Sunday 28 February 2021

 

შეჯამება


კვირა დღეს „კოდალები“ არ მუშაობენ და ამ დღეს მშენებლობაზე შედარებითი სიწყნარეა.

მართალია 2 დღის წინ შემოგთავაზეთ ფოტოები, მაგრამ დღეს, რადგან კვირის და თვის ბოლოა, გთავაზობთ ახალ (დღევანდელ) ფოტოებს.

ეს ფოტოები შეგიძლიათ შეადაროთ თუნდაც 18 თებერვლის ფოტოებს, რათა თვალნათლივ შეამჩნიოთ განსხვავება.

„დ“ კორპუსი თითქმის ბოლომდეა მონგრეული. ანალოგიურია „ე“ კორპუსის ნახევრის მდგომარეობაც.








ზუსთად 1 თვის წინ, მაშინ როცა დარჩენილი ნაწილის დანგრევა გადაწყვეტილი არ იყო, „დ“ და „ე“ კორპუსები ასე გამოიყურებოდა:



დღეს ასე:




Friday 26 February 2021

 მოგესალმებით ყველას,


ამხანაგობის წევრებიდან ისევ ბევრი კითხვა შემოდის ქონების გადაფორმებისა და გაყიდვის შესახებ.

კიდევ ერთხელ განგიმარტავთ, რომ ჩვენ ჯერ არ ვართ უძრავი ქონების მესაკუთრეები. ჩვენ გვაქვს არა ქონება, არამედ უფლება, შესაბამისად ქონებას ვერ გადავცემთ სხვას და ვერ გავყიდით იქამდე სანამ რეესტრში არ დარეგისტრირდება.

უფრო კონკრეტულად _ ის ვინც იყიდის, იყიდის უფლებას და არა ქონებას. ამასთან ამ ეტაპზე არ მეგულება დამიანი, რომელიც ისე იყიდის ბინას, რომ არ მოინდომებს მის დარეგისტრირებას. ასე, რომ ცოტაც მოითმინეთ და მერე დაირეგისტრირეთ ბინა თქვენ სახელზე. 

რაც შეეხება გყიდვას. როოგორც კი მოინდომებთ გაყიდვას (დარეგისტრირების შემდეგ), პირველ რიგში უნდა შევთავაზოთ ინვესტორს, რადგან ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა, რომ მათ მივცეთ უპირატესი შესყიდვის უფლება, რაც ნიშნავს შემდეგს:

1. გაყიდვის სურვილის შემთხვევაში, პირველი ვთავაზობთ ინვესტორს. ეს უკანასკნელი ან თვითონ ყიდულობს ან მოძებნის თქვენთვის სასურველ მყიდველს 3 თვის მანძილზე. აქ შეზღუდვის მიზანია ის, რომ ბინა არ გაიყიდოს დაბალ ფასად. ე.ი. თუ ინვესტორი ყიდის ფართებს 900-1000 $, ხოლო თქვენ 600-700 დოლარად, თქვენი გაყიდვის შემთხვევაში ინვესტორის ფართები აღარ გაიყიდება, ანიტომაც ცდილობს, რომ თვითონ მოგიძებნოთ უფრო ხელსაყრელი მყიდეველი. 3 თვის გასვლის შემდეგ, თუ გაუყიდავი დარჩა, უკვე თქვენ, მესაკუთრეს შეგეძლებათ გაყიდოთ ბინა.

კვირის ბოლოა და გთავაზობთ დღევანდელ ფოტოებს:

1. საერთო ხედი „კარფურის“ მხრიდან :



2. სამივე „კოდალა“ ერთობლივი მუშაობის დროს სხვადასხვა რაკურსით:



3. „დედა“ კოდალამ ადგილი გაუცვალა „მამა“ კოდალას და დღეს მე-3 სართულზე მუშაობდა:



4. ხედი ეზოს მხარეს:


5. ხედი „დ“ და „ე“ სადარბაზოების მხრიდან:


6. „ვ“ სადარბაზოს ხედი:



Tuesday 23 February 2021

 თქვენი მოთხოვნით


ამ 2 დღის მანძილზე უამრავი ზარი განხორციელდა ჩემთან. უმრავლესობა ითხოვს ყოველდღიურ ფოტოებს.

გარწმუნებთ, რომ რამდენიმე დღის შესრულებული საქმუშაო უფრო გამოჩნდება და თვალშისაცემია, ვიდრე ყოველდღიური.

