Wednesday, 28 October 2026

 მოგესალმებით ყველას,

ამხანაგობის თავმჯდომარეს მიმართავენ თხოვნით, თუ ვინ ყიდის ბინებს.  თუ გაქვთ გაყიდვის სურვილი, შეატყობინეთ ამის შესახებ თავმჯდომარეს. იმათმა, ვინც აგვისტო-სექტემბერში შეატყობინეთ, გამეორება საჭირო აღარაა. თუ გაყიდეთ (ორმა უკვე გაყიდა), ესეც შემატყობინეთ, რადგან ტელეფონზე რეკვით არ შეგაწუხონ ზედმეტად.


როგორც გახსოვთ, 20 ოქტომბერს ვერ მოხერხდა ბინების ნახვა.

ამ სადარბაზოს ნახვა მაცხოვრებლებს შეუძლიათ პარასკევს, 30 ოქტომბერს იმავე (20 ოქტომბრის საათებში).

ე.ი. 30 ოქტომბრის ნახვის სია ასეთია:

30 (20) ოქტომბერი,  _ მე-2 სადარბაზო

მისვლა ყიფშიძის ქუჩიდან, ნაგვის ურნების გვერდით, მხატვრების (მოქანდაკეების) სახლების მხრიდან.

 14:00-14:30 _ მე-2 სართ. _ ლუტიძე, თ.აბესაძე

14:30-15:00  _ მე-3 სართ. _ კალანდარიშვილი, ძნელაძე რევაზ

15:00-15:30 _ მე-4 სართ. _ ბუღაძე-ანთაური, ესაიაშვილი

15:30-16:00 _ მე-5 სართ. _ პეტრიაშვილი, ჩოგოვაძე

16:00-16:30 _ მე-6 სართ. _ გრიფიტს, ასათიანი-გველესიანი

16:30-17:00 _ მე-7 სართ. _ მჭედლიშვილი მაია, გოლიაძე

17:00-17:30 _ მე-8 სართ. _ სტეფანიანი, გულუა

17:30-18:00 _ მე-9 სართ. _ სიხარულიძე

Tuesday, 20 October 2026

 ძვირფასო მეგობრებო,


დღეს დანიშნული იყო მე-2 სადარბაზოს ბინების ნახვა.

იმის გამო, რომ ინვესტორის დაქირავებული პირი გახდა ავად, დღევანდელი ნახვა გადაიდო პა30 ოქტომბრისთვის.

ე. ი. დღეს მისასვლელი მე-2 სადარბაზოს მაცხოვრებლები მიხვალდ 30 ოქტომბერს იმავე საათზე.

ამხანაგობის თავმჯდომარე

Friday, 16 October 2026

 კიდევ ერთხელ მოგესალმებით,


ბინის ნახვის განრიგის გამოქვეყნების შემდეგ ვესაუბრე ინვესტორის წარმომადგენელს, რომელმაც გარკვეული საკითხების დაზუსტება მთხოვა გამეცნო თწვენთვის.

გასათვალისწინებელია შემდეგი:

1. ლიფტით ვერ ახვალთ. ვისაც გიჭირთ კიბეებზე ასვლა, გთხოვთ სხვა გამოგზავნოთ სახლიდან. მართალია ლიფტი მუშაობს, მაგრამ გამოცდის, შემოწმების რეჟიმში. შესაბამისად, ინვესტორი ჯერ ვერ აიღებს თავის თავზე უსაფრთხოების პასუხისმგებლობას.

2. გთხოვთ, მოხვიდეთ დანიშნულ დროზე 10-15 წუთით ადრე.

3. განრიგში მითითებული მეორე გვარი არის თქვენი მეზობელი. რატომ ეგონა ზოგიერთს თავისი ბინის თანამესაკუთრე ვერ ვხვდები.

4. შეშვება განხორციელდება მშენებლობის უსაფრთხოების წესების დაცვით _ თავზე ჩაფხუტით. დღეს რამდენიმე ქალბატონმა დამირეკა და განაცხადა, რომ ჩაფხუტს არ დაიხურავენ.

ყველასთან ბოდიში, მაგრამ უსაფრთხოების წესებს ადგენს კანონმდებლობა და არა ამხანაგობა. ინვესტორი თავს არ დაიჯარიმებს თქვენი ვარცხნილობის გამო.

5.  ვიღაცას შეიძლება არ აწყობდეს განრიგის დრო, მაგრამ ეს ჩვენი შერჩეული არაა. განრიგი ინვესტორმა შეადგინა სადარბაზოებისა და სართულების მიხედვით. ე.ი. დროს ჩვენ არ ვარჩევთ. ვინც ვერ მოახერხებთ მოსვლას _ დაუცადეთ ახალ წელს, როდესაც ინვესტორი გვპირდება ბინის გადმოცემას.

6. ბინების დათვალიერებისთვის უნდა მიხვიდეთ ნიკოლოზ ყიფშიძის ქუჩის მხრიდან, სახლის ბოლოს, იქ სადაც დგას ჩვენი ნაგვის ბუნკერები, ე.წ. მოქანდაკეების საზღვართან.

ჭიშკართან ეტყვით, რომ ხართ ბინის მესაკუთრე და დაბარებული ხართ.

ინვესტორის მიერ სპეციალურად დაქირავებული პირი _ დავითი (გვარი არ ვიცი) აგიყვანთ ბინის სანახავად.

ჯერ კიდევ ამხანაგობის თავმჯდომარე

Thursday, 15 October 2026

მოგესალმებით მეგობრებო,

ჩვენმა ინვესტორმა ბოდიში მოიხადა იმასთან დაკავშირებით, რომ 1 თვის წინ დაგვპირდა ბინის დათვალიერება, მკაგრამ ვერ მოახერხა გარკვეული საკითხების მოუგვარებლობის გამო.

ამ პერიოდში, გამოაცხადა კონკურსი და უკვე ჰყავს დროებითი თანამშრომელი, რომელიც დაგვათვალიერებინებს ბიებს.

გამომდინარე იქიდან, რომ მიმდინარეობს მუდმივი მონიტორინგი, რომელსაც მერიაც აკვირდება, აუცილებელია მშენებლობაზე დაწესებული წესების დაცვა.

გთავაზობთ ინვესტორის მიერ მოწოდებულ შეზღუდულ ქმედებებს:

- არ შეიძლება 16 წლამდე არასრულწლოვნის მოყვანა;

- არ შეიძლება მაკლერის მიყვანა, რომელიც თავისი საქმიანობის გაწევას დაიწყებს. (ჩემი შენიშვნა: თუ ჩუმად იქნება ალბათ შეიძლება);

- ერთი ოჯახიდან შეიძლება 3-4 ადამიანის მისვლა;

- ეს იქნება უბრალოდ ნახვა და არა ბინის (გასაღების) გადაცემა;

- ბინის გადაცემა დაგეგმილია საახალწლოდ _ 1 იანვრამდე ან 1 იანვრის შემდგომ საახალწლო დღეებში;

- ის ვინც ვერ მოახერხებს წარმოდგენილი განრიგით ბინის ნახვას, მათთვის დამატებითი დღე არ დაწესდება და ისინი საახალწლოდ ჩაიბარებენ ბინას.

_ზოგიერთი ბინა გასხვისებულია. ახალი მფლობელისთვის ამ ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულება გეკისრებად თქვენ (გამსხვისებელს).


