Saturday 27 May 2023

 მაისის ბოლო ინფორმაცია


ყვითელი ამწე აქტიურად შეუდგა მუშაობას 1-ლი („მ“), მე-2 („ლ“) და მე-3 („კ“) სადარბაზოების ასაშენებლად: 



ამ სადარბაზოებითვის დაიწნა არმატურა კოლონებისთვის ბეტონის ჩასასხმელად:







აქვე აწყვია უცხოური ბლოკები, რომლებიც ამცირებს სამუშაო სივრცეს და ამიტომ ისინი გადააქვთ მე-4 („ი“) სადარბაზოსკენ (იხ. ვიდეო):





მე-4 („ი“), მე-5 („თ“) და მე-6 („ზ“) სადარბაზოებისთვის დამთავრდა მე-12 სართულის მშენებლობა და მე-13 სართულის ნახევარი:











:ამ სადარბაზოებისთვის , უკვე მე-8-მე-9 სართულზე მიმდინარეობს ბინების პერიმეტრის ბლოკებით ამოშენება:







მე-10(„გ“), კომერციული („ბ“) და მე-11 („ა“) სადარბაზოებისთვის დამთავრდა სართულებსშორისი ტერასის (მე-10-მე-11 სართულის) და დაიწყო მე-12 სართულის მშენებლობა. ამწემაც აიწია სიმაღლეში:





კადრები ყიფშიძის მხრიდან:










Saturday 20 May 2023

 მოგესალმებით მეგობრებო,


გუშინ შედგა სასამართლო პროცესი.

პროცესზე წარდგენილ იქნა გამოთხოვილი დოკუმენტები.

აღმოჩნდა, რომ გ.ძასოხოვი 2008 წლის 1 აგვისტოს მართლაც არ იმყოფებოდა საქართველოში 2016 წლამდე.

ძასოხოვის ადვოკატმა განაცხადა, რომ ადრე, 1 აგვისტომდე მოაწერა ხელიო.

აქედან და კიდევ სხვა (ჩარკვიანის ხელმოწერის გაყალბება, და ა.შ.) ფაქტორებიდან გამომდინარე, ჩვენმა ადვოკატმა ხათუნა გრიგალაშვილმა მოითხოვა წარმოდგენილი დოკუმენტის (რომლითაც თ.ჩარკვიანი ვითომ გადასცემს ნახევარ ბინებს ძასოხოვს) ყალბად მიჩნევა და მტკიცებულებიდან ამოღება.

საქმე იმაშია, რომ მათი უკანონო მოთხოვნა აგებულია ამ ყალბ დოკუმენტზე.

სასამართლომ სამწუხაროდ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, თუმცა მოწინააღმდეგეს დაავალა დაადასტუროს ხელმოწერების ნამდვილობა.

აქ ესეთი სიტუაციაა _ ჩვენც გვინდოდა ექსპერტიზის ჩატარება ჩარკვიანის ხელმოწერილი დოკუმენტის, მაგრამ ძასოხოვის მხარემ ვერ წარმოადგინა დედანი. ექსპერტიზა კი, ასლს არ უკეთდება. ექსპერტიზა უნდა ჩაუტარდეს დედანს. დედანს არ აჩენენ, რადგან იმწუთასვე დადგინდება სიყალბე.

მომავალ სხდომაზე ვნახოთ რას წარმოადგენენ, როგორ „გააპრავებენ“ თავიანთ სიყალბეს. ამასობაში VTB-ბანკისგანაც მოვა ჩვენი გამოთხოვილი მასალა.

შემდეგ სხდომაზე მოწმეთა დაკითხვასთან დაკავშირებით მოსამართლეს არაფერი უთქვამს.

ჩვენი მხრიდან იგრძნობოდა დამსწრეთა სიმცირე. გთხოვთ გაითვალისწინოთ.

ყველა ღელავს, ყველას აწუხებს. მაგალითად, ქალბატონი ნინა შონია სამეგრელოდან ჩამოვიდა ამ დღეს _ სხდომაზე დასასწრებად.