ყოველ დღე მშენებლობაზე მისვლა და ფოტოების გადაღება არ მიმაჩნია ნორმალურად. ავტობუსები მუშაობს, სამარშრუტოები მუშაობს. იქნებ თავად მოინახულოთ მშენებლობა. 

მიუხედავად ამისა გთავაზობთ დღევანდელ ფოტოებს:

ნგრევის საერთო ხედი:







ფოტოების გადაღების დროს მესამე კოდალა ისვენებდა:



ხედი ეზოს შუა მხრიდან:





Sunday 21 February 2021

 სასიამოვნო სიახლე


მეგობრებო, გილოცავთ საქართველოს პირველი კონსტიტუციის 100 წლოვან იუბილეს.

ამხანაგობის წევრებისთვის დღეს მეორე სასიამოვნო სიახლეცაა.

დღეს, მშენებლობაზე მობრძანდა მესამე „კოდალა“:


ძალა რომ ერთობაშია იქიდანაც ჩანს, რომ „დ“ კორპუსის ნახევარი დანგრეულია:


ყველამ იცით, რომ კვირა დღეს „კოდალები“ არ მუშაობენ (თბილისის მერიის მითითების გამო). სამაგიეროდ, ხვალიდან _ 22 თებერვლიდან აკაკუნდება სამივე „კოდალა“.

ზედა სართულს დაშლის, დაანგრევს „მამა“ კოდალა, შუაში იმუშავებს „დედა“ კოდალა, ხოლო ქვედა სართულზე „შვილი“ კოდალა. დანგრევა იწარმოებს მარცხნიდან მარჯვნივ. ე.ი. „დ“ კორპუსიდან:


ნგრევის მიმდინარეობის საერთო ხედი ასეთია:




Thursday 18 February 2021

 დღევანდელი სიახლეები


რამდენიმე დღის წინ, ჩვენმა მეზობლებმა, მიქელაძის 19-ში (თვალის კლინიკა „მზერას“) მცხოვრებლებმა შეხვედრა მოითხოვეს ჩვენ ინვესტორთან. ინვესტორი დაეთანხმა, ოღონდ იმ პირობით, რომ ამ შეხვედრას დაესწრებოდა ბმა „ბაგები 504-ის“ თავმჯდომარე სანდრო ჯორბენაძე.

ასეთი შეხვედრა შედგა დღეს, რომელსაც ესწრებოდა გვერდითა კორპუსის 5 წარმომადგენელი, სანდრო ჯორბენაძე, კომპანია „გუმბათის“ 2 წარმომადგენელი და იურისტი ხათუნა გრიგალაშვილი.
სანდრო ჯორბენაძემ უკმაყოფილება გამოთქვა მათი იმ ქმედებების გამო, რომლითაც დღეში რამდენჯერმე (ხშირად ათეულობით) ხდება პატრულის გამოძახება ან მერიაში სატელეფონო ზარების განხორციელება, რომლითაც, მართალია მშენებლობა მაინც გრძელდება, თუმცა 20-30 წუთით მაინც ყოვნდება მუშაობა. 
მეზობელი კორპუსის დელეგაციამ განაცხადა, რომ ისინი წინააღმდეგი არ არიან მშენებლობის, თუმცა აქვთ სურვილი პასუხი გაეცეს მათ რამდენიმე საკითხს, ამასთან ნაწყენებიც ყოფილან იმის გამო, რომ ჩვენ არ დაველაპარაკეთ და დღემდე არ გვქონია მათთან კომუნიკაცია.
კომუნიკაციასთან დაკავშირებით ს.ჯორბენაძემ განუცხადა, რომ გაუგებარია რა კომუნიკაციაზეა საუბარი იმ ხალხთან, რომლებიც კვირაში 6 დღე (კვირას „კოდალა“ არ მუშაობს) ჩივიან და ინტრიგნობენ. გაუგებარია, თუ როგორ უნდა წავიდნენ წინააღმდეგი ჩვენი სახლის მშენებლობის. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, სწორედ შეხვედრის დროს გამოუძახებიათ იქ მაცხოვრებლელს პატრული, „კოდალას“ ხმაურის გამო.
ჩვენ ბევრჯერ მოვიხადეთ ბოდიში ხმაურის გამო, მაგრამ მშენებლობის შეჩერებას, თუნდაც დროებით ვერ დავეთანხმებით. ამაში მხარს გვიჭერს საქართველოს კანონმდებლობაც, რადგან მათ აქვთ თმენის ვალდებულება. ე.ი. უნდა ითმინონ. სხვა გზა არ არსებობს. 40 წელზე მეტია ვერ აგვიშენებია სახლი. გამოჩნდა აშენების რეალური საშუალება, უფრო მეტიც, მიმდინარეობს მშენებლობა და ამას არ დავთმობთ იმის გამო, რომ ვიღაცას დისკომფორტი ექმნება.
დელეგაციის მიერ დაისვა შემდეგი საკითხები:
1. დისკომფორტი
2. ზიანის მიყენება
3. მშენებლობის გეგმის გაცნობა.
პირველ საკითხთან დაკავშირებით გაიმართა ცხარე დისკუსია. დისკუსიის ბოლოს ეს საკითხი ფაქტობრივად მოიხსნა, მათი მხრიდან მყარი არგუმენტების ვერ მოყვანის გამო.
მეორე საკითხთან დაკავშირებით დელეგაციამ განაცხადა, რომ ზოგიერთი მათგანის კედლებს გაუჩნდა ბზარები, რაც ჩვენი „კოდალას“ ბრალი ყოფილა. ამის თაობაზე ბატონმა მ.ტყეშელაშვილმა განაცხადა, რომ  იმ ვიბრაციიდან გამომდინარე, რაც აქვს „კოდალას“ ეს შეუძლებელია, თუმცა მაინც შეისწავლის ამ საკითხს.
მესამე საკითხთან დაკავშირებით მ.ტყეშელაშვილმა აუხსნა დელეგაციას, თუ რატომ ინგრევა დარჩენილი ნაწილი. დეტალურად განუმარტა და ძველ პროექტზე უჩვენა, თუ როგორი იქნება შენობა, ავტოსადგომების ჩასასვლელი და ა.შ. ასევე აუხსნა, რომ მიქელაძის 19 გადმოსულია ჩვენ წითელ ხაზებში, თუმცა არქიტექტორს მიეცა დავალება, რომ პროექტი ისე მოამზადოს, რომ მათ დაუკანონდეს ეს დარღვევა. წინა პროექტებიც ასე იყო შექმნილი.
საბოლოოდ მოხდა შეთანხმება, იმის თაობაზე, რომ პროექტს მათაც გაუგზავნიან.
შეხვედრაზე დაისვა წითელი ხაზების საკითხიც. საქმე იმაშია, რომ მათი შენობა ექსპლუატაციაში არაა შესული. საკითხის დასმისთანავე ს.ჯორბენაძემ შეაწყვეტინა ამ თემაზე საუბარი და განაცხადა, რომ იქამდე, სანამ მშენებლობა ბოლოსკენ არ წავა ან სხვა ხელსაყრელი მდგომარეობა არ იქნება ის ხელს არ მოუწერს, მით უფრო იმ ხალხს, რომლებიც ყოველდღე გვიჩივიან და ოცნებობენ მშენებლობის გაჩერებაზე. 
მ.ტყეშელაშვილმა განაცხადა, რომ დანგრევაც უფრო სწრაფი ტემპით წავა, რადგან დღეიდან იმუშავებს მეორე „კოდალაც“.
შეხვედრის შემდეგ მივედით მშენებლობაზე. გთავაზობთ დღევანდელ ფოტოებს:

საერთო ხედი. მეოთხე სართულის დანგრევა მიადგა „ზ“ კორპუსს:



აქტიურად შეუდგა მუშაობას მეორე „კოდალა“:




პირველი _ მამა „კოდალა“ ზედა სართულებს ანგრევს:





მეორე _ საკმაოდ ლამაზი დედა „კოდალა“ ქვედა სართულებს:



Friday 12 February 2021

 ძვირფასო მეგობრებო,


ზოგიერთმა თქვენგანმა მომმართა გარკვეული კითხვებით. ყველაზე ხშირია საკითხი იმის შესახებ, დაგრჩებათ თუ არა იგივე ადგილი, იმავე სართულზე და რა ფართით.

კიდევ ერთხელ ვაზუსტებთ და განგიმარტავთ, რომ არქიტექტორი მუშაობს სწორედ ამ მიმართულებით. ე.ი. თითქმის ყველას (99%) შეუნარჩუნდება იგივე ფართი (120 და 140 კვ.მ.), ამაში შედის აივანიც. 128 ოჯახს ამ ფართისგან დამოუკიდებლად (ვიღაც ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, რომ ავტოსადგომიც შედის ამ ფართში) ეკუთვნის 1 ავტოსადგომი. მესამე პირებს ავტოსადგომები ეკუთვნის, თუ ნაყიდი აქვთ.

