Tuesday 31 December 2019

ძვირფასო მომავალო მეზობლებო,

მოგილოცავთ 2020 წელს!
გისურვებთ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას!
40-წლიანი მშენებლობის გაგრძელების წელი ყოფილიყოს თქვენი მიზანსწრაფების აღსრულების წელი!
ძალიან მიხარია ის, რომ თქვენ ხართ გახარებულები. მიუხედავად იმისა, რომ უამრავ წინააღმდეგობას (უცხო თუ შინაური ადამიანების მიერ)  ვაწყდებით, დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
ხვავი და ბარაქა თქვენ ოჯახებს!

პატივისცემით,
სანდრო ჯორბენაძე
ამხანაგობა „ბაგები 502-სა“ და ბაგები 504-ის“ თავმჯდომარე

Thursday 26 December 2019

დაზუსტება

საიტზე ატვირთვისას რატომღაც შეიცვალა გვერდები და ჯერ მე-2, შემდეგ პირველი გვერდი აიტვირთა.
ძვირფასო მეზობლებო,

სამი დღის წინ გაცნობეთ, რომ ამხანაგობა „ბაგები 504“ დაზარალებულად იქნა ცნობილი და წერეთელზე გამოცხადდა ძებნა. ახლახან გადმომცეს დაზარალებულად ცნობის დადგენილება, რომელსაც გთავაზობთ გასაცნობად:

Monday 23 December 2019

ძვირფასო მეგობრებო,

დღეისთვის სიახლე ისაა, რომ დამთავრდა ღობის გაკეთება. ხელმოწერები გადაეცა მერიას.
ახალ წლამდე ალბათ მეტი სიახლე არ იქნება.
ამასთან მინდა გაცნობოთ, რომ წლების წინ, ამხანაგობის ძველმა გამგეობამ არჩელი შეიტანა ფინანსურ პოლიციაში. გამოძიება დღემდე მიმდინარეობს. 
ამდენი წლის შემდეგ გამოძიებამ დაადგინა შემდეგი:
1. გამოცხადდა ძებნა დავით წერეთელზე;
2. ამხანაგობა „ბაგები 504“ ცნობილ იქნა დაზარალებულად.





Tuesday 17 December 2019


ძვირფასო მეგობრებო,

განცხადებაზე ხელმოწერები დამთავრდა და გადავეცით მერიას.
ძალიან სამწუხაროა, რომ ამხანაგობის ზოგიერთი წევრი ყველანაირად ცდილობს მშენებლობის გაგრძელებისთვის ხელშეშლას.
განცხადების შინაარსი იყო ყოვლად უწყინარი, რომლის ბოლო წინადადება ჩვენ დავამატეთ, დანარჩენი შედგენილია ინვესტორის მიერ და მერიის მოთხოვნით. მოთხოვნა იყო უმრავლესობისგან მშენებლობის თაობაზე უმრავლესობის მიმართვა და საქმის განხილვის დაჩქარება.
ამ უწინარ ტექსტზე გაავრცელეს ინფორმაცია, რომ არ მოეწერათ ხელი ამხანაგობის წევრებს, თუმცა ვერ ხსნიან რატომ. რამდენიმე წევრმა ჩვენთან გადაამოწმა და დარწმუნდა, რომ ეს კეთდება თქვენივე ინტერესებისთვის, თქვენი ბინის ასაშენებლად, საერთო ინტერესებისთვის.
დამთავრდა ის დრო, როდესაც ამხანაგობის გამგეობის წევრები ყველაფერს განიხილავდნენ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე (ფაქტები უამრავია).
უმრავლესობა ხართ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, რომლებსაც შეგიძლიათ ანალიზის გაკეთება. სამწუხაროა, რომ ისევ 2-3 ადამიანის ბრმა გავლენის ქვეშ ექცევით.
128 წევრიდან ხელი არ მოაწერა მხოლოდ 18-მა წევრმა. აქედან 2-3 სავარაუდოდ უცხოეთშია, მაგრამ დანარჩენები? დავიჯერო არ გიხარიათ და არ გინდათ მშენებლობის გაგრძელება? ის მაინც გამოთქვით პირდაპირ _ რატომ იბოღმებით.
იმ ხალხს შორის ვინც მივიდა მშენებლობაზე და ხელი მოაწერა განცხადებას არიან 80, 85 და 90 წელს გადაცილ;ებული ადამიანები, არიან ადამიანები, რომლებიც სიმსივნით არიან დაავადებულები და ქიმიოთერაპიის ჩატარებამდე მივიფნენ და ხელი მოაწერეს.

მართლა რაიმე სერიოზული დახმარება რომ იყოს საჭირო წარმომიდგენია როგორ დააფასებთ საკუთარ ხელმოწერას.  
ხელმოსაწერ განცხადებაში რაიმე ფარულის დანახვა უკვე სხვა კატეგორიის საკითხია. იქნებ კრიტიკულად შეხედოთ საკუთარ მოსაზრებებს.