გთავაზობთ ბინის ნახვის განრიგს. განრიგი შედგენილია ინვესტორის მოთხოვნების შესაბამისად (სადარბაზოს და სართულის მიხედვით, დღის მეორე ნახევარში): 


ბინების ნახვის განრიგი

19 ოქტომბერი, ორშაბათი _ 1-ლი სადარბაზო

 14:00-14:30 _ მე-2 სართ. ცომაია

14:30-15:00  _ მე-3 სართული _ მესხიშვილი ხუბუა

15:00-15:30 _ მე-4 სართ. _ კანდელაკი

15:30-16:00 _ მე-5 სართ. _  გეგეშიძე ღაღანიძე

16:00-16:30 _ მე-6 სართ. _ დევიძე

16:30-17:00 _ მე-7 სართ. _ ოქროაშვილი-დობორჯგინიძე

17:00-17:30 _ მე-8-9 სართ. _ კობალაძე მარიამ, მე-9 სართ. ვოროპაევი

17:30-18:00 _ მე-12, 16 სართ. _ კახაია, მე-16 სართ. _ ჩალაძე

 

20 ოქტომბერი, სამშაბათი _ მე-2 სადარბაზო

 14:00-14:30 _ მე-2 სართ. _ ლუტიძე, თ.აბესაძე

14:30-15:00  _ მე-3 სართ. _ კალანდარიშვილი, ძნელაძე რევაზ

15:00-15:30 _ მე-4 სართ. _ ბუღაძე-ანთაური, ესაიაშვილი

15:30-16:00 _ მე-5 სართ. _ პეტრიაშვილი, ჩოგოვაძე

16:00-16:30 _ მე-6 სართ. _ გრიფიტს, ასათიანი-გველესიანი

16:30-17:00 _ მე-7 სართ. _ მჭედლიშვილი მაია, გოლიაძე

17:00-17:30 _ მე-8 სართ. _ სტეფანიანი, გულუა

17:30-18:00 _ მე-9 სართ. _ სიხარულიძე

 

21 ოქტომბერი, ოთხშაბათი _ მე-3 სადარბაზო

 14:00-14:30 _ მე-2 სართ. _ შანიძე, კემულარია

14:30-15:00  _ მე-3 სართ. _ ხომასურიძე, სურგულაძე

15:00-15:30 _ მე-4 სართ. _ აბრამიშვილი

15:30-16:00 _ მე-5 სართ. _ ქომურჯიშვილი, ვერულაშვილი

16:00-16:30 _ მე-6 სართ. _ ბოლოკაძე, მიქელაძე-ჭრელაშვილი

16:30-17:00 _ მე-7 სართ. _ კვაჭანტირაძე, ბურჭულაძე თეიმურაზ

17:00-17:30 _ მე-8 სართ. _ კვარაცხელია, გველესიანი რევაზ

 

22 ოქტომბერი, ხუთშაბათი _ მე-4 სადარბაზო

 14:00-14:30 _ მე-2 სართ. _ კილაძე, შეყილაძე

14:30-15:00  _ მე-3 სართ. _ დოლაბერიძე, სირაძე

15:00-15:30 _ მე-4 სართ. _ კაკოიშვილი, გაბრავა

15:30-16:00 _ მე-5 სართ. _ ამაღლობელი, ჯინჯოლავა მაია

16:00-16:30 _ მე-6 სართ. _ კირვალიძე, ჯახია

16:30-17:00 _ მე-7 სართ. _ ტაბიძე, ივანიძე

17:00-17:30 _ მე-8 სართ. _ ნიკოლაიშვილი, კოტეტიშვილის მემკ.

17:30-18:00 _ მე-9 სართ. _ მამნიაშვილი, კარანაძე

 

23 ოქტომბერი, პარასკევი _ მე-5 სადარბაზო

 14:00-14:30 _ მე-2 სართ. _ ადეიშვილი იზოლდა, დოჭვირი

14:30-15:00  _ მე-3 სართ. _ კუტალია, ლეთოდიანი

15:00-15:30 _ მე-4 სართ. _ უფლისაშვილი, კუჭუხიძე

15:30-16:00 _ მე-5 სართ. _ კაჭარავა, კახიძე

16:00-16:30 _ მე-6 სართ. _ კვაჭანტირაძე, დავითაშვილი

16:30-17:00 _ მე-7 სართ. _ კობახიძე დავით, გიორგი

17:00-17:30 _ მე-8 სართ. _ გოგვაძე, ჯმუხაძე-რუხაია

17:30-18:00 _ მე-9 სართ. _ ინჯგია

 

26 ოქტომბერი, ორშაბათი _ მე-6 სადარბაზო

 14:00-14:30 _ მე-3 სართ. _ ციციშვილი, ქათამაძე

14:30-15:00  _ მე-4 სართ. _ სილაგაძე, ჯინჯოლავა ზაური

15:00-15:30 _ მე-5 სართ. _ ხვედელიძე

15:30-16:00 _ მე-6 სართ. _ რეხვიაშვილი

16:00-16:30 _ მე-8 სართ. _ როგავა, კალმახელიძე

16:30-17:00 _ მე-12 სართ. _ მიმინოშვილი

 

27 ოქტომბერი, სამშაბათი _ მე-7 სადარბაზო

 14:00-14:30 _ მე-2 სართ. _ გოგოლაშვილი

14:30-15:00  _ მე-3 სართ. _ გლოველი სანაია

15:00-15:30 _ მე-4 სართ. _ მეშველიანი, გუმბერიძე

15:30-16:00 _ მე-5 სართ. _ ალადაშვილი, ძნელაძეები გიორგი. . .

16:00-16:30 _ მე-6 სართ. _ გელაშვილი კლარა, პაპისმედოვი

16:30-17:00 _ მე-7 სართ. _ ღუდუშაური

17:00-17:30 _ მე-8 სართ. _ ჟეგლოვი, გახოკიძე

17:30-18:00 _ მე-9 სართ. _ ელიზბარაშვილი ნერგაძე

 

28 oqtomberi, oTxSაბათი _ მე-8 სადარბაზო

 14:00-14:30 _ მე-2 სართ. _ ხარატიშვილი, ფანცულაია

14:30-15:00  _ მე-3 სართ. _ თიგიშვილი, მეტრეველი

15:00-15:30 _ მე-4 სართ. _ მგელაძე, აკობია

15:30-16:00 _ მე-5 სართ. _ კვირკველია, ორდენიძე

16:00-16:30 _ მე-6 სართ. _ კუხიანიძე, ხუციშვილი

16:30-17:00 _ მე-7 სართ. _ დევდარიანი, შონია

17:00-17:30 _ მე-8 სართ. _ჯავახიშვილი

17:30-18:00 _ მე-9 სართ. _ ადეიშვილი მალხაზ

 

29 oqtoმბერი, xuTSabaTი _ მე-9 სადარბაზო

 14:00-14:30 _ მე-2 სართ. _ ბაქანიძე

14:30-15:00  _ მე-3 სართ. _ ფიცხელაური, გაბეხაძე

15:00-15:30 _ მე-4 სართ. _ საჯაია, ინწკირველი

15:30-16:00 _ მე-5 სართ. _ ალხაზაშვილი, გიგაური

16:00-16:30 _ მე-6 სართ. _ მჭედლიშვილი შალვა, ფარულავა

16:30-17:00 _ მე-7 სართ. _ თოფურია

17:00-17:30 _ მე-8 სართ. _ მირცხულავა, ონიანი

17:30-18:00 _ მე-9 სართ. _ გაბიძაშვილი, ცისკარიშვილი



Saturday, 10 October 2026

 გუშინ, 9 ოქტომბერს, ხაშურის რაიონულმა სასამართლომ გამოაცხადა სარეზოლუციო ნაწილი, რომლითაც მთლიანად დაკმაყოფილდა ჩემი სარჩელი გოჩა ძასოხოვის წინააღმდეგ.

გოჩა ძასოხოვმა გაზეთ „ასავალ-დასავალის“ 2024 წლის # 8 (1526) თაღლითური ჯგუფის ხელმძღვანელი მიწოდა, იმ ბინის მშენებლობასთან დაკავშირებით, რომელსაც თსუ პროფესორ-მასწავლებლები ვაშენებთ 50-ე წელია.
თითქოს პროფესორ=მასწავლებლებისგან შევქმენი ასეთი ჯგუფი და ვმოქმედებდით უკანონოდ.
გ.ძასოხოვმა ასევე დაგვაბრალა უსაფუძვლო გამდიდრება და სხვ.
სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ჩემი მოთხოვნა, ამავე გაზეთში გ.ძასოხოვის მიერ თავისი სიტყვების უარყოფის შესახებ.
ჩემი ადვოკატი იყო საკუთარი შვილი სერგი ჯორბენაძე, რომლის თეორიულ და პრაქტიკულ არგუმენტებს ვერაფერი დაუპირისპირა მოწინააღმდეგე მხარის ადვოკატმა.
პროცესის პერიოდში სასიამოვნოდ განცვიფრებული დავრჩი ხაშურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ირმა გოგალაძის განსწავლულობით ცილისწამებასთან დაკავშირებით.
ფულადი კომპენსაცია არ მომითხოვია, რადგან ვთვლი, რომ ჩემთვის და თქვენთვის ფული არაა მთავარი. ღირსება და სახელი უფრო მაღლა დგას!
ძასოხოვმა ყველა ჩვენგანი კი არ შეურაცხყო, არამედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

Sunday, 4 October 2026

 პროფესორს, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტოტს, ჩვენი ამხანაგობის წევრ 

ბატონ ბესარიონ დოჭვირს 

ვულოცავთ თბილისის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებას!

მრავალჟამიერ ბატონ ბესარიონს!

Monday, 21 September 2026

 მეგობრებო,

შეგახსენებთ, რომ  25 სექტემბერს 12:00 საათზე გვაქვს სასამართლო პროცესი ჟურნალისტ ზაალ უდუმაშვილის სარჩელთან დაკავშირებით. სხდომა ჩატარდება თბილისის საქალაქო სასამართლოში. სხდომათა დარბაზი # 63, მოსამართლე უჩა თოდუა.


Wednesday, 9 September 2026

 მოგესალმებით ყველას,


ბინების ნახვასთან დაკავშირებით ასეთი სიტუაციაა _ ინვესტორს გადაეცა სია.

დადებითი პასუხი ჯერ არ არის, რადგან ინვესტორმა განაცხადა, რომ 11 დღის მანძილზე „ექსკურსია“ დაკავშირებულია გარკვეულ უსაფრთხოების ზომებთან. ამასთან, ვერ მოაცდენს ვერავის მშენებლობიდან. ამიტომ უნდა აიყვანოს შესაბამისი გამოცდილების ადამიანი და გადაუხადოს თანხა.

ამის გამო, გვთხოვა რამდენიმე დღით მოცდა.

ჩვენ გვაქვს მოცდის 50-წლიანი გამოცდილება. რამდენიმე დღე არაფერს ნიშნავს.

ბინების დათვალიერება, ინვესტორის მხრიდან არა ვალდებულება, არამედ ჩვენი თხოვნის საპასუხო კეთილი ნებაა.

Friday, 4 September 2026

 მოგესალმებით მეგობრებო,


იმედია მესაკუთრის როლში თავს კარგად გრძნობთ.

.რამდენიმე დღეა, რაც ჩამოვედი საქართველოში და ისევ თქვენი ზარები. ქონება დაირეგისტრირეთ, ახლა უფრო მეტს ითხოვთ, მაგრამ გავიწყდებათ, რომ არსებობს მოვალეობებიც. ეს მოვალეობები თქვენ გეხებათ.

ზარების დიდი ნაწილი შეეხება იმ საკუთხს, რომლითაც გინდათ მოვალეობების ჩამოცილება და განზრახული გაქვთ ბინების გაყიდვა ან გაჩუქება. 

ბინის ახალ მფლობელს არ ექნება ეს ვალდებულება, მაგრამ თქვენ, გაყიდვის ან სხვაგვარად ბინის გადაცემის შემთხვევაში მაინც გრჩებათ.

კიდევ ერთხელ _ ბინის გაყიდვის შემთხვევაში, ძველი ვალდებულებების შესრულება ისევ თქვენ (ის პირი, რომლიც გვარიც გადაეცა განშლაში) გეკისრებათ.

მაგალითად, სასამართლოს გადაწყვეტილება ახალ მფლობელს კი არა, თქვენ გეხებათ. სასამართლოს მიმდინარეობა და შედეგი თქვენი ინტერესის სფეროა და არა ახალი მესაკუთრის.

ზარების ერთი ნაწილი რემონტის დაწყებას ეხება. შემართებით და თვითდარწმუნებით გინდათ დღესვე დაიწყოთ რემონტი და უკმაყოფილებას გამოხატავთ მშენებლობის გაჭიანურების გამო. ეს განსაკუთრებით ეხება იმ ხალხს, რომლებიც ივლისში, 150 ლარის სავარაუდო დაკარგვაზე თავს მაცოდებდნენ და ფაქტობრივად ტრაგედიად აღიქვამდნენ. 

როდესაც ვეუბნებოდი, რომ არ დაგეკარგებათ-მეთქი, არ სჯეროდათ. ვერ გამიბედეს, თორემ ვატყობდი უნდოდათ ეთქვათ, რომ მე გადამეხადა ეს თანხა.

არავის არ დაუკარგავს.

ყველა დაპირება, რაც მოგეცით შევასრულე, თუ ჩემზე იყო დამოკიდებული. ზოგიერთმა ვადამ გადაიწია, რაც ინვესტორზე ან სხვ.  იყო დამოკიდებული. ალბათ გახსოვთ 2000-2001 წლების არჩევნები, როდესაც წურბელებივით შემოგვესია და ხა გვაკრიტიკებდა ოპოზიციური პარტიები. რამდენი გადაცემა მიუძღვნეს ტვ „ფორმულაში“, „მთავარში“, „პირველში“ და სხვ.; ერთ ჟურნალისტს ჟურნალისტთა ქართიაში ვუჩივლეთ და მოვუგეთ.

ალეკო ელისაშვილს საარჩევნო რგოლშიც ჩვენი მშენებლობა ჰქონდა ჩართული. „ლელოს“ კანდიდატები ჩვენი მშენებლობიდან ახორციელებდნენ რეპორტაჟებს. 