ყველას შეუნარჩუნდება იგივე ადგილი, რაც შეეხება სართულს, გამომდინარე იქიდან, რომ უნდა დაიგოს „პლიტა“, სახლი აიწევს სიმაღლეში. შეიძლება დაემატოს კომერციული ფართისთვის ერთი სართული.მაგალითად, თუ მე-3 სართულზე გქონდათ ბინა, რომელიც კომერციულების შემდეგ პირველ საცხოვრებელს წარმოადგენდა, ეხლა შეიძლება გახდეს მე-4 სართული, მაგრამ ისევ პირველი საცხოვრებელი სართული.

მეორე კითხვა იყო ასეთი: შესაძლებელი იქნება თუ არა შშმ პირების ეტლით მიყვანა ლიფტამდე ისე, რომ კიბეებზე ხელით არ იქნეს ასაყვანი. ინესტორის თქმით, ეს ასეც იყო ჩაფიქრებული, რადგან დღევანდელი სტანდარტები ამას მკაცრად არეგულირებს _ სახლს ისე არც ჩაიბარებენ.

გთავაზობთ დღევანდელ ფოტოებს.

ორშაბათის შემდეგ დანგრეულია „დ“ და „ე“ კორპუსების ეზოდან მე-4 სართული. მე მგონი ცუდი შედეგი არაა. რამდენიმე დღეში მეორე „კოდალაც“ დაეხმარება.


საერთო ხედი:


„დ“ კორპუსის ხედი:




„ე“ კოპრუსის ხედი:



ამ გზით ადის „კოდალა“ ზედა სართულებზე:



ხედი ეზოს შუაგულიდან:





Monday 8 February 2021

 მოგესალმებით მეზობლებო,


როგორც მოგეხსენებათ, ინვესტორს უნდა გადაეწყვიტა მშენებლობის დანგრევისა და გაგრძელების საკითხი.

დღეს მათ ოფისში მოეწყო შეხვედრა ამხანაგობა „ბაგები 502-სა“ და ამხანაგობა „ბაგები 504-ის“ გამგეობებთან. გამგეობის ერთი წევრი _ ქალბატონი მერი ნიკოლაიშვილი მონაწილეობას იღებდა ზუმის საშუალებით, რადგან მეუღლის კორონათი დაინფიცირების გამო იმყოფება თვითიზოლაციაში.

ბატონმა მერაბ ტყეშელაშვილმა გამგეობის წევრებს აუხსნა შექმნილი სიტუაცია და განაცხადა, რომ იზიარებს კონსტრუქტორების რჩევას, დარჩენილი ნაწილის დანგრევის შესახებ, რადგან ზოგიერთი ნაწილი მაინც მოსანგრევია, არის დონეების სხვაობა. ერთი და იგივე სართულები აწეულ-დაწეულია. უკვე დანგრეული შენობის ნგრევის პროცესში რამდენიმე კოლონა თავისით ჩამოიშალა. ამიტომ უმჯობესია დანგრევა. მანვე განაცხადა, რომ მოიწვია ორივე ამხანაგობის გამგეობა იმიტომ, რომ შეათანხმოს ჩვენთან მშენებლობის შემდგომი ეტაპი.

მოკლედ, ინვესტორი თანახმაა, რომ დაანგრიოს და თავიდან აშენდეს ოღონდ ახალი პროექტით. საძირკვლის „პლიტა“ რჩება, ოღონდ დაემატება ახალი „პლიტა“ (1 მეტრიანი) ახალი კონსტრუქციებით.

ინვესტორმა შაბათს განახორციელა დარჩენილი ნაწილის  მონგრევა ნიმუშისთვის. აღმოჩნდა, რომ აქაც თავისით იშლება ზოგიერთი კოლონა. ამასთან ერთად, მეზობელი კორპუსებიდან 36 გამოძახება იყო ხმაურის გამო.

ვიცი, რომ ამ საიტს ნახულობენ ეს მომჩივანი გვერდზეკორპუსელბი (3 თებერვალს წერილის დადებიდან 1 საათში დაგვიკავშირდნენ და გიჩივლებთო განაცხადეს), რამდენჯერ მოგიხადეთ ბოდიში, მაგრამ თქვენ მაინც ჩივით დაუსრულებლად. იქნებ გეყოთ და შეეგუოთ იმას, რომ ეს სახლი უნდა აშენდეს. მშენებარე სახლის გვერდზე ცხოვრობთ და არა ტყის მიმდებარედ. ამიტომ, აქედან მშენებლობის ხმა გამოვა და არა ჩიტების ჭიკჭიკის.