გთავაზობთ ამხანაგობა „ბაგები 502-ის“ წევრებისიას, რომლებმაც ხელი არ მოაწერეს მერიისადმი მიმართვის წერილს:

1.      აბრამიშვილი თამარ
2.      ამაღლობელი მიხეილ
3.      ბერუაშვილი ლია
4.      ბუღაძე ვასილის მემკვიდრე
5.      გაბეხაძე ლილი
6.      გაბიძაშვილი რაისა
7.      დავითაშვილი თეიმურაზ
8.      ესაიაშვილი გიორგი
9.      კობახიძე დავით
10.  მეშველიანი დავით
11.  მჭედლიშვ ილი გიორგის მემკვიდრე
12.  ონიანი თამარ
13.  პაპისმედოვი ბესიკი
14.  რუხაია ხიმური
15.  ფარულავა გრივერ
16.  ციციშვილი გიორგი
17.  ჭანკვეტაძე ბეჟანი
18.  ჯახია დიმიტრი

„ყოჩაღ“!


Wednesday 11 December 2019


ძვირფასო „ბაგები502-ის“ წევრებო,
მესამე პირებო

თბილისის მერიაში მიმდინარეობს ჩვენი მშენებლობის სამისწარმოება. ამ ეტაპზე საქმის დაჩქარების მიზნით და მათი rekomendacia-მოთხოვნის ესაბამისად, ყველა თქვენგანის (ვისაც პრეტენზია გაქვთ რომ გეკუთვნით ფართი ყიფშიძის 1-ში) თანხმობას და მიმართვაზე ნების დაფიქსირება. ეს ეხება თსუ-ის 128 და მესამე პირების 61-63 ოჯახს. მესამე პირების მიერ ხელმოწერა არ ნიშნავს, რომ მათ უცილობლად გადაეცემათ ფართი შესაბამისი შესწავლის გარეშე.
განცხადების ტექსტი (2 ეგზემპლარი) დევს ყიფშიძის 1-ში დარაჯთან.
ძალიან გთხოვთ, რაც შეიძლება მცირე დროში (16 დეკემბერს უნდა წარვადგინოთ) მიბრძანდეთ მშენებლობაზე და დააფიქსიროთ თქვენი თანხმობა ხელმოწერით.
დარაჯი 24 საათი მშენებლობაზეა. დარაჯობასთან ერთად ასუფთავებს მშენებლობას ნაგვისგან, ამიტომ თუ ვაგონში არ იქნა, იქვე იქნება სადმე და შეეხმიანეთ ტელეფონზე _  544 441 426  კახა როხვაძე.
ასევე გთხოვთ, შეატყობინოთ ამხანაგობის სხვა წევრებსაც.

წერილი შემდეგი შინაარსისაა:
ქალაქ თბილისის მერს
ბატონ კახა კალაძეს

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

ბატონო კახა,

მოგახსენებთ, რომ 1988 წლიდან ქვემოთ ჩამოთვლილი ამხანაგობის წევრები, რომელთა
ძირითადი ნაწილი ვართ ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის
პროფესორები, ველოდებით ჩვენს კუთვნილ სახლს, პირველ ეტაპზე ჩვენი სახლი უნდა
აშენებულიყო ბაგებში უნივრესიტეტის ლექტორებისთვის გამოყოფილ ტერიოტრიაზე,
შემდეგ სახლემწიფო ინტერესებიდან გამომდინარე მოგვინაცვლეს ტერიტორია და
მოგვცეს მიწის ნაკვეთ ყიფშიძის ქუჩა N1-ში (მიწის საკადასტრო კოდი 01.14.14.003.122)
, რომელზეც ამხანაგობის მიერ მოხდა სამშენებლო სამუშაოების დაწყება, 2006 წელს
აღნშნულ ნაკვეთზე მოხდა მშენებლობის ნებართვის გაცემა და მოეწყო საძირკვლის
ფილა, 0, -1 და -2 სართულები, სულ აშენდა 18000 კვადრატულ მეტრამდე ფართი, 2008
წელს ქვეყანაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე მშენებლობა გაგვიჩერდა
და დღემდე ვართ ისევ მოლოდინში, ამ ეტაპზე გვყავს ინვესტორი შპს“გუმბათი
ჰოლდინგი +“ ის სახით, რომელსაც გააჩინია ფინანსური და შრომითი რესურსი, ასვე აქვს
სამშენებლო ბიზნესში დიდი გამოცდილაბა და სურს ჩვენი გაჩერებული მშენებლობის
დასრულება, ინვესტორი ასევე იღებს პასუხისმგებლობას ამხანახობა „ბაგები 504“- ის
მიერ დაგროვილ ვალდებულებებზე .

