Saturday 29 July 2023

 მოგესალმებით ყველას,


რამდენიმე დღის წინ ეს საიტი არ იხსნებოდა ზოგიერთის კომპიუტერში.  ბევრმა მიუტანა სპეციალისტებს და იმათმა ჩართეს, თუმცა რა იყო მიზეზი ვერ გაიგეს, რადგან ერთ ოჯახში, ზოგიერთ კომპიუტერში იხსნებოდა, ხოლო მეორეში არა. მიზეზი დღესაც გაურკვეველია. თუ  blogspot-ი აღარ შეგვიშვებს, შევცვლით საიტს, რომლის შესახებაც შეგატყობინებთ. ჯერ-ჯერობით ისევ აქ ვართ.

ივლისის ბოლო შაბათ-კვირაა და გთავაზობთ დღევანდელ ფოტოებს.

1-ლი („მ“), მე-2 („ლ“) და მე-3 („კ“) სადარბაზოებისთვის დასრულდა ავტოსადგომის 1-ლი სართულის გადახურვა და იწყება ავტოსადგომის მე-2 სართულის მშენებლობა:







ამ სადარბაზოების ხედი თ.აბულაძის ქუჩიდან:





მე-4 („ი“), მე-5 („თ“) და მე-6 („ზ“) სადარბაზოებისთვის მიმდინარეობს მე-14 სართულის მშენებლობა, რომლისთვისაც მზადდება ყალიბები გადახურვისთვის:












ამ სადარბაზოების ხედი თ.აბულაძის ქუჩიდან:







მე-10 („გ“), მე-11 („კომერციული“) და მე-12 („ა“) სადარბაზოებისთვის მიმდინარეობს მე-14 სართულის გადახურვის მოსამზადებელი სამუშაოები:







ამ სადარბაზოების ხედი თ.აბულაძის ქუჩიდან:



მშენებარე ლოკაციების ხედი ყიფშიძის ქუჩიდან:












არ დაგავიწყდეთ, რომ 1 სექტემბერს გვაქვს სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში, დარბაზი # 51, 12:00 საათზე. როგორც მოსამართლემ განაცხადა _ ამავე დღეს დაამთავრებს სასამართლო წარმოებას.


ბედნიერ საზაფხულო დასვენებას გისურვებთ!



:


Saturday 15 July 2023

 მოგესალმებით მეგობრებო,


გთავაზობთ მშენებლობის დღევანდელ ფოტოებს.

1-ლი („მ“), მე-2 („ლ“) და მე-3 („კ“) სადარბაზოებისთვის დასრულების სტადიაზეა ავტოსადგომის 1-ლი სართულის ყალიბების გაკეთება. რამდენიმე დღეში აქ ჩაისხმება ბეტონი, შესაბამისად, გადაიხურება ეს სართული:









ამ სადარბაზოების ხედი აბულაძის ქუჩიდან:





მე-4 („ი“) და მე-5 (თ“) სადარბაზოებისთვის დამთავრდა მე-13 სართულის მშენებლობა და მიმდინარეობს მე-14 სართულის საყრდენი მოძების გაკეთება:







ხედი „კარფურის“ მხრიდან:







:ამავე სადარბაზოების ხედი აბულაძის ქუჩიდან:





მე-14 სართულის მშენებლობა მიმდინარეობს მე-6 („ზ“) სადარბაზოსთვისაც:






მე-10 („გ“), კომერციული („ბ“) და მე-11 („ა“) სადარბაზოებისთვის დამთავრდა მე-13 სართული და დაიწყო მე-14 სართულის მშენებლობა:




ამ სადარბაზოების ხედი „კარფურის“ მხრიდან:




ხედი აბულაძის ქუჩიდან:



მშენებლობის ყველა ლოკაციის ხედი ყიფშიძის ქუჩიდან:
















მშენებლობა მიმდინარეობს მუდმივი კონტროლოს ვეშ. კერძოდ, ბეტონის ყოველი ჩასხმისას, ლაბორატორიის მიერ, ადგილზე მოწმდება მოტანილი ბეტონის ხარისხის შესაბამისობა სტანდარტებთან:




ეს ჩვენი მშენებლობის ძაღლებია, „ჩორნა“ და მეორე, რომლებიც მთელი ღამე, დარაჯებთან ერთად იცავენ და არც უცხო ადამიანს და არც კატებს აჭაჭანებენ სამშენებლო ტერიტორიაზე. დღისით კი, ისვენებენ: