Monday 21 December 2015

"ბაგები-502"-ის წევრებს


საიტზე გამოქვეყნებული 2015 წლის 14 ნოემბრის მემორანდუმის ტექსტის შინაარსზე თანხმობის ბარათს 2015 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით, ამხანაგობის 128 წევრიდან ხელი მოაწერა 75-მა წევრმა. მათ უმეტესობას ჰქონდა სურვილი მენარდის ვალდებულებებშიც ასახულუყო საბანკო გარანტია.
ამ მოთხოვნის სამართლებრივი შეფასებისაგან თავს ვიკავებთ, რადგან ჩავთვალეთ, რომ ელემენტარული სამართლებრივი პრინციპების ახსნა-განმარტებას აჯობებდა აღნიშნული საკითხის ჩართვა მემორანდუმის ტექსტში.
ინვესტორთან მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა, რომ მენარდის ვალდებულებებს დაემატოს შემდეგი პუნქტი:
3.4.22. წარუდგინოს შემკვეთს 10 000 000 აშშ დოლარამდე ოდენობის თანხაზე
საბანკო გარანტია, რომლის პირობები წარმოდგენილი იქნება ძირითადი
ხელეკრულების დადების დროისათვის, ხელშეკრულების მოქმედების მთელი
პერიოდისა და შენობის ექსპლუატაციაში შესვლამდე ვადით.