Sunday 27 November 2022

 მოგესალმებით მეგობრებო,


გრძელდება ჩვენი სახლის მშენებლობა.

ფუტკრებივით მუშაობენ მშენებლები და გვახარებენ შედეგით.


გთავაზობთ შემოდგომის ბოლო ფოტოებს.


„ი“ (მე-4) და „თ“ (მე-5) სადარბაზოებისთვის მიმდინარეობს მე-8 სართულის ბეტონით გადახურვის სამუშაოები:






„ზ“ (მე-6) სადარბაზოსთვის ინტენსიურად მიმდინარეობს მე-9 სართულის მშენებლობა:






ამ სადარბაზოების ხედი „კარფურის“ მხრიდან:




სართულების გადახურვა ახალი მეთოდით ხორციელდება. ბეტონი ისხმება სპეციალურ სივრცეში, საიდანაც მილებით ადის ბოლო სართულზე:






თუ შევაჯამებთ შემოდგომის სამუშაოებს, გვაქვს ცხადი შედეგი, რაც დასტურდება ა.წ.  30 აგვისტოსა და 26 ნოემბრის ფოტოების მიხედვით:





Sunday 13 November 2022

 მოგესალმებით ყველას,


მართალია დღეს 15 რიცხვი არაა, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ მშენებლობის |შესახებ ინფორმაცია დაიდოს თვის მე-2 და მე-4 შაბათ-კვირას, რადგან ჩვეულებრივ სამუშაო დღეებში (15 და 30 რიცხვებში) საღამოს 18 საათის შემდეგ გადაღებას აზრი არ აქვს დაღამების გამო.


განვლილ პერიოდში |ჩვენი ამხანაგობის წევრ დავით ბაქანიძეს გარდაეცვალა დედა, ქალბატონი ნელი. ამხანაგობის სახელით ვუსამძიმრებთ ბატონ დავითს. ღმერთმა აკმაროს.


გთავაზობთ დღევანდელ ფოტოებს.


 როგორც მშენებელმა დაგვიზუსტა, ამწე „უკრინის“ აწევის შემდეგ კიდევ 2 სართული უნდა აშენდეს, რომ გავაგრძელოთ მშენებლობა 1-ელ („მ“), მე-2 („ლ“) და მე-3 („კ“) სადარბაზოებისო. მოკლედ 7-9 სართული აითვლება არა მიწის ქვედა, არამედ მიწის ზედა დონიდან.  ეს ალბათ ახალ წლამდე უნდა მოხდეს. პროგნოზები და ვარაუდები ხშირად იდეალურად ზუსტი არაა, მაგრამ ასეთია გეგმა.

მე-4 („ი“) და მე-5 („თ“) სადარბაზოებისთვის დასრულების პერიოდშია მე-8 სართულის მშენებლობა: 






მე-6 („ზ“) სადარბაზოსთვის დამთავრდა მე-8 სართულის მშენებლობა და დაიწყო მე-9 სართულის სამუშაოები:





მე-10 („გ“), კომერციულ („ბ“) და მე-11 („ა“) სადარბაზოებისთვის დასრულებისკენ მიდის მე-7 სართულის მშენებლობა:






ხედი „კარფურის“ მხრიდან:




შედარებისთვის გთავაზობთ  თვენახევრის (30.09.2022) წინანდელ და დღევანდელ ფოტოებს:








 


Monday 7 November 2022

გამარჯობა მეზობლებო,


კვირას, 6 ნოემბერს ამწე „უკრაინა“ სიმაღლეში გაიზარდა, რადგან სართულების სიმაღლემ ამწემდე მიაღწია.


გთავაზობთ ამწის სიმაღლეში გაზრდის ფოტოებს და ვიდეოს.