Tuesday 25 January 2022

მოგესალმებით ყველას,


ბევრს აინტერესებს სასამართლო პროცესთან დაკავშირებული სიახლე. 

მოგახსენებთ, რომ ჯერ-ჯერობით არავითარი სიახლე არაა. როგორც მოგეხსენებათ, 10 იანვრამდე სასამართლოები ისვენებდა. გარდა ამისა, სასამართლო არაა სწრაფი ორგანიზაცია, განსაკუთრებით, კერძო და ადმინისტრაციული სამართლის საკითხების განხილვის დროს.

მშენებლობასთან დაკავშირებით არის სიახლეები. კერძოდ, თუ მიხვალთ ადგილზე, თვალშისაცემია მუშათა ოდენობა. ხვალიდან კიდევ 10 ადამიანი ჩამოდის რაიონებიდან და ტემპი უფრო მოიმატებს.

მშენებლობის ყველა კუთხეში და შუაში საქმიანი ფუსფუსი და საქმის კეთებაა.

სანამ ადგილზე მიხვალთ, იქამდე, გთავაზობთ დღევანდელ ფოტოებს.


ჩასასვლელი მთლიანად გათავისუფლდა, რადგან ამ მხრიდან სამშენებლო ტექნიკამ მუნდა იაროს:





მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები „ა“ სადარბაზოს ადგილზე:



როგორც ადრე მოგახსენეთ, „ა“, „ბ“ და „გ“ სადარბაზოს ადგილზე იწყება 1 მეტრზე მეტი სიმაღლის ფილის („პლიტის) დადგმა.

პირველი კეთდება „გ“ სადარბაზოს ტერიტორია, რომელიც მიწისგან მოსუფთავდა. ამ ეტაპზე იწნება არმატურა. 


მუშებს არმატურის გადატანას უადვილებს ახალი ტექნიკა:







არმატურა შემოტანილია დიდი ოდენობით, თუმცა მშენებლები ამბობენ, რომ 1 კვირაში ისევ უნდა განახლდეს, რადგან მალე დაიხარჯება:









შეტანილია სხვა სამშენებლო მასალაც, რომელიც ჯერ კიდევ შეფუთულია:




ხიმინჯების დაწნამ გადმოინაცვლა ეზოს სიღრმეში:





პარალელურად მიმდინარეობს ბეტონის ამოჭრა ხიმინჯებისთვის და ხიმინჯების ჩასმა:




გაკეთდა ბეტონის საყრდენი, რომლის გაშრობასაც სჭირდება 7-8 დღე და მასზე დაიდგმება ამწე. ეს ამწე მოემსახურება „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ სადარბაზოებს:

 




დარაჯის საბჭოთა ჯიხური მზადაა ნაგავსაყრელზე გადასაგდებად. მას შეცვლის ევროსტანდარტული ჯიხური:







No comments:

Post a Comment

Note: only a member of this blog may post a comment.