Saturday 25 February 2023

 მოგესალმებით ყველას,


ვაცილებთ ზამთარს, თუმცა ყველაზე ცივი დღეები ამჟამადაა. მიუხედავად ამისა, მშენებლობა გრძელდება. მშენებლობის ხელშემშლელი ქარია, რადგან ამ დროს ამწე არ მუშაობს.

გამომდინარე აქედან, დღესაც მიმდინარეობდა მშენებლობა.

გთავაზობთ მშენებლობის დღევანდელ ვიზუალურ მდგომარეობას.

მე-4 („ი“), მე-5 („თ“) და მე-6 („ზ“) სადარბაზოებისთვის დამთავრდა მე-9 საცხოვრებელი სართულის მშენებლობა და დაიწყო მე-10-მე-11 გაერთიანებული სართულის („სართულებშორისი ტერასა“) მშენებლობა:







მიმდინარეობს „სართულებშორისი ტერასის“ სვეტებში ბეტონის ჩასხმა:


ამ ტერასაზე იქნება მოსასვენებელი სივრცე, ჩვილი ბავშვების სასეირნო, ველობილიკი და სხვ.:


ხედი „კარფურის“ მხრიდან:






პარალელურ რეჟიმში გრძელდება მე-10 („გ“), კომერციული („ბ“) და მე-11 („ა“)  სადარბაზოების მშენებლობა. აქ დასრულების სტადიაზეა მე-9 საცხოვრებელი სართულის მშენებლობა:


ხედი სხვა კუთხიდან:




უწყვეტად შემოდის ბეტონი. ერთ „მიქსერს“ მეორე ცვლის:



ხედი ყიფშიძის მხრიდან:







მოკრძალებული შენიშვნა ამხანაგობის ზოგიერთ წევრს: იმის კითხვას, „შტეფსელები“, კაფელი და სხვა სარემონტო და სახლის გასაწყობი აქესუარების ყიდვა დაიწონ თუ არა, უმჯობესია სასამართლო პროცესზე მობრძანდეთ, რომელიც 24 მარტს გაიმართება.

ამხანაგობის ზოგიერთი წევრი ისევ კითხულობს, თუ როგორი იქნება საბოლოოდ სახლი, სად იქნება თავისი ბინის ლოკაცია და ა.შ.

ყოველივე ამის შესახებ შეგიძლიათ მიმართოთ გაყიდვების ოფისს (ი.ჭავჭავაძის პრ. # 33) ან დაუკავშირდეთ მათ:



ოფისში, მათ აქვთ მაკეტი და ცხადად გაჩვენებენ თქვენი ბინის მდებარეობას. შეგიძლიათ ფოტოც გადაიღოთ მაკეტთან.


გთავაზობთ მცირე ვიდეოჩანაწერებსაც:





Saturday 18 February 2023

 მოგესალმებით ყველას,


გუშინ შედგა სასამართლო  სხდომა ძასოხოვის სარჩელთან დაკავშირებით.

ძასოხოვის მხარემ წარმოადგინა სხვადასხვა ადამიანის კერძო საუბრების შინაარსი და მოითხოვა ბატონ ჯიმი ყიფიანის დაკითხვა.

ჩვენ წარვადგინეთ უამრავი დოკუმენტური მასალა, რომლითაც მტკიცდება, რომ ძასოხოვის ვალი ჩვენ ამხანაგობას არ აქვს და კომპანია „თბილისის“ და ჩარკვიანის ვალი (თუ ასეთი არსებობდა) ჩვენთან არავითარ კავშირში არაა. ჩვენც მოვითხოვეთ გარკვეული პირების დაკითხვა. მათ შორის ამხანაგობის წევრების. 

დიდი მადლობა ყველას ვინც მობრძანდა პროცესზე.

იმედია, შემდგომ სხდომაზე უფრო მეტი ადამიანი მოვა საკუთარი ბინის დასაცავად.

შემდგომი სხდომა კი, გაიმართება 24 მარტს  14:00 საათზე, 51-ე სხდომათა დარბაზში. 

