა ბეტონის საყრდენი, რომლის გაშრობასაც სჭირდება 7-8 დღე და მასზე დაიდგმება ამწე. ეს ამწე მოემსახურება „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ სადარბაზოებს:

 




დარაჯის საბჭოთა ჯიხური მზადაა ნაგავსაყრელზე გადასაგდებად. მას შეცვლის ევროსტანდარტული ჯიხური:







Thursday 20 January 2022

 ძვირფასო მეგობრებო,


გთავაზობთ დღევანდელ ფოტოებს.


ზედა მხრიდან უსაფრთხოების ღობე გაკეთებულია:





ხიმინჯებისთვის ორმოების ამოჭრა, ხიმინჯების ჩასმა და ბეტონის ჩასხმა მიმდინარეობს „დ“ სადარბაზოსა და ნაწილობრივ „ე“ სადარბაზოს ადგილზე:



მუშების რაოდენობამ იმატა. საცხოვრებელში უკვე ცხოვრობს 10 მუშა. ორშაბათიდან კიდევ რამდენიმე ათეულით მოიმატებს:



როგორც მოგეხსენებათ, ხიმინჯების შემდგომი ეტაპია 1 მეტრზე მეტი ბეტონის ფილის („პლიტის“) დაგება. ამ ფილისთვის იწნება ბადე. ფილის ბადე იწნება ხიმინჯების დაწნის პარალელურად:





პირველად ფილა დაიგება „ა“, „ბ“ და „გ“ სადარბაზოს ადგილზე, სადაც უკვე დამთარდა ხიმინჯების ჩასმა. შესაბამისად, აღნიშნული ტერიტორია სუფთავდება ფილის დაგებისთვის:





გთავაზობთ მცირე ვიდეო ჩანაწერებს: