Friday 29 October 2021

 მოგესალმებით ყველას,


ხვალ და ზეგ მშენებლობა არ განხორციელდება, რადგან მუშების უმრავლესობა რაიონებში წავლენ არჩევნებში ხმის მისაცემად.

ამიტომ, გთავაზობთ დღევანდელ ფოტოებს.

შეიძლება დიდი განსხვავება წინა ფოტოებთან შედარებით თვალში საცემი არაა, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ხიმინჯების (ბურჯების) ჩადგმას დიდი დრო მიაქვს.

მიწის ქვეშ 12 მეტრზე ჩაბეტონებული ხიმინჯების რაოდენობა დღითი დღე მატულობს.


დაახლოებით 12 ხიმინჯია ჩადებული „ა“ და ნაწილობრივ „ბ“ სადარბაზოს ადგილზე:





ხიმინჯების ხედი ახლოდან:






„ბაუერის“ ტექნიკის საშუალებით იდგმება ახალი ხიმინჯი:








კვლავ მიმდინარეობს ხიმინჯებისთვის ბეტონის ამოჭრა (120 სმ.) „ზ“ სადარბაზოს ადგილზე (ფოტოები გადაღებულია შესვენების დროს):







ხიმინჯებისთვის განკუთვნილი ორმოდან ამოღებული მიწა გროვდება ერთ ადგილზე, შემდგომში გასატანად:




კიდევ ერთხელ გვინდა ყველას გასაგონად განვაცხადოთ, რომ სახლი აუცილებლად აშენდება და მშენებლობა კანონიერია. ამის დამადასტურებლად იხილეთ 15 სექტემბერს ამავე გვერდზე ატვირთული ვიდეო მასალა.


Saturday 23 October 2021

 ძვირფასო მეგობრებო,


ნელ-ნელა, მაგრამ მაინც წინ მიდის ჩვენი სახლის მშენებლობა.

გთავაზობთ დღევანდელ ფოტოებს.


გრძელდება ბურჯების ჩასმა. ამჯერად „ა“, „ბ“ და „გ“ კორპუსების კედლის მხარეს:








პარალელურად , ბურჯებისთვის იჭრება ბეტონი „ზ“ კორპუსის მხარეს:





ფოტოების გადაღების დროს მოვიდა ბეტონის მანქანა და კიდევ ერთ ბურჯში ჩაისხა:







როგორ მოგეხსენებათ, ბურჯები ჩადის მიწაში 12 მეტრის სიღრმეში. ამ 12 მეტრიდან ამოღებული მიწა კი, გროვდება ეზოში ერთ ადგილზე. შემდეგ მიმდინარეობს ამ მიწის გატანა. მიწის გატანა განხორციელდა დღესაც. აქვე შეამჩნევთ, რომ იწნება ახალი ბურჯები:







Monday 18 October 2021

 მოგესალმებით მეგობრებო,


მშენებლობაზე მშენებლობა არ შეჩერებულა. 

2 დღეა მშენებლობა გადავიდა ინტენსიურ რეჟიმში.

გთავაზობთ ამის დასადასტურებელ დღევანდელ ფოტოებს.


საერთო ხედი ზემოდან:





დაიწყო ბურჯების ჩასმა „ა“, „ბ“ და „გ“ (დღევანდელი 1-ლი, მე-2 და მე-3) სადარბაზოების ადგილას:




ესაა პირველი ბურჯი, რომელიც ჩაიდგა მიწაში 12 მეტრზე და ჩაბეტონდა:



დღესვე ჩაისხა ბეტონი მეორე ბურჯში:




12-მეტრიან ორმოში ჩადებულ არმატურის ბურჯებს ზემოდან ედგმება ძაბრი, რომელშიც ისხმება ბეტონი:





საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი მშენებლები ფუტკრებივით მუშაობენ.


გვერდითა კორპუსების ჩვენი მომჩივანი მეზობლები გადავიდნენ ჩივილის ცივილურ მეთოდებზე და ქუჩის აქციების ნაცვლად იჩივლეს სასამართლოში.