ყიფშიძის ქუჩის მაცხოვრებლების პროტესტი უმაღლესი ხარისხის ცარცის ქაღალდზე ფერადად დაბეჭდილი ტრანსფარანტებით, სტიკერებით და ვინ მოთვლის კიდევ რამდენი ფაქტი. 

მაშინ ამ გამოსვლებმა დაგვაზარალა, რადგან რამდენიმე თვის შეჩერდა მშენებლობა. 

როგორც იცით, მშენებელს ოქტომბრის ბოლოს უნდა დაემთავრებინა მშენებლობა, მაგამ 1.5 თვეა მშენებლობა შეჩერებულია თბილისის ზედამხედველობის სამსახურის მიერ, მეზობელი სახლების ჩივილის გამო.

ინვესტორმა მოაგვარა ეს პრობლემა და სუ 2 დღეა რაც განახლდა მშენებლობა. სამაგიეროდ მშენებლობის ვადამ გადაიწია და როგორც ინვესტორმა შემატყობინა ეს იქნება დეკემბრის ბოლოს.

რას იზამთ? ვერაფერს. ეს მშენებლობაა და ასეთი რამ ხდება. ოქტომბრის ბოლოდან დაიწყება 50-ე წელი მშენებლობის. მაინც მივედით მრგვალ თარიღამდე.

იმედია ამხანაგობის მაწყევარი წევრები სამეგრელოდან, ელემენტარულ ანალიზს გააკეთებენ და ამხანაგობის წევრებს და მე არ დამწყევლიან. ისე, ძველ წყევლაზე ჯერ ბოდიში არ მოუხდიათ. 

კიდევ ერთი საკითხი.

როგორც გახსოვთ ინვესტორს ვთოვე და ისიც დაგვპირდა, რომ დააკმაყოფილოს თქვენი ინტერესი და სექტემბერში დაგათვალიერებინებდათ ბინებს.

ამის თაობაზე ვესაუბრე და გარკვეული წესები და პირობები იქნება დასაცავი.

სავარაუდოდ 15 სექტემბრიდან დავიწყებთ სადარბაზოების მიხედვით. გვარები გადაცემული ექნება იმვესტორს. ერთი დღე _ ერთი სადარბაზო. სადარბაზოებშიც სართულების მიხედვით იქნება დათვალიერება 14:00-18:00 საათებში. თითო ოჯახზე გამოყოფილ;ი იქნება 25-30 წუთი.

როგორც ინვესტორმა განაცხადა დასვენების დრეებში და საათებში ვერ განახორციელებენ ამ „ექსკურსიებს“. 

ისინი ადგენენ წესებს. ჩვენ ან ვემორჩილებით ან არა.

ის ვინც ვერ მოვა (ან დაიგვიანებს) დათქმულ დღეს ან საათზე, დაელოდოს დეკემბრის ბოლოს. საპატიო მიზეზები აქ არ მოქმედებს.

არც მე ვყოფილვარ ჯერ შიგნით და ჩემი დრო როცა მოვა უნდა გავეთავისუფლო სამსახურიდან.

მე გადავცემ ვიზიტის განრიგს ინვესტორს, რომლებიც სამშაბათ-ოთხშაბათს (უცხოეთში არიან) დამიდასტურებენ ან რაიმე ცვლილებას შეიტანენ.

სავარაუდოდ ამ დროისთვის გამოვაქვეყნებ განრიგს.

„ერთი საკითხიც.

იქამდე სანამ არ გაუქმებულა ჩვენი ამხანაგობა, ადრეც გთხოვეთ და ახლაც გთხოვთ, მესიჯით ან მეილით გამომიგზავნეთ ახალი მფლობელის კოორდინატები. ან თვითონ ახალ მესაკუთრეს უთხარით დამიკავშირდეს.

ზოგიერთს, ვინც გაყიდა ჰგონია, რომ ეს საიდუმლოა. ამ დროს საჯაროა, თუმცა მეილი და მობილური ამ ინფორმაციაში არაა მითითებული.

ისეთ სასაცილო მდგომარეობაში არ აღმოჩნდეთ, როდესაც ამხანაგობის ერთი წევრის გარდაცვალების შემდეგ, მის მეუღლეს ვთხოვე გარდაცვალების ცნობა, რათა წარმედგინა სასამართლოში ძასოხოვის საქმეზე და კიდევ 6 თვით გადაგვეწია პროცესი. ამ ქალბატონმა ასეთი ცნობა არ გვაქვსო _ გამოდის ჩუმად დაუსაფლავებია ქმარი. ცნობა ავიღე რეესტრში (ღირდა 2 ლარი) და ამ ქალბატონს გავუგზავნე. ბოდიშიც არ მოუხდია.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მოვალეობები და ვალდებულებები ისევ თქვენ გრჩებათ.

შესაბამისად, გელით თბილისის საქალაქო სასამართლოში (მცხეთიდან თბილისის გზაზე) ზაალ უდუმაშვილის სარჩელთან დაკავშირებით, 25 სექტემბერს 12:00 საათზე, სხდომათა დარბაზი # 63, მოსამართლე უჩა თოდუა.


Friday, 31 July 2026

 მოგესალმებით,

სიმართლე გითხრათ დავიღალე ელემენტარულიქმედებების ახსნით.

კიდევ ერთხელ გიხსნით და ან ამობეჭდეთ ან გადაწერეთ ის, თუ რა უნდა უთხრათ საჯარო რეესტრის ოპერატორს. ძალიან ელემენტარულია:

1. სახლიდან გასვლის წინ თან წაიღეთ პირადობა და 305 ლარი.

 2. საჯარო რეესტრში მისვლისას (საქართველოს ნებისმიერ რეგიონში. თბილისში თქვენ ეძახით სოკოებს _ ბარათაშვილის ხიდთან), ქვითრის აღებისას ეტყვით, რომ მოგცენ საკადასტრო კოდისა და ბინის რეგისტრაციის ნომერი. ოპერატორი გეტყვით შესაბამის სივრცეს, რაც ქვითარზეც იქნება დატანილი.

3. მიხვალთ ამ სივრცეში და დაელოდებით თქვენი რიგითი ნომრის ანთებას.

4. როგორც კი აინთება რიგითი ნომერი, მიხვალთ იმ ოპერატორთან და გაიმეორებთ შემდეგ სიტყვებს: გინდათ იმ ბინისა და ა/ს-ის დარეგისტრირება, რომელიც ამჟამად ამხანაგობა „ბაგები 504-ის“ სახელზეა რეგისტრირებული. თქვენ სახელზე განშლა კი, დევს  882026565849-ში დართულ ნოტარიუსის მიერ საჯარო აქტის სახით დადასტურებულ 16.07.2026 წ. დოკუმენტში. უმჯობესია ეს დოკუმენტი რეესტრის თანამშრომელმა დაათვალიეროს ბოლოდან, რადგან ამ სანოტარო აქტს აქვს 2 დანართი _ დანართი 1 - ბინების განშლა და დანართი 2 - ა/ს-ის განშლა, რომელშიც ანბანის მიხედვით ჩამოთვლილია გვარები, საკადასტრო კოდები და ა.შ.; სწორედ ეგ ქონება უნდა დაირეგისტრიროთ.

5. დავიჯერო ძნელია? ამის გამეორებას არ სჭირდება პროფესორობა.

6. თანხის გაქდახდის შემდეგ გეტყვიან რამდენ დღეში იქნება პასუხი (150 ლარი _ 4 დღეში, 350 ლარი _ იმავე დღეს).