სასამართლო სხდომა გაგრძელდება 16 ივნისს 14 საათზე. დარბაზი # 51

 


Tuesday 16 May 2023

მოგესალმებით ყველას,



კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ

19 მაისს 12:00 საათზე გვაქვს სასამართლო პროცესი ძასოხოვთან, თბილისის საქალაქო სასამართლოში, დარბაზი # 51.

ვინც პროცესზე მოსვლას აპირებთ, გთხოვთ გაითვალისწინოთ,რომ სხდომის დაწყების შემდეგ, დარბაზში შესვლა და დარბაზიდან გასვლა დასაშვებია მხოლოდ მოსამართლის ნებართვით და არა თვითნებურად. ამის შესახებ მოსამართლემ წინა სხდომაზე გაგვაფრთხილა. 

მას შეუძლია დაგაჯარიმოთ.

Sunday 14 May 2023

 გილოცავთ თამარობას!




გთავაზობთ დღევანდელ ფოტოებს.

სრული დატვირთვით ამუშავდა ყვითელი ამწე და დაიწყო 1-ლი („მ“), მე-2 („ლ“) და მე-3 („კ“) სადარბაზოების მშენებლობა.

კერძოდ, გათავისუფლდა ტერიტორია და იწნება არმატურა







ამწის სიმაღლეში ასაწევმა „ტანის“ ნაწილებმა გადაინაცვლა 1-ლი სადარბაზოს წინ მდებარე ცარიელ ადგილზე:



მე-4 („ი“), მე-5 („თ“) და მე-6 („ზ“) სადარბაზოებისთვის დამთავრდა სცხოვრებელი მე-12 სართულის და სწრაფი ტემპით მიმდინარეობს მე-13 სართულის მშენებლობა:













იგივე ლოკაცია 1 წლის წინ:



ამ სადარბაზოებისთვის პარალელურად მიმდინარეობს ბინების (საცხოვრებელი  (1-ლი-მე-9 სართულების) პერიმეტრის უცხოური ბლოკებით ამოშენება:







უცხოური ბლოკები შემოდის უწყვეტად და დიდი ოდენობით:




ხშირად ისმის კითხვები მე-7 („ვ“), მე-8 („ე“) და მე-9 („დ“) სადარბაზოების მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით.

ჯერ-ჯერობით ეს გზა საჭიროა დიდი მანქანებისთვის. მშენებელთა წინასწარი სავარაუდო გათვლებით, ამ ტერიტორიაზე მშენებლობა დაიწყება შემოდგომის დამთავრებამდე. სანერვიულო არაფერია. სახლის ჩაბარება განხორციელდება 2025 წლის დეკემბერში ერთიანად:



მე-10 („გ“), კომერციული („ბ“) და მე-11 („ა“) სადარბაზოებისთვის, დასრულებისკენ მიდის გაერთიანებული სართულის (ღია ტერასის) მშენებლობა:





იგივე ტერიტორია 1 წლის წინ:



მშენებლობის კადრები მიქელაძის და ყიფშიძის ქუჩებიდან:























ჩვენი ნაგვის ბუნკერები აქტიურად აითვისეს ყიფშიძის ქუჩის მაცხოვრებლებმა. იმედია ქუჩაში ნაგვის დაყრა ამით შემცირდა:




შ ე ხ ს ე ნ ე ბ ა: 



19 მაისს 12:00 საათზე გვაქვს სასამართლო პროცესი ძასოხოვთან, თბილისის საქალაქო სასამართლოში, დარბაზი # 51.

ვინც პროცესზე მოსვლას აპირებთ, გთხოვთ გაითვალისწინოთ,რომ სხდომის დაწყების შემდეგ, დარბაზში შესვლა და დარბაზიდან გასვლა დასაშვებია მხოლოდ მოსამართლის ნებართვით და არა თვითნებურად. ამის შესახებ მოსამართლემ წინა სხდომაზე გაგვაფრთხილა. 

მას შეუძლია დაგაჯარიმოთ.


გთავაზობთ დღევანდელ მცირე ვიდეო მასალას: