Monday 26 October 2020

უსიამოვნო ინფორმაცია!


ძვირფასო მეგობრებო,

მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ინვესტორი პერსონალურად ხვდება ამხანაგობის წევრებს. ამ ეტაპზე 25-მდე წევრთან ჰქონდათ შეხვედრა.

პარასკევს, 23 ოქტომბერს აღმოჩნდა, რომ ჩვენ არქიტექტორს და არქიტექტორის მთლიან ოფისს დაუდასტურდა KOVID-19. 

აქედან გამომდინარე კომპანია „გუმბათის“ თანამშრომლებმა გადადეს ყველა შეხვედრა და პარასკევსვე ჩაიტარეს ტესტები.

დღეს, 26 ოქტომბრისთვის კომპანიის ნახევარ თანამშრომელს აღმოჩენილი აქვს KOVID-19. შესაბამისად, ის თანამშრომლები, რომლებსაც არ აღმოაჩნდათ ინფექცია, გადასული არიან კარანტინში ან თვითიზოლაციაში.

სავარაუდოდ 2 კვირა შეჩერდება ამხანაგობის წევრებთან შეხვედრა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, კომპანია „გუმბათი“, მერაბ ტყეშელაშვილი, სოსო მაჩაიძე და სხვა თანამშრომლები ბოდიშს იხდიან მათგან დამოუკიდებელი ამ შეფერხებისთვის. კომპანია განსაკუთრებულად წუხს იმ ადამიანებთან შეხვედრის გადადების გამო, რომლებიც უცხოეთში მიდიან დიდი ხნით. სამწუხაროდ სხვა გზა არ აქვთ.

„ბაგები 502-ის“ წევრებთან შეხვედრა განახლდება 2 კვირის შემდეგ. შეხვედრების შესახებ თვითონ დაგირეკავენ.

Wednesday 7 October 2020

 ბაგები 502-ის წევრებს,

ძვირფასი წევრებო. მესამე დღეა თქვენ მიერ ხორციელდება სატელეფონო ზარები კომპანია გუმბათში და ეუბნებით, რომ სანდრო ჯორბენაძემ მოგვცა თქვენი ტელეფონი და ასე გვითხრა დაურეკეთო, ხელშეკრულებაზე ხელის მოსაწერად.

მე სულ ორ ადამიანს ვუთხარი, ისიც იმიტომ, რომ უცხოეთში მიდიან საცხოვრებლად, ამასთან, მათი კომპანიაში მისვლა შევუთანხმე თვითონ კომპანიას.

100-მდე ადამიანი ყოველდღე ურეკავს და ფაქტობრივად პარალიზებას უკეთებს კომპანიის სამსახურს.

მე გითხარით, რომ დაგიკავშირდებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ თვითონ დარეკავენ, თვითონ შეგეხმიანებიან. ყველას ფართებს ცალკე გადიან, იხილავენ და ადარებენ ახალ პროექტს. ანბანით გამოძახება აღარ ხორციელდება.

ელემენტარულად სირცხვილია ასეთი სულსწრაფობა.

ძალიან გთხოვთ, ჩემი სახელით ნუ სპეკულირებთ. მე ჩემ შვილებს არ ვაძლევ უფლებას ისარგებლონ ჩემი სახელით დაუკითხავად და თქვენ რა უფლება გაქვთ გამოიყენოთ იგი? 

ასეთ ასაკოვან ხალს არ გეკადრებათ ტყუილი.

მოგიწოდებთ შეწყვიტოთ კომპანიაში რეკვა. მათ აქვთ თქვენი ტელეფონები და როცა საჭიროდ ჩათვლიან დაგირეკავენ.

არ გეწყინოთ ჩემი მკაცრი ტონი, მაგრამ საბავშვო ბაღში მგონია თავი.

პატივისცემით,

სანდრო ჯორბენაძე