Wednesday 15 February 2023

ძვირფასო მეგობრებო,


ისევ შეგახსენებთ, რომ 17 თებერვალს 4 (16:00) საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში (აღმაშენებლის ხეივანი # 64. დიდი დიღმიდან აღმაშენებლის ძეგლამდე არმისული, მარჯვენა მხარეს, ტრასაზე გადასასვლელ ხიდთან) მოსამართლე ზაზა მარუაშვილთან ჩანიშნულია ძასოხოვის პროცესი ჩვენ წინააღმდეგ.

ჩვენი ერთიანობის გამოსახატავად ძალიან მნიშვნელოვანია ერთმანეთის გვერდში დგომა და მხარდაჭერა, რაც გამოიხატება თქვენი ან თქვენი ოჯახის წევრების პროცესზე დასწრებით.

ჩვენი სიმრავლე ძალიან მნიშვნელოვანია.

გამგეობა

Sunday 12 February 2023

 გამარჯობა მეგობრებო,


თებერვლის მეორე შაბათ-კვირაა და გთავაზობთ დღევანდელ ფოტოებს.

მშენებლის თხოვნით, მიწისქვეშა სართულები აღარ ჩავთვალოთ სართულად.

შევთანხმდეთ, რომ ჩვენც ასე მივიჩნევთ და დღეიდან მასე დავითვლით, რადგან სართულების დათვლის ჩვენივე მეთოდი, ჩვენსავე საწინააღმდეგოდ არ გამოიყენოს ზოგიერთმა არაკეთილმოსურნემ, რომლებსაც მომზადებული აქვთ ფურცელი, კალამი და კამერა მერიაში საჩივლელად.

მე-4-მე-6 („ი“-„ზ“) სადარბაზოებისთვის შენდება მე-9 საცხოვრებელი სართული. ამ სართულის შემდეგ იქნება სართულებსშორისი ტერასა:








უფრო კარგად გამოიყურება „კარფურის“ მხრიდან:






მე-6 („ზ“) სადარბაზოც იმავე სიმაღლეზეა:




ხედი „კარფურიდან“:



ასეთივე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს მე-10, კომერციული და მე-11 სადარბაზოების მე-8 საცხოვრებელი სართულის მშენებლობა:





ხედი „კარფურის“ მხრიდან:




მშენებარე სადარბაზოები იმ სიმაღლეზე ავიდა, რომ კამერაში ბოლო სართულები კარგად არ ფიქსირდება. ყველაზე საუკეთესოდ, მაინც ყიფშიძის მხრიდან იმზირება:






კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ 17 თებერვალს 4 (16:00) საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში (დიდი დიღმიდან აღმაშენებლის ძეგლამდე არმისული, მარჯვენა მხარეს, ტრასაზე გადასასვლელ ხიდთან) ჩანიშნულია ძასოხოვის პროცესი ჩვენ წინააღმდეგ.

იმედია მობრძანდებით ან ვინმეს მაინც გამოგზავნით ოჯახიდან, თქვენივე ბინის დასაცავად.

თუ 17 რიცხვამდე რაიმე შეიცვალა, საიტზე შეგატყობინებთ.

Monday 6 February 2023

 ძვირფასო მეგობრებო,


როგორც იცით, ჩვენ („ბაგები 504“) წინააღმდეგ, ყოვლად უსაფუძვლო მოტივით, სარჩელი აღძრა გოჩა ძასოხოვმა.

როგორც იქნა დაინიშნა სასამართლო სხდომა.

ამიტომ, გთხოვთ, ა.წ. 17 თებერვალს, 16:00 სთ-ზე მობრძანდეთ სასამართლო სხდომაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (დავით აღმაშენებლის ხეივანი # 64). მოსამართლეა ზაზა მარუაშვილი.

თუ ვინმესთვის მოსვლა შეუძლებელია, მათ მაგივრად ოჯახის წევრები შეიძლება გამოცხადდნენ.

თქვენივე ბინისა და უფლებების დასაცავად უნდა დავანახოთ ჩვენი ერთად დგომა. 

გამგეობა