აქვე მოგახსენებთ, რომ 2006 წელს გაცემული მშენებლობის ნებართვა მოძველებულია,
სჭირდება განახლება, ძირითადი კონსტრუქციების და გაბარიტების მნიშვნელოვანი
ცვლილება შეუძლებელია და ამიტომ ჩვენს მიერ მოხდება მხოლოდ გარეგნული
იერსახის ცვლილება, აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს საქმისწარმოება (N
10/01192352728-01 23.09.2019წ.) დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებით
შექმნილ კომისიაში, სადაც განხილულ იქნა ჩვენი პროექტი, კომისიის თავმჯომარის

მიერ ხდება მაქსიმალური დახმარება და რეკომენდაციების გაცემა, ამ ეტაპზე ჩვენს მიერ
ხდება პროექტის ესკიზეური ვარიანტის დამუშავება და წარდგენა კომისიაში.

გთხოვთ შეხვიდეთ ჩვენს მდგომარეობაში , პირად კონტროლზე აიყვანოთ ზემო
აღნიშნული ინფორმაცია და დაავალოთ შესაბამის სამსახურებს მაქსიმალურად სწრაფად მოახდინონ ჩვენი საქმისწარმოების დასრულება და მშენებლობის ნებართვის გამოცემა.

პატივისცემით,
ამხანაგობის დამფუძნებელი წევრები, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო
უნივერსიტეტის ლექტორატი:
128 ადამიანის ხელმოწერა

ამხანაგობა „ბაგები 504“-თან ფინანსური ხელშეკრულებებით დაკავშირებული მესამე
პირები(ფულადი სახსრების გადამხდელი პირები) (სია გადმოგვცა ინვესტორმა):
1. აბულაძე ჯულიეტა
2. ალექსიძე ეკატერინე
3. ანდღულაძე შალვა
4. ახრახაძე რევაზ
5. ბარნაბიშვილი გიული
6. ბერიაშვილი მზია
7. ბერიძე თამარ
8. ბულისკირია ინგა
9. ბურდული ქეთევანი
10. ბურჭულაძე გიორგი
11. გაზდელიანი გია
12. გახარია ზაური
13. გელაზონია შოთა
14. გეწაძე გვანცა
15. გეწაძე გვანცა
16. გვინიაშვილი მიხეილ
17. გვინცაძე გივი
18. გიორგაძე გელა
19. დანელია ნანა
20. დუღაშვილი ანნა
21. ველთაური თამარი
22. ზუხბაია
23. თიგიშვილი დავითი
24. კაკაბაძე ლია
25. კახეთელიძე ანა (კომერც.)
26. კენჭოშვილი როსტომ
27. კიზირია ემზარი
28. კინწურაშვილი ნატო
29. კობახიძე-ურუშაძე ვარვარა
30. ლექვინაძე თინათინ
31. ლორია ნატო
32. მაისურაძე ირაკლი
33. მანაშეროვი დანი
34. მანთაშაშვილი აზა
35. შპს "მეტალინვესტი"
36. მირველოვა ინგა
37. მკერვალიძე მანანა( კომერც.)
38. მუსერიძე თინათინი
39. ნიკოლაიშვილი მზია(როინი)
40. ონიანი გიორგი
41. სალუქვაძე ნონა(მზია)
42. სვანიძე დავითი
43. ტაბლიაშვილი მიხეილი
44. უდუმაშვილი ზაალ
45. ურიდია ირაკლი
46. ქაჯაია ნინო
47. ქუთათელაძე მარინა
48. ღონღაძე ინგა
49. ყურაშვილი მერაბი
50. ჩაფიჩაძე ლელია
51. ჩაჩავა მირანდა
52. ჩხეტიანი თამარი
53. ჭელიძე თამაზი
54. წერეთელი დავით
55. ხარატიშვილი გიორგი
56. ხიხაძე ლალი
57. ჯაბუა სერგო
58. ჯაოშვილი გიორგი
59. ჯიშიაშვილი გიორგი
60. ჯუღელი ივანე
61. ჯუღელი ივანე(კომერც)

ამხანაგობა „ბაგები 504“-ის გამგეობა

Sunday 8 December 2019

ძვირფასო მეგობრებო,

დღეს 8 დეკემბერს გადავიღე ფოტოები. გთავაზობთ ექსკურსიას მშენებლობის ირგვლივ.

1. ყიფშიძის ქუჩიდან ღობის გაკეთება დასრულებულია















2. აბულაძის ქუჩაზე გაკეთდა რკინის სამაგრები, რომელზეც აიკვრება ღობე







3. თითქმის დასრულდა ღობის გაკეთება თვალის კლინიკა „მზერას“ მხრიდან