გილოცავთ მეგობრებო !!!!!
დღეს, საჯარო რეესტრში დავარეგისტრირეთ ბინებისა და ა/სადგომების განშლა, რომელშიც კონკრეტულ გვარზეა მითითებული ის საკადასტრო კოდები, რომლებიც გადმოგეცით ამხანაგობის კრებაზე და უნდა დაარეგისტრიროთ თქვენ სახელზე.
ამით ფაქტობრივად თითქმის ბოლომდე მივიდა 49 წლიანი (ოქტომბრიდან 50-ე წელი დაიწყება) დაძაბული ეპოპეა.
ამ დარეგისტრირებით დაკმაყოფილდა რეესტრის ყველა მოთხოვნა.
ხვალიდან, ე.ი. 17 ივლისიდან შეგიძლიათ მიბრძანდეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ იუსტიციის ნებისმიერ სახლში და თქვენ სახელზე დაარეგისტრიროთ ბინა და ა/სადგომი (რამდენიმეს მარტო ბინა ეკუთვნის).
იუსტიციის სახლს დავატოვებინე იგივე კოდი. ამიტომ ეტყვით ამ კოდს _
882026565849. აქ მითითებულია განშლა # 1 (ბინების) და განშლა # 2 (ა/სადგომების), სადაც მოძებნიან თქვენ გვარს (დალაგებულია ანბანის მიხედვით), გადაიხდით 150-150 ლარს + ბანკის 2.5-2.5 ლარს. დაჩქარებული ღირს 350 ლარი ერთი ქონებისთვის.
დარეგისტრირების შემდეგ იქნებით ამ ქონების მესაკუთრე (აქამდე უფლების მფლობელი იყავით).
იმათ გასაგონად, ვინც 300 ლარი გადაიდა და დაუხარვეზეს _ დახარვეზება არ ნიშნავს თანხის დაკარგვას, რადგან 1 თვეში უნდა გამოსწორდეს ხარვეზი.
ზოგიერთის დარდი და ტირილი 300 ლარის დაკარგვის შესახებ უსაფუძვლო იყო, რადგან სულ გეუბნებოდით, რომ ხარვეზი გამოსწორდებოდა. ისე საინტერესოა რემონტს როგორ აპირებთ, თუ 300 ლარი ანგრევს თქვენ ბიუჯეტს? მე შემოგითვალეთ, რომ თუ დაკარგავთ 300 ლარს მე ავიღებ ვალად-მეთქი.
მოკლედ, გაიხარეთ, 300 ლარი არ იკარგება, თუ ერთი თვის გასვლამდე მიხვალთ რეესტრში.
მიუხედავად იმისა, რომ 300 ლარი გადახდილი გაქვთ, ხარვეზის გამოსწორება ავტომატურად არ ხდება.
უნდა მიხვიდეთ რეესტრში და უთხრათ, რომ თქვენი განცხადება შეჩერებულია იმის გამო, რომ დახარვეზებული იყო _ 882026565849.
რეესტრის თანამშრომელს ეტყვით, რომ 882026565849 - ში აღმოფხვრილია ხარვეზი და შესაბამისად თქვენ განაცხადშიც უნდა აღმოიფხვრას და თქვენ სახელზე დარეგისტრირდეს ბინა და ა/ს.
როგორც რეესტრში მითხრეს, თუ რამდენიმე თანამესაკუთრეა, არაა აუცილებელი ერთად მისვლა. შეუძლიათ ცალ-ცალკე და სხვადასხვა ქალაქებშიც მივიდნენ. დანარჩენს ოპერატორები ეტყვიანო. ეს ეხება დახარვეზებულ განაცხადებასაცო.
კიდევ ერთი რჩევა ძირითადად უცხოეთში მყოფებს. ჯერ გაარკვიეთ პირადობის საკითხი. პირადობა უნდა იყოს მოქმედი. ამიტომ 150-150 ლარს ნუ გადაიხდით იქამდე, სანამ პირადობას არ მოაგვაერებთ.
რამდენიმემ იკითხა დარეგისტრირების ვადებზე.
კიდევ ერთხელ გიმეორებთ, რომ დღეის მდგომარეობით ა/ს და ბინები დარეგისტრირებულია ამხანაგობის სახელზე. რეესტრში თქვენი მისვლით და 882026565849 -ში თქვენ სახელზე მითითებული კოდების დარეგისტრირება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს _ ხვალ, ზეგ, სექტემბერში, მომავალ წელს. აქ შეზღუდულები არ ხართ.
კიდევ ერთხელ გილოცავთ !!!
თუმცა ამით ყველაფერი არ თავდება. სანამ არსებობს ამხანაგობა, გვაქვს მოვალეობები, ვმონაწილეობთ სასამართლო პროცესებში და ა.შ.
ზოგიერთს ბოდიში დარჩა მოსახდელი.
იმედი ვიქონიოთ, რომ უკეთესი მეზობლები ვიქნებით ერთმანეთის, ვიდრე ამხანაგობის წევრები.
იმედია დასავლეთ საქართველოდან მაწყევარი ხალხიც გამოასწორებს თავის ხასიათს.
ვფიქრობ, ჩემი მოვალეობის 95-96 % შევასრულე.
თითქმის დაკარგული ტერიტორიიდან და ჰაერიდან _ 300000-400000 აშშ დოლარის მფლობელები გახდით. ლარზე გადაანგარიშებით _ მილიონერი ან თითქმის მილიონერები გახდით. იმედია ამ ქონებას არ გაანიავებთ.
საუკეთესო სურვილებით,
სანდრო ჯორბენაძე
No comments:
Post a Comment
Note: only a member of this blog may post a comment.