ძვირფასო მეგობრებო,
ზოგიერთმა თქვენგანმა მომმართა გარკვეული კითხვებით. ყველაზე ხშირია საკითხი იმის შესახებ, დაგრჩებათ თუ არა იგივე ადგილი, იმავე სართულზე და რა ფართით.
კიდევ ერთხელ ვაზუსტებთ და განგიმარტავთ, რომ არქიტექტორი მუშაობს სწორედ ამ მიმართულებით. ე.ი. თითქმის ყველას (99%) შეუნარჩუნდება იგივე ფართი (120 და 140 კვ.მ.), ამაში შედის აივანიც. 128 ოჯახს ამ ფართისგან დამოუკიდებლად (ვიღაც ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, რომ ავტოსადგომიც შედის ამ ფართში) ეკუთვნის 1 ავტოსადგომი. მესამე პირებს ავტოსადგომები ეკუთვნის, თუ ნაყიდი აქვთ.
ყველას შეუნარჩუნდება იგივე ადგილი, რაც შეეხება სართულს, გამომდინარე იქიდან, რომ უნდა დაიგოს „პლიტა“, სახლი აიწევს სიმაღლეში. შეიძლება დაემატოს კომერციული ფართისთვის ერთი სართული.მაგალითად, თუ მე-3 სართულზე გქონდათ ბინა, რომელიც კომერციულების შემდეგ პირველ საცხოვრებელს წარმოადგენდა, ეხლა შეიძლება გახდეს მე-4 სართული, მაგრამ ისევ პირველი საცხოვრებელი სართული.
მეორე კითხვა იყო ასეთი: შესაძლებელი იქნება თუ არა შშმ პირების ეტლით მიყვანა ლიფტამდე ისე, რომ კიბეებზე ხელით არ იქნეს ასაყვანი. ინესტორის თქმით, ეს ასეც იყო ჩაფიქრებული, რადგან დღევანდელი სტანდარტები ამას მკაცრად არეგულირებს _ სახლს ისე არც ჩაიბარებენ.
გთავაზობთ დღევანდელ ფოტოებს.
ორშაბათის შემდეგ დანგრეულია „დ“ და „ე“ კორპუსების ეზოდან მე-4 სართული. მე მგონი ცუდი შედეგი არაა. რამდენიმე დღეში მეორე „კოდალაც“ დაეხმარება.
საერთო ხედი:
„დ“ კორპუსის ხედი:
„ე“ კოპრუსის ხედი:
ამ გზით ადის „კოდალა“ ზედა სართულებზე:
ხედი ეზოს შუაგულიდან:
No comments:
Post a Comment
Note: only a member of this blog may post a comment.