მერიამ ჩვენ ინვესტორს მოსთხოვა დანგრევის პერიოდში ყიფშიძის ქუჩაზე დაზღვევის მიზნით ღობეს დამატებოდა სიმაღლე. ინვესტორმა ესეც გააკეთა და ღობეს ბადე დაამატა.

ინვესტორთან შეხვედრაზე გვაჩვენეს სახლის ახალი პროექტი. თუმცა ეს იყო პროექტი დაუნგრეველი კორპუსის პირობებში. შესაბამისად, აუცილებელი იქნება ახალი პროექტის გაკეთება (იმედია ბოლო). შეხვედრას ესწრებოდა არქიტექტორი ძლიერიშვილიც, რომელიც ხვალიდანვე დაიწყებს კიდევ ერთი პროექტის გაკეთებას. დაგვპირდნენ, რომ დაახლოებით მე-9 ან მე-10 სართულის დონეზე მთელი სართული იქნება ღია და მთლიანად დაეთმობა სავარჯიშოებს, ველოსიპედის საკატაო ადგილს, ჩვილი ბავშვის სასეირნოს და ა.შ.

სადარბაზოები მოპირკეთდება გრანიტით. კონდიციონერი და გაზის გამათბობელი კორპუსზე არ გამოჩნდება.

სამაგიეროდ დაემატება სართულები და კორპუსები იქნება 15, 19 და 25 სართულიანები.

პროექტის ესკიზები, როგორც კი მზად იქნება გადმოგვიგზავნიან.

ინვესტორმა გაგვაფრთხილა იმის შესახებაც, რომ სახლის ჩაბარების შემდეგ აუცილებელი იქნება გადასახადების გადახდა სხვადასხვა მომსახურებაზე: ეზოს და სადარბაზოს დასუფთავება, ლიფტის თანხა, გარე განათება, დაცვა, შლაგბაუმი.

ინვესტორმა კიდევ ერთხელ დააზუსტა, რომ მშენებლობაზე ჩვენ დასამატებელი არ გვაქვს, მესამე პირები გადაიხდიან მათთან მოლაპარაკების შემდეგ. 128 ოჯახიდან თითქმის ყველას (99%) შეუნარჩუნდება 120 და 140 კვ.მ ბინები. იმათ, ვისაც ფართის დამატება უნდა, იციან და ცალკე გაესაუბრებიან. თუ ვინმე კიდევ მოინდომებს ფართის დამატებას ესეც არაა პრობლემა. უმჯობესია, რაც შეიძლება მალე.

შეხვედრის ბოლოს, ამხანაგობა „ბაგები 502-სა“ და ამხანაგობა „ბაგები 504-ის“ თავმჯდომარე სანდრო ჯორბენაძემ დააყენა საკითხი კენჭისყრაზე _ ვინაა თანახმა, რომ ინვესტორმა მთლიანად დაანგრიოს კორპუსი და ააშენოს ახალი პროექტით. ყველამ განაცხადა თანხმობა ხელის აწევით, ქალბატონმა მ.ნიკოლაიშვილმაც თანხმობა განაცხადა ზუმის საშუალებით. არც წინააღმდე წასულა ვინმე და არც თავი შეუკავებია არავის.

 კენჭისყრის დასრულების შემდეგ კიდევ მრავალ კითხვას გაეცა პასუხი ბატონი სოსო მაჩაიძის მხრიდან. ინვესტორის დეტალური დაანგარიშებით მათი ზარალი ამ შემთხვევაში აღმოჩნდა 1.2 მილიონი აშშ დოლარი. 

მათივე განცხადებით დღესაც მიდის გახურებული მუშაობა _ ნგრევა დარჩენილი კორპუსის.

გთავაზობთ გამგეობების სხდომის შემდეგ გადაღებულ დღევანდელ ფოტოებს:

ჩვენი „კოდალა“ ასულია მე-4 სართულზე და იქიდან იწყებს ნგრევას:





უკიდურეს მარცხენა მხარეს (სადაც 2 ადამიანი დგას) მე-4 სართული უკვე მოანგრია:



„კოდალა“ „დ“ კორპუსთან ერთად ანგრევს „ე“ კორპუსის სართულებს შორის გამყოფსაც (ჭერი და იატაკი):




ყიფშიძის მხრიდან მთლიან სიგრძეზე დაემატა ბადე-ღობე:




ნგრევის პროცესი ყიფშიძის მხრიდან. აქაც უკვე ბლომადაა მონგრეული: