Tuesday 4 January 2022

 

ძვირფასო მეგობრებო,

კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს!

 

2022 წლის 4 იანვარს შედგა ამხანაგობა „ბაგები 502-ის“ გამგეობის სხდომა.

სხდომას წინ უსწრებდა ამხანაგობა „ბაგები 502-ის“ ზოგიერთი წევრის მიერ ცრუ და შეუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება, თითქოსდა აპოკალიფსური მდგომარეობის შესახებ.

როგორც იცით, გოჩა ძასოხოვის მიერ აღძრულ სარჩელზე სასამართლოს მიერ მიღებული განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული იქნა ამხანაგობის კუთნილ 10998 კვ.. მიწის ნაკვეთზე აკრძალვა იპოთეკისა და გასხვისების კუთხით.

როგორც იცით მშენებლობა მიმდინარეობს მთელი დატვირთით და მშენებლ კომპანიას საბანკო ანგარიშზე  განთავსებული აქვს 9 500 000 აშშ დოლარი, რითაც უნდა მოხდეს მშენებლობის დაფინანსება.

 აქვე უნდა დავამატოთ, რომ მშენებელი კომპანია შპსგუმბათი ჰოლდინგი+“ ითხოვს გამგეობისაგან გადაწყვეტილების მიღებას და იმის დაფიქსირებას, რომ გოჩა ძასოხოვის სარჩელზე არსებული უზრუნველყოფის ღონისძიების გამო არ  იქნება გამოყენებული მათთვის გადასაცემ ფართებზე უზრუნველყოფის ღონისძიება და ამხანაგობა თავად მოაგვარებს უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე მიღებული იმ განჩინების გაუქმების საკითხს, რითაც მიწის ნაკვეთი იმყოფება აკრძალვის ქვეშ.

ამასთანავე ფართების განშლის ოქმის შედგენა უნდა მოხდეს ჯერ მხოლოდ ამხანაგობაბაგები 504“-ის სახელზე. დაზუსტებისათვის, პირველ ეტაპზე ყველა სახის, ყველა სტატუსის ფართი რეგისტრირდება მხოლოდ ამხანაგობაბაგები 504“-ის სახელზე და როდესაც გაირკვევა გოჩა ძასოხოვის საქმეზე არსებული აკრძალვის ბედი, მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება ფიზიკურ პირებზე, მათ შორის ამხანაგობაბაგები 502“-ის წევრების, ამხანაგობაბაგები 504-2“-ისა და ფართების მყიდველების  სახელზე რეგისტრაცია.

გამგეობის წევრებს განუმარტეს, რომ უკვე მომზადებულია არქიტექტორების მიერ იმ ფართების ცხრილები, რაც უნდა დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში ჯერ ამხანაგობის სახელზე, ხოლო შემდგომ განაწილდება ამხანაგობის წევრებსა თუ სხვა პირებზე საკუთრების უფლებით. ყველა ინდივიდუალური ფართი ცხრილებში მოცემულია სადარბაზოებისა და სართულების, ნიშნულების მიხედვით, არის დანომრილი და თითოეულ მათგანს გააჩნია ნუმერაცია.

გამგეობამ ერთხმად გადაწყვიტა:

1.       მოხდეს ფართების განშლა წინამდებარე ოქმზე დართული ცხრილების მიხედვით და ყველა ფართი დარეგისტრირებული იქნეს ამხანაგობაბაგები 504“-ის, ს/კ  205071045, სახელზე.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში არსებულ სამოქალაქო საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ქვეშ არსებული 10 998.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ჩანაცვლება მოხდება ამხანაგობის სახელზე რიცხული იმ ფართებით, რომელიც არ იქნება გადასაცემი შპს „გუმბათი ჰოლდინგი+“-თვის.

 

გამგეობა

No comments:

Post a Comment

Note: only a member of this blog may post a comment.