Saturday 29 July 2023

 მოგესალმებით ყველას,


რამდენიმე დღის წინ ეს საიტი არ იხსნებოდა ზოგიერთის კომპიუტერში.  ბევრმა მიუტანა სპეციალისტებს და იმათმა ჩართეს, თუმცა რა იყო მიზეზი ვერ გაიგეს, რადგან ერთ ოჯახში, ზოგიერთ კომპიუტერში იხსნებოდა, ხოლო მეორეში არა. მიზეზი დღესაც გაურკვეველია. თუ  blogspot-ი აღარ შეგვიშვებს, შევცვლით საიტს, რომლის შესახებაც შეგატყობინებთ. ჯერ-ჯერობით ისევ აქ ვართ.

ივლისის ბოლო შაბათ-კვირაა და გთავაზობთ დღევანდელ ფოტოებს.

1-ლი („მ“), მე-2 („ლ“) და მე-3 („კ“) სადარბაზოებისთვის დასრულდა ავტოსადგომის 1-ლი სართულის გადახურვა და იწყება ავტოსადგომის მე-2 სართულის მშენებლობა:







ამ სადარბაზოების ხედი თ.აბულაძის ქუჩიდან:





მე-4 („ი“), მე-5 („თ“) და მე-6 („ზ“) სადარბაზოებისთვის მიმდინარეობს მე-14 სართულის მშენებლობა, რომლისთვისაც მზადდება ყალიბები გადახურვისთვის:












ამ სადარბაზოების ხედი თ.აბულაძის ქუჩიდან:







მე-10 („გ“), მე-11 („კომერციული“) და მე-12 („ა“) სადარბაზოებისთვის მიმდინარეობს მე-14 სართულის გადახურვის მოსამზადებელი სამუშაოები:







ამ სადარბაზოების ხედი თ.აბულაძის ქუჩიდან:



მშენებარე ლოკაციების ხედი ყიფშიძის ქუჩიდან:












არ დაგავიწყდეთ, რომ 1 სექტემბერს გვაქვს სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში, დარბაზი # 51, 12:00 საათზე. როგორც მოსამართლემ განაცხადა _ ამავე დღეს დაამთავრებს სასამართლო წარმოებას.


ბედნიერ საზაფხულო დასვენებას გისურვებთ!



:


No comments:

Post a Comment

Note: only a member of this blog may post a comment.