7. 4 სამუშაო დღის შემდეგ (განცხადების შეტანის დღე არ ითვლება), საღამოს 22:00 საათამდე მოგივათ პასუხი.

8. ამ დროისთვის მოამზადეთ შამპანური და ოჯახის წევრებთან ერთად აღნიშნეთ!

ისევ გიმეორებთ, რომ მთავარი კოდია 882026565849

დაიზეპირეთ _ 882026565849

 882026565849

 882026565849

 882026565849

Friday, 24 July 2026


 მოგესალმებით მილიონერებო,

ორი სიახლე გვაქვს _ კარგი და ცუდი.

დავიწყოთ კარგით.

კარგი ისაა, რომ ამხანაგობის წევრთა თითქმის ნახევარმა წარადგინა განცახებები ან უკვე დაარეგისტრირა ბინები და ა/ს-ები.

ბევრმა გაიცინა მილიონერობაზე, თუმცა ეს სულაც არაა სასაცილო, ეს ფაქტია, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც ზოგიერთს 30 ან 120 ლარის გადახდა გაუჭირდა იმ საბუთის შექმნისთვის, რომლის გამოც რეგისტრირდება ბინები, ან თუნდაც 300 ლარის სავარაუდო დაკარგვის გამო მოთქმა-გოდება. 

მოდით ვიანგარიშოთ: 1. ა/სადგომი სავარაუდოდ 20 000 $ ღირს. დღეისთვის 1 აშშ დოლარი  = 2.63 ლარი. 20000 x 2.63 = 52 600 ლარი.

2. ბინის ფასი დღეისთვის _ 3000 $. ვიანგარიშოთ 3-ოთახიანზე _ 122 x 3000 x 2.63 = 962580 ლარი.

3. 962580 + 52 600 = 1 015 180 ლარი.

ვინმე შეძლებს საწინააღმდეგოს დამტკიცებას?


იმათთვის ვინც ჯერ არ მისულა საჯარო რეესტრში _ ნომრის აღებისას ეტყვით, რომ გჭირდებათ ბინის რეგისტრაცია და საკადასტრო კოდის დადასტურება. პასპორტზე და პირადობაზე ქვითრის აღების დროს ნუ ეტყვით ნურაფერს, რადგან ამ დროს გაგზავნიან სამოქალაქო რეესტრში, რომელიც ქონებას არ არეგისტრირებს.

ქვითარზე მითითებულ სივრცეში მისვლის შემდეგ გაიმეორებთ იმ პროცედურას რაც წინა წერილში დავწერე _ ეტყვით, რომ 882026565849-ში დართულ საჯარო აქტის სახით დადასტურებულ დოკუმენტში არის 2 დანართი _ დანართი 1 - ბინების განშლა და დანართი 2 - ა/ს-ის განშლა, რომელშიც ანბანის მიხედვით ჩამოთვლილია გვარები, საკადასტრო კოდები და ა.შ.; სწორედ ეგ ქონება უნდა დაირეგისტრიროთ.

ზოგიერთმა ჩათვალა, რომ რადგანაც ბინებს ირეგისტრირებენ, ამხანაგობასთან შეიძლება კავშირის გაწყვეტა. ეს ასე არაა. გარკვეული ვალდებულებები არსებობს ამხანაგობის წინაშე. გვაქვს სასამართლო პროცესები. ამ პროცესებზე ამხანაგობის თავმჯდომარე და ადვოკატი თავიანთი სახელით კი არ გამოდიან, არამედ თქვენი სახელით. პროფესორ-მასწავლებლებს და მათ მემკვიდრეებს ამის გაგება არ გაგიჭირდებათ. შეიძლება კიდევ ერთი ახალი პროცესიც გვექნეს. კრებაზე მოგახსენეთ, რომ ერთი სუბიექტი 2 ბინას ითხოვს. თაღლითებს და გამომძალველებს რა გამოლევს.

აქედან გამომდინარე, გთხოვთ, ამხანაგობის წევრის მიერ გადაცემული ან გაყიდული ქონების ახალი მეპატრონე დამიკავშირდეს, გამომიგზავნოს თავისი ელ. ფოსტა და ტელეფონი.

ახლა ცუდი ამბავი.

ამ ეტაზე მშენებლობა შეჩერებულია.

საქმე იმაშია, რომ გვიჩივლეს ჩვენი სახლის გვერდზე მდებარე სახელოსნოების მეპატრონე-მოქანდაკეებმა. მერიის ზედამხედველობის სამსახურმა კი, მშენებელს მშენებლობის შეჩერება მოსთხოვა. მიმდინარეობს მხოლოდ უმნიშვნელო სამუშაოები _ გალესვა და მისთ., რომლებიც არ ითვლება მშენებლობად.

აქედან გამომდინარე, მშენებლობის დამთავრების ვადამ გადაიწია ოქტომბრის ბოლომდე. 

კომპანია „გუმბათმა“ გვთხოვა, რომ გაგებით მოვეკიდოთ ამ ფაქტს. კომპანია ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად.

ზოგიერთის ხუმრობ ახდა _ ბარემ შეგვესრულებინა 50 წელიო _ ოქტომბრის ბოლოდან დაიწყება 50-ე წელი.

კიდევ ერთი საკითხი _ ბინების დარეგისტრირების შემდეგ ზოგიერთმა ტონი შეიცვალა და მკაცრი ტონით მოითხოვს მშენებლობაზე შესვლას.

ეს ყველას უნდა, მაგრამ ინვესტორმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ სექტემბრამდე ეს ვერ მოხერხდება. სექტემბერში კი, ინვესტორთან შეთანხმებით, სადარბაზოების მიხედვით (იმათთვის ვინც კონკრეტულ სადარბაზოში ცხოვრობს), სურვილის შემთხვევაში, ჩემი პასუხისმგებლობით მოვახერხებთ ბინების ნახვას.

მთავარი მიზანი მიღწეულია _ ქონებას სამართლებრივად ვარეგისტრირებთ.

ოქტომბრის ბოლომდე მოაგროვეთ ფული რემონტისთვის. იმედია მშენებლობა მალე განახლდება.

ამხანაგობის თავმჯდომარე


Thursday, 16 July 2026

 გილოცავთ მეგობრებო !!!!!

დღეს, საჯარო რეესტრში დავარეგისტრირეთ ბინებისა და ა/სადგომების განშლა, რომელშიც კონკრეტულ გვარზეა მითითებული ის საკადასტრო კოდები, რომლებიც გადმოგეცით ამხანაგობის კრებაზე და უნდა დაარეგისტრიროთ თქვენ სახელზე.

ამით ფაქტობრივად თითქმის ბოლომდე მივიდა 49 წლიანი (ოქტომბრიდან 50-ე წელი დაიწყება) დაძაბული ეპოპეა.

ამ დარეგისტრირებით დაკმაყოფილდა რეესტრის ყველა მოთხოვნა.

ხვალიდან, ე.ი. 17 ივლისიდან შეგიძლიათ მიბრძანდეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ იუსტიციის ნებისმიერ სახლში და თქვენ სახელზე დაარეგისტრიროთ ბინა და ა/სადგომი (რამდენიმეს მარტო ბინა ეკუთვნის).

იუსტიციის სახლს დავატოვებინე იგივე კოდი. ამიტომ ეტყვით ამ კოდს _

882026565849. აქ მითითებულია განშლა # 1 (ბინების) და განშლა # 2 (ა/სადგომების), სადაც მოძებნიან თქვენ გვარს (დალაგებულია ანბანის მიხედვით), გადაიხდით 150-150 ლარს + ბანკის 2.5-2.5 ლარს. დაჩქარებული ღირს 350 ლარი ერთი ქონებისთვის.

დარეგისტრირების შემდეგ იქნებით ამ ქონების მესაკუთრე (აქამდე უფლების მფლობელი იყავით).

იმათ გასაგონად, ვინც 300 ლარი გადაიდა და დაუხარვეზეს _ დახარვეზება არ ნიშნავს თანხის დაკარგვას, რადგან 1 თვეში უნდა გამოსწორდეს ხარვეზი.

ზოგიერთის დარდი და ტირილი 300 ლარის დაკარგვის შესახებ უსაფუძვლო იყო, რადგან სულ გეუბნებოდით, რომ ხარვეზი გამოსწორდებოდა. ისე საინტერესოა რემონტს როგორ აპირებთ, თუ 300 ლარი ანგრევს თქვენ ბიუჯეტს? მე შემოგითვალეთ, რომ თუ დაკარგავთ 300 ლარს მე ავიღებ ვალად-მეთქი.

მოკლედ, გაიხარეთ, 300 ლარი არ იკარგება, თუ ერთი თვის გასვლამდე მიხვალთ რეესტრში.

მიუხედავად იმისა, რომ 300 ლარი გადახდილი გაქვთ, ხარვეზის გამოსწორება ავტომატურად არ ხდება.

უნდა მიხვიდეთ რეესტრში და უთხრათ, რომ თქვენი განცხადება შეჩერებულია იმის გამო, რომ  დახარვეზებული იყო _ 882026565849.

რეესტრის თანამშრომელს ეტყვით, რომ 882026565849 - ში აღმოფხვრილია ხარვეზი და შესაბამისად თქვენ განაცხადშიც უნდა აღმოიფხვრას და თქვენ სახელზე დარეგისტრირდეს ბინა და ა/ს.

როგორც რეესტრში მითხრეს, თუ რამდენიმე თანამესაკუთრეა, არაა აუცილებელი ერთად მისვლა. შეუძლიათ ცალ-ცალკე და სხვადასხვა ქალაქებშიც მივიდნენ. დანარჩენს ოპერატორები ეტყვიანო. ეს ეხება დახარვეზებულ განაცხადებასაცო.

კიდევ ერთი რჩევა ძირითადად უცხოეთში მყოფებს. ჯერ გაარკვიეთ პირადობის საკითხი. პირადობა უნდა იყოს მოქმედი. ამიტომ 150-150 ლარს ნუ გადაიხდით იქამდე, სანამ პირადობას არ მოაგვაერებთ.

რამდენიმემ იკითხა დარეგისტრირების ვადებზე.

კიდევ ერთხელ გიმეორებთ, რომ დღეის მდგომარეობით ა/ს და ბინები დარეგისტრირებულია ამხანაგობის სახელზე. რეესტრში თქვენი მისვლით და 882026565849 -ში თქვენ სახელზე მითითებული კოდების დარეგისტრირება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს _ ხვალ, ზეგ, სექტემბერში, მომავალ წელს. აქ შეზღუდულები არ ხართ.

კიდევ ერთხელ გილოცავთ !!!

თუმცა ამით ყველაფერი არ თავდება. სანამ არსებობს ამხანაგობა, გვაქვს მოვალეობები, ვმონაწილეობთ სასამართლო პროცესებში და ა.შ.

ზოგიერთს ბოდიში დარჩა მოსახდელი.

იმედი ვიქონიოთ, რომ უკეთესი მეზობლები ვიქნებით ერთმანეთის, ვიდრე ამხანაგობის წევრები.

იმედია დასავლეთ საქართველოდან მაწყევარი ხალხიც გამოასწორებს თავის ხასიათს.

ვფიქრობ, ჩემი მოვალეობის 95-96 % შევასრულე.

თითქმის დაკარგული ტერიტორიიდან და ჰაერიდან  _ 300000-400000 აშშ დოლარის მფლობელები გახდით. ლარზე გადაანგარიშებით _ მილიონერი ან თითქმის მილიონერები გახდით. იმედია ამ ქონებას არ გაანიავებთ.

საუკეთესო სურვილებით,

 

სანდრო ჯორბენაძე

 

 

Friday, 26 June 2026

 დღევანდელი ინფორმაცია


თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს შედგა სასამართლო პროცესი ტელედიქტორ ზაალ უდუმაშვილის სარჩელთან დაკავშირებით.

ეს იყო მოსამზადებელი სხდომა. ორივე მხრიდან წარდგენილი იქნა შუამდგომლობები.

სხდომა გადაიდო და ჩატარდება 25 სექტემბრის 12:00 საათზე, სხდომის დარბაზი # 63, მოსამართლე უჩა თოდუა.

Sunday, 21 June 2026

 მოგესალმებით ყველას,


როგორც იცით, ტელედიქტორმა ზაალ უდუმაშვილმა იჩივლა სასამართლოში ჩვენ წინააღმდეგ.

სწასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში (დავით აღმაშენებლის ხეივანი # 64 - დიდი დიღმიდან აღმაშენებლის ძეგლამდე მონაკვეთში) ჩაინიშნა 26 ივნისს, 16:00 საათზე, სდომის დარბაზი N 63, მოსამართლე უჩა თოდუა.


რაც შეეხება ძასოხოვის ძმაკაცის _ სებაჰატდინ ილდიზის საქმეს, რომელიც გამოცხადების ეტაპზე იყო შეჩერებული, სააპელაციო სასამართლომ ეს დავა დააბრუნა მტკიცებულებათა წარდგენის ეტაპზე. განხილვის თარიღი ჯერ არ ჩანიშნულა.


Wednesday, 27 May 2026

 მოგესალმებით,


ნამდვილად საწყენია, რომ საშინლად ენამყრალი და უნამუსო წევრები გვყოლია ამხანაგობაში.

რეკავენ, ილანღებიან და წყევლაზეც გადავიდნნენ.

სირცხვილია, ჩვენ თუ წყევლის ღირსი ვართ, აღარ ყოფილა საშველი.

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ წყევლა არ ვიცი, მაგრამ რამდენიმე ადამიანმა მითხრა, რომ თუ ადამიანი იწყევლება, თანაც უსამართლოდ, აუცილებლად მიუვა მის ოჯახსო.

ასაკით ვერ გაამართლებთ ყიამყრალობას. თუ კვდებით, დაწერეთ ანდერძი ან გადაეცით უფლება მემკვიდრეებს.

ის, რომ 49-ე წელია შენდება არა ჩემი, არამედ თქვენი ბრალია.

2010 წლიდან ჩავერთე მშენებლობაში. ჯერ პასიურად, შემდეგ უკვე აქტიურად, თუმცა ეს ადამიანები ყოველთვის ჩემ წინააღმდეგ გამოდიოდნენ. ხან პოლიციაში, ხან პროკურატურაში, ხან საგადასახადოში და ხან აღსრულების სამსახურში შეჰქონდათ თავიანთი ხელმოწერილი საჩივრები.

2017 წლის ბოლოს ამირჩიეს თავმჯდომარედ 502-ში, ძლივს დამარეგისტრირა საგადასახადომ 2018-ში, ხოლო 2019-ში 504-ის თავმჯდომარედ. მოვძემბეთ სანდო ინვესტორი და 2020-ში დავიწყეთ მშენებლობა. 

იქნებ დაფიქრებულიყავით რატომ დავკარგეთ ამდენი წელი?

6 წლის მანძილზე ავაშენეთ 12 სადარბაზოიანი სახლი, ე.ი. 12 კორპუსი.

გამოდის, რომ წელიწადში 2 კორპუსს ვაშენებდით და ჩვენ გვწყევლით?

დიახ, ჩემი სურვილი იყო 26 მაისისთვის დამთავრებულიყო ყველაფერი, მაგრამ არ გამოვიდა. ამის გამო უნდა გვლანძღოთ? 48 წელი ელოდებოდით მშენებლობას, მაგრამ მაინც ტკბილად ესაუბრებოდით წინა გამგეობებს.

კარგად დაიმახსოვრეთ, წყევლას და ლანძღვას ნამდვილად არ ვიმსახურებთ, არც მე და არც ქ-ნი ხათუნა. დაწყევლეთ თქვენი წარსული ქმედებები.

რაც შეეხება ჩვენ საქმეს _ ბინები და ავტოსადმომები დარეგისტრირდა ამხანაგობის სახელზე. 

კიდევ ერთხელ გადამოწმების შედეგად აღმოცნდა, რომ 20--მდე ადამიანს არ მოუტანია სამკვიდროს ან უფლების გადაცემის დედანი. თითქმის ყველა დაგვპირდა, რომ შემდეგ კვირაში მოაგვარებენ ამ საკითხს.

არის რამდენიმე პრობლემური ბინა. ამ საკითხზეც ქალბატონ ხათუნასთან ერთად ვიფიქრებთ გამოსავალზე.

თუ მოთხოვნილი საბუთები წესრიგში არ იქნება, შესაბამის ბინებს ვერ დავარეგისტრირებთ. ბინა დარჩება ამხანაგობის სახელზე და დარეგისტრირდება მოგვიანებით _ საბუთის მოტანის შემდეგ.

კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ ამხანაგობა, ერთობლივი, სოლიდარული ინსტიტუტია და იმის თქმა, რომ მართო მე დამირეგისტრირე და სხვა არ მაინტერესებს _ სირცხვილი და არაეთიკურია პროფესორ-მასწავლებლების ამხანაგობის წევრებიდან.

რაც შეეხება იმას, რომ სასამართლო ჩვენ არ გვეხება _ ელემენტარული უვიცობაა. ღმერთმა არ ქნას ჩვენი წაგება, მაგრამ ყველა ჩვენგანზე გაიყოფა წაგებული თანხა.

საბუთების წარმოდგენის შემდეგ უნდა შეიკრიბოს ამხანაგობის გამგეობა, მიიღოს სია (რომელშიც შევა ის ოჯახები, რომელსაც წესრიგში ექნება საბუთები), რომლებიც უნდა დარეგისტრირდეს ინდივიდუალურად და დადასტურდეს ნოტარიულად. ნოტარიულად დადასტურებულ ოქმს დაერთვება თქვენ მიერ წარმოდგენილი დედნები (დაახლოებით 500-700 ფურცელი). ნოტარიუსის გადასახადსაც გადაიხდით სოლიდარულად.

ვადებს აღარ ვასახელებ. ყველაზე უფრო მე მინდა დამთავრდეს ეს საგიჟეთი. ამიტომ, ჩვენი ლანძღვა და წყევლა თქვენ ოჯახებს უბრუნდება უკან.

როგორც კი საჭირო იქნება შეგატყობინებთ.

ამხანაგობის თავმჯდომარე

.


Thursday, 21 May 2026

 მოგესალმებით,


დღეს ჩატარდა სასამართლო პროცესი.

გოჩა ძასოხოვმა სცადა ისვ გაეჭიანურებია პროცესი, თუმცა არ გამოუვიდა.

სებაჰატდინ ილდიზის ადვოკატმა თურქის და ძასოხოვის გამართლება განაგრძო, მაგრამ აკლდა ძველებური რიხი და არგუმენტები.

საბოლოოდ , პროცესი დამთავრდა. დარჩა გამოცხადება, რომლის თარიღი მოსამართლეს არ დაუკონკრეტებია, თუმცა განაცხადა, რომ ამისთვის აქვს 1 თვე.

ნებისმიერ შემთხვევაში 21 ივნისამდე გამოაცხადებს _ დანიშნავს გადაწყვეტილების გამოცხადების დღეს.

Tuesday, 19 May 2026

მოგესალმებით,


შეგახსენებთ, რომ ხუთშაბათს, 21 მაისს გვაქვს სასამართლო ძასოხოვის ძმაკაც საბაჰატდინ ილდიზის სარჩელთან დაკავშირებით.

ე.ი.  სხდომა შედგება 21 მაისს, 13 საათზე, # 11 სხდომის დარბაზში.

სიმბოლურია, რომ ამ დღეს არის ჩვენი ადვოკატის _ ხათუნა გრიგალაშვილის დაბადების დღეც.

Tuesday, 12 May 2026

მოგესალმებით,

გილოცავთ ანდრია პირველწოდებულის დღეს!

 სასამართლო პროცესი ჩატარდა. გარდა ნუგზარ ივანიძისა კიდევ 5 ადამიანი ესწრებოდა. აუცილებელი არაა ბინის მესაკუთრე მოვიდეს. გამოგზავნეთ ოჯახის სხვა წევრები თუ თქვენ ვერ ახერხებთ.

როგორც ყოველთვის ბრწყინვალედ გამოვიდა ხათუნა გრიგალაშვილი.

სრულიად ტყუილები ილაპარაკა ძასოხოვის ადვოკატმა. 

შეიძლება ჩვეულებრივმა ადამიანმა არ იცის, მაგრამ იმდენი სამართლებრივად ერთმანეთის საწინააღმდეგო ქმედებებზე ისაუბრა, რომ თვითონაც აებლანდა მოსაზრებები. ბოლოს სასამართლოსთვის წარდგენი ტექსტი წაიკითხა, დროის გახანგრძლივებისთვის.

სააპელაციო სასამართლოს შემდეგ სხდომაზე განხილული იქნება მტკიცებულებები და როგორც გაცხადდა დამთავრდება კიდეც სასამართლო განხილვა.

სხდომა შედგება 21 მაისს, 13 საათხე, # 11 სხდომის დარბაზში.

სიმბოლურია, რომ ამ დღეს არის ჩვენი ადვოკატის _ ხათუნა გრიგალაშვილის დაბადების დღე.


ბინების და ავტოსადგომების რეგისტრაციასთან დაკავშირებით ასეთი მდგომარეობაა. ბინების რეგისტრაციაზე განაცხადები ყველა შეტანილია. ჯერ კიდევ მოდის პასუხები. თითქმის ყველას ბინას არეგისტრირებენ ამხანაგობის სახელზე. თუმცა რამდენიმეს, მათ შორის მეც უარი მითხრეს. ამის თაობაზე შეტანილია საჩივარი. სავარაუდოდ რამდენიმე დღეში ბინების რეგისტრაცია უნდა დამთავრდეს.

სამშუხაროდ, გარკვეული შეცდომები აღმოვაჩინე რეესტრის გადაწყვეტილებებში. არეულია კოდები, არასწორადაა მითითებული განაცხადის ნომერი და სხვ.

რაღაც დრო დასჭირდება რეესტრის შეცდომების გასწორებასაც.

ყველა აღმოჩენილ მათგანზე (ამ ეტაპზე 25 განცხადება) შეტანილია განცხადება გამოსწორების შესახებ. 13-ში კიდევ 10 იქნება შესატანი.

წინასწარ ძნელია თქმა, მაგრამ რეესტრიდან დარეგისტრირებაზე, ახალ-ახალი შეცდომის გამოსწორებაზე ალბათ ეს კვირა დაგვჭირდება.

პარალელურად კეთდება დარეგისტრირებული ბინებისა და ავტოსადგომების სია. ეს სია უნდა დამტკიცდეს ამხანაგობის გამგეობაზე.

გარდაცვლილ ადამიანზე რეგისტრაცია არ ხდება. ზოგიერთს არ აქვს წარმოდგენილი სამკვიდროს დედანი.  ამ დოკუმენტის წარდგენაზე ბევრჯერ გთხოვეთ. ჩემი ბინისთვის კი არა თქვენი ბინისთვის. მეტს ამაზე აღარ დავწერ, ალბათ, თქვენ უკეთესად იცით.

ზოგიერთს აქვს რწმუნება. რწმუნებულს ჩვენ ვერ ჩავთვლით მესაკუთრედ. შემდეგ, რეესტრში მიიტანეთ რწმუნება და იმათმა განსაზღვრონ მესაკუთრედ დარეგისტრირების საკითხი.

კედევ ერთხელ _ არავითარ ვადას აღ გეუბნებით, რადგან ვადის გასვილთანავე იწყება საათიანი ახსნა-განმარტებები თითოეულ თქვენგანთან. ამის დრო ნამდვილად არ მაქვს _ თქვენსავე ბინებზე და ავტოსადგომებზე ვმუშაობ.

ნამდვილად არ ველოდი საჯარო რეესტრის ამდენ შეცდომას. 

მე თვითონ შეგატყობინებთ სიახლეებს. დარეკვა საჭირო არაა.

ზოგიერთმა ისევ დაიწყო წუწუნი, რომ კვდება და ა.შ.

ამ არგუმენტით საქმე ვერ დაჩქარდება _ ყველასი ერთად კეთდება. გარდა ამისა დიდი ხანია აგიკრძალეთ სიკვდილი _ ეს მაინც შეასრულეთ. 

ამხანაგობის თავმჯდომარე

Monday, 4 May 2026

 მოგესა;მებით ყველას,

ცოტა მკაცრი წერილის გამოგზავნა გამომივიდა, მაგრამ სჯობს წერილით საყვედური, ვიდრე ტელეფონით.

2 კვირაზე მეტია დილიდან საღამომდე საჯარო რეესტრში ვარ, შემდეგ სახლში ვაგრძელებ დოკუმენტების მომზადებას ღამის 2-3 საათამდე და ნამდვილად არ მცალია საათობით თქვენთან საუბარზე და დეტალების მემილიონედ ახსნა-განმარტებაზე. ამასთან ზოგიერთი უსაფუძვლო პრეტენზიებით იწყებს კრიტიკას და ლანძღვას.

49-ე წელია გრძელდება მშენებლობა და ასეთი რა მოუთმენელი დაგემართათ, რომ რამდენიმე კვირა ან თვე ვერ მოგითმენიათ?

ამხანაგობა არის სოლიდარული მმართველობის გაერთიანება, რაც ნიშნავს იმას, რომ პასუხისმგებლობაც სოლიდარულია. 

სოლიდარული და არა მარტო ამხანაგობის თავმჯდომარის. თავი დავანებოთ იმას, რომ გარდა 1-2 ადამიანისა, არავის მოსვლია თავში დახმარების შემოთავაზება. სამსახურში მეც ვმუშაობ და უსაქმურად ნამდვილად არ დავეხეტები ზოგიერთივით. უფრო მეტიც, იმის მოსმენაც არავის უნდა თუ რა ეტაპები დაგვრჩა გასაკეთებელი.

თუ რაიმე ვადას ვიტყვი და არ დაემთხვევა (სხვების მიზეზით), საყვედურების ნიაღვარი მოდის სატელეფონო საუბრებზე.

ამხანაგობა სოლიდარული ქმედების ინსტიტუტია, თუმცა სასამართლო სხდომებზე მხოლოდ მე, ადვოკატი ხათუნა გრიგალაშვილი და ნუგზარ ივანიძე ესწრება. ბატონი ნუგზარიც იღებს ბინას, მაგრამ მოდის პროცესზე, მიუხედავად იმისა, რომ სულ ცოტა ხნის წინ შვილი გარდაეცვალა.

ხუთშაბათს  7 მაისს. 11:00 საათზე (სხდომის დარბაზი # 15) გვაქვს სასამართლო პროცესი   სააპელაციო სასამართლოში (დიღომი, პოლიციის სამმართველოს გვერდით) ძასოხოვის ძმაკაც საბაჰატდინ ილდიზთან.

პროცესი და შედეგი ეხება ყველას და არა მარტო 2 ადამიანს.

ბინის დოლარებზე გადაანგარიშებაზე და ფინანსური და საბინაო პირობების გაუმჯობესებაზე ფიქრები სასამართლო გადაწყვეტილების შედეგებზეცაა დამოკიდებული.

პროცესზე ვნახავთ როგორი სოლიდარული პიროვნებები ბრძანდებით.

სხვა ინფორმაცია 1 კვირის შემდეგ.

ამხანაგობის თავმჯდომარე


Thursday, 23 April 2026

 მოგესალმებით,


გუშინ დავიწყეთ ბინების რეგისტრაცია ამხანაგობის სახელზე. შევიტანეთ განცხადებები და 22 ბინაზე გადავიხადეთ შესაბამისი თანხა, რაც თქვენგან იქნა აკრეფილი. 2 ოჯახს დარჩა გადასახდელი და ისინიც გვპირდებიან, რომ გადაიხდიან ამ დღეებში.

კვლავ ვერ ვპოულობთ თეიმურაზ ბურჭულაძეს და მის ოჯახს. იქნებ ვინმემ იცით მის შესაზებ. შეგვატყობინეთ.

განაცხადების შეტანა პერმანენტულად მოცდება. გუშინდელ 22 განაცხადზე 4 საათზე მეტი დაიხარჯა საჯარო რეესტრში.

ვფიქრობ, საერთო ჯამში _ ბინები + ავტოსადგომების ამხანაგობაზე დარეგისტრირებას 2 კვირა, შეიძლება ოდნავ მეტი დასჭირდება.

შემდეგ გადავალთ ინდივიდუალურ დარეგისტრირებაზე.

ყინული დაიძრა. გავედით ფინიშის სწორზე.

მალე დამთავრდება თითქმის 50-წლიანი ეპოპეა.

სულ უფრო ლამაზდება ჩვენი სახლი _ როგორც საპატარძლო გათხოვების წინ.

გთავაზობთ გუშინ საღამოს გადაღებულ ფოტოებს.