Wednesday, 3 February 2021

 ძვირფასო მეგობრებო,

გვაქვს გარკვეული შეფერხება. კერძოდ, კონსტრუქციების ექსპერტიზამ დაადგინა (იხ. ქვემოთ), რომ არსებული (დარჩენილი) შენობაც დასანგრევია (არასწორი კონსტრუქციების გამო, სვეტები აცდენილია ერთმანეთს და სხვ.).

ეს მოულოდნელი იყო არა მარტო ჩვენთვის, არამედ ინვესტორისთვისაც. როგორც იცით, ყველაფერი გამზადებული და გასუფთავებული იყო სამშენებლო სამუშაოების სწრაფი ტემპით წინსვლისთვის, იწყებოდა მიწის ამოთხრა, თითქმის დამთავრებული იყო პროექტი, ხელშეკრულება დაიდო ძველ არქიტექტორებთან თანხის (ჩარკვიანის ვალის) გადახდასთან დაკავშირებით და ა.შ.

მშენებელთან წინასწარი კომუნიკაციის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი:

1. ინვესტორი აცხადებს, რომ დარჩენილი შენობის დანგრევა და იმავე ადგილზე არსებულ დონემდე სახლის აშენება მას დაუჯდება 1.5-2 მილიონი აშშ დოლარი.

2. ამ გაუთვალისწინებელი ხარჯის გადახდა რამდენად უღირს ინვესტორს ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს, რადგან 1.5-2 მილიონი დოლარი მცირე თანხა არაა.

3. არსებულის დანგრევას დასჭირდება 2 თვე.

 

რას ვკარგავთ და რას ვიძენთ დანგრევით?

ჩვენ ვკარგავთ დროს _ 2 თვეს. ინვესტორი კარგავს 1.5-2 მილიონ აშშ დოლარს.

უკვე დანგრეულ კორპუსებში აღმოჩნდა, რომ საყრდენ ბოძებში არმატურა არ იყო ერთმანეთთან შეკრული, უბრალოდ ჩაყრილი იყო ბეტონში. დარჩენილის დანგრევის შემთხვევაში, ასეთი რამ აღმოფხვრილი იქნება. მოკლედ, უფრო მყარი და სანდო კორპუსი აშენდება. ისევ გადასაკეთებელი იქნება პროექტი, ოღონდ ამას სავარაუდოდ ძალიან მცირე დრო დასჭირდება, რადგან გასუფთავებულ ფართხე კორპუსების პროექტი აღარ შეიცვლება.

დარჩენილის დანგრევის შემთხვევაში მაქსიმალურად (დაახლოებით 99 %) შენარჩუნდება 128 ოჯახის იგივე ფართი, იმავე ადგილზე.

საერთო ჯამში, ჩვენთვის შეიძლება უკეთესიც იყოს, უბრალოდ, არსებულ დონემდე (სამშენებლო პოლიგონის მომზადებამდე) მისვლისთვის დაგვჭირდება 2 თვე.

მოკლედ, დაველოდოთ ინვესტორს 1-2 დღე დაანგარიშებისთვის. იმედი ვიქონიოთ, რომ ისევ განვაგრძობთ ურთიერთობას. 





4 comments:

  1. მოგესალმებით ბატონო სანდრო თქვენი კოოპერატივის წევრი გიორგი კუტალია.
    გასაგებია თქვენს მიერი დაწერილი ბოლო პოსტი , უბრალოდ მე ამ პრობლემას ასე ჩავწვდი რომ არის შანსი იმის რომ ინვესტორმა სრულიად უარი თქვას მშენებლობის დასრულება_ ჩაბარებაზე ?
    რადგან ზემო6 ეწერა რომ თითქმის 3 მილიონამდე არის ხარჯი და რაც გეთანხმებით მეც რომ მცირე თანხა არ არის .

    ReplyDelete
  2. ბატონო სანდრო, ხომ არ აპირებს ინვესტორი 1.5-2 მილიონის ამოღების მიზნით არსებულ პროექტში გასაყიდი სართულების დამატებას? და შესაბამისად შეცვლილი პროექტის დამტკიცებას?
    პატივისცემით, ალექსანდრე კუხიანიძე.

    ReplyDelete
  3. წარმოუდგენელია ეს ყველაფერი. რისი თქმა გინდათ რომ ახლა არკვევს ასეთ დეტალებს ინვესტორი? თუ არ უნდათ გაგრძელება შეგვძლია დავემშვიდობოთ და ახალი ინვესტორი ვნახოთ.წინ წაგდებული საქმე დახვდება ახალ ინვესტორს.

    ReplyDelete
    Replies
    1. სამწუხაროდ ვერაფრით ვერ დაგეთანხმებით ამ ახალ ინვესტორების ძებნაში გავიდა ათწლეულები და რატომღაც მგონია რომ ეხლა თუ ეს საქმე შეჩერდება კვლავ ხანგრძლივი. დროით ჩაიძირება ეს მშენებლობა

      Delete

Note: only a member of this blog may